სიახლეები

რესტორანი, კლუბი და გალერეა – რა განთავსდება ანბანის კოშკში

09.06.2015 • 5514
რესტორანი, კლუბი და გალერეა – რა განთავსდება ანბანის კოშკში

 

ანბანის კოშკი
ანბანის კოშკი

არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ თავის მხრივ ესპანური კომპანია იღებს ვალდებულებას, შენობა შეიყვანოს ექსპლუატაციაში, შეაკეთოს ლიფტები და დაასაქმოს ადამიანები. გარდა ამისა, ხაბაძის განცხადებით, სახელმწიფოს აღარ მოუწევს შენობის საექსპლუატაციო ხარჯებზე ზრუნვა, რაც, მისივე თქმით, დაახლოებით 700 ათასი ლარია წელიწადში.

 

„20 წლის განმავლობაში კომპანიამ აიღო თავის თავზე შენობის მოვლა-პატრონობა, დასაქმების და ობიექტების მოწყობის პასუხისმგებლობა… კოშკში მოეწყობა რესტორანი, პატარა კლუბი, ერთი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, როგორც მახსოვს, გალერეა, ასევე იქნება ვერანდა, საიდანაც ტურისტები ქალაქს დაათვალიერებენ… ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით რაღაც გამოვნახეთ ისე, რომ სახელმწიფომ არ გაწიოს ზედმეტი დანახარჯები წლიურად, მოვუნახეთ შენობას პატრონი, რომელიც მას მოუძებნის ფუნქციას და მოახდენს ტურისტული დანიშნულებით გამოყენებას“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 

გადაბეჭდვის წესი