სიახლეები

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის წევრი გახდა

09.06.2015
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის წევრი გახდა

 

„აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ბოლო წლებია დეპარტამენტი ტურიზმის ამ სფეროს განვითარებას სხვადასხვა აქტივობებით უწყობს ხელს: ეცნობა სოფლებში არსებული ტურისტული მეურნეობების პოტენციალსა და საქმიანობას; ქმნის სოფლად არსებულ ტურისტული მეურნეობების ბაზას, რომელთაც ტურისტების მიღების მცირე გამოცდილებაც კი აქვთ; ატარებს ტრენინგებს ტურისტული მეურნეობების მეპატრონეებისათვის; განათავსებს აჭარის სოფლებში ტურისტების თავისუფლად გადადგილებისათვის ტურისტულ ნიშნულებს; ყოველწლიურად გამოსცემს სოფლად ტურიზმის სარეკლამო ბროშურას, რომელიც ვრცელდება როგორ საქართველოს შიგნით, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენმა შექმნა ეკო ტურისტული რუქის ონლაინ და ბეჭდური ვერსიები, ასევე შეიმუშავა ის ტურისტული მარშრუტები, რომლებზეც გასვლა აჭარის სოფლებში ჩასულ სტუმრებს შეეძლებათ,“ – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ რელიზში.

 

ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციაში ევროპის 27 ქვეყნის 35 პროფესიული ორგანოა გაწევრიანებული. ფედერაცია წარმოადგენს დაახლოებით 500 000 მიკრო საწარმოს, რომლებიც 5-დან 6,5 მილიონამდე საწოლ ადგილს ითვლის.

 ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციაში გაწევრიანებით აჭარის ტურისტული მეურნეობები მოხდება სოფლად ტურიზმის საერთაშორისო საინფორმაციო ბაზაში. აჭარის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს საშუალება მიეცემა მიიღოს ევროპული გამოცდილება, დანერგოს ევროპული/საერთაშორისო სტანდარტები და მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის სხვადასხვა აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის სოფლად ტურიზმის განვითარებას, ისე აჭარის რეგიონის სოფლად ტურიზმის ცნობადობის გაზრდას ევროპის მასშტაბით.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.