Batumelebi | სალიბაურის სკოლიდან ექვსი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს სალიბაურის სკოლიდან ექვსი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს – Batumelebi
RU | GE  

სალიბაურის სკოლიდან ექვსი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

დღეს,  11 ივნისს,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 10:00 საათზე გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს სკოლის  ექვსი მოსწავლე  შეუძლოდ დახვდათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რვიდან თორმეტ წლამდე ასაკის  ექვსი მოსწავლე მუცლის ჭვალის დიაგნოზით ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

კლინიკაში იმყოფება აჭარის აჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი.

ამ წუთებში სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით იმყოფებიან აჭარის ჯანდაცვის მინიტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, ინფექციონისტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.

სპეციალისტები ამბობენ, რომ სხვა ბავშვებს რაიმე დაავადების დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ.

დამატებით ინფორმაციას „ბათუმელები“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე