ელექტრონულ ტენდერში 5 პრეტენდენტი მონაწილეობდა. ყველაზე დაბალი შეთავაზება – 16 მილიონ 70 ლარი თურქულ კომპანიას ჰქონდა. გამარჯვებულს ბათუმის მერია უახლოეს დღეებში გამოავლენს. ბათუმში, ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“, ქუჩების გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისთვის ქალაქის მერიას 20 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. სამუშაოები სამი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შემდეგი კომპანიები მონაწილეობდნენ: „გზა“ [ბოლო შეთავაზება 19 900 000 ლარი], „ბლექ სი გრუპი“ [19 555 555 ლარი], „არნაბი 21“ [19 555 550 ლარი], „ზიმო-7“ [18 941 041 ლარი] და ,,ათინაქ მუჰენდისლიქ ინშაათ სანაი ვე თიჯარეთ“ /Atinak Engineering and Construction Industry and Commerce Inc/ [16 000 070 ლარი].
ტენდერში წინადადებების მიღება 2015 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო და 20 ოქტომბერს დასრულდა.
მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია 9 მარტის, ბერიძის, დემეტრე თავდადებულის, გრიბოედოვის, ჰ. აბაშიძის, იმედაშვილის [შესახვევით], ჯავახიშვილის, კალიევის, კანდელაკის, ლერმონტოვის, ლორიას, ლუკა ასათიანის, მერკვილაძის, ფალავანდიშვილის, პუშკინის, [ასევე პუშკინისა და ტბელ აბუსერიძის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის], სამხრეთის, შავშეთის, შევჩენკოს, სულაბერიძის, თაყაიშვილის, ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია;
ასევე დაგეგმილია, 9 მარტის, 26 მაისის, ბერიძის, დემეტრე თავდადებულის, იმედაშვილის, კალიევის, ლუკა ასათიანის, მერკვილაძის, ფალავანდიშვილის, პუშკინის [მელიქიშვილის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე], სამხრეთის, შევჩენკოს, სულაბერიძის, ვაჟა-ფშაველას, წერეთელის, ლერმონტოვის, თაყაიშვილის, ს. ხიმშიაშვილის, პუშკინის [მელიქიშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე] ქუჩების სანიაღვრე სისტემების მოწყობა.