ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა თეატრის შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასასრულებლად 207 111-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შენობის სცენის მოსაწყობად გამოსაყენებელი მასალა, ასევე შენობაში დასამონტაჟებელი აპარატურები, მოწყობილობები და დანადგარები უნდა შეუთანხმდეს შემსყიდველს წერილობითი სახით შესყიდვამდე ან/და დამონტაჟებამდე. შენობის სცენის მოსაწყობად გამოსაყენებელი მასალის, შენობაში დასამონტაჟებელი აპარატურების, მოწყობილობებისა და დანადგარების მიწოდება/აწყობა, ინსტალაცია/მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამ და სხვა სამუშაოების შესასრულებლად 30 დღე ექნება.
ბათუმის თოჯინების თეატრს 2012 წლიდან არემონტებენ. თეატრის განახლებული შენობის გახსნა 2016 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღესაა დაგეგმილი.
თოჯინების თეატრი