როგორ ხვდებოდნენ ახალი წლის მოსვლას აჭარაში

ავტორი: თამილა ლომთათიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი ფოტოზე: აჭარა, სოფელი გომარდული. შოთა გუჯაბიძის ფოტო  _______________________________________________ აჭარაში ახალი წლის შესახვედრად ადრიდანვე იჭერდნენ თადარიგს: ვალებს გაისტუმრებდნენ, თუ რამ განათხოვრებული ჰქონდათ, ყველაფერს უკან დაიბრუნებდნენ, რადგან სწამდათ, რომ ახალი წლის ღამე საოჯახო ნივთებმაც, ისევე, როგორც ადამიანებმა და საქონელ-ფრინველმა, საკუთარ ჭერქვეშ უნდა გაატარონ. აჭარაში საახალწლო სამზადისის დროს არავის არაფერს არც მოსთხოვდნენ …

რა იგეგმება მომავალ წელს ბათუმის ბულვარში

„ბულვარის ტერიტორიაზე აღარ იქნება ქაოტური განთავსების ობიექტები, კაპიტალური სამუშაოები კი დაიგეგმება საზოგადოებასთან შეთანხმებულად“ – აღნიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე, სადაც ბულვარის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმები და პროექტები განიხილეს. სხდომას ესწრებოდა ბათუმის მერიის და საკრებულოს წამომადგენლები, ასევე ბულვარის საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები. „ბათუმის ბულვარი ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი …

ვაკანსია მიმტანისა და კონსულტანტის პოზიციებზე

სამუშაოდ ვიწვევთ 20  წლის ასაკიდან  გოგონებსა და ბიჭებს მიმტანისა და კონსულტანტის პოზიციებზე. აუცილებელია რუსული ენის ცოდნა. ასევე, სამუშაოდ ვიწვევთ მოყვარულ ფოტოგრაფებს. CV მიიღება 26 დეკემბრიდან პირველ თებერვლამდე, სამუშაო დღეებში 12 საათიდან 17 საათამდე. მის.: ა.მელაშვილის (ძველი კამოს) 33/35 , Surf Hostel-ის შენობაში. მობ.: 558 35 39 04, ნანა

„რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ – აქცია ბათუმში [ფოტო]

დღეს, 29 დეკემბერს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრმა ორგანიზაცია „იალქანმა“ ბათუმის ქუჩებში მოაწყო წინასწარ დაანონსებული აქცია-მსვლელობა – „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოებს“. როგორც აქციის ორგანიზატორმა, თიკო აბაშიძემ განმარტა, აქციის მიზანია, აჩვენოს საზოგადოებას, რომ განსხვავებული აღმსარებლობა, ეროვნულობა და შეხედულებები ადამიანებს ჰარმონიულ ურთიერთობებში ხელს არ უშლის. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში სიმბოლური საჩუქრები დაარიგეს; ისინი იყვნენ ქალაქში არსებულ სხვადსხვა სამლოცველოებში.

„მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“ აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე „რევმატოლოგია“

სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“ აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე „რევმატოლოგია“  (ერთი მაძიებელი). მოთხოვნები რეზიდენტურაში მისაღებად: ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან შესაბამისი ცნობა, კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, PowerPoint, Excel, Internet), ინგლისური ენის ფლობა. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი მოწმობა ავტობიოგრაფია (CV); ფოტოსურათი 3X4 – 2 ცალი; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქსეროკოპია); სამხედრო …

კუთვნილი ულუფისთვის უფასო სასადილოში [ფოტო]

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 6 სასადილოს ამუშავებს, სადაც სოციალურად დაუცველებს დღეში ერთხელ, უფასო სადილით უმასპინძლდებიან. „უფასო სასადილოთი“ მოსარგებლეთა უმრავლესობას  კუთვნილი ულუფა ძირითადად შინ მიაქვს, ზოგიერთი კი სადილს სასადილოში მიირთმევს. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის, ბადრი გოგიძის ინფორმაციით, აღნიშნული სასადილოებით ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 042 ადამიანი  სარგებლობს. ბენეფიციართა ყოველდღიურად ერთჯერადი კვებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში …

სამუშაოები ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი ბათუმის ქუჩებიდან. ფოტოები წინასაახალწლო დღეებში იმ ქუჩებზეა გადაღებული, სადაც სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  

„დიასა ველო“ – მაღაზია ბათუმში, სადაც სანტა გემოვნებიან და ხარისხიან საჩუქრებს იაფად ყიდულობს

რამდენიმე დღე და ახალი წელიც დადგება. ამ დღის მოსვლა ყველაზე მეტად ბავშვებს ეჩქარებათ. პატარებს ერთი სული აქვთ, როდის გახსნიან მათთვის განკუთვნილ შეფუთულ პაკეტებს, სანტას რომ მოაქვს. საჩუქრების გახსნის წუთები არანაკლებ დღესასწაულია მშობლებისთვის. ამიტომ: თუ დატვირთული გრაფიკის გამო ჯერ კიდევ ვერ გამონახეთ დრო საჩუქრის შესარჩევად თუ არ იცით, რით შეიძლება გაახაროთ ყველაზე მეტად თქვენი პატარა თუ …

ბათუმი-ახალციხის საავატომობილო მაგისტრალი ჩაკეტილია

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალი დღეს დილიდან ჩაკეტილია. მეწყერი დაახლოებით დილის 6 საათზე, ქედაში, სოფელ პირველ მაისთან ჩამოწვა. გზების დეპარტამენტის მონაცემით, მოძრაობა მაგისტრალზე დაახლოებით ნახევარ საათში აღდგება. „გზების დეპარტამენტი დილიდან მუშაობს გზის გაწმენდაზე. დაახლოებით ნახევარ საათში ცალმხრივად აღდგება გზა. დღის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა და რამდენიმე საათში სრულად გაიწმინდება მაგისტრალის მონაკვეთი, სადაც მეწყერი ჩამოწვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს …

აქცია ბათუმში – „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“

29 დეკემბერს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ სააქციო საზოგდოება „მეტრო ჯორჯიას“ ხელშეწყობით საყოველთაო აქციას –  „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოებს“ გეგმავს. აქციის ორგანიზატორის თიკო აბაშიძის განმარტებით, აქციის მიზანია, აჩვენოს საზოგადოებას რომ განსხვავებული აღმსარებლობა, ეროვნულობა და შეხედულებები ადამიანებს ჰარმონიულ ურთიერთობებში ხელს არ უშლის. „ვაპირებთ დავამზადოთ სტიკერები – „მე ვარ ქრისტიანი“, „მე ვარ მუსლიმი“, „მე ვარ …

ქირურგია – ბათუმის „რეფერალური“ ჰოსპიტლის ძლიერი მხარე

სამი წელია სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ რეფერალური ჰოსპიტალი აჭარის სამედიცინო ბაზარზეა წარმოადგენილი და ამ ხნის მანძილზე ის განსაკუთრებით ქირურგიაში მიღწეული წარმატებებით გამოირჩევა. რეფერალური ჰოსპიტალი მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული, ბევრი ექიმი, რომლებიც ჰოსპიტალში მუშაობენ, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერისტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზეც ასწავლის და თავის ცოდნას მომავალ ექიმებს უზიარებს. მათ შორისაა მედიცინის დოქტორი, ქირურგი ზურაბ ჩიხლაძე, რომელიც რეფერალური ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგიის …

მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი 54 წლის ასაკში გარდაცივალა – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გვიან ღამით მომღერალთან დაახლოებულმა პირებმა გაავრცელეს, შემდეგ კი ინფორმაცია პოლიციამაც დაადასტურა. ბრიტანელი და ბერძენი წყვილის ოჯახში დაბადებულმა მუსიკოსმა კარიერა [მისი ნამდვილი სახელი იყო გეორგიოს კირიაკოს პანაიოტოუ] სკოლის მეგობართან ერთად დაიწყო. მისი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Faith კი ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად დისკად იქცა. ალბომის წარმატება …

ზურაბ პატარაძის პასუხი აქციის მონაწილეებს

„რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ მაქსიმალურად, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი. ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვართ რეგიონის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. ამ საკითხთან დაკავშრებით ვიმუშავებთ სამინისტროსთან ერთად და დარწმუნებული ვარ, გამოვნახავთ გამოსავალს. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება მსჯელობა და იქნება ნანახი სწორი გამოსავალი.“ – განაცხადა დღეს ზურაბ პატარაძემ, ბათუმში გამართული აქციის მონაწილეთა მოთხოვნის საპასუხოდ. ზურაბ პატარაძის კომენტარი მთავრობის …

„დაკარგული ისტორია -საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“ – პრეზენტაცია [ანონსი]

დღეს, 23 დეკემბერს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია პუბლიკაციის – „დაკარგული ისტორია -საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“ პრეზენტაციას მართავს. ორგანიზატორთა განცხადებით, პუბლიკაცია წარმოადგენს მე-19-20 სს მიჯნაზე საქართველოში მოქმედი, პოლიტპატიმართა დახმარების არალეგალური ორგანიზაციის  „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ საქმიანობის კვლევას. აღნიშნული ორგანიზაცია, რომლის წევრთა უმრავლესობა ქალები იყვნენ, თითქმის 1930-იან წლებამდე მუშაობდა არალეგალურად და პოლიტპატიმრებსა და …

აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან

დღეს, 23 დეკემბერს, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გამართეს ფრიდონ ხალვაშის გამზირის მეოთხე ჩიხში მცხოვრებლებმა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის მიერ მათი საცხოვრებელი ფართობების  შეფასება არასამართლიანია და ითხოვენ საკითხით დაინტერესდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან შუამდგომლობის მოთხოვნით მთავრობაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს.  ერთ-ერთი  აქციის მონაწილე განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი …

როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?

ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი _ ყველა თანხმდება, რომ ბათუმში ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობებს შველა სჭირდება, თუმცა ძველი ბათუმის ყოველი დანგრეული სახლი მათი პასუხისმგებლობის საკითხიცაა. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ძველი ბათუმის სერიული ნგრევის ფონზე? მოსახლეობის ინტერესები – „სად იყავით მაშინ, როცა სახლი ინგრეოდა?“ „წლებია გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, …

მოსკოვში სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა

BBC-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, მოსკოვში 80 წლის ასაკში სტალინის შვილიშვილი – ევგენი ჯუღაშვილი გარდაიცვალა. ერთ-ერთი რუსული გამოცემის ცნობით, ჯუღაშვილი  ქუჩაში, თავის სახლთან ახლოს გახდა ცუდად. ადგილზე მისულ სასწრაფოს ჯგუფს ჯუღაშვილი გარდაცვლილი დახვდა. რედაქციის ცნობით, ბოლო წლებში ევგენი ჯუღაშვილმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მის ბაბუას – იოსებ სტალინს მასობრივ რეპრესიებზე აკისრებდა პასუხისმგებლობას.

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარის ღია წერილი გიორგი ერმაკოვს

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი ღია წერილით მიმართავს ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს. წერილის ვერსიას უცვლელად გთავაზობთ: „მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ჩვენ, ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მდგრადი განვითარებით დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და მოქალაქეებმა, თქვენთან, როგორც მერობის კანდიდატთან, გავაფორმეთ მემორანდუმი ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვისთვის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მიზნით. მხარეები შევთანხმდით, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების …

საახალწლო სამზადისი [ფოტო]

ბათუმში, 6 მაისის პარკის შესასვლელთან და ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხეები მონტაჟდება. როინ გუნდაძის ფოტორეპორტაჟი: მერიის საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ბათუმს ახალი ნაძვის ხე ექნება

მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა – რა ვითარებაა სოფლებში

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, გამოიდარა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით არც ერთ სოფელში სწავლის პროცესი არ შეჩერებულა, ასევე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. „ძირითადი პრობლემა გვაქვს გზებზე,  ყველა სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ერთ დღეში ვერ მოვასწრებდით. დღესაც და ხვალაც გაიწმინდება გზები, ძირითადად დარჩენილია  სხალთა-ფუშრუკაულის მიმართულებით არსებული …

სოლიდარობა ალეპოს – აქცია ბათუმში

დღეს, 20 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე მოხალისე ახალგაზრდებმა სირიაში, ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორის, გიორგი ბოლქვაძის განმარტებით, მსგავსი აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმართება. „ჩვენი აქციის მიზანია სოლიდარობა გამოვუცხადოთ ალეპოში ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ასევე მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და შესაბამის სტრუქტურებს, რომ თავადაც გამოხატონ სოლიდარობა, ასევე ვთხოვთ პარლამენტს, რომ …

ხანძარი „ოცნების ქალაქში“

დღეს, 20 დეკემბერს, გამთენიისას ეგრეთწოდებულ „ოცნების ქალაქში“ ბაგრატ მახარაძის საცხოვრებელი ქოხი დაიწვა. დაახლოებით 20 კვ/მ ფართობში სამი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა თქმით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადა ადგილზე, გამოძახებიდან 35 წუთის შემდეგ მივიდა: „ცეცხლი ახალი მოკიდებული იყო, წყალი რომ ყოფილიყო კი ჩავაქრობდით, თუმცა წყალიც არ მოდიოდა… …

ენმ ბათუმის მერიას: სად არის ნაძვის ხე?

დღეს 19 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, არც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და არც ქალაქის სკვერებში,   არ არის განთავსებული საახალწლო ნაძვის ხეები. „დილიდან დავდივარ ქალაქში, მაინტერესებდა სადმე თუ მიმდინარეობს ნაძვის ხის მონტაჟი და ვერსად ვერ ვნახე. ნაძვის ხე არ დაუდგამთ ევროპის მოედანზეც სადაც, ტრადიციულად ამ დროისთვის …

როგორ გეგმავს „აჭარისწყალი ჯორჯია” მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის მხარდაჭერას

2017 წელს  „შუახევიჰესი“ ოპერირებას იწყებს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“კი სოციალური პროექტების გაგრძელებას მშენებლობის დასრულების შემდგომაც გეგმავს. „შუახევიჰესის“ მშენებლობის დაწყების დღიდან კომპანიის პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიანი განვითარება იყო. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის თანახმად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება: განათლება და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება. ამ მიზნით, კომპანიამ 70-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელა შუახევისა და ხულოს …

შეხვდი ახალ წელს სასტუმრო „ეიფორია ბათუმში“ ვარსკვლავებთან ახლოს

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, სასტუმრო „ეიფორია“ – რესტორან „ყაზბეგში“ თავბრუდამხვევ მუსიკალურ პროგრამას და დაუვიწყარ გართობას გპირდებათ. საახალწლო ღამის პროგრამა 23 საათიდან დაიწყება. სტუმრების საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ : ამიკო და სიკო, მარიტა როხვაძე, DJ ზუხა, GO GO და მუცლის ცეკვის შემსრულებლები. საღამოს მიმდინარეობისას სტუმრებისთვის გათამაშდება ვიქტორინა, გრან-პრის მფლობელი კი მიიღებს ერთკვირიან საგზურს ანტალიაში. „ეიფორია“ …

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს. „სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვანი პირები, რადგან აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით – ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების …

დიდთოვლობა და გააქტიურებული მეწყერი – ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე დღეა დროგამოშვებით თოვს. გუშინ რეგიონის ზღვისპირა ზოლშიც გათოვდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება, ხოლო ელექტროენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განმარტებით, დილის საათებში თოვდა, მაგრამ ამ დროისთვის შეჩერებულია,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით კი მიმდინარეობს ჭვანის ხეობის რამდენიმე სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების …

აჭარაში ორი მინისტრი იცვლება – ზურაბ პატარაძემ კანდიდატები დაასახელა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე მან ინგა შამილიშვილი წარადგინა, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პრორექტორი. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე  მთავრობის თავმჯდომარემ ზაალ მიქელაძის კანდიდატურა წარადგინა. თანამდებობაზე რჩება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, რომელიც ბოლო წლების მანძილზე გაეროს განვითარების პროგრამის პროექტების მენეჯერი იყო აჭარაში. …

მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

ატომობილების შეძენაზე აქციზის დაწესება და საწვავზე ფასების მატება ბათუმში ათამდე ავტომობილის მძღოლმა გააპროტესტა. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ჩართული სიგნალის ფონზე, რუსთაველის ქუჩის გავლით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. „აქციზის საფასურის გაზრდა ავტომობილების იმპორტს შეამცირებს. ამას გარდა, მანქანებზე გადასახადი რომ იქნება, მისი შენახვა უფრო ძვირი დაგვიჯდება“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ასამბაძემ. აქციას ესწრებოდა …

15 დეკემბერს ქობულეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეუწყდება

15 დეკემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2100 აბონენტს ქობულეთის მუნიციპალტეტის შემდეგ სოფლებში: კოხში, ჭახათში და ხუცუბანში, 11:00-დან 15:00 საათამდე კი – 977 აბონენტს ქობულეთის სოფელ კვირიკეში. ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაითიშება.

ანგიოქირურგია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს თვიდან თვემდე სულ უფრო მეტი პაციენტი მიმართავს. ამ ჰოსპიტლის სამედიცინო სერვისებს შორის ანგიოქირურგიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. რა სერვისებს სთავაზობს ჰოსპიტალი პაციენტებს ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, ანევრიზმა და სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიები – ამის შესახებ ჰოსპიტლის ანგიოქირურგი ლევან კოხრეიძე გვესაუბრა. ლევან კოხრეიძე – ბატონო ლევან, პირველ რიგში, რა დაავადებებს მოიცავს ანგიოქირურგია? – …

ხულოში რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია

დღეს, 9 დეკემბერს, ხულოში გამოიდარა, თუმცა დიდთოვლობისა და გზების მოყინულობის გამო რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დროისთვის მხოლოდ ერთ სოფელს, რაქვთას არ მიეწოდება. რაც შეეხება გზებს, რომლებიც გუშინ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი იყო, ხულოს გამგებლის ინფორმაციით, დღეს დილიდან იწმინდება -„ყველა სოფელთან დამაკავშირებელი ცეტრალური მაგისტრალი დილიდან იწმინდება. ხიხაძირის მიმართულებით არის …

ანგრევენ სახლს, რომლის გადარჩენასაც „ბათომი” ითხოვდა

ბათუმში დაიწყეს ისტორიული სახლის დემონტაჟი, რომლის გადარჩენასაც საზოგადოება „ბათომი” ითხოვდა. “ბათომის“ განცხადებით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე ერთადერთი არასამთავრობო ორგანზიაციაა აჭარაში, აღნიშნული შენობა ისტორიულია, იგი მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ღირებული ნაწილია. გარდა ამისა, შენობა მოქცეულია ორი ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში და მის ადგილას მრავალსართულიანი შენობის აგება გამოიწვევს ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს განადგურებას. ასევე, ორგანიზაციის …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 %-ით გაიზარდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, აჭარაში ტურისტების  4,7% -იანი ზრდა ფიქსირდება, რაც 435 585 ტურისტს გულისხმობს.  მათ შორის უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 -ითაა [295 269 ტურისტი] გაზრდილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტების რაოდენობის კვლევა რეგიონში არსებულ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის განსაკუთრებული მატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. 11 თვეში საჰაერო გზით …

Exit mobile version