ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაციის შემდეგ ორი წელი გავიდა. რამდენი ოპერაცია გაკეთდა ამ დროის მანძილზე? – ამ და ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კახა ქაშიბაძე გვესაუბრა, რომელიც უშუალოდ ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჰოსპიტალში. კახა ქაშიბაძე – ბატონო …
Author Archives: ბათუმელები
საქველმოქმედო საღამო 10 წლის ბაჩუკის ოპერაციის თანხის შესაგროვებლად
7 დეკემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში 10 წლის ბაჩუკი ბერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები ბათუმის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან. 10 წლის ბაჩუკი საყლაპავი ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაიბადა, მას უკვე გაუკეთდა ერთი ოპერაცია თურქეთში, ქალაქ სტამბულში და ამჟამად ღვიძლის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება. ბაჩუკის ოჯახი სოციალურად დაუცველია და დახმარების გარეშე ოპერაციისთვის …
Continue reading “საქველმოქმედო საღამო 10 წლის ბაჩუკის ოპერაციის თანხის შესაგროვებლად”
საქველმოქმედო საბავშვო კონცერტი ბათუმში[ანონსი]
დღეს, 4 დეკემბერს, 16 საათზე, აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში [ბონის კულტურის სახლი] მაიაკოვსკის ქ. 55გ, გაიმართება საქველმოქმედო, საბავშვო კონცერტი „ერთმანეთისთვის“. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი სოფო ხალვაში და სტუდია „ბასტი ბუბუ“, ანსამბლები „გაზაფხული“ და „ზღვის შვილები“, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის ბენდი „ხარება“ და 26-ე საშუალო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის ბავშვები. ორგანიზატორთა განცხადებით, „კონცერტზე …
Continue reading “საქველმოქმედო საბავშვო კონცერტი ბათუმში[ანონსი]”
ბათუმში ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს
გუშინ გვიან ღამით, ბათუმში ოსტროვის ქუჩაზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტომანქანის მფლობელის ინფორმაციით, ცეცხლი ავტომანქანას წინასწარ განზრახვით წაუკიდეს. სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, ცეცხლი დაზარალებული პირის მეზობლებმა წყლით ჩააქრეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 167 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით. „დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა“, – აცხადებენ სამინისტროში. მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაცია …
“ბათომი”: მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესწავლილი უნდა იყოს შესაბამისი უწყებების მიერ
დღეს, 3 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომმა“ ბრიფინგი გამართა და ღია წერილით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. „ბათომი“ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობის დემონტაჟს აპროტესტებს და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის საქმიანობის შესწავლას ითხოვს: „ფარნავაზ მეფის #57-ში დაწყებულია შენობის დემონტაჟი. აღნიშნული შენობა ისტორიულია, იგი მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ღირებული ნაწილია. …
საზოგადოება “ბათომი” ზურაბ პატარაძეს მიმართავს [ანონსი]
შაბათს, 3 დეკემბერს, 13 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოება “ბათომი” ბრიფინგს გამართავს ბათუმში, ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე ისტორიულ შენობასთან და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებით. შენობა ფარნავაზ მეფის ქუჩის #57-ში მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ნაწილია. “ბათომი” მიიჩნევს, რომ შენობის დანგრევა დანაშაულია და მის ადგილას მრავალსართულიანი შენობის აგება …
Continue reading “საზოგადოება “ბათომი” ზურაბ პატარაძეს მიმართავს [ანონსი]”
როგორ აღნიშნეს შიდსის მსოფლიო დღე ბათუმში გაეროს მოსახლეობის ფონდმა და „თანადგომამ”
გაეროს მოსახლეობის ფონდის [UNFPA] საქართველოს ოფისმა შიდსის მსოფლიო დღე – პირველი დეკემბერი ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით აღნიშნა. დღეს, 2 დეკემბერს, „თანადგომის“ ოფისში ტრენინგი ჩაუტარდათ ბათუმის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, აჭარაში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრია. საქართველოს მასშტაბით ინფიცირების 6067 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 697 – აჭარაში. „დღევანდელი შეხვედრა ეხმიანება …
„შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები მათივე ჩართულობით უნდა განიხილებოდეს”
3 დეკემბერი არის მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმში გაიმართა მრგვალი მაგიდა – “საბჭოების როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის”. როგორც შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” პროექტის მენეჯერი, ირინა ინასარიძე განმარტავს, შეხვედრის მთავარი მიზანია განიხილონ შშმ პირთა საკოორდინაციო საკონსულტაციო საბჭოების მუშაობა, ამ საბჭოებში არსებული გამოწვევები …
Continue reading “„შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები მათივე ჩართულობით უნდა განიხილებოდეს””
შეხვედრა ბათუმში აშშ-ის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსთან დაკავშირებით
აშშ-ის საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს 2017 წლისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს. პროექტები მიიღება 2017 წლის 13 იანვრამდე. 6 დეკემბერს, სამშაბათს, აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორები ნინო გაგუა და ანა ხარიბეგაშვილი გამართავენ საკონსულტაციო შეხვედრას ადგილობრივ ორგანიზაციებთან. დასაწყისი 10 საათზე. მისამართი: ვაჟა-ფშაველას #21, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, ამერიკული …
Continue reading “შეხვედრა ბათუმში აშშ-ის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსთან დაკავშირებით”
ავარია ბათუმში
პირველ დეკემბერს ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრთან მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, დაზარალებული გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით …
რატომ უნდა მიმართოთ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ-ორთოპედს
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი უკვე სამი წელია მუშაობს და ამ ხნის მანძილზე რეგიონში და მთელს ქვეყანაში მისი რეპუტაცია სულ უფრო იზრდება. ამას, პირველ რიგში, პაციენტების მზარდი სტატისტიკა, მათი ნდობა და რეფერალური ჰოსპიტლის პროფესიონალთა გუნდი განსაზღვრავს. ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციების დიდი წილი ორთოპედია-ტრავმატოლოგიაზე მოდის. ამ მიმართულებას ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მამუკა შარაშიძე ხელმძღვანელობს. „ჩვენს განყოფილებაში წელიწადში ხუთასამდე ოპერაცია კეთდება. …
Continue reading “რატომ უნდა მიმართოთ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ-ორთოპედს”
ვიდრე ძველ უმაღლეს საბჭოს დავემშვიდობებით
28 ნოემბერს აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. იმავე დღეს უფლებამოსილება ამოეწურება დეპუტატების ძველ შემადგენლობას. ოთხი წლის მანძილზე უმაღლესი საბჭო ხშირად ექცეოდა მედიის ყურადღების ქვეშ, ძირითადად, სკანდალების ხარჯზე. „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოს მუშაობის შესახებ საარქივო მასალებს გადახედა. უმაღლესი საბჭო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად 2013 წლის დასაწყისში მოექცა, როცა საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ კოლეგებთან ერთად სასაფლაოებზე …
Continue reading “ვიდრე ძველ უმაღლეს საბჭოს დავემშვიდობებით”
მოქალაქე: „იაფი სახლის“ საძირკველი ჩემს სახლს აზიანებს”
დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. განხილვას მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. ჯავახიშვილის ქუჩის 78ა ნომერში მცხოვრებმა მოქალაქემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. იაფი სახლის მშენებლობის პროცესი შეწყდა, მისი საცხოვრებელი სახლი ზიანდება, კერძოდ კი საფრთხეს წარმოადგენს “ხელმისაწვდომი საცხოვრისის” ამოთხრილი საძირკველი, რომელშიც წყალი დგება. შეგახსენებთ, რომ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებელი კომპანია „კონვენტ ჯორჯია“, …
Continue reading “მოქალაქე: „იაფი სახლის“ საძირკველი ჩემს სახლს აზიანებს””
მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში
მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში (Beginner elementary pre-intermediate da intermediate). სწავლის საფასური განისაზღვრება საფეხურის მიხედვით (Beginner elementary) – 30 ლარი, (pre-intermediate, intermediate) – 50 ლარი. ტელ: 574 37 74 69
CRITICAL MASS – ველომსვლელობა ბათუმში [ფოტო]
დღეს, ბათუმში ტრადიციული ველომსვლელობა მოეწყო. Critical Mass არის ყოველთვიური ველო-მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. იმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს. მსვლელობის მიზანია, საზოგადოება დაარწმუნონ ველოსიპედებისთვის საჭირო უსაფრთხო სივრცის აუცილებლობაში და კიდევ ერთხელ შეახსენონ სამთავრობო სტრუქტურებს, ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
CRITICAL MASS – ველომსვლელობა ბათუმში [ანონსი]
25 ნოემბერს, 19:30 საათზე ბათუმში ტრადიციული ველომსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორების განმარტებით, „CRITICAL MASS“ ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება. „მსვლელობის მიზანია გავაგებინოთ ავტომობილის მძღოლებს, საზოგადოებას და სამთავრობო სტრუქტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო სივრცე გადაადგილებისთვის და მოვითხოვთ ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, მსვლელობის ერთ-ერთი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ ველოსპორტს და ველოსიპედით გადაადგილებას ქალაქში. ასეთი ტიპის მსვლელობა უკვე …
Continue reading “CRITICAL MASS – ველომსვლელობა ბათუმში [ანონსი]”
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ფორუმი ეკომიგრაციაზე
25 ნოემბერს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრების ფორუმს ბათუმში დაასრულებს. ფორუმი სასტუმრო „დივანში“ გაიმართება დილის 10 საათიდან 17 საათამდე. შეხვედრები ანაკლიაში, წყალტუბოში, თბილისში, რუსთავში, ნაფარეულსა და ბორჯომში გაიმართა. რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების (62 მუნიციპალიტეტი), სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ცნობით, რეგიონული სამუშაო შეხვედრების დასრულების …
Continue reading “„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ფორუმი ეკომიგრაციაზე”
აკადემიური ხატვის სკოლა-სტუდია ,,ფერადი სამყარო” აცხადებს მიღებას
ხატვის სკოლა სტუდია ,,ფერადი სამყარო” აცხადებს მოსწავლეების მიღებას. გთავაზობთ მაღალკვალიფიციური პედაგოგების საავტორო გაკვეთილებს! შეისწავლება: ხატვა, ფერწერა, აპლიკაცია, ძერწვა. ჯგუფები დაყოფილია ასაკის მიხედვით. მისამართი: ქ.ბათუმი, პუშკინის ქუჩა N67. ბ.7 დაგვირეკეთ : 593 15 90 88
საქველმოქმედო აქცია რვა წლის ამიკოს დასახმარებლად
8 წლის ამიკო მძიმე სენითაა დაავადებული. მის მკურნალობას დიდი თანხა სჭირდება, რისი შესაძლებლობაც ამიკოს ოჯახს არ აქვს. ამიკოს დასახმარებლად შაბათს 26 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საქველმოქმედო აქციაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორების თქმით ამიკოს ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს: „მნიშვნელოვანია ამიკოს ოჯახის დახმარება, ჩვენ გვინდა მის ოჯახს ერთი დღე გავულამაზოთ. ამიკოს ოჯახი თბილისში, „აფრიკის დასახლებაში“ ცხოვრობდა და სახლი გაყიდეს …
Continue reading “საქველმოქმედო აქცია რვა წლის ამიკოს დასახმარებლად”
შეზღუდვები ბათუმის ქუჩებში
ბათუმის მერიის კეთილოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სრულად არის გადაკეტილი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე. აღნიშნულ მონაკვეთზე როგორც ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. „რაც შეეხება, მაიაკოვსკის ქუჩას, როგორც ქუჩის რეაბილიტაცია ასევე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა მიმდინარეობს, ამიტომ გადაკეტილი იქნება 3-4 დღის განმავლობაში. ასევე არის შეზღუდვები ბაქოს …
„აღარ ვაძლევთ კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას“
მესამე დღეა რაც საპროტესტო აქციას მართავენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის მცხოვრებლები. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებელმა კომპანიამ, “აჭარისწყალი ჯორჯიამ” გვირაბის მშენებლობა დაიწყო, სოფელში წყლის პრობლემა გაჩნდა და მოსავლიანობა შემცირდა. ვაშლოვანელები „აჭარისწყალი ჯორჯიასგან“ კომპენსირებას ან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათ კომპანიის ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. „აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ …
Continue reading “„აღარ ვაძლევთ კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას“”
დავიგირავებ ბინას ბათუმში 10 ათასი დოლარის ფარგლებში
დავიგირავებ 10 ათასი დოლარის ფარგლებში, კეთილმოწყობილ ბინას ბათუმში, ქალაქის ტერიტორიაზე. ტელ: 574 33 90 77
ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობას ამ წუთებში ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე ხვდება. მოსახლეობა დღეს აქციას მართავს და ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილე მურმან აბაშიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეახვედრონ. „ჩვენ მთავრობისგან პასუხს ველოდებით… თუ მთავრობის თავმჯდომარე 2-3 დღეში ჩვენთან შესახვედრად არ ამოვა, ჩვენ …
Continue reading “ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს”
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ოცნების ქალაქზე“
კითხვაზე, რატომ არ შეხვდა „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლებს ამ დრომდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ მას არ უნდოდა წინასაარჩევნო პერიოდში დაპირებების გაცემა: „მე თავი ავარიდე შეხვედრას, რადგანაც იყო წინასაარჩევნო პერიოდი. არ მინდოდა, რაღაც დაპირებები გამეცა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მადარდებს ეს საკითხი. აუცილებლად მივალ იქ. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი კომისია კომისიისთვის არ …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ოცნების ქალაქზე“”
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სახელმწიფოსგან ბინის ჩუქებაზე
“ახლა მკითხავთ ალბათ, თქვენ რომ მოგცეს ბინა და გაყიდეთ, ხომ კარგი იყოო… ვფიქრობ, მოსამართლეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ ურჩევნიათ [ბინა], საკუთრებაში, თუ სარგებლობის უფლებით. სახელმწიფო თუ გააკეთებს ამას, ეს შეიძლება დისკრიმინაციულად შეფასდეს“- განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში. „ბათუმელები“: თქვენ რატომ არ გააკეთეთ იგივე? ხომ შეგეძლოთ უარი გეთქვათ საკუთრების ჩუქებაზე და უფლებამოსილების ვადით აგეღოთ …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სახელმწიფოსგან ბინის ჩუქებაზე”
ქირავდება სახლი რეფერალურ საავადმყოფოსთან
ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოსთან ქირავდება ორსართულიანი სახლი საკუთარი ეზოთი, უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, ცხელი წყლითა და ავეჯით. ფასი შეთანხმებით. მობ.: 555 55 02 90
ზურაბ პატარაძე: უახლოეს პერიოდში ვიწყებთ „რვაფეხას“ აღდგენას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „რვაფეხას“ რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. „ის იქნება ისეთი, როგორიც იყო წარსულში. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიწყებთ რვაფეხას აღდგენას“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. „ბათუმელების“ კითხვაზე, ვისი დაფინანსებით მოხდება „რვაფეხას“ რეაბილიტაცია, ზურაბ პატარაძე პასუხობს, რომ შესაძლოა პროექტი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსოს. „ჩვენ დავუკავშირდით სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის, „ფონდ ქართუს“. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოფა …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: უახლოეს პერიოდში ვიწყებთ „რვაფეხას“ აღდგენას”
ქედაში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები 250 ლარით დააჯარიმეს
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნუგზარ მგელაძემ 250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს და დარბაზიდან გაათავისუფლა. გოგიაშვილებში საპროტესტო აქცია 9 ნოემბერს დაიწყო. აქ მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების სისტემის დამონტაჟებას აპროტესტებს. “დაგვარბიეს. 100-მდე პოლიციელი იყო მოსული და დაგვშალეს. ტრაქტორებმა მუშაობა უკვე დაიწყეს”, – ამბობს “ბათუმელებთან” შახო არძენაძე, სოფელ გოგიაშვილების მკვიდრი. მისი თქმით, პოლიციამ ის …
Continue reading “ქედაში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები 250 ლარით დააჯარიმეს”
შემოდგომა ბათუმში [ფოტო]
თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი.
ვინ ჩამოხსნის წინასაარჩევნოდ გაკრულ სარეკლამო პლაკატებს
ქალაქის ქუჩებში საარჩევნოდ გაკრული პლაკატების ნაწილი უკვე დაზიანებულია. ვის ევალება პლაკატების მოხსნა? – ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, კანონმდებლობით მერიას ამის ვალდებულება არა აქვს. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში თუ არ ჩამოხსნიან პარტიები თავიანთ სარეკლამო პლაკატებს, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააჯარიმებს მათ, 50 – დან 1000 …
Continue reading “ვინ ჩამოხსნის წინასაარჩევნოდ გაკრულ სარეკლამო პლაკატებს”
ხულოში თოვს
31 ოქტომბერს საღამოს საათებიდან ხულოს მუნიციპალიტეტში თოვს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით თოვლის საფარი ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 30 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 10-15 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა და გზა გაწმენდილია გოდერძის უღელტეხილზეც. გვიან ღამით ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს, აგრეთვე …
გემთწამყვანის სპეციალობაზე აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაზე ჩააბარებენ
ბათუმის საზღვაო აკადემიის 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში ცვლილებაა. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე – „საზღვაო ნავიგაცია“ (იგივე გემთწამყვანი სპეციალობა) ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტი უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაზე ჩააბარებს. წინა წლებში აბიტურიენტს ჰქონდა უცხო ენის არჩევის შესაძლებლობა ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს შორის. გემთწამყვანის სპეციალობაზე ოთხი გამოცდა ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა; ზოგადი …
რა დარღვევებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში
ბათუმში ბრიფინგი გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის აჭარაში ენმ-მა 20 საჩივარი დაწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ზამბახიძის ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე გახშირდა როგორც საჯარო მოხელეების, ასევე უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს წევრების მიერ საარჩევნო უბნის ტერიტორიებზე აგიტაციის ჩატარების ფაქტები. „როგორც საკრებულოს, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრები საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ატარებენ აგიტაციებს. ასევე …
Continue reading “რა დარღვევებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში”
LIVE: არჩევნების მეორე ტური აჭარაში
თვალი ადევნეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აჭარაში.
მიღება თურქეთის საკონსულოში
დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმში თურქეთის საკონსულო თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 93-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას მართავს. ვახშამის მასპინძელია თურქეთის რესპუბლიკის გენარალური კონსული – იასინ თემიზქანი და მისი მეუღლე. სტუმრებს შორის არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე …
სარფის საზღვარი თურქეთის მოქალაქეების გარდა სხვებისთვის მესამე დღეა ჩაკეტილია
სარფის საბაჟოზე, საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროგრამული ხარვეზი, შესაძლოა დღეს საღამომდე მოგვარდეს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა უთხრა. „პრობლემა ტექნიკურ საკითხს ეხება, ამიტომ შესაძლებელია მალევე – ერთ საათშივე მოგვარდეს, ან შეიძლება საღამომდე, დაზსუტებით ვერ გეტყვით“- თქვა იასინ თემიზქანმა. თურქეთის კონსული ამ დროისთვის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფება. მისი განმარტებით ეს პრობლემა არა …
Continue reading “სარფის საზღვარი თურქეთის მოქალაქეების გარდა სხვებისთვის მესამე დღეა ჩაკეტილია”