ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაში, ხანძარია [ფოტო]

ამ წუთებში ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის [ყოფილი მოსკოვის] ქუჩების კვეთაში ხანძარია. ხანძარი საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ბათუმისა და ხელვაჩაურის სახანძრო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. დღეს, 7 აპრილს, ცეცხლი ორსართულიანი სახლის სახურავს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სახლში არავინ იმყოფებოდა: „არ არიან ბათუმში, ეტყობა ცეცხლი ელექტროგაყვანილობის …

ვაკანსიები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. ერთი ვაკანსია სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტშია, მთავარი სპეციალისტის პოსტზე, მეორე კი  ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 13 აპრილი.

„ბათომის“ კიდევ ერთი მიმართვა ზურაბ პატარაძეს

ბატონო ზურაბ, უპირველესად გამოვხატავთ კმაყოფილებას იმ საქმიანი შეხვედრის გამო, რომელიც ჩვენ შორის შედგა მიმდინარე წლის 20 იანვარს და ველოდებით ამ შეხვედრისას მიღწეული შეთანხმებების შესრულებას. ამჯერად გვსურს მოგმართოთ ორი მწვავე პრობლემის გამო, რომელთა დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობასაც ვხედავთ; ამასთან, ორივე ეს საკითხი უშუალოდ თქვენს კომპეტენციას განეკუთვნება. [red_box]პირველი საკითხი[/red_box] პირველი საკითხი  ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის …

„პარტიზანული მებაღეობა“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და „ბათომი“ – საჯარო შეხვედრა ბათუმში

31 მარტს,  11:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თბილისიდან მოწვეული ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები გამართავენ შეხვედრას თემაზე – „ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და მართვა, თანამოაზრეების მოზიდვა და მედიასთან კომუნიკაცია.“ მოწვეული სტუმრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ ხდება სამოქალაქო კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა, ადვოკატირებისა და ქსელური …

ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების  სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომაქანებს დღეს, 29 მარტს, გადასცემს. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შეძენილ იქნა ცხრა ავტომანქანა. აქედან ხუთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხოლო ოთხი – ხელვაჩაურის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს გადაეცემა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პჯდ ცენტრების ავტოპარკის შევსება სამინისტროს 2017 წლის პროგრამის ფარგლებში დასრულდება. …

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლიდან დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება. აღნიშნულის მისაღწევად სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა გრანტის სახით გადასცა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სარეინტეგრაციო სერვისების მიწოდებას დაბრუნებული მიგრანტებისთვის. აჭარასა და გურიაში 2016 წლის 01 ივნისიდან აღნიშნულ პროგრამას ანხორციელებს …

80 წლის ვენერა ზაქარიაძე მთავრობასა და საზოგადოებას მიმართავს

ვენერა ზაქარიაძე, ურეხის დასახლება #13 სახლი მოგმართავთ ურეხში მცხოვრები 80 წლის ვენერა ზაქარიაძე, რათა ჩემი სატკივარი გულთან მიიტანოთ. 25 წლის  შვილიშვილი რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა, სახლში ჩემი ავადმყოფი შვილი, რძალი და შვილთაშვილი დავრჩით. არ გვაქვს არანაირი შემოსავალი, რითაც არსებობას შევძლებთ. 180 ლარი პენსია რაში უნდა გვეყოს? სახლი ავარიულ მდგომარეობაში, მარჩენალიც არავინ გვყავს. რა ვიზალიბერალიზაცია, დანიშნული …

მორიგი ხე ზღვაში – ფოტოამბავი

24 მარტს აჭარის სანაპიროდან ბარჟით მორიგი ხე გადააქვთ. ფოტოგრაფმა ირაკლი ძნელაძემ გადაიღო ამ ფაქტის ამსახველი ფოტო. პირველი ხე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგური პარკისთვის შარშან, 23 მარტს გადაიტანეს. ______________________ ერთი წლის წინ, პირველი ხე ზღვაში.

ბათუმში, ლონდონის სკვერში, ტუბერკულოზის დღის აღსანიშნავად კონსტრუქცია წითლად განათდება

„გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“ – ასეთია წელს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღის სლოგანი. ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს, 24 მარტს აღინიშნება. დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ. დღეს, 24 მარტს, 14:00 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა ფთიზიატრებისა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების მონაწილეობით. ტუბერკულოზი განკურნებადია, მაგრამ მაინც ეპიდემიას წარმოადგენს …

23 მარტი და წინასწარ გამოცხადებული დახვრეტის ქრონიკა

შოთა გუჯაბიძე. ნაწყვეტი წიგნიდან „ბათომი“. 1921 წლის მარტია. საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ბათუმშია და თავისი არსებობის ბოლო წუთებს ითვლის. წითელი დროშა კი ფრიალებს თბილისზე, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება. ამასობაში თურქებმა დრო იხელთეს და ბათუმი და მისი შემოგარენი დაიკავეს. მთელი ჯარი რუსეთთან საბრძოლველად იყო მობილიზებული და ბათუმის დასაპყრობად უკეთეს დროს ვერც იშოვიდნენ. პოლკოვნიკმა ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის …

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართება

25 მარტს,  შაბათს, 14:00-დან 17 საათამდე ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში, პანორამულ გადასახედზე კამელიების გამოფენა გაიმართება. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე ჯიშის მოყვავილე კამელია და ბაღში გამოყვანილი ჰიბრიდები. დამთვალიერებელს ასევე შესაძლებლობა ექნება ადგილზევე შეიძინოს კამელიების ნერგები.    

რას წაიკითხავთ ჟურნალ „ბათუმელების“ პირველ ნომერში

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ პირველი ნომერი. ჟურნალს ხვალიდან, 20 მარტიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. 20 მარტიდან ჟურნალი გაიყიდება ჯიხურებში და საგაზეთო სტელაჟებზე. ჟურნალ „ბათუმელების“ პირველ ნომერში წაიკითხავთ: პოლიტიკა დანგრეული „ქაღალდის კედელი“ ავტორი: დათო ქოქოშვილი ფოკუსი თემაზე ქრისტიანობის კრიზისი  ავტორი: ნანა კვაჭაძე ეკონომიკა ხეების გადამზიდავი  ავტორი: თედო ჯორბენაძე ადამიანის უფლებები „თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში  ავტორი: ეთერ თურაძე კავკასია  ჯერ განვითარება, შემდეგ კონფლიქტები  …

ბათუმის ახალი არქიტექტურა – ეზო [ფოტო]

ეს ბათუმში, ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსის ეზოა, სადაც მზის შუქი ძლივს აღწევს. ასეთ კორპუსებში ბინების საშუალო ფასი, 1 კვმ – 800 დოლარიდან იწყება.

დაგვანებეთ გორელებს თავი

ავტორი: მიხეილ ჩიტაძე, გორის მცხოვრები ბოლო დროს ტელევიზიით რამდენჯერმე გაიჟღერა პოლიტიკოსების მოსაზრებებმა იმის თაობაზე, რომ აუცილებელია თვითმმართველი ქალაქების დაბრუნება თემის მუნიციპალიტეტებში. ასევე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მთავრობასა და პარლამენტში სერიოზულად იხილავენ ამ თემას, რამაც ძალზე შეგვაშფოთა – ვერ გავიგე რა უნდათ ჩვენგან, რატომ არ გვანებებენ თავს. იმის მაგივრად, რომ განვითარებას შეუწყონ ხელი და კიდევ …

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორის ისმეთ დინდარის [მიქელაძე] განცხადება

ჩემი ძალისხმევითა და ინიციატივით, ერთი წლის წინ ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და უნივერსიტეტი, რაზეც წლებია ვოცნებობდი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დროა გასული, საავადმყოფომ უზრუნველყო ჩემი ქვეყნის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება და მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ადგილი აქვს საავადმყოფოს ხელში ჩაგდების მიზნით ხელოვნურად შექმნილ არასასურველ პროცესებს. 45% წილის მესაკუთრე პარტნიორი – საავადმყოფოს  დირექტორები, …

დისკუსია – ქობულეთის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში მოსახლეობას

2017 წლის 4 მარტს ბობოყვათში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ  ჟურნალისტთა  სახლის“ ორგანიზებითა და ფონდ  NED-ის  მხარდაჭერით, გაიმართა ადგილობრივი  მოსახლეობის შეხვედრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან – სულხან ოქროპირიძესთან, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. სულხან ოქროპირიძე – ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე: მინდა მოგახსენოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში ჩატარებულია 17 ბიუროს და 17 საკრებულოს სხდომა, აქედან …

ბათუმში იყიდება სამსართულიანი სახლი

საცხოვრებელი ფართობი: 200 კვმ. ოთახების რაოდენობა: 7. საძინებლების რაოდენობა: 4. კეთილმოწყობილი ეზო, ავტოფარეხი, სხვენი და საწყობი. ფასი: შეთანხმებით. მის: თაბუკაშვილის 8. საკონტაქტო: 593 73 48 93 (ნაირა).

ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღების გამო ივანიშვილს მიმართავენ

ნინო ინაიშვილი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, არქეოლოგი, პეტრა-ციხისძირის 1983-88, 2001 წლების არქელოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელი ბატონო ბიძინა, თქვენთვის შეიძლება ცნობილი არ არის, რომ ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ხეების ამოთხრა, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს, რომელსაც ძალიან დიდი მეცნიერული ღირებულება გააჩნია. ამ ტერიტორიაზე გამოვლენილია არქიტექტურული ძეგლები: V-VI საუკუნეების 2 აბანო, სასახლე, ნაეკლესიარი, ძვ.წ. V–I საუკუნეების ვრცელი სამაროვანი …

შს მინისტრი: აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ აჭარის პოლიციაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ მინისტრმა „იმედთან” ჩართვისას განაცხადა. მინისტრი არ ადასტურებს ბათუმში გამართული აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციელები ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ მოქალაქეების მიმართ: „ზედაპირულად ეს სიტუაცია უკვე გავიარე, მაგრამ დეტალურად გავერკვევი ყველა იმ ნიუანსში და პრეტენზიაში, …

რა მოხდა ბათუმში – 11-12 მარტის ქრონიკა

აქცია ბათუმში 11 მარტს, დაახლოებით ოთხ საათზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი – პლაზასთან“ დაიწყო. [checklist] აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინცინდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკრებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც. [/checklist] თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია ადგილზე, რომელიც …

ბათუმის სასამართლოში დაკავებულების პროცესი იწყება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს აქციის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავებმა გამთენიისას  დააკავეს. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. 40-მდე აქციის მონაწილეა დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 12 მარტს, გამთენიისას ბათუმში მიმდინარე აქციზე. შსს- დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს ჯერჯერობით, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 225-ე და 353-ე პრიმა, რაც ნიშნავს …

არეულობა ბათუმში – გამთენისას აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსსამსახურის ცნობით ბათუმში გამთენიისას 40 მდე პირი დააკავეს.  შსს- დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს ჯერჯერობით, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 225-ე და 353-ე პრიმა.  რაც ნიშნავს მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ანდა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის …

აქციის მონაწილეები ფეიერვერკებს უშვებენ

ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეები ფეიერვერკებს პოლიციის შენობის მიმართულებით ისვრიან. ამ წუთებში პოლიციის ეზოში სამი მანქანა იწვის, რომელთაც ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს. საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ალმოდებული მანქანების ფონზე სელფებს იღებს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები შუქნიშანს ამტვრევენ. ____________________________________________ შეცდომის გასწორება: მასალაში თავდაპირველად აღნიშნული …

პოლიციის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს

მდგომარეობა ისევ დაძაბულია ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ [4:36] ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს შენობის ეზოში, რასაც აფეთქება მოჰყვა და პოლიციის მანქანა იწვის. ბათუმში უკვე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ამ წუთებში ძალოვანებს ხვდება. აქციაზე ამ დროისათვის მონაწილეთა რაოდენობამ მცირედით იკლო, თუმცა მონაწილეები აგრესიულად იქცევიან, წვავენ და …

აქციის მონაწილეები აგრესიულად ექცევიან ჟურნალისტებსაც

ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს აგრესიულად ექცევიან და ხელს უშლიან პროფესიულ საქმიანობაში. აქციის მონაწილეებმა მიკროფონი გადაუგდეს ერთ-ერთ ტელეჟურნალისტს და გადაღებაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ ჟურნალისტსაც, რომელიც ცდილობდა გადაეღო, როგორ ყრიდნენ აქციის მონაწილეები ქვაფენილს. აქცია პოლიციის შენობასთან ამ წუთებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეები ისვრიან ქვებს პოლიციელების მიმართულებით, დაწვეს ავტომაქანები, აყარეს ქვაფენილი. პოლიცია აქციის მონაწილეებს …

აქცია არ იშლება – მონაწილეებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს, ისვრიან ქვებს

საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში, იმის მიუხედავად, რომ შს სამინსიტრომ გაათავისუფლა დღეს დაკავებული ექვსივე პირი. აქციის მონაწილებმა დაწვეს პოლიციის და იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მანქანები, ყრიან ქვაფენილს და ქვებს ისვრიან პოლიციის მიმართულებით, ქუჩაში წვავენ საბურავებს, იქცევიან აგრესიულად. პოლიციამ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, თუმცა აქციის დაშლა ვერ შეძლო. ბათუმში მოკლე ხანში ჩამოვა საქართველოს …

პრეზიდენტი: აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება საკუთარ ფეისბუქგვერდზე: „ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია …

შს მინისტრი: დაკავებულები გავათავისუფლეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, 11 მარტს დაკავებული ექვსი პირი უკვე გათავისუფლებულია და იგი ბათუმში ჩამოდის. „მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა“ – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრი არც საკადრო გადაადგილებას გამორიცხავს. დაკავებულების გათავისუფლების …

სპეცრაზმს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს

ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე შენობიდან სპეცრაზმი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა სპეზრაზმს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა უკან დაიხია. „ბათუმელების“ ჟურნალისტების ცნობით, არაერთი პოლიციელია დაშავებული ქვის სროლის შედეგად.

ბათუმში აქციაზე ცრემლსადენი გაზი ისევ გამოიყენეს [ფოტო]

ბათუმში, პოლიციის შენობასთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი ისევ გამოიყენა. ამ დროისთვის აქცია ისევ გრძელდება. ისმის უცენზურო შეძახილები პოლიციის მისამართით, აქციის მონაწილეები დღეს დაკავებულების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენებას იტხოვენ.

ბათუმში აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.  

საჯარო შეტყობინება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე [№2-83/2017] სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადების გამო ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე. უპატრონოდ საცნობია 1,56 კუბ/მეტრი მეორეხარისხის ხე-ტყე, გარემოზე მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 224,64 ლარი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, უნდა განაცხადონ თავიანთი უფლებების შესახებ, პუბლიკაციის დღიდან [2017 წლის 9 მარტიდან] სამი თვის …

10 მარტს ახალი ბენდი THE NEPHELIANS-ი „სქაი ბარ ნეფელეში“ დაუკრავს

10 მარტს გელოდებით ყველას ჰილტონ ბათუმში, სქაი ბარ ნეფელეში! ჩვენ გთავაზობთ  შანსს, მოიგოთ ღამე ჰილტონ ბათუმში 2 ადამიანისთვის. მონაწილეობის პირობა მარტივია: განათავსეთ „სქაი ბარ ნეფელეში“ გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ჰეშთეგით: #thenephelians, გამარჯვებული  გახდება ფოტოს ავტორი, რომლის ფოტოც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს.  მოუთმენლად ველოდებით თქვენს ჩართულობას! 10 მარტიდან კი ყოველ პარასკევს თქვენს განწყობაზე იზრუნებს THE NEPHELIANS-ი! …

საკუთარი ოთახის გარეშე, ქალები „ოცნების ქალაქიდან“

„საკუთარი ოთახი რომ გვქონდეს“ – ეს ხელვაჩაურში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ქალების უნივერსალური პასუხია მათთვის დასმულ კითხვებზე – რა გჭირდებათ? რა გაკლიათ?  რაზე ოცნებობთ? რისი შეცვლა გსურთ? ხუთი წლის წინ, ბათუმთან ახლოს, დაბა ხელვაჩაურში მუყაოს ქოხებისგან აგებულ „ოცნების ქალაქში“ დღეს ბევრმა მოახერხა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, კაპიტალური შენობები ააგეს. ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემაც ნაწილობრივ მოაგვარეს, თუმცა იქ …

„ქალის სურნელი“ – გახდი სუნამოების დამზადების თვითმხილველი და მფლობელი [ანონსი]

2017 წლის 7 მარტს, 17 საათზე, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართება ღონისძიება – ,,ქალის სურნელი’’. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება აჭარის მუზეუმებში დაცული უძველესი საფერუმარილე ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლები, რაშიც ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე სურნელოვანი ზეთები ინახებოდა. ორგანიზატორთა თქმით, სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ სუნამოს შექმნისა და დანიშნულების ისტორია, მის განვითარების გზებსა და მნიშვნელობაზე საბერძნეთსა თუ რომში, ეგვიპტესა თუ …

ნაგვის გროვა პირდაპირ საბავშვო ატრაქციონებთან, შაფათავას ქუჩაზე

„ნახეთ, რა ვითარებაა შაფათავას ქუჩაზე: პირდაპირ ბავშვების სათამაშოებთან არის ნაგვის ურნები. ასევე არის აუტანელი სუნი. ამ ყველაფერს არავინ აქცევს ყურადღებას. ბევრჯერ ვცადეთ ადგილი შეგვეცვალა ურნებისთვის, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. ეგება თქვენი დახმარებით რამე გვეშველოს“, – ეს შეტყობინება მიიღო „ბათუმელების“ რედაქციამ ელექტრონულ ფოსტაზე, ქვემოთ მოცემულ ფოტოსურათებთან ერთად. ბათუმი, შაფათავას ქუჩა

Exit mobile version