ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია საკონსულტაციო შეხვედრას მართავს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საგრანტო კონკურსით – „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“. პროექტს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და მისი მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაერთონ სოციალურ რეფორმებში, ასევე შეიტანონ თავიანთი წვლილი სოციალური დაცვისა და ოჯახის მხარდამჭერი …
Author Archives: ბათუმელები
გამოხმაურება: კომპანია ფლობს ყველა უფლებას დუმბაძის ქუჩაზე მშენებლობა დაიწყოს
ლევან ხიმშიაშვილი,შპს ახალი ერას დამფუძნებელი შპს „ახალი ერა“-ს და მისი პარტნიორების ურყევი სულისკვეთებაა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენენ საზოგადოების დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტურ ქვაკუთხედს და ნებიმისმიერი სახის გავრცელებული ინფორმაცია კონკრეტული პირისთვის რაც არუნდა მისაღები ან მიუღებელი იყოს თუ იგი ექცევა გამოხატვის უფლების ფარგლებში წარმოადგენს დაცული სიკეთეს. შპს „ახალ ერას“, აგრეთვე კომპანიის პარტნიორებს არასოდეს არ უთქვამთ უარი …
Continue reading “გამოხმაურება: კომპანია ფლობს ყველა უფლებას დუმბაძის ქუჩაზე მშენებლობა დაიწყოს “
გამოფენა ნობელების მუზეუმში [ანონსი]
2017 წლის 23 თებერვალს 14:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკიდრეობის დაცვის სააგენტოს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ერთობლივი ღონისძიება „მომავალს გავაცნოთ წარსული“ გაიმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, წარმოდგენილი იქნება: მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისის აჭარელ ქალთა ჩაცმულობის ნიმუშები, სადაც ტრადიციულად დომინირებდა წითელი, ლურჯი, შავი და ყვითელი ფერები. …
საერთაშორისო გამჭვირვალობის დისკუსია ბათუმში, მოსმენების კანონპროექტზე
სამშაბათს, 21 თებერვალს, 17:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამართავს დისკუსიას ფარული მოსმენების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით. 2017 წლის 6 თებერვალს უმრავლესობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენების განხორციელებას ახლებურად არეგულირებს. კანონპროექტის თანახმად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას განახორციელებს. სააგენტოს ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელებასთან ერთად აქვს …
Continue reading “საერთაშორისო გამჭვირვალობის დისკუსია ბათუმში, მოსმენების კანონპროექტზე”
ხუთბალიანი შტორმი ზღვაზე [ვიდეო]
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 17 თებერვალს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალს აღწევდა. შტორმი ბათუმის სანაპიროზე განსაკუთრებით ახალ ბულვარს აზიანებს.ხვალიდან შავ ზღვაზე შტორმის სიმძლავრე დაიწევს და გამოიდარებს. ამავე თემაზე: ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს
ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა
10 თებერვალს კლინიკა “მედინაში” 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა. ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა. მეან-გინეკოლოგის, კლინიკის ხელმძღვანელის, ჯუმბერ უნგიაძის თქმით, დედა და ახალშობილი კარგად გრძნობენ თავს. ახალშობილი ვაჟია. როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, წყვილს დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა შვილი. ბავშვის მამა დაახლოებით 60 წლისაა.
ქობულეთში ქალის გაუპატიურებაში ნათესავს ადანაშაულებენ
ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, დეიდაშვილის შვილმა გააუპატიურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ნათესავმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. პოლიციაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როცა ოჯახის ახლობლებმა 26 წლის მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა კატეგორიულად მოსთხოვეს. “ბათუმელებს” სოფელში უთხრეს, რომ ქალმა არ იცის თვლა, საათის ცნობა და ასე შემდეგ: “რამდენიმე დღის წინ, სახლიდან მოულოდნელად გავიდა და უკან მეორე დღეს დაბრუნდა. …
Continue reading “ქობულეთში ქალის გაუპატიურებაში ნათესავს ადანაშაულებენ”
„გაზეთის გამოცემა შეჩერებულია?” – პატიმრის წერილი რედაქციას
„მადლობელი დაგრჩებით, თუ თქვენგან მივიღებ პასუხს, რომ მართლა შეჩერებულია გაზეთის გამოცემა. თუ სხვა მიზეზია, ასეთის შემთხვევაში მაცოდინეთ პასუხი“ – ეს ნაწყვეტია წერილიდან, რომელიც „ბათუმელებმა“ წელს მიიღო. წერილის ავტორი პატიმარია ბათუმის #3 საპყრობილედან, რომელიც ინტერესდება, სწორად აწვდიან თუ არა მას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაზეთ „ბათუმელების“ გამოცემა შეჩერებულია. „ბათუმელები“ 2017 წელს ყოველთვიური ჟურნალის სახით გამოვა. რედაქცია წყვეტს …
Continue reading “„გაზეთის გამოცემა შეჩერებულია?” – პატიმრის წერილი რედაქციას”
რა საკითხები განიხილა ზურაბ პატარაძემ ნახიჩევანში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძესთან ერთად აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ და ლაშა კომახიძემ შეხვედრა გამართეს ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან. „ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. გაგრძელდება გაცვლითი პროგრამები ავტონომიური რესპუბლიკების უნივერსიტეტებს …
Continue reading “რა საკითხები განიხილა ზურაბ პატარაძემ ნახიჩევანში”
შუახევის გამგეობა ჭვანის ამბულატორიას ავტომობილს შეუსყიდის
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ჭვანის თემის ამბულატორიისთვის, მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, სავარაუდო თანხით 27 000 ლარზე გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომელსაც შუახევის გამგეობა შეისყიდის მარცხენა საჭიანი, სამ კარიანი, თეთრი ფერის და არანაკლებ 2016 წელს უნდა იყოს გამოშვებული, აღნიშნულ ტექნიკურ მახასიათებელთან ერთად ავტომობილი განბაჟებული უნდა იყოს და ძირითად აგრეგატებზე 12თვიანი …
Continue reading “შუახევის გამგეობა ჭვანის ამბულატორიას ავტომობილს შეუსყიდის”
პოლიციამ აღმოაჩინა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ, ბინაში იპოვეს ორი გარდაცვლილი პირი. როგორც ადგილზე მისულ “ბათუმელებს” უთხრეს, გარდაცვლილია დედა-შვილი. მეზობლების ინფორმაციით, „შვილი – 50 წლამდე მამაკაცი უვლიდა დედას, რომელიც ავადმყოფობდა და, ძირითადად, იწვა. დღეს, პოლიცია როცა შევიდა სახლში, შვილი ნახეს საწოლში, დედა კი შესასვლელ კარებთან“. მეზობლებისავე თქმით, დედა-შვილი სოციალურად დაუცველი იყო. მათ ბინაში ელექტროენერგია გამორთულია, სახლში არ …
Continue reading “პოლიციამ აღმოაჩინა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი”
მორიგი კონკურსი აჭარის ტელევიზიაში
აჭარის ტელევიზიამ კიდევ ერთი კონკურსი გამოაცხადა. ამჯერად ტელევიზია ოთხ პოზიციაზე აპირებს ახალი თანამშრომლების დაქირავებას. ეს პოზიციებია: 1. ეკონომიკური გადაცემის წამყვანი, რეპორტიორი 2. შემეცნებით/გასართობი გადაცემის წამყვანი რეპორტიორი 3. სპორტული გადაცემის წამყვანი რეპორტიორი 4. სტილისტი ვიზაჟისტი. ტელევიზიის მომავალ თანაშრომლებს სპეციალური კომისია შეარჩევს. კონკურსის პირობების მიხედვით, ტელევიზია თავდაპირველად თანამშრომლებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაიქირავებს. განცხადების მიღება გრძელდება 10 თებერვლამდე. …
მოყინული ტბები ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]
ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა 2016 წლის 27 იანვარს ბათუმში ნურიგელის ტბის ზედაპირი მთლიანად გაიყინა: მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]
როცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძალიან ცივა
სალომე დუმბაძე, ბსუ-ს სტუდენტი გუშინ, 28 იანვარს, ანუ შაბათს, ჩვეულებრივ მოვემზადე უნივერსიტეტში წასასვლელად. სიცივე ძვლებში ატანდა არათუ ქუჩაში, არამედ შენობებშიც, მაგრამ ამ სემესტრში ბოლო ლექცია გვქონდა და გაცდენა არც მიფიქრია. ეს ლექცია აქამდე, ძირითადად, ოთხ საათზე გვიტარდებოდა, მაგრამ გუშინ, უბრალოდ, ადრე დაგვიბარა ლექტორმა და ჩვენც 11 საათზე უნივერსიტეტში ვიყავით. ლექცია ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, მალევე …
Continue reading “როცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძალიან ცივა”
დეპუტატის „წამოცდენა“ და „დაბოღმილი“ სამოქალაქო საზოგადოება
ტარიელ ცეცხლაძე, ჟურნალისტი ამ დღეებში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა ფეისბუქზე სტატუსი დაწერა უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის მხრიდან დახარჯულ დიდი რაოდენობით საწვავზე და არგუმენტები მოიყვანა, თუ რატომ ხარჯავს ერთი დეპუტატი თვეში 400 ლიტრ საწვავს. არგუმენტები, ვაი, რომ არ იყო საფუძვლიანი. ის, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანო ქალაქიდან 15 კილომეტრშია და დეპუტატებს დღეში შეიძლება რამდენჯერმე მოუწიოთ ჩაქვი-ბათუმის გზაზე სიარული, …
Continue reading “დეპუტატის „წამოცდენა“ და „დაბოღმილი“ სამოქალაქო საზოგადოება”
ბათუმი, თოვლი [ფოტო]
ბათუმში დღეს დილიდან ინტენსიურად თოვს. თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი:
მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი ბათუმში [ანონსი]
წარმატებული ქალი – ძლიერი ეკონომიკა! – ამ სლოგანით ბათუმში, მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმს „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია“ აჭარისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან ერთად მართავს. ასეთი ბიზნეს ფორუმი აჭარაში პირველად იმართება და მასში ოთხმოცამდე მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ორგანიზატორთა განცხადებით, ბიზნეს ფორუმის მთავარი მიზანია „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკაში, კერძოდ კი, მცირე და საშუალო ბიზნესში, მათი …
Continue reading “მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი ბათუმში [ანონსი]”
დაშვებული უნდა იყოს თუ არა ბათუმში გარევაჭრობა? [გამოკითხვა]
დაშვებული უნდა იყოს თუ არა ბათუმში გარევაჭრობა? თქვენი აზრით, როგორ უნდა მოაგვაროს მერიამ უკანონო გარევაჭრობის პრობლემა? ამავე თემაზე: გარევაჭრობა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე [ფოტორეპორტაჟი]
ხვალ – საჯარო ლექცია ბათუმში განაშენიანების პოლიტიკაზე [ანონსი]
ხვალ, 27 იანვარს, 13 საათზე „ლურჯი ფარი” და საზოგადოება “ბათომი” გიწვევთ საჯარო ლექციაზე – „განაშენიანების პოლიტიკის საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები”. ლექციას წაიკითხავს ანანო ცინცაბაძე – სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების იურისტი, გარემოს დაცვის სამართლის სპეციალიზაციით, რომელიც რამდენიმე წელია სამოქალაქო სექტორში სოციალური უფლებებისა და საჯარო სივრცეების სამართლებრივი დაცვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობს. ლექციის ფორმატი თავისუფალია, ნებისმიერ მსურველს შეეძლება …
Continue reading “ხვალ – საჯარო ლექცია ბათუმში განაშენიანების პოლიტიკაზე [ანონსი]”
გარევაჭრობა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე [ფოტორეპორტაჟი]
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვს. მათი თქმით, გარევაჭრობის გამო ქუჩაზე ანტისანიტარიაა. გარემოვაჭრეებს კი ტერიტორიის დატოვება არ სურთ, ისინი ამბობენ, რომ ალტერნატიულ ფართობზე მათთვის ვაჭრობა მომგებიანი არ იქნება. ნახეთ თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი წერეთლის ქუჩიდან.
„ბათუმელები“ ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემას იწყებს
შპს „გაზეთი ბათუმელები“ 2017 წელს ყოველკვირეული გაზეთ „ბათუმელების“ ნაცვლად ანალიტიკურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალს გამოსცემს. მაღალპოლიგრაფიული, 104-გვერდიანი ჟურნალი „ბათუმელები“ თვეში ერთხელ გამოვა. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ხელმოწერის საშუალებით, ასევე, სტელაჟებსა და ჯიხურებში. ჟურნალის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კორუფცია და ნეპოტიზმი, სიღარიბე, განათლების პრობლემები, ძალაუფლების ბალანსი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ქვეყნის შიდა …
Continue reading “„ბათუმელები“ ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემას იწყებს”
დამატებითი ანაზღაურება ექიმებს და ავტომანქანები ჯანდაცვის ცენტრებს აჭარის სოფლებში
2017 წელს აჭარაში სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამისთვის, ისევე როგორც გასულ წელს, 270 ათასი ლარია გამოყოფილი; რაც შეეხება სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებას, ის შარშანდელთან შედარებით 50 ათასი ლარითაა გაზრდილი და 250 ათას ლარს შეადგენს. პროგრამებს მიმდინარე წელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა – სოფლის ექიმების დამატებითი შრომის …
ბათუმში გაზის გათიშვის მიზეზი მილის დაზიანება გახდა
დღეს, 20 იანვარს ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე აბონენტებს გაზის მიწოდება შეუწყდათ. „სოკარში“ ამის მიზეზად ქალაქში გზების შეკეთებისას დაზიანებულ მილს ასახელებენ. „საგზაო კომპანიის მიერ, გზის შეკეთებისას დაზიანდა მილი და დღის ბოლომდე, თანდათან აღდგება გაზის მიწოდება“ – აცხადებენ „სოკარში“.
როდის განაახლებენ საბავშვო ბაღები მუშაობას აჭარაში
ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ორშაბათს, 23 იანვარს, განახლდება. როგორც „ბათუმელებს“ მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანებაში უთხრეს, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ყველა მუნიციპალურ საბავშვო ბაღში დაიწყება. ბათუმში სულ 30 ბაღია, ხელვაჩაურში – 13, ქობულეთში კი – 22. სასწავლო პროცესი 23 იანვარს განახლდება მაღალმთიანი აჭარის ორ მუნიციპალიტეტში, შუახევისა და ხულოს საბავშო ბაღებში, ხოლო ქედაში ჯერ კიდევ …
Continue reading “როდის განაახლებენ საბავშვო ბაღები მუშაობას აჭარაში”
ონკოლოგია, დიაგნოსტიკა, სახსრების ენდოპროთეზირება – აჭარის ჯანდაცვის პროგრამები
2017 წელს აჭარის ბიუჯეტიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამისთვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი, ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევისთვის – 600 ათასი, ხოლო ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამისთვის – რომელიც მეორე წელია ხორციელდება – 800 ათასი ლარი, რაც 100 ათასი ლარით მეტია გასულ წელთან შედარებით. ზემოაღნიშნულ პროგრამებს, ისევე როგორც სხვა, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ თუ ჯანდაცვის პროგრამებს, აჭარის …
Continue reading “ონკოლოგია, დიაგნოსტიკა, სახსრების ენდოპროთეზირება – აჭარის ჯანდაცვის პროგრამები”
ქედაში მაგისტრალიდან სატვირთო ავტომობილი გადავარდა
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა მახუნცეთთან, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალიდან სატვირთო ავტომობილი გადავარდა. მანქანა ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩავარდა. ავტოავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც „ბათუმელებს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტომობილი გზიდან მიმდინარე წლის 14 იანვარს გადავარდა და ფაქტზე აღძრულია საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შუქის გათიშვის გრაფიკი ბათუმსა და ჭარნალში
„ენერგო პრო–ჯორჯიას“ ინფორმაციით 18 იანვარს, 11:00-დან 17:00 საათამდე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალის 300-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 20 იანვარს კი, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში, სამებასა და ბარცხანის დასახლებაში, 2018–მდე აბონენტს, 11:00-დან 15:00 საათამდე. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
ვინ სარგებლობს გულის ქირურგიის პროგრამით აჭარაში
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გულის ქირურგიის პროგრამა ითვალისწინებს გულის იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილი გულის მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას. პროგრამის მოსარგებლეები არიან 18 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის პროგრამით. დაფინანსების ფორმა მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა, …
Continue reading “ვინ სარგებლობს გულის ქირურგიის პროგრამით აჭარაში”
ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხარჯებს აჭარაში წელს 5 პაციენტს დაუფინანსებენ
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩატარებას [საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში] დაფინანსდებიან ერთჯერადად 50 000 ლარის ფარგლებში. 2017 წლის განმავლობაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხარჯები დაუფინანსდება 5 პაციენტს რიგითობისა და მოცდის პრინციპის გათვალისწინებით ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად. გასულ წელს სამინისტრო პაციენტს ერთჯერადად 10 ათასი ლარის ფარგლებში აფინანსებდა. …
Continue reading “ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხარჯებს აჭარაში წელს 5 პაციენტს დაუფინანსებენ”
როგორ ვისარგებლოთ ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით აჭარაში
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა „ითვალისწინებს გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით“. პროგრამით მოსარგებლეები: პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით; 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები; შშმ პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის …
Continue reading “როგორ ვისარგებლოთ ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით აჭარაში”
აჭარაში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმდინარე წელშიც აგრძელებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებას. პროგრამა აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარითაა დაფინანსებული. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა ითვალისწინებს ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარის ფარგლებში. პროგრამით მოსარგებლეები პროგრამით ისარგებლებენ ეკომიგრანტთა მონაცემების …
Continue reading “აჭარაში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება”
ჯანდაცვის სამინისტროში ექიმები დააჯილდოვეს
დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრმა ზაალ მიქელაძემ სამედიცინო საქმეში შეტანილი წვლილისათვის 30 მედიკოსი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი დააჯილდოვა. ექიმებს მინისტრმა მადლობის სიგელები გადასცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს სიგელი 23 ექიმს გადაეცა. დასაჯილდოებელი მედიკოსები კლინიკების ხელმძღვანელებმა შეარჩიეს. დაჯილდოებული ექიმები: შახნალ ფუტკარაძე – ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის რენტგენ-ლაბორანტი როზა გიორგაძე – ქ. ბათუმის …
Continue reading “ჯანდაცვის სამინისტროში ექიმები დააჯილდოვეს”
რეორგანიზაცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ყოფილი უფროსი ვახტანგ ტერაშვილი ამავე სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების [ნარკოტიკებთან ბრძოლის] უფროსად დაინიშნა. ვახტანგ ტერაშვილი დეტექტივების სამმართველოს უფროსად მიმდინარე წლის მაისში დანიშნეს და ამ თანამდებობაზე დაახლოებით ოთხი თვე მუშაობდა, რის შემდეგაც ის ბექა გელაშვილით ჩაანაცვლეს. გელაშვილი დღემდე დეტექტივების სამმართველოს უფროსია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში რეორგანიზაცია გასული წლის ნოემბერში …
Continue reading “რეორგანიზაცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში”
შსს: ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ
შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 6 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ორი პირი დააკავეს ბათუმში. დაკავებულებს – 1995 წელს დაბადებულ კ.დ.-ს ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო 1958 წელს დაბადებულ, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, “ჰ.ქ.-ს …
Continue reading “შსს: ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ”
ბათუმის აეროპორტში სუპერმარკეტის თანამშრომლები დააყაჩაღეს
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დღემდე არ არის გახსნილი სუპერმარკეტ „იალჩინის“ ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი, რომელიც 31 დეკემბერს დაფიქსირდა. მაშინ სანტას ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა მძარცველმა „იალჩინიში“ განთავსებული სავალუტიო ჯიხურიდან თითქმის 60 ათასი ლარი გაიტაცეს. 3 იანვარს, მძარცველებმა სუპერმარკეტ “იალჩინის” თანამშრომლები უკვე მეორედ დააყაჩაღეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მეორე შემთხვევა ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა. შს სამინისტროში გატაცებული თანხის ოდენობას ვერ …
Continue reading “ბათუმის აეროპორტში სუპერმარკეტის თანამშრომლები დააყაჩაღეს”
ხულოში, სოფელ ყინჩაურში ახალ წელს საპროტესტო აქციით ხვდებიან
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა ახალ წელს საპროტესტო აქციით ხვდება. 31 დეკემბერს სოფელში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეების თქმით, ისინი ახალ წელს აქციის ფონზე გაატარებენ და ჰესის მშენებელ კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიას“ არ მისცემენ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას. “ადგილი, სადაც „აჭარისწყალი ჯორჯია“ აწარმოებს სამუშაოებს, ჩვენი საცხოვრებელი ადგილებისთვის საფრთხის შემცველია. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და …
Continue reading “ხულოში, სოფელ ყინჩაურში ახალ წელს საპროტესტო აქციით ხვდებიან”