მთავარი,სიახლეები

ენმ ბათუმის მერიას: სად არის ნაძვის ხე?

19.12.2016
ენმ ბათუმის მერიას:  სად არის ნაძვის ხე?

დღეს 19 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისი განცხადებით, არც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და არც ქალაქის სკვერებში,   არ არის განთავსებული საახალწლო ნაძვის ხეები.

„დილიდან დავდივარ ქალაქში, მაინტერესებდა სადმე თუ მიმდინარეობს ნაძვის ხის მონტაჟი და ვერსად ვერ ვნახე. ნაძვის ხე არ დაუდგამთ ევროპის მოედანზეც სადაც, ტრადიციულად ამ დროისთვის უკვე იყო აღმართული.

როგორც ჩანს, ამხანაგ ერმაკოვს დაავიწყდა ნაძვის ხის არსებობა ქალაქ ბათუმში. მინდა შევახსენო, რომ ახალი წლის მოსვლამდე სულ რაღაც 12 დღეა დარჩენილი. ამიტომ მინდა ვკითხო, – სად არის ნაძვის ხე?“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

გასულ წელს, ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე, ევროპის მოედანზე დეკემბრის შუა რიცხვები დაიდგა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით კი, წელს საახალწლო ნაძვის ხე  ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს აინთება. „გემი არის  ბათუმში რეიდზე, დღეს საღამოს სავარაუდოდ დაიწყება   ინვენტარის დაცვლა, ხვალ კი დავიწყებთ ნაძვის ხის კონსტრუქციების აგებას. ნაძვის ხე 25 დეკემბერს განათდება“-აცხადებს მერის მოადგილე, ალექსანდრე მითაიშვილი.

მერიის ინფორმაციით, წელს ბათუმში ახალი ნაძვის ხე დაიდგმება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: