ექიმის ჩვენება სასამართლოში: როცა მივედი პოლიციაში, მისი [დაკავებულის] მდგომარეობა იყო მძიმე

დღეს, 27 ოქტომბერს, ქობულეთში დაკავებული ბესიკ მახარაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბესიკ მახარაძე გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღების გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ ბრალი სხვა მუხლით წაუყენეს. „მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ბესიკ მახარაძე არ იყო ყაჩაღობაში მონაწილე პირი, მას ბრალი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში წარუდგინეს; ასევე ცივი იარაღის ტარება და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თუმცა სამხარაულის …

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პრობლემებია

ამ დროისთვის პრობლემებია სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით მოქალაქეებს საზღვარზე არ უშვებენ. ქართული მხარე ამბობს, რომ პრობლემა თურქეთის მხრიდანა. ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სარფის საბაჟოზე რიგები გუშინ საღამოს საათებში დაიწყო, რაც გამშვებ პუნქტებზე ქსელების გათიშვამ გამოიწვია. „ქსელები არა მარტო სარფის საბაჟოზე გაითიშა, არამედ სხვა დანარჩენ გამშვებ პუნქტებზეც. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ჩართულია თურქეთის შესაბამისი …

ენმ პროკურატურას მიმართავს

დღეს, 27 ოქტომბერს, ენმ-ს ბათუმის ოფისში, 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგი გამართა, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ლევან ვარშალომიძის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უამრავი საჩივარი შეიტანა უბნებზე, ოლქებშიც და შემდეგ სასამართლოში… ვითხოვდით უბნების ბათილობას, ვითხოვდით კონკრეტულ უბნებზე კონკრეტული ბიულეტენების გადათვლას, არც ერთი ჩვენი მოთხვნა არ დაკმაყოფილდა. ამიტომ ჩვენ …

მოპარული კომპიუტერი, რომელიც დაზარალებულმა სახლში იპოვა

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გიორგი კაკაბაძე და ხვიჩა კიწმარიშვილი დამნაშავედ სცნო კერძო საკუთრების ხელყოფაში. ამ პირებს გამოძიება სხვადასხვა ნივთთან ერთად, კომპიუტერის ძარცვას ედავებოდა, რომელიც საბოლოოდ დაზარალებულმა გოგონებმა სახლში აღმოაჩინეს. სასამართლო პროცესების პარალელურად დაკავებულების ახლობლებმა პროკურატურასთან არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები შეიჭრნენ სხვის კერძო ბინაში და კომპიუტერი წაიღეს. სასამართლოს წინა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა …

გოდერძის უღელტეხილზე თოვს

დღეს, 25 ოქტომბერს გოდერძის უღელტეხილზე მოთოვა. „შპს გოდერძის“ დირექტორის ჯემალ ბოლქვაძის ინფორმაციით, თოვლის საფარმა 15 სანტიმეტს მიაღწია, თუმცა სათხილამურო სეზონი ჯერ ვერ გაიხსნება. „ოქტომბერ-ნოემბერში არის სეზონისთვის წყნარი პერიოდი. ამ დროს მხოლოდ ველოსიპედებით მოძრავი ტურისტები თუ შემოივლიან, რომლებიც გოდერძის უღელტეხილის გავლით მიდიან აღმოსავლეთიდან დასავლეთში და დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში. თუ დაუღამდებათ, რჩებიან ერთი ღამით. ის ტურისტები, რომლებიც სათხილამუროდ …

ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 25 ოქტომბერს, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანია დაშავებული. ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები გადაყვანილნი არიან ქობულეთის საავადმყოფოში და მათ ამ დროისთვის ოპერაცია უტარდებათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ლაზერული ეპილაცია სამმაგი ეფექტით, 30%-იანი ფასდაკლებით

რატომ უნდა ეწვიოთ  „სოფიეს“ ბათუმი, ფიროსმანის #1ა – თუ თმის შეჭრა, კანის მოვლა ან ეპილაციის გაკეთება გადაწყვიტეთ და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიღება გსურთ შეღავათიანა ფასად, ეს მისამართი აუცლებლად უნდა დაიმახსოვროთ. სწორედ აქ მდებარეობს სილამაზის სალონი „სოფიე”, სადაც თქვენს გარეგნობაზე, ჯანმრთელობასა და განწყობაზე პროფესიონალები იზრუნებენ. ლაზერული ეპილაცია, სახის მოვლა, ნიღბები, მანიკური, პედიკური, თმის შეჭრა, საქორწინო ვარცხნილობა, …

ძარცვის საქმის განხილვა გადაიდო – ბრალდებულები მეოთხე თვეა პატიმრობაში რჩებიან

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 21 ივლისს პორტატული კომპიუტერის ქურდობისთვის დაკავებული გიორგი კაკაბაძისა და ხვიჩა კიწმარიშვილის საქმის განხილვა გადადო. ამის მიზეზი პროკურის შეიცვლა გახდა, რადგან ახალმა პროკურომა  საქმის შესწავლის მიზნით დამატებით ერთი კვირის ვადა ითხოვა. თუმცა, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა – პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, ოთხშაბათამდე დააკმაყოფილა. ბრალდებულები იქამდე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. პატიმრობაში მყოფი გიორგი კაკაბაძის დედა ასმათ  ცენტერაძე, …

„ჰილტონ ბათუმის“ სტიპენდია ბსუ-ს სტუდენტებს

დღეს, 20 ოქტომბერს, სასტუმრო ჰილტონში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტისა და „ჰილტონ ბათუმის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ტურიზმის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ხუთ სტუდენტს, უნდა წარედგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,როგორ ვაქციოთ ბათუმი აქტიურ ტურისტულ დანიშნულების ადგილად მთელი წლის განმავლობაში“. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, საკონკურსო  ჟიურის წევრები აარჩევდნენ სამ გამარჯვებულს, „რომლებსაც ჰილტონ ბათუმი,  ყოველთვიურად გადასცემს …

ენმ-ს მორიგი ბრიფინგი არჩევნების გაყალბებაზე

დღეს, 20 ოქტომბერს, ენმ-ს სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს მორიგი ვიდეო მასალა წარუდგინა. ლევან ვარშალომიძის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ბათუმის #68 ოლქის #46 უბანზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ კომისიის წევრი ამომრჩეველს ართმევს ბიულეტენს, თვითონ შემოხაზავს, შემდეგ კონვერტში ჩადებს და აგდებს ყუთში,  კომისიის თავმჯდომარეც არაფერს არ მოქმედებს და არც გაფრთხილებას აძლევს… …

ხულოში დაკარგულ ქალს ეძებენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოში 75-წლამდე ქალს ეძებენ, რომელიც 19 ოქტომბერს დაიკარგა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. „გუშინ საღამოს მოგვმართა ოჯახმა და ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ჩვენი დანაყოფების მიერ“ – გვითხრეს შს სამინისტროს პრესსამსახურში. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ქალი რომელსაც ეძებენ, ცხოვრობს სოფელ ძირკვაძეებში: „ჩემი ინფორმაციით ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალბატონი ყოფილა,  გუშინ დილით სახლიდან …

სიახლე „ბათუმველოს“ მომხმარებლებს

  დღეიდან, 20 ოქტომბრიდან, „ბათუმველოს“ მომხმარებლებს სააბონენტო ბარათის შევსება „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდდის აპარატებიდანაც შეეძლებათ. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის პაატა დუმბაძის  განმარტებით, „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებიდან ბარათების შევსება შესაძლებელი იქნება საკომისიოს გარეშე:  „თანხა ბარათზე აისახება ავტომატურად, ჩარიცხვისთანავე. გადახდის მინიმალური თანხა არის 1 ლარი. აღნიშნული სერვისი შეამცირებს რიგებს საინფორმაციო ცენტრში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს“. დირექტორის თქმით, მომხმარებლებს სხვა …

გიორგი კირთაძე დაკარგულ ბიულეტენებზე

ბათუმის #69 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სხვადასხვა უბნებზე ბიულეტენების დაკარგვის შესახებ დღეს, 18 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. გიორგი კირთაძის ინფორმაციით #69 საარჩევნო ოლქის 38 უბანზე 777 ბიულეტენი დაიკარგა: „მაგალითად, პირველ უბანში, მივიდა 612 ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში 18 ბიულეტენით ნაკლებია, როცა ყველა ხმა შედგა… ჩვენ მივმართეთ საჩივრით საუბნო საარჩევნო კომისიასაც, …

მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ინკლუზიურ თემაზე

დღეს, 17 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰილტონში“  ინკლუზიური  ტურიზმის ცენტრის „პარსას“ ორგანიზებით, მეოთხე  საერთაშორისო  კონფერენცია  მიმდინარეობს. კონფერენციის თემაა,  –  ინკლუზიური ტურიზმი,  ეკონომიკური  განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის.  კონფერენციის  მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ინკლუზიურ ტურიზმსა და ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინის  სტანდარტებზე. ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის „პარსას“ ეკონომისტის ხატია ჭონკაძის განმარტებით,  ინკლუზიურ ტურიზმსა და უნივერსალური დიზაინის  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ადაპტირებულ  გარემოს,  …

ენმ არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს

ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს ქობულეთის სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში გადაღებული ვიდეო მასალა აჩვენა. მისი თქმით, ვიდეო პარტიის წარმომადგენლებმა გადაიღეს და მასზე გაყალბების სხვადასხვა შემთხვევაა დაფიქსირებული. ლევან ვარშალომიძემ ყურადღება გაამახვილა კომისიის იმ წევრებზე, რომლებსაც ხმების დათვლის დროს ხელში საწერი კალმები უჭირავთ. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთ საუბნო კომისიაში ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე, ასევე გადასატანი ყუთის კონვერტები გადაუთვლელად …

სასწრაფოდ იყიდება ახალგარემონტებული ბინა აღმაშენებლის ქუჩაზე

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა #20-ში (ე.წ კვლევითის წინ), ახალ აშენებულ კორპუსში, მე-4 სართულზე,  სასწრაფოდ იყიდება 64,5 კვ/მ ფართობი (განცალკევებულია სამზარეულო,საძინებელი და მისაღები ოთახები) ახალ გარემონტებული ბინა ახალი ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. აივანი გრძელდება  საცხოვრებელი ფართის გასწვრივ სრულად და ყველა ოთახიდან აქვს გასასვლელი კარი. შეყვანილია ბუნებრივი აირი და ინტერნეტი. ფასი: 40 ათასი დოლარი . მობ.: 593 343788; 595904761

„მამულიშვილთა კავშირი“ ახალ პეტიციას ამზადებს

„მამულიშვილთა კავშირი“ „აჭარის ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლების მემორიალის“ დადგმას ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში ისევ მოითხოვს. ანალოგიური მოთხოვნით კავშირმა ბათუმის საკრებულოს გასულ წელსაც მიმართა. რატომ ვერ განიხილა საკრებულომ „მამულიშვილთა კავშირის“ პეტიცია, უცნობია. “3200 ხელმოწერა შარშან ჩავაბარეთ, არადა საკმარისი იყო 1200. მივიღეთ სიტყვიერი დაპირებები, მაგრამ არ მოხდა საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვა. როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა …

ქობულეთის #10 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ “თავისუფალი დემოკრატების” საჩივარი არ მიიღო

ქობულეთში, #71 ოლქის მე-10 უბნის თავმჯდომარემ არ მიიღო „თავისუფალი დემოკრატების“ დამკვირვებლის მიერ დაწერილი საჩივარი, რომელიც კენჭისყრის მსვლელობას შეეხებოდა. „კენჭისყრის მსვლელობისას არ შეიძლებოდა საარჩევნო უბნის ორი კარის ღიად დატოვება, ამიტომ დავწერე საჩივარი, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ არ მიიღო ჩვენ მიერ დაწერილი საჩივარი,  თან ცდილობდა ზეწოლას კომისიის წევრებს და დამკვირვებლებზე. დავწერეთ მეორე საჩივარი, თავმჯდომარის პასუხისმგებლობის მოთხოვნით“ – უთხრა „ბათუმელებს“ თავისუფალი დემოკრატების“ …

ქობულეთში სიის მიღმა დარჩენილი ამომრჩეველი ცუდად გახდა

ქობულეთში, #71 ოლქის მე-10 უბანზე ამომრჩეველი, რომელსაც უთხრეს, რომ საარჩევნო სიაში არ იყო, ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ქალის თქმით, იგი ყოველ არჩევნებზე აძლევდა ხმას, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა ამ უბნის ამომრჩეველი.  

8 ოქტომბრის არჩევნები აჭარაში – განახლებადი

დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო, ხოლო აჭარაში  ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც მიმდინარეობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღის ქრონოლოგიას განახლებად რეჟიმში.

Live: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, აჭარის ავტონომიის მოსახლეობა კი პარლამენტის წევრებთან ერთად ავტონომიის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევს. ნეტგაზეთი იწყებს გაშუქებას განახლებად რეჟიმში და “ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” რეპორტიორების საშუალებით ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. თვალი ადევნეთ მოვლენების განითარებას აქ. ახალი ამბები თქვენს ბრაუზერში ავტომატურად განახლდება.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

ავტორი: სულხან ღლონტი მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში აქტიურად არ ვარ ჩართული და როგორც კანდიდატი არ ვმონაწილეობ საარჩევნო პროცესში, როგორც ჯერ კიდევ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მოსაზრება გავუზიარო მკითხველს არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნების არსი მდგომარებას იმაში, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შანსი გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება, გააკეთონ არჩევანი თუ როგორი …

მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი

გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იმოძრავებს, „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ რამდენიმე დღის წინ დაადგინა. ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი: ზაფხულში ავტოტრანსპორტი განსხვავებული გრაფიკით მოძრაობდა. რაც შეეხება ავტობუსების გრაფიკიდან ამოვარდნას, ანუ დაგვიანებას, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსის, ბესიკ დათიაშვილის განმარტებით, მიზეზი ქალაქის ქუჩებში არესებული საცობებია. კითხვაზე, გადაწყდა თუ არა ახალი ავტობუსების დამატება, ბესიკ დათიაშვილმა განმარტებით „პარკის განახლება იგეგმება, …

ქართველ მძღოლებს ბათუმში თურქეთის კონსული შეხვდა

დღეს, 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია გამართეს მიკროავტობუსების მძღოლებმა ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან. აქციის მონაწილეთა განმარტებით, დაახლოებით ერთი თვის წინ თურქეთში, კერძოდ ქალაქ ხოფას ტერიტორიაზე, თურქულმა მახარემ გახსნა ავტოპარკი, სადაც ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებს უწევთ ხშირ შემთხვევაში 24-საათიანი ლოდინი და 25 ლირამდე თანხის გადახდა. მათივე განმარტებით აღნიშნულ ავტოპარკში თურქული მხარის არც სამგზავრო ავტობუსი ჩერდება და არც სატვირთო. …

ენმ: აჭარის მთავრობამ გამოაქვეყნოს საინვესტიციო პროექტების სია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია აბულაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს მოსახლეობასთან შეხვედრისას ცრუ დაპირებების გაცემაში ადანაშაულებს და აცხდებს, რომ 3 ოქტომბერს ზურაბ პატარაძემ „რუსთაველის ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბათუმში 4 მილიონ კვადრატულ მეტრზე დაიწყო საინვესტიციო პროექტი; ასევე  ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ აშენდა 170 სასტუმრო, იქნებ გამოაქვეყნონ იმ ობიექტებისა და საინვესტიციო პროექტების სია.“ …

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე

დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი: „კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, რომ არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე ევროპულ დემოკრატიულ არჩევნებს, მთელი საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად …

პრეზიდენტის კომენტარი დიდინეძში მომხდარ ინციდენტზე

დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი: „ერთი მხვრივ, მოველი ეფექტურ და სწრაფ გამოძიებას, მაგრამ ამავე დროს მოველი პოლიტიკოსებისგან ადეკვატურ შეფასებას. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლებელია იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი. მაგრამ …

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებმა ფიცი დადეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 2 ოქტომბერს, განმწესებული მოსამართლეების – ირინა იმერლიშვილის,ს ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. მოსამართლეებმა ფიცი საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინაშე დადეს. ირინა იმერლიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განმწესებამდე, 2000- 2003 წლებში იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიციას. 2012 – 2013 წლებში იყოს საქართველოს მე-8  მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა …

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე იყიდება 30 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა.

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე  იყიდება  30 კვ/მ ფართობი გარემონტებული  ბინა.  ფასი 27 ათასი აშშ დოლარი. samaklero.ge

ბათუმში 26 მაისის (ყოფილი კიროვის) ქუჩაზე ქირავდება 41 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა

ბათუმში 26 მაისის (ყოფილი კიროვის)  ქუჩაზე  ქირავდება  41 კვ/მ ფართობი გარემონტებული  ბინა.  ფასი 300 აშშ დოლარი. samaklero.ge

ბათუმში ლუკა ასათიანის ქუჩაზე იყიდება 64 კვ/მ ფართობი ბინა

ბათუმში ლუკა ასათიანის ქუჩაზე  იყიდება  64 კვ/მ ფართობი ბინა, ახალი გარემონტებულია, არის ყველა საჭირო ინვენტარი,ტექნიკა. ფასი 57 ათასი აშშ დოლარი.   samaklero.ge

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე გირავდება 50 კვ/მ ფართობი ბინა

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე  გირავდება 50 კვ/მ ფართობი ბინა, ბინაში არის ბუნებრივი გაზი,გათბობა,ინტერნეტი WIFI,ახალი გარემონტებულია, არის ყველა საჭირო ინვენტარი,ტექნიკა. ფასი 18 ათასი აშშ დოლარი. samaklero.ge

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 46 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 46 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომფორტით. ფასი: 65 ათასი აშშ დოლარი. samaklero.ge

ბიზნეს ფორუმი – „ტურიზმის ინდუსტრია 2016“ აჭარაში

დღეს, 29 სექტემბერს, კომპანია Business Georgia-მ ბიზნესფორუმს – „ტურიზმის ინდუსტრია 2016“ უმასპინძლა. ფორუმი ციხისძირში მდებარე სასტუმრო-გამაჯანსაღებელ კომპლექს „კასტელო მარეში“ ჩატარდა. ფორუმზე განხილული იქნა თემა – „საქართველოს ტურიზმის წარსული, აწმყო და მომავალი“. ღონისძიების მთავარ მიზანს მონაწილეებისათვის ტურიზმის მნიშვნეობის ხაზგასმა და იმის წარმოჩენა წარმოადგენდა, თუ როგორ შეუძლია ტურიზმს კერძო სექტორის განვითარება. ღონისძიებას, ტურიზმის სფეროს, 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ლიდერი დაესწრო. მათ …

ენმ „ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა და საარჩევნო სიის მეორე ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პეტრე ზამბახიძემ, დღეს, 29 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა. პეტრე ზამბახიძის თქმით, 28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ქობულეთში ყოფნისას საარჩევნო შეხვედრაზე ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნების იძულებით მიყვანასა და პედაგოგებზე ზეწოლის ფაქტს. მისივე ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მატულობს ადგილობრივი ხელისუფლების როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, …

„ოცნების ქალაქში“ 400-მდე ოჯახი შესაძლოა უშუქოდ დარჩეს

დღეს, 29 სექტემბერს, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებულებმა ელექტროენერგიის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ამჟამად მიეწოდებათ ელექტროენერგია, თუმცა რამდენიმე დღეში შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, რადგან საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ელექტროენერგია აქვთ გაყვანილი, კერძო მესაკუთრისაა და ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების მიზნით მიმდინარე სამუშაოების გამო, მოხდა აღებაში. აქციის ერთ ერთი მონაწილე ნუგზარ ფუტკარაძე აცხადებს: „ ოთხი წელია, …

Exit mobile version