2200-2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გომისმთაზე სეზონი ჩვეულებრივ ივლისიდან იწყება, კურორტი ჯერ ისევ ცარიელია. ივნისში აქა-იქ გომისმთის პირველ სტუმრებსაც შეხვდებით. ეს გლეხებია, რომელთაც გომისმთაზე კარტოფილი და ნიორი მოჰყავთ. გომისმთა ძირითადად პატარა ხის ქოხებითა და კოტეჯებითაა გაშენებული, შეხვდებით ახალაგებულ ქვის სახლებსაც. აქ ძირითადად აჭარიდან და გურიიდან ჩამოსულები ისვენებენ. ბოლო ორი წელია გომისმთა არამხოლოდ დამსვენებლებს, არამედ ტურისტებსაც იზიდავს. …
Author Archives: ბათუმელები
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივნისის 21 საათიდან 27 ივნისის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 21 – 26 გრადუსი ღამით: 10 …
Continue reading “უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
ამერიკელი დიპლომატი საქართველოში დასვენებაზე
ამერიკის საელჩოს ფეისბუქგვერდი აქვეყნებს ამერიკელი დიპლომატის, ერინ ჯარეტის პოსტს, სადაც ის თავის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს. „საქართველომ ჩემი გული დაიპყრო. ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს – და ისინი ასეც იქცევიან. ბევრს ვუმასპინძლეთ აქ, მათ შორის ჩემს მშობლებს, რომლებიც ნამდვილ ქართულ სუფრაზე მოხვდნენ კახეთში, ჩვენს მეგობრებთან. საქართველოს საოცრად მდიდარი კულტურული …
Continue reading “ამერიკელი დიპლომატი საქართველოში დასვენებაზე”
ბათუმის ექსპერიმენტულმა თეატრმა უნგრეთში ფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო
უნგრეთში ქალაქ ვაშვარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ბათუმის ექსპერიმენტულმა თეატრმა, რომლის სახელწოდებაა „ექსპერიმენტული თეატრი ყველგან“ – ფესტივალის მთავარი პრიზი – გრანპრი მიიღო. ფესტივალის ფარგლებში დასი უნგრელი მაყურებლის წინაშე წარსდგა სპექტაკლით „მელოტი მომღერალი ქალი“ [ეჟენ იონესკოს პიესა]. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი ჩხაიძე. ვაშვარის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეათე წელია იმართება უნგრეთის კულტურისა დახელოვნების ცენტრის ორგანიზებით.
ქართველი სტუდენტის წერილი აბუ დაბიდან: ოკუპაცია გადის ჩვენს მენტალობაზეც
დავით ჯინჭარაძე, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტი, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები ________________________ საქართველოში საპროტესტო აქცია რომ დაიწყო, ლექციიდან გამოვდიოდი. მაშინ ყველაზე მეტად მინდოდა ბილეთი მეყიდა და მეც მიმეღო აქციაში მონაწილეობა. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში უკან მოვფრინავ და მინდა, პირდაპირ აქციაზე მივიდე! რუსთაველის გამზირზე ბევრ ახალგაზრდას ვხედავთ, თუმცა სინამდვილეში, ჩვენ კიდევ უფრო ბევრნი ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი, …
Continue reading “ქართველი სტუდენტის წერილი აბუ დაბიდან: ოკუპაცია გადის ჩვენს მენტალობაზეც”
საპროტესტო აქციის მეოთხე დღე პარლამენტთან [პირდაპირი + ფოტო]
თბილისის ცენტრში უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქცია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და დაუყონებლივ გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები. აქცია პარლამენტთან. 23.06.2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი აქცია პარლამენტთან. 23.06.2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი აქცია პარლამენტთან. 23.06.2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი 19-22 ივნისს საქართველოში დაგეგმილი …
Continue reading “საპროტესტო აქციის მეოთხე დღე პარლამენტთან [პირდაპირი + ფოტო]”
დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ვადა 23 ივნისის, 14.00 საათამდე მისცეს
თუ დღეს, 23 ივნისის 14.00 საათისთვის ხელისუფლება დემონსტრანტების მოთხოვნებს არ შეასრულებს, საპროტესტო აქცია 23 ივნისს, 19.00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვლავ გაიმართება. ასეთია მრავალათასიანი დემონტრაციის მონაწილეების ულტიმატუმი, რომელიც ხელისუფლებას 22 ივნისს წაუყენეს. მესამე დღეა დემონსტრანტები ხელისუფლებას შსს მინიტრ გიორგი გახარიას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ასევე აქციის დაშლისას დაპატიმრებულების გათავისუფლებასა და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ. …
Continue reading “დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ვადა 23 ივნისის, 14.00 საათამდე მისცეს”
პუტინმა მთავრობას დაავალა საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების დასაბრუნებლად ზომები მიიღოს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის. ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა. ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას …
20 ივნისის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა
თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, სამართალდამცავების მხრიდან აქციის დარბევისას ნასროლი რეზინის ტყვიებით ათეულობით ადამიანი დაშავდა. „ღამის განმავლობაში 24 პატიენტია შემოსული, აქედან 4-ს ჩაუტარდა ოპერაცია, 2-ს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით [თვალის ამოღება], დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრის დროს ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი, გიორგი კორძახია. აქციის მონაწილეების გარდა დარბევისას დაშავდა, სულ მცირე, 12 ჟურნალისტი, …
Continue reading “20 ივნისის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა”
ბავშვთა შრომა – დისკუსია ბათუმში [ანონსი]
ბათუმში დღეს, 19 ივნისს, 15:00 საათზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალის ოფისში გაიმართება. დისკუსია თემაზე: ბავშვთა შრომა [checklist] რა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვნებმა სამსახურის ძიებისას რა საფრთხეები ახლავს ბავშვთა შრომას როგორ იცავს არასრულწოვნების დასაქმებას კანონი [/checklist] შეხვედრაზე გაიმართება ამავე თემაზე მომზადებული სიუჟეტის ჩვენება. იქნება საუბარი რისკებზე, საფრთხეებსა და რეკომენდაციებზე. დასწრება თავისუფალია. მისამართი: …
Continue reading “ბავშვთა შრომა – დისკუსია ბათუმში [ანონსი]”
როგორ გავსხლათ თხილის ბაღი
მართალია, თხილის ბუჩქების გასხვლა ადრე გაზაფხულზე, მანამ არის რეკომედებული, სანამ მცენარე „გაიღვიძებს“, მაგრამ არასდროს არ „გვაწყენს“ იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება გავხადოთ ჩვენი ბაღი უფრო უხვმოსავლიანი – ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ მცენარის გასხვლასაც უკავშირდება. თხილის ბაღის გასხვლის წესებზე გვიყვება FAO-ს საერთაშორისო ექსპერტი, დამიანო ავანზატო: თხილის ბუჩქი უნდა შედგებოდეს ცხრა მთავარი დედატოტისგან. თუ დედატოტების რაოდენობა ცხრაზე …
დაკავებული პირუტყვი [ფოტო]
შპს „სანდასუფთავების“ ინფორმაციით, გაფრთხილების მიუხედავად, ბათუმში კვლავ გრძელდება უმეთვალყუროდ დატოვებული პირუტყვის გადაყვანა სპეციალურ საჯარიმო სადგომზე. დაკავებული პირუტყვის გამოსახსნელად მეპატრონემ 20-დან 50 ლარი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივნისის 21 საათიდან 20 ივნისის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 21 – 26 გრადუსი ღამით: 10 – …
Continue reading “უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივნისის 21 საათიდან 18 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 21 – …
Continue reading “როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში უახლოეს დღეებში”
ხულოს რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
დღეს, 14 ივნისს, ხულოში, ღორჯომის თემში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. „დაისეტყვა ღორჯომის თემის 5-6 სოფელი, ასევე აგარის და საციხურის ადმინსტრაციული ერთეულები. ჩვენი ინფორმაციით, დაზიანებულია ნათესები, მაგრამ რა ხარისხით, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. ამ დროისათვის გასულია ხულოს მერი სოფლებში და ეცნობა სიტუაციას მოადგილესთან ერთად“ – გვითხრეს ხულოს მერიის პრესსამსახურში. 12 ივნისს სეტყვამ ქედის მუნიციპალიტეტის დააზარალა, სადაც დაზიანდა მიწის …
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გაყიდვის ფაქტები ბათუმში
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის – ჯამში 2,160 ღერი – შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. ______________________
ბათუმში „ზაფხული იწყება“ – რას ნახავთ სეზონის ოფიციალურ გახსნაზე
„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით გაიხსნება ხვალ, 15 ივნისს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი, რომელიც ერთგვარად ხსნის საზღვაო-ტურისტულ სეზონს აჭარაში. ფესტივალი შუადღეზე, 14 საათზე გაიხსნება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ღამით, გრანდიოზული ფოიევერვერკით დასრულდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. ანბანის კოშკის მიმდებარედ, პლაჟზევე იქნება …
Continue reading “ბათუმში „ზაფხული იწყება“ – რას ნახავთ სეზონის ოფიციალურ გახსნაზე”
რა ღირს ფრენა ბათუმიდან ბაქოში – პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს. ფრენა კვირაში ორჯერ, პარასკევს და კვირას, შესრულდება. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთები უკვე იყიდება. ბილეთების საშუალო ფასი ივნის-ივლისში 113-143 აზერბაიჯანული მანათია, დაახლოებით 182-229 ეკვივალენტი ლარში. მერიის ცნობით, დღეს, 14 ივნისს, ბათუმში Buta Airways-ის დირექტორი ნაზიმ სამედოვი ჩამოვიდა. დახვედრის საზეიმო ცერემონიალში ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი …
Continue reading “რა ღირს ფრენა ბათუმიდან ბაქოში – პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ”
ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს
დღეს, 14 ივნისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ გელა დეკანაძე ბათუმის საკრებულოში მივიდა როგორც საკრებულოს ახალი წევრი. დღეს საკრებულომ მისი უფლებამოსილება ცნო. გელა დეკანაძემ როინ ზოიძე ჩაანაცვლა, რომელმაც საკრებულოს წევრის მანდატი მაისის ბოლოს დატოვა. მან საკრებულოს დატოვების მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა. „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად გელა დეკანაძე იყო დაფიქსირებული, შესაბამისად, საკრებულოში ის …
ბათუმში წყალი ორ ქუჩას შეუწყდება
ბათუმის წყლის ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყლის მიწოდება ფიროსმანისა და შარტავას ქუჩებს შეუწყდება. ფიროსმანზე წყლის მიწოდება სრულად იქნება შეზღუდული. რაც შეეხება შარტავას ქუჩას, წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნული ქუჩის N18-დან N22-ის ჩათვლით. წყლის მიწოდება შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიზღუდა.
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 15 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 26 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
დასეტყვილი სოფლები აჭარის მაღალმთიანეთში – სტიქიის შედეგები
12 ივნისს მაღალმთიანი აჭარის სოფლები სეტყვამ დააზიანა. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიამ ყველაზე მეტად ქედა დააზარალა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 12 ივნისს სეტყვის შედეგად დაზიანებულია მიწის სავარგულები, ნარგავები და მრავალწლოვანი კულტურები. მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესებიც. კერძოდ, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის კოკოტაურის მონაკვეთზე მეწყერი განვითარდა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. ქედის მერიის ცნობით, ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია. კოკოტაურში, ძანაძეების უბანში, მიწის …
Continue reading “დასეტყვილი სოფლები აჭარის მაღალმთიანეთში – სტიქიის შედეგები”
შსს: შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში წელს 110 მშობელი იქნა მხილებული
შს სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა/მამინაცვალი. შსს-ს ცნობით, აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება. ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე …
Continue reading “შსს: შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში წელს 110 მშობელი იქნა მხილებული”
სარფის საბაჟოზე 1692 მაჯის საათის მალულად გადატანისთვის ორი პირი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურის თანამშრომლებმა სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე ორი პირი ამხილეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში განათავსეს, ერთ შემთხვევაში – 874, ხოლო, მეორე შემთხვევაში – 818 ცალი მაჯის საათი და შეეცადნენ მის მალულად გატანას საბაჟო გამშვები …
Continue reading “სარფის საბაჟოზე 1692 მაჯის საათის მალულად გადატანისთვის ორი პირი ამხილეს”
იყიდე, წაიკითხე, აჩუქე… ჩაერთე „ბათუმელების“ & „ნეტგაზეთის“ გაძლიერების კამპანიაში
რატომ უნდა გააძლიეროთ პირადად თქვენ „ბათუმელები“ & „ნეტგაზეთი“? – იმიტომ, რომ ჩვენ უკვე არაერთი წელია ვიძიებთ, ვამოწმებთ ინფორმაციებს და თქვენ გაწვდით ამბებს, ისტორიებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე, ადამიანებზე, რომელთა უფლებები ირღვევა და პირებზე და სისტემებზე, რომლებიც მოქალაქეების უფლებებზე ახდენენ გავლენას. ამ პროცესში ჩვენ სრულიად დამოუკიდებლები ვართ – ჩვენი გამოცემების მფლობელები არ არიან მილიონერი, მილიარდერი ბიზნესმენები …
Tbilisi Open Air-ის 6 ბილეთი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის – გათამაშება
„ბათუმელები“/netgazeti.ge აწყობს საჩუქრების საზაფხულო გათამაშებას სტუდენტებისთვის. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ახალგაზრდა მკითხველთა ბაზაში და პერიოდულად მიიღებენ მონაწილეობას გამოკითხვა-გათამაშებებში. პირველ ეტაპზე გადათამაშდება Tbilisi Open Air 2019 -ის 6 ბილეთი – 21-22-23 ივნისი. სტუდენტებისთვის სეზონური საჩუქრების გათამაშება არის ჩვენი ახალი პროექტის იდეის ერთი ეტაპი. ჩვენი ამოცანაა, გავიგოთ სტუდენტების საჭიროებებისა და ინტერესების შესახებ, რათა შევქმნათ მათთვის სასარგებლო …
Continue reading “Tbilisi Open Air-ის 6 ბილეთი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის – გათამაშება”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივნისის 21 საათიდან 12 ივნისის 21 საათამდე, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილის საათებში – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
გერმანიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა
მაინის ფრანკფურტში, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში კავკასიოლოგიის კათედრა 2002 წლიდან ფუნქციონირებს. რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა …
Continue reading “გერმანიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა”
გიგანტური კუ შავ ზღვაში გაუშვეს
გიგანტური კუ, კარეტაკარეტა, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში, ბუნებრივ გარემოში გაუშვეს. კუ გადაშენების პირას მყოფ სახეობას მიეკუთვნება. კუ მარტში ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში შემოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კუს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის …
ძველი ბათუმის 6 ფოტო ციფრული ბიბლიოთეკიდან
ბათუმი, დღევანდელი მემედ აბაშიძის ქუჩა. კუთხეში ჩანს სასადილო „პავილიონი“, გაზეთების კიოსკთან კი – რიგია. ბათუმის ნავსადგური, 1908 წელი. ბათუმის ნავსადგური. ღამე ბათუმში. ღია ბარათი. სახლი მარიას [დღევანდელი მემედ აბაშიძის] გამზირზე. _________________ წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 9 ივნისის 21 საათიდან 10 ივნისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: + 25, +30 გრადუსი ღამით: +16, +21 გრადუსი …
რა პრობლემები უნდა მოგვარდეს ლეღვაში, რომ სოფელი არ დაიცალოს
24 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებითა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით კიდევ ერთი დისკუსია გაიმართა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს და „ბათუმელების“ წარმომადგენლებმა დისკუსიაზე ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები, მოსაზრებები და შეხედულებები მოისმინეს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართა. შორენა ამაღლობელი, „ბათუმელები“: დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და ამ პრობლემების …
Continue reading “რა პრობლემები უნდა მოგვარდეს ლეღვაში, რომ სოფელი არ დაიცალოს”
ანგისის დასახლებაში დღეს წყლის მოწოდება შეწყდება
შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 7 ივნისს, 22 საათიდან, 05 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ანგისის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ანგისის ქუჩაზე 225 მმ-იან მილზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 7 ივნისის 21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: + 25, +30 გრადუსი ღამით: +16, +21 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: + 20, + 25 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
8 ივნისს გაირკვევა მიიღებს თუ არა ბათუმი პრესტიჟულ ჯილდოს
ხვალ, 8 ივნისს, მადეირაზე გაირკვევა მიიღებს თუ არა ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებია სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარ (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია). 28 აპრილამდე ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote შეეძლო. დაჯილდოების ცერემონიას აჭარის …
Continue reading “8 ივნისს გაირკვევა მიიღებს თუ არა ბათუმი პრესტიჟულ ჯილდოს”
მსხვილფეხა პირუტყვი ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე [ფოტოამბავი]
ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მეთვალყურის გარეშე მყოფ მსხვილფეხა პირუტყვს ხშირად ნახავთ, რაც საგზაო მოძრაობას უქმნის საფრთხეს. ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება მეთვალყურეობის გარეშე აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში პირუტყვს შპს „სანდასუფთავება“ აკავებს და მეპატრონეს მის გამოსახსნელად ჯარიმის გადახდა უწევს. ამავე თემაზე: ახალ ბულვარში 9 სული პირუტყვი დააკავეს [ფოტო]