საგანგებო: დღეს მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დღეს, 10 ივლისს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათგან 5 არასრულწლოვანი და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს დაბა ურეკში 2-დან 3 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. მას შემდეგ, რაც ცურვა …

ხიდაშელი: გაბუნიას განცხადების ყველაზე დიდი მოსარგებლე პუტინი აღმოჩნდა

თინათინ ხიდაშელი, პოლიტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:  „გიორგი გაბუნიას განცხადების ყველაზე დიდი მოსარგებლე ვლადიმირ პუტინი აღმოჩნდა, ჩვენი ხელისუფლება კი მორიგ ჯერზე სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯერ იმიტომ, რომ ერთმანეთის მიყოლებით გვიმტკიცებდნენ, რომ თურმე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გინების გამო რუსეთი ახლა დაგვბომბავდა, აქ ავიაციას გამოგზავნიდა და ტერიტორიების მორიგი ოკუპაცია მოხდებოდა. ამის შემდეგ რუსეთის დუმამ ასევე ისტერიული სერიალი მოაწყო, …

ბათუმში ძეგლზე უნებართვო სამუშაოებისთვის ხუთი მესაკუთრე 5-10 ათასი ლარით დააჯარიმეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს სააგენტოს კონტროლის ჯგუფის მიერ ქალაქ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე 21 სამართალდარღვევა იქნა გამოვლენილი, რის გამოც მესაკუთრეებს მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები. სააგენტოს ცნობით, დაჯარიმებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხუთი მეპატრონე. კერძოდ: სასტუმრო „ინტურისტი“ უნებართვო რეკლამის განთავსებისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდა; იგივე სასტუმრო დაჯარიმდა ტერასის კედლის ჩაჭრის გამო 10 …

„მხოლოდ კაგებეშნიკს თუ შეუძლია იხტიბარგაუტეხლად ილაპარაკოს სხვა სახელმწიფოს ისტორიაზე“

ამ თემაზე: პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი:  „მხოლოდ კაგებეშნიკს და საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფოს მემკვიდრეს თუ შეუძლია იხტიბარგაუტეხლად ილაპარაკოს სხვა სახელმწიფოს 1918 წლის ისტორიაზე. ქვეყანას, რომელსაც ფორმალურადაც კი არ გაუსამართლებია საბჭოეთის დანაშაულებები, მასობრივი ტერორი და მათი პაპების (Деды) კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოების ოკუპაცია, ეთნიკური …

საჯარო დისკუსია შრომის უსაფრთხოებაზე

2019 წლის 10 ივლისს,  15:00 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში  გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: შრომის  უსაფრთხოება.   დისკუსიის  მიზანია  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და  ინფორმაციის  გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც, ერთის მხრივ, მუშაობენ შრომის  უსაფრთხოების თემაზე, მეორეს მხრივ კი თავად არიან ბენეფიციარები. დისკუსიაზე  მოწვეული მომხსენებელი ისაუბრებს თუ რა პოლიტიკა, პრაქტიკა და მიდგომები აქვს საქართველოს სახელმწიფოს  შრომის პირობების გაუმჯობესების …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველის ნახევრამდე იმოძრავებს

ბათუმის მერიის ცნობით, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს დილის 07:00 საათიდან საღამოს 00:30 საათამდე მოემსახურება. მერიის ცნობით, ოპტიმიზაციის შედეგად ცვლილებები შევიდა სამარშრუტო ქსელშიც. კერძოდ: #10 სამარშრუტო ხაზი, რომელიც მოძრაობდა აეროპორტი – ახალი ბულვარი – რუსთაველის ქ – მახინჯაური, ახლა მოძრაობს მარშრუტით: აეროპორტი – ახალი ბულვარი – რუსთაველის ქ – მახინჯაური – ბოტანიკურ ბაღი. #8 სამარშრუტო …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9  ივლისის 21 საათიდან 10  ივლისის 21 საათამდე აჭარაში და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის და დილის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: …

სალომე ზურაბიშვილი: ამ წელს შვებულება საქართველოში გაატარეთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველას მოუწოდებს შვებულება საქართველოში გაატარონ. ზურაბიშვილი დღეს აჭარაში იმყოფება და მოკლე ვიდეომიმართვაც ჩაწერა ინგლისურ ენაზე, შავი ზღვის სანაპიროს ფონზე. პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის გასაზიარებლად გამოიყენა ჰეშთეგი  #SpendYourSummerInGeorgia, რომელიც მსგავს მიმართვებს აერთიანებს.  See more

გონიოში სეპტიმუს სევერუსის სახელზე 210 წელს მოჭრილი იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ვერცხლის 7 და  ბრინჯაოს 2 მონეტა აღმოაჩინეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება. ლუციუს სეპტიმუს სევერუსი რომის იმპერატორი იყო 193-დან 211 წლამდე. ქართულ-პოლონური საერთაშორისო ექსპედიცია სამუშაოებს აწარმოებს 4 უბანზე. მონეტების გარდა, უკვე მოპოვებულია კერამიკული ნაკეთობანი, ამფორები, წითელლაკიანი კერამიკის, ქოთნების, ლუთერიების, …

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5  ივლისის  21 საათიდან  6 ივლისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25- 30 გრადუსი ღამით: 17- 22 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15-20 გრადუსი  ღამით: 4-9 გრადუსი  ზღვის წყლის …

თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული ბათინკების შესყიდვის საეჭვო გზები

ავტორი: ნათია ჩეხერია, სტუდია „მონიტორი” თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის ბათინკებს წელიწადში ორჯერ ყიდულობს და ამისთვის დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე ხარჯავს. 2017 წლის 17 აგვისტოს სამინისტრომ 44 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 505 084 ლარი იყო.

9 ქართული კერძი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაგონებისთანავე კერძებზე მეტად ალბათ შენობები გახსენდებათ, მაგრამ საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გარდა არსებობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაც, რომელშიც 9 ქართული კერძია შეტანილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რიგ შემთხვევებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ კერძების მომზადების წესს მიანიჭა ძეგლის სტატუსი. ხაჭაპური  – უცნაური იქნებოდა, ამ სიაში ხაჭაპური რომ არ იყოს.  მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიულ …

ანტიოკუპაციური ჩიტის ბუდეები ხაშურიდან [ფოტო]

თვალახვეული ჩიტის ბუდეები ხაშურელმა რამაზ გრიგალაშვილმა დაამზადა, რომელსაც ხაშურში ოჯახური ბიზნესი აქვს. „ბათუმელებს“ მან უთხრა, რომ აინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდათ ადამიანებს ანტიოკუპაციური ბუდეების ნახვისას და რამდენად მომგებიანი იქნებოდა ეს მარკეტინგულად. „არ დაგვიკავშირებია მაინცდამაინც აქციისთვის, მარტო ანტისაოკუპაციო სახე მივეცით,“ – გვითხრა მან. იგი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია და პარალელურად აქვს ხის ნაკეთობების საოჯახო ბიზნესი.   წითელი თვალსახვევი წარწერით …

ქედაში ღვინის ფესტივალი გაიმართება – გამოვლინდება ქედის საუკეთესო ღვინოები

2019 წლის 7 ივლისს, დღის 16 საათიდან, მახუნცეთში, რესტორან „ჭადრების“ მიმდებარე ტირიტორიაზე, ქედის ღვინის ფესტივალი გაიმართება, სადაც ქედელი და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტის მეღვინეები საკუთარი წარმოების ღვინოს წარმოადგენენ. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია და შეძენა, ასევე, გაიმართება კონკურსი ქედელ მეღვინეებს შორის, სადაც გამოვლინდება „საუკეთესო წითელი ღვინო“ – ორი გამარჯვებული ნომინაციაში, „საუკეთესო თეთრი ღვინო“ – ორი გამარჯვებული, …

სარფში 6 408 ლარის არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 23 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ვ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს“. უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება 6,408 ლარია.

ივლისის პირველი დღეები ბათუმში თბილი და უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2  ივლისის 21 საათიდან 3  ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი  ღამით: 4– 9 გრადუსი  ზღვის …

„გახარია უნდა წავიდეს“ – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

20 ივნისის მოვლენების შემდგომ მიმდინარე საპროტესტო აქციებს ბათუმში დღესაც შეუერთდებიან. დღეს, პირველ ივლისს, საღამოს შვიდ საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება აქცია მოთხოვნით – „გახარია უნდა წავიდეს“. აქცია ბათუმში 29 ივნისსაც გაიმართა. საპროტესტო აქციით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს. ამავე თემაზე:  აქცია ბათუმში: „ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა“

ვის შეუძლია პირადობის მოწმობის უფასოდ აღება პირველი ივლისიდან

პირველი ივლისიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო. 2020 წლის პირველ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ პირებს, თუ: მათ სახელზე 2019 წლის პირველ ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული; მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის პირველ ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის პირველ …

ბათუმში გაიმართება ევროპის ღია ტურნირი სუმოში

6 ივლისს ბათუმში, სპორტის ახალ სასახლეში, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციის ეგიდით,  სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი – KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება.  აღნიშნულ ტურნირზე მოწვეულია ყველა ის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუმოს აქტიური  ფედერაცია. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ  პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და იტალის სუმოს ფედერაციები, ასევე, ქართველი სპორტსმენები. „საქართველოს …

„რუსეთი ოკუპანტია“ – აქცია გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში

ავტორი: ვერიკო მაღულარია _____________________ „გაუმარჯოს საქართველოს! რუსეთი ოკუპანტია“ – ეს შეძახილები ორ საათზე მეტ ხანს ისმოდა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის ცენტრში 30 ივნისს, სადაც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც შეუერთდნენ. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამ ფორმით ცდილობენ გერმანიას და ევროპას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია და ოკუპატმა არამარტო სამხრეთ ოსეთისა და …

აქცია ბათუმში: „ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა“

29 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს. იდენტური იყო  მთავარი მოთხოვნაც – გადადგეს გიორგი გახარია. „მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა, რასაც მოყვა ადამიანების დასახიჩრება. აქციის რამდენიმე მონაწილე …

„ახალი მეჩეთი იქცა დემოკრატიის განვითარებისათვის ბრძოლად“ – გამოხმაურება ბათუმის მერს

ავტორი: ტარიელ ნაკაიძე, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე _______________ გუშინ „ბათუმელებში“ გავრცელდა ბათუმის მერის, ბატონ ლაშა კომახიძის ინტერვიუ. ინტერვიუში მოცემული შინაარსი სამწუხაროდ ამოვარდნილია რეალურ მსჯელობისგან, ეს არ შეშვენის სახელმწიფო მოხელეს. შეიცავს დისკრიმინაციულ მიდგომებს და ადასტურებს ჩვენ შიშების მიზეზებსაც, რის გამოც მუსლიმი მრევლი უარს ამბობს საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთი …

როდის აღუდგება ბათუმში რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება

ბათუმის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირი, 29 ივნისის ათი საათიდან აღარ მიეწოდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში გაზი არ მიეწოდება მელიქიშვილის, ასათიანის, ბაგრატიონისა და მისი მიმდებარე ქუჩებს. „სოკარ ჯორჯია გაზი ბათუმის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებეს“ უთხრეს, რომ არ იციან რამდენი აბონენტია ამ დროისთვის გამორთული. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდება ავარიული დაზიანების გამო შეწყდა. „სოკარის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ გაზის …

ბათუმში სამშაბათამდე წვიმიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსის, რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, წვიმიანი ამინდები ბათუმში დღეს და ხვალ, 30 ივნისსა და 1 ივლისს შენარჩუნდება, გამოდარებას კი ბათუმში სამშაბათიდან, 2 ივლისიდან უნდა ველოდოთ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა ბათუმში იქნება: დღისით: 22-24 გრადუსი ღამით: 15 გრადუსი  ზღვაზე შენარჩუნდება შტორმული ამინდი. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე …

10 მრავალსულიან დევნილ ოჯახს ბათუმში ბინა გადაეცა

10 მრავალსულიანი, დევნილი ოჯახი ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ბინის მფლობელი გახდა. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა. სამინისტრომ 154 ბინა, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში გაანაწილა. დარჩენილ 10 ოთხოთახიან ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხადდა და …

პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება – დისკუსია

24 ივნისს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: „პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება“. 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, დისკუსიის მიზანი იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა ძალა აქვს მოქალაქეების პროტესტს და რა უნდა გავითვალისწინოთ  მსგავსი ფორმით მოსაზრებების გამოხატვის დროს. შეხვედრას უძღვებოდა მალხაზ ჭკადუა – „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ რეგიონალური ოფისების მენეჯერი. დისკუსიაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. საუბრისას …

საგანგებო: შტორმი ძლიერდება, არ შეხვიდეთ ზღვაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს თავი შეიკავონ ზღვაში შესვლისგან შტორმის გამო. ამ დროისათვის საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4-ბალიანი შტორმი და უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე – აღნიშნულია საგანგებო სტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. საგანგებოს განცხადებით, სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი …

დღის მეორე ნახევრიდან ბათუმში იწვიმებს, შაბათ-კვირას კი ზღვაზე 4-5-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 28 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან – ძლიერი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 21 – 26 გრადუსი  ღამით: 10 – 15 გრადუსი  ზღვის წყლის …

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა შრომაზე – დისკუსია

19 ივნისს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ახალგაზრდებისთვის  გამართა  დისკუსია  თემაზე – ბავშვთა შრომა. დისკუსიის მომხსენებელი „ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის“ აჭარის  ფილიალის იურისტ-კონსულტანტი ილონა დიასამიძე იყო. დისკუსიაზე  ამავე თემაზე მომზადებული  სიუჟეტი აჩვენეს, რომელიც  აჭარაში ბავშვთა  შრომას ასახავს. სიუჟეტის თანახმად, არასრულწლოვანთა უმეტესობა,  არ  არის ინფორმირებული თავიანთი შრომითი უფლებების შესახებ, არ იციან რა უნდა მოითხოვონ  დამსაქმებლისგან, რას მიაქციონ ყურადღება და რა …

ტალინიდან პირველი ჩარტერული რეისით ბათუმში 180 ტურისტი ჩამოვიდა

27 ივნისს ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ჩარტერული რეისით ბათუმში 180 ტურისტი ჩამოვიდა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერული რეისები ბათუმში ტალინიდან კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით შესრულდება. ტალინიდან ჩამოფრენილ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. „ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, …

ხვალ გაზის მიწოდება ქობულეთსა და ჩაქვს შეუწყდება, ზეგ – ბათუმის ერთ ქუჩას

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ხვალ, 27 ივნისს, დილის 7 საათიდან გაზი გაეთიშება ქალაქ ქობულეთის ნაწილს და ჩაქვიდან სალიბაურამდე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება იმავე დღეს, საღამოს 9 საათიდან, ეტაპობრივად. 28 ივნისის 11:00 საათიდან 28 ივნისის 15:00 საათამდე კი გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩას. კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანიის …

წიგნის ფესტივალი ბათუმში [ანონსი]

2019 წლის 29 და 30 ივნისს, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, ბათუმის ცენტრალურ [ყოფილი 6 მაისის] პარკში „წიგნის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალს წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ ჩაატარებს. ორგანიზატორების განცხადებით ბათუმელ მკითხველს „წიგნის ფესტივალის“ ფარგლებში საშუალება ექნება წიგნები შეიძინოს განსაკუთრებული ფასდაკლებით; გაეცნოს ახალ გამოცემულ წიგნებს. ადგილზე იქნება მოწყობილი სამკითხველო სივრცე და საბავშვო კუთხე. ფესტივალის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება …

თბილისის საქალაქო სასამართლო: 51 პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით,  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის  პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის  21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა – პატიმრობის ვადა  51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე,  51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან – აღნიშნულია სასამართლოს ვებგვერდზე. ამავე თემაზე: სააპელაციო: 20 ივნისის ღამეს დაკავებული …

7 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 22 წელი მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და გაუპატიურების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული რ.ვ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რ.ვ.-მ, რომელიც მეგობარ ქალთან მ.მ-სთან ერთიან …

Exit mobile version