გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ივლისის 21 საათიდან 19 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი
- ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 17 – 22 გრადუსი
- ღამით: 7– 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 20-21 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
___________
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“






