მთავარი,სიახლეები

წვიმიანი ამინდი ბათუმში ივლისის ბოლომდე შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი

25.07.2019 • 2066
წვიმიანი ამინდი ბათუმში ივლისის ბოლომდე შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25  ივლისის 21 საათიდან 26 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან იწვიმებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 7– 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 15-20 დმ –4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 27-28 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

___________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: