სიახლეები

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება

25.07.2019 • 5233
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება

შაბათს, 27 ივლისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში „ყვავილების ფესტივალი“ გაიმართება.

ფესტივალი 13:00 საათზე დაიწყება.

ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობენ რეგიონის ცნობილი სანერგე მეურნეობები, ფიზიკური პირები,  ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური, „ევრო ეზო“,  ყვავილების სალონი „მარიანა“ და  „ჯეაპეიზაჟგორგია“.

ფესტივალზე დამთვალიერებელს  საშუალება ექნება შეიძინოს როგორც მოყვავილე, ისე დეკორატიული მცენარეები.

ბოტანიკური ბაღის ცნობით, ფესტივალზე მოსახვედრად უახლესი შესასვლელებია „მწვანე კონცხი“ და უღელტეხილი.

___________

ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი fb

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: