გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივლისის 21 საათიდან 22 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 23 – 28 გრადუსი
- ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 15 – 20 გრადუსი
- ღამით: 7– 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 23-24 ივლისს, მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი.
___________
ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“