რა შედეგები აჩვენეს საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა საერთაშორისო კვლევაში – PISA

დღეს, 8 სექტემბერს, გამოქვეყნდა საერთაშორისო ორგანიზაცია PISA-ს კვლევა სკოლებში მოსწავლეთა მიღწევებზე.

კვლევა 2022 წელს ჩატარდა და მასში 690 ათასი 15 წლის მოსწავლე მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილეობდა 81 ქვეყანა და ეკონომიკა. კვლევა ადგენს მოსწავლეების მიღწევებს მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და წაკითხულის გააზრებაში მიღწეულ შედეგებს.

კვლევის მიხედვით, მონაწილე ქვეყნების უმრავლესობაში მოსწავლეთა მიღწევები გაუარესდა შეფასების სამივე სფეროში.

საქართველოს სკოლების შედეგებიPISA-ს კვლევის მიხედვით.
შენიშვნა: სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მუქი ლურჯითაა ნაჩვენები. ქვეყნები/ეკონომიკები დალაგებულია 2018 და 2022 წლებს შორის მათემატიკაში ქულის ცვლილების კლებადობით. წყარო: OECD, PISA 2022 Database.

კვლევის მიხედვით, საქართველოს 15 წლის მოსწავლეების მიღწევები 2018 წელთან მიმართებით სტატისტიკურად არსებითად არ შეცვლილა მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

PISA 2022-ის მიხედვით, საქართველოს 15 წლის მოსწავლეებს მათემატიკაში 390 (OECD-ის საშუალო 472) ქულა აქვთ, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 374 (OECD-ის საშუალო 476) და 384 (OECD-ის საშუალო 485). 

„უნდა აღინიშნოს, რომ საშუალოდ OECD-ის ქვეყნებში 2018-2022 წლებში მათემატიკაში მიღწევების მაჩვენებლები თითქმის 15 ქულით გაუარესდა“-ნათქვამია კვლევაში.

კითხვაში 11-ქულიანი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ქულა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

განსხვავებები გენდერულ ჭრილში

საქართველოში 15 წლის ასაკის ბიჭები და გოგონები საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებენ მათემატიკის დავალებებს (გოგონა – 393 ქულა, ბიჭები – 387 ქულა), მაგრამ კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გოგონების უპირატესობა ბიჭებთან შედარებით 14 ქულაა.

ყველაზე დიდი განსხვავება გოგონების სასარგებლოდ PISA 2022-ში მონაწილე ქვეყნებში ჩილეში, იტალიასა და ავსტრიაში გვხვდება, ხოლო ბიჭების სასარგებლოდ – ალბანეთში, კვიპროსსა და პალესტინაში.

განსხვავებები სკოლის მდებარეობის მიხედვით

განსხვავებები სკოლის მდებარეობის მიხედვით.

სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, PISA 2022-ში მათემატიკის სფეროში მაღალი მოსწრებით გამოირჩეოდნენ თბილისში მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა).

ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს (344 ქულა) აქვთ.

მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.

განსხვავებები სკოლის სტატუსის მიხედვით.

კერძო და საჯარო სკოლების მიხედვით.

სკოლის სტატუსის მიხედვით, 2022 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოს კერძო სკოლების მოსწავლეები უკეთეს შედეგებს აღწევენ შეფასების სამივე სფეროში, ვიდრე საჯარო სკოლისა.

2015-2022 წლების შედეგების მიხედვით, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში შეფასების სამივე სფეროში შესამჩნევია მოსწავლეების შედეგების კლების ტენდენცია.

არაქართულენოვანი სკოლები

2022 წელს ქართულენოვანმა და რუსულენოვანმა მოსწავლეებმა 2015 და 2018 წლებთან შედარებით სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები.

ამ ორ ჯგუფთან შედარებით, აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს შეფასების სამივე სფეროში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად დაბალი შედეგები აქვთ:

მათემატიკაში – 321 ქულა, კითხვაში – 297 ქულა, საბუნებისმეტყველო საგნებში კი – 307 ქულა.

შედეგები PISA-ს სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით

საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 7.3% იყო PISA-ს სოციო-ეკონომიკური სკალის ქვედა მეხუთედში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი შედიოდნენ ყველაზე შეჭირვებულ მოსწავლეთა შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2022 წლის ციკლში.

ამ მოსწავლეების საშუალო მიღწევა მათემატიკაში 356 ქულას შეადგენს.

საქართველოს მსგავსი სოციო-ეკონომიკური ფონი ჰქონდა ყოველ მესამე მოსწავლეს თურქეთსა და ვიეტნამში.

საქართველოში სოციო-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა (სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ზედა 25%) მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს (ქვედა 25%).

ეს მაჩვენებელი ნაკლებია OECD-ის ქვეყნებში ანალოგიურ ორ ჯგუფს შორის საშუალო სხვაობაზე (93 ქულა).

მოსწავლეების ცხოვრებით კმაყოფილების განცდა

2022 წელს, ისევე როგორც 2018-ში, საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 13%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით.

მათ თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილება 10 ბალიან სკალაზე შეაფასეს 0-დან 4-მდე ქულით.

საშუალოდ OECD-ის ქვეყნებში, იმ მოსწავლეთა წილი, ვინც ცხოვრებით კმაყოფილი არ არის 2015 წლის 11%-დან გაიზარდა 16%-მდე (2018 წელი) და 2022 წელს 18% შეადგინა.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) აფასებს 15 წლის მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

PISA-ს კვლევის შედეგების მიხედვით, შესაძლებელია გაანალიზდეს, თუ რამდენად კარგად ამზადებენ მონაწილე საგანმანათლებლო სისტემები 15 წლის ასაკის მოსწავლეებს რეალური გამოწვევებისა და მომავალი წარმატებისათვის.

PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690 000 მოსწავლე. ეს დაახლოებით 15 წლის ასაკის 29 მილიონი მოზარდია.

საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 267 სკოლის 6 583-მა მოსწავლემ, სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი 3 202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი 6 252-მა მშობელმა/მეურვემ.

PISA 2022 წლის ტესტირების პერიოდში საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% მე-10 კლასში ირიცხებოდა.

უკრაინულმა დრონებმა სარატოვში ნავთობის ქარხანას შეუტიეს

სამშაბათს, 8 სექტემბერს, ღამით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სარატოვის ოლქს შეუტიეს. ტელეგრამის არხებზე გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის სამიზნე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა დრონებით თავდასხმის საფრთხე დაახლოებით დილის 4:00 საათზე გამოაცხადა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ „დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“ და ათი ადამიანი დაშავდა.

ტელეგრამ-არხი Astra თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ ნაწილია. ეს ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უძველესია და სხვა პროდუქტებთან ერთად, ბენზინსა და დიზელის საწვავს აწარმოებს.

ამავე დროს, სარატოვის ოლქში მდებარე ქალაქ ენგელსის მაცხოვრებლებმა 8 სექტემბრის ღამეს აფეთქებების შესახებ განაცხადეს. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა, შესაძლოა, ქალაქში მდებარე ენგელს-2 სამხედრო აეროდრომს შეუტიეს, თუმცა ობიექტზე დარტყმა ოფიციალურად, ჯერ-ჯერობით, არ დადასტურებულა.

აეროდრომი სტრატეგიული ავიაციის ბაზად გამოიყენება და ადრე არაერთხელ გამხდარა დრონებით თავდასხმის სამიზნე.

 

ბათუმში გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 სექტემბრის 21 საათიდან 9 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 17  – 22 გრადუსი სითბო
    ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: ღამით 2-3 ბალი, დღისით 4-5 ბალი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 10-11 სექტემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქისთვის თანხის მოპარვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად დანაშაული ვერ განახორციელეს – წერს შს სამინისტრო.

პოლიციამ ორივე პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 499 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 332 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 285 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 49 341 ერთეული [+30]
  • MLRS – 2 104 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 612 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 441 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 355 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 504 309 ერთეული [+1 592]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 521 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 145 478 ერთეული [+452]
  • სპეცტექნიკა – 4 647 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 070 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ომი რუსეთში, სახლში ბრუნდება“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„საზოგადოებისთვის არ შეგვიღებავს, ჩვენთვის შევღებეთ“ – ძეგლის ახალი მფლობელი NEXT-ი

ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებული ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე, მოდერნის სტილის შენობა, კომპანია Next-მა იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად კომპანიაში დაუდასტურეს. მანამდე, შენობას „სოდი ინვესტმენტი“ ფლობდა, რომლის დირექტორიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანიაა.

„ნექსთის“ იურისტი, ვახტანგ გედენიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ძეგლი „სოდი ინვესტმენთისგან“ 2025 წლის 26 სექტემბერს იყიდეს.

რამდენად შეიძინეს აღნიშნული შენობა, ამაზე იურისტი არ საუბრობს. „ეს კომერციული საიდუმლოებაა“, – გვითხრა ვახტანგ გედენიძემ.

ახალი მეპატრონის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში ჯერ ასახული არ არის.

რატომ არ აისახა ახალი მფლობელი რეესტრში? – ვკითხეთ ვახტანგ გედენიძეს. მისი თქმით, ახალი მფლობელი თანხის სრულად გადახდის შემდეგ აისახება.

„წინარე ნასყიდობაა, ამიტომ ვერ ნახავდით რეესტრში. ეს იმას ნიშნავს, სანამ შესყიდული ქონების საფასურს სრულად არ გადაიხდი, ქონება ახალი მფლობელის სახელზე არ გადმოდის. ანუ, ოფიციალურად ეს შენობა ჯერ არ არის Next-ის საკუთრებაში“, – გვითხრა ვახტანგ გედენიძემ.

ორი დღის წინ მე-19 საუკუნის მოდერნის სტილის ძეგლის ფასადი კომპანიის წარმომადგენლებმა ფერადი საღებავით გადაღებეს. სახლის ფასადზე გამოსახული ორნამენტები ფირუზისფერ და ფორთოხლისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი, რასაც საზოგადოების მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

მსგავსი ფერები არ ახასიათებს არსებულ შენობას. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები, თუ ვისი გადაწყვეტილებით შეიღება ამ ფერებში ორნამენტები, რატომ შეიღება და იყო თუ არა ეს ძეგლის ხელყოფა?

„ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უთხრეს, რომ შენობის ფასადის ამ ფერებში შეღებვა არ იყო მათთან შეთანხმებული.

ვინ და რატომ გადაწყვიტა ფასადის გადაღებვა და რატომ არ შეათანხმა ეს გადაწყვეტილება სააგენტოსთან? – ვკითხეთ ვახტანგ გედენიძეს.

„ეს იყო ტესტი, რომ გაგვეგო, თუ როგორ დაჯდებოდა ფერი ფასადზე. რაღაც ფერზე ხომ უნდა შეიღებოს და პროცესში შეგვიძლია ამის დატესტვა. ამ პროცესსაც სააგენტო ლამის ყოველკვირეულად მონიტორინგს უკეთებს და სურვილიც რომ გვქონდეს, ვერ გადავუხვევთ“, – გვითხრა გედენიძემ.

რატომ განაცხადა სააგენტომ, რომ მასთან არ იყო შეთანხმებული ფასადის გადაღებვა, თუკი მონიტორინგს უწევს? – ისევ ვკითხეთ გედენიძეს.

„ზუსტად ერთი დღე გამოვიყენეთ ტესტისთვის და შემდგომ ისევ გადავღებეთ. ეს იყო და ეს. საცდელი იყო, ასე ვთქვათ, რამდენიმე ფერი დავსვით, რომ შეგვეხედა რომელი ფერი რომელ დეტალს უფრო მოუხდებოდა.

საზოგადოებისთვის არ შეგვიღებავს, ჩვენთვის შევღებეთ, რომ დაგვენახა, როგორ დაჯდებოდა ფერი. ასე დატოვების სურვილი არ გვქონია. ფერის ცვლილება რთული პროცესია და თუ რაიმე ცვლილება შევა, ყველა პროცედურის გავლით მოხდება.

თუ დავაპირებთ ფერის ცვლილებას, მივმართავთ სააგენტოს ცვლილების შესათანხმებლად.

თუ გადავწყვეტთ რაღაც ფერის დატოვებას რომელიმე ორნამენტზე, ეს გაეგზავნება ხელოვნებათმცოდნეს, რომელიც ჩაატარებს კვლევას და თუ დადებითი იქნებოდა პასუხი, მერე მივმართავდით ძეგლთა დაცვას“, – ამბობს ვახტანგ გედენიძე.

გუშინ, 6 სექტემბერს, ნექსთმა შეღებილი ძეგლი ისევ გადაღება.

კომპანიის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა ვადებია გათვალისწინებული შენობის საბოლოო დასრულებისთვის, რადგან შენობა უკვე რამდენიმე წელია ხარაჩოებშია, რაზეც გედენიძემ გვითხრა, რომ კონკრეტული ვადები ზეპირად არ ახსოვს.

კუნძულისთვის 980 490 კუბ/მ ლოდებს „ამბასადორი“ კვირიკეში ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის ახალი განკარგულება

ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან „ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ გაათავისუფლა.

„ამბასადორი“ ამჯერად ულიცენზიოდ 980 490 კუბურ მეტრ  წიაღისეულს კვლავ ქობულეთის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანია წიაღისეულს ულიცენზიოდ კვირიკეში აქამდეც მოიპოვებდა, რისთვისაც აქ მთა დაშალეს.

ამ თემაზე: კობახიძის განკარგულებით კვირიკეში მთას შლიან – წიაღისეულს ხელოვნური კუნძულისთვის იყენებენ

ახალი განკარგულებით, იმ ტერიტორიის ფართობი, სადაც „ამბასადორს“ წიაღისეულის მოპოვების ნებართვა მისცეს, 14 ჰექტარია [140 070 კვადრატული მეტრი].

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 980 490 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ანდეზიტ-ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტის, კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე“, – წერია 2026 წლის 20 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

ამავე განკარგულების მიხედვით, ლიცენზიისაგან გათავისუფლებული „ამბასადორი“ ვალდებულია:

  • უზრუნველყოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტითა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების შესრულება;
  • მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის, ერთი თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 238 728 ლარის გადახდა.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს:

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხრეშს, ქვებსა  და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს, თითქმის ყველა შემთხვევაში – ულიცენზიოდ. ლიცენზიისგან კი მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველა ეს განკარგულება უკანონოა. აქედან გამომდინარე კი, შეიძლება ვთქვათ, რომ უკანონო განკარგულების საფუძველზე წიაღისეულის მოპოვებაც უკანონოა.

„პრობლემა იმაშია, რომ ლიცენზიისგან გათავისუფლების მექანიზმს, რომელსაც მთავრობის ის დადგენილება გვთავაზობს, რომელიც ლიცენზირების საკითხებს არეგულირებს [ვგულისხმობ 2005 წლის N136 დადგენილებას], საერთოდ არ ცნობს ზემდგომი აქტები. ამ შემთხვევაში ეს არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ კანონები“, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

ამ თემაზე ვრცლად:

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

 

 

 

 

 

 

Letter Six: Garibashvili Responds to Papuashvili, Mocks Claims He Is a French Agent

“I serve neither the West, nor the East, nor the North, nor the South,” imprisoned former Prime Minister Irakli Garibashvili writes in his sixth letter since speaking out against his former political allies, as he pushes back against the narratives that have emerged around his accusations and the subsequent investigation.

In the letter, Garibashvili again insists that he is not fighting anyone but is “defending himself and his family,” while strongly rejecting any suggestion that he is connected to the opposition. At the same time, he accuses the authorities of turning what should be a legal process into a political one and condemns what he describes as a propaganda campaign aimed at discrediting him and linking him to the United National Movement.

Garibashvili says he has heard “unworthy, false and hypocritical” statements from his former teammates but does not consider them worthy of a response. He makes one exception for Georgian Dream Parliament Speaker Shalva Papuashvili, whom he addresses directly, telling him: “This is not a legal process — this is relentless political persecution.”

The remark appears to be a direct response to Papuashvili’s recent criticism that Garibashvili was attempting to shift a legal matter into the political realm by using a tragedy to make insinuations — something the Speaker described as regrettable.

Garibashvili also rejects narratives circulated by Azerbaijani media and subsequently amplified by Georgian Dream propaganda television channels, which claimed that, ‘at the height of the protests, he had been an agent of France-backed “revolutionaries” within Georgian Dream’. Mocking the allegations, Garibashvili says he has apparently now been labelled both an agent of the “deep state” and of France, adding that he is “lucky” not to speak other foreign languages, or he might have been declared an agent of other countries as well.

Letter number 6:

The government’s panicked reaction and utterly inappropriate conduct have fully exposed the system for what it is. The public has witnessed yet another absurd and, at the same time, utterly repulsive and tragic farce staged by the authorities.

Instead of providing timely and transparent explanations regarding the specific facts and questions raised, we have witnessed a series of unserious interrogations, one of whose main purposes was to link me to the United National Movement and portray the entire process as something pre-planned and coordinated with the radical opposition.

I have also learned in recent days that, apparently, I am an agent of the “deep state” and, at the same time, an agent of France. I suppose I am “lucky” that I don’t speak any other foreign languages; otherwise, I would probably have been declared an agent of other countries as well…

To the government’s ridiculous and feeble propaganda tactic, I have this response: Stop wasting your time! Just as water and oil cannot mix, it is impossible to associate me with the United National Movement in any way!

I would also remind the public that, as I understand it, an investigation into the circumstances that led Lazare Jorbenadze to take his own life has been ongoing for nearly five months. Yet the people and journalists who have been publicly raising questions throughout this entire period have still not been questioned. Instead, immediately after my letter was published, they began questioning, without delay, everyone who publicly responded to my letter.

Stop playing these dirty political games against me! The people know who Irakli Garibashvili is, and our society can very clearly distinguish between my word and yours. People also know very well that I serve neither the West, nor the East, nor the North, nor the South. I serve Georgia!

Over the past few days, I have heard many unworthy, false, and hypocritical statements and comments from people who have lost all sense of decency. Perhaps they expect me to respond to them, but I want to tell them that they are not even worthy of a response from me. I want to respond only to Shalva Papuashvili: Shalva, this is not a legal process — this is relentless political persecution!

And once again, let me remind everyone: I am not fighting anyone — you are the ones who stabbed me in the back… Now I am simply forced to defend myself and my family against this injustice and cruelty“.

ქობულეთში ზღვაში კაცი დაიხრჩო

დღეს, 7 სექტემბერს, ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო.

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.

მაშველებმა მისი გადარჩენა სცადეს და ნაპირზე გამოიყვანეს კიდეც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

დაპირისპირება „კანონიერ ქურდებს“ შორის და საქმის გარჩევა თურქეთში – რა გადაწყვიტა სასამართლომ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  „კანონიერი ქურდების საქმე“ განიხილა და  ცხრა პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურა წერს, რომ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა პირადი მოტივით სცემა მას.

საბოლოოდ დაპირისპირებულმა მხარეებმა ,,კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ვისი ჩართულობითაც „ქურდული სამყაროს“ წევრების შეკრება მოეწყო და „ქურდული გარჩევა“ განხორციელდა.

პროკურატურის ვერსიით, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები“ ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, ამიტომაც „ქურდული სამყაროს“ წევრმა ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყო და სცემა მათ.

ამის შემდეგ „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერებმა“ სოციალური ქსელის გამოყენებით დასახმარებლად მიმართეს „კანონიერ ქურდს“, რომელმაც კონფლიქტის მონაწილეები დაიბარა თურქეთში, სადაც შედგა ქურდული შეკრება და ქურდული გარჩევა.

ასევე, „კანონიერი ქურდის“ ძმამ ქუთაისში დაიბარა და ანგარიშსწორება მოუწყო ერთ-ერთ ,,ქურდული სამყაროს წარმომადგენელს“, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევდა, მან დასახმარებლად და გადაწყვეტილების მისაღებად „ქურდული სამყაროს“ სხვა აქტიურ წევრს და კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა, უამბო დაპირისპირების მოტივები და დეტალები, რომელმაც, თავის მხრივ, სოციალური ქსელის საშუალებით საქმის კურსში ჩააყენა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი „კანონიერი ქურდი“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის ზომად „კანონიერ ქურდს“ 10 წლით, ,,ქურდული სამყაროს წევრობის”, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის”, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე შვიდ ბრალდებულს 8-8 წლით, ხოლო „კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრზე მიმართვის“ ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

_______________

ფოტო არქივიდან

„არ შეცდეთ პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით“ – ექსპერტებმა ვაშინგტონში ნატოზე შესაძლო თავდასხმაზე იმსჯელეს

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

დასავლელი უსაფრთხოების ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მაშინ, როცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს პირდაპირი სამხედრო აგრესიის მოგერიება სრულად შეუძლია, ის ვერ აჩერებს ვლადიმირ პუტინის მზარდ „ჩრდილოვან ომს“. შედეგად, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრემლის მორიგი გამოცდის მთავარ სამიზნედ რჩებიან.

„ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-დისკუსიაზე, რომელსაც ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი უძღვებოდა, წამყვანმა ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ბოლოდროინდელი ვიზიტი მოსკოვში მკაფიო სიგნალია: კრემლი დასავლეთის გამძლეობასა და მზადყოფნას აქტიურად ამოწმებს.

  • გამოცდა ბალტიის საზღვარზე

„დემოკრატიის განახლების ინიციატივის“ თავმჯდომარემ და ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, გარი კასპაროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს დასავლეთის ერთიანობის გასატეხად სრულმასშტაბიანი სახმელეთო შეჭრა სულაც არ სჭირდება – ამისთვის მცირე, მიზანმიმართული ტერიტორიული პროვოკაციაც საკმარისი იქნება.

„ორი კვადრატული მილი ტერიტორია… დარჩნენ იქ ორი დღე,“ – თქვა კასპაროვმა ისეთ სასაზღვრო ქალაქებზე მითითებით, როგორიცაა ნარვა ან დაუგავპილსი – „მას მხოლოდ იმის ჩვენება სჭირდება, რომ ნატო მკვდარია, ამერიკა პროცესში არ ერევა და ეს უკვე პოლიტიკური გამარჯვებაა.“

კასპაროვმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ვაშინგტონის უსაფრთხოების გარანტიების სიმტკიცე: „მთავარი კითხვა ისაა, თუ რატომ აქვთ რუსეთის მოსაზღვრე ევროპელ მოკავშირეებს სერიოზული ეჭვები ამერიკის სამხედრო ერთგულებაზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი, თუნდაც მცირე ჯგუფებით, ნატოს სახმელეთო საზღვარს გადაკვეთს.“

CIA-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გლენ კორნმა აღნიშნა, რომ კიევი ჩრდილოეთის ფრონტის გახსნის საფრთხეზე დასავლეთს უკვე დიდი ხანია აფრთხილებს: „უკრაინელები ამის შესახებ სულ მცირე ექვსი თვეა გვაფრთხილებენ… რომ არსებობს შეშფოთება ახალი ფრონტის გახსნაზე, და ისინი პირდაპირ საუბრობენ ბალტიისპირეთზე.“

  • ტრამპის ფაქტორი და პუტინის პარტნიორები

მიუხედავად ამისა, კორნის შეფასებით, პუტინის მხრიდან ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური უთანხმოების სისუსტედ აღქმა სახიფათო შეცდომა იქნებოდა, რასაც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის გამოცდილებაც მოწმობს.

„არ შეცდეთ პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით. ის ძალიან არაპროგნოზირებადია,“ – განაცხადა კორნმა. – „მე მინახავს, როგორ დგამდა ის ნაბიჯებს რუსების წინააღმდეგ… ადრეც მითქვამს: ის ყველაზე აგრესიულად პასუხობდა რუსეთის გარკვეულ ქმედებებს იმ პრეზიდენტებს შორის, ვის ადმინისტრაციაშიც ჩემი კარიერის განმავლობაში მიმუშავია“.

„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, აგნია გრიგასმა დაამატა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე ზეწოლას ახდენს მოსკოვის საერთაშორისო პარტნიორებზე: „უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პუტინის მოკავშირეებს უტევს. ნუ დავივიწყებთ ამას – ირანსა და მადუროს.“

  • გეოგრაფია და „ჩრდილოვანი ომი“

გრიგასის თქმით, ბალტიის ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა – როდესაც რეგიონი კალინინგრადს, ბელარუსსა და სუვალკის დერეფანს შორის არის მოქცეული – მას განსაკუთრებით დაუცველს ხდის. მისივე განცხადებით, ლიეტუვა უკვე გახდა ჰიბრიდული ტაქტიკის სამიზნე, რაც მიგრანტების იარაღად გამოყენებაში, ინფრასტრუქტურულ დივერსიებსა და საჰაერო სივრცის მუდმივ დარღვევებში გამოიხატება.

„ბალტიისპირეთში ეს შეშფოთება, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდია,“ – აღნიშნა გრიგასმა. -„ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან გეოგრაფიის გამო… ეს კრიზისი გრძელდება და ის რეგიონში რეალურ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ კრიზისს წარმოადგენს.“

დისკუსია ატლანტიკური საბჭოს სკოუკროფტის ცენტრის ექსპერტმა, ტორი ტაუსიგმა შეაჯამა და ხაზი გაუსვა, რომ ნატომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს, სანამ ჰიბრიდული შეტევები სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზრდება.

„ნატო რუსეთთან ბევრი თვალსაზრისით უკვე ომშია; ეს, უბრალოდ, მე-5 მუხლის რეაგირების ზღვარს ქვემოთ ხდება,“ – განაცხადა ტაუსიგმა. – „ჰიბრიდულ ფრონტზე ვფიქრობ, ნატომ აჩვენა, რომ შეკავების პოლიტიკამ მარცხი განიცადა.“

„ამჟამინდელი ფასადი არ წარმოადგენს საბოლოო იერსახეს – რას ამბობს NEXT-ი ბათუმში გადაღებილ ძეგლზე

კომპანია  NEXT-მა ბათუმში მოდერნისტული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შეღებვასთან დაკავშირებით მოკლე  კომენტარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

NEXT-ი წერს, რომ „ამჟამინდელი ფასადი არ წარმოადგენს საბოლოო იერსახეს“.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის სამუშაოებთან დაკავშირებით გაჩენილ საზოგადოებრივ ინტერესს და მადლობა გადავუხადოთ მედიას მაღალი ჩართულობისთვის.

NEXT-ი ყოველთვის იყო და რჩება კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის გაფრთხილების სადარაჯოზე.

გვინდა განვმარტოთ, რომ შენობაზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ცხადია, ამჟამინდელი ფასადი არ წარმოადგენს საბოლოო იერსახეს. დასრულებული სახით აღდგენილ ფასადს საზოგადოება მალე იხილავს. ძეგლის რეაბილიტაცია  მოხდება სათანადო ნებართვებით განსაზღვრული პროექტის სრული დაცვით“-წერს კომპანია ფეისბუქზე.

6 სექტემბერს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, თუ როგორ გადაღება შენობის მფლობელმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ღია – ფირუზისფერ და ფორთოხლისფერ ფერებში, რაც არ არის დამახასიათებელი აღნიშნული ძეგლისთვის.

რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კანონი იცავს და მათი აღდგენა-რესტავრაცია რეგულირდება, ამიტომ ვკითხეთ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ჰქონდა თუ არა ძეგლზე ამ ფორმით ჩარევის უფლება მეპატრონეს?

სააგენტოში გვითხრეს, რომ ძეგლზე ამ ფორმით ჩარევა არ ყოფილა სააგენტოსთან შეთანხმებული.

საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, მოდერნის სტილის შენობის მეპატრონე ისევ შპს „სოდი ინვესტმენტია“, რომლის დირექტორი ამ დრომდე, ირაკლი ალასანიაა. მეპატრონესთან დაკავშირებული რაიმე ცვლილება ჯერჯერობით რეესტრში არ იძებნება.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია NEXT-ი ასრულებს.

ძველი მოდერნის სტილის შენობა, რომელიც XIX საუკუნეშია აშენებული, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოში ამ სტილის ნაგებობებიდან.

შენობას აქვს მკაფიოდ ინდივიდუალური გეგმარება და მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო შენობაა ბათუმში და, ბუნებრივია, მისი იერსახის შეცვლა, მცირე ჩარევაც კი დაუშვებელია.

ვიდეო:

„ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება,“ – რას ამბობს კობახიძე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაიწყო და მას „[ხელისუფლების] მართვის სისტემაში დაგროვილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, წელიწადი და 5 თვე დასჭირდა“

2024 წლის 8 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, კორუფციის ან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით არაერთი მაღალჩინოსანი და ათობით საჯარო მოხელე მოხვდა ციხეში.

2026 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, ციხეშია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. დაკავებულია ან სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სხვადასხვა საჯარო უწყებებში სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული ათობით პირის წინააღმდეგ.

ირაკლი კობახიძემ დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში თქვა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მითითებით გააკეთა.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა კობახიძეს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან ციტატა წაუკითხა – „მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს“ და ჰკითხა, რას ნიშნავდა ღარიბაშვილის ეს განცხადება, ხომ არ ელოდებოდა ყოფილი პრემიერი მოქმედის გადადგომას.

„არ მინდა აქ სიღრმეში შევიდე, ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ: მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, თქვენ იცით, რომ იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით.

წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა გუნდთან ერთად და კიდევ ერთხელ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, იმისათვის, რომ აღმოგვეფხვრა ის პრობლემები, რომლებიც იყო დაკავშირებული მართვის სისტემასთან.

წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა პირადად მეც, მთლიანად გუნდს, რომ დაგროვილი პრობლემები აღმოგვეფხვრა. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ.

ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ პრობლემებზე. ჩვენ დავინახეთ კონკრეტული პრობლემები. წელიწადი და ხუთი თვე, მათ შორის პირადად მე, დამჭირდა იმისთვის, რომ მართვის სისტემაში არსებული პრინციპული პრობლემები აღმოგვეფხვრა.

ეს გააკეთა გუნდმა, ამასთან დაკავშირებით იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება, პირდაპირი მინიშნება პარტიის ყრილობაზე. ეს მივიღეთ როგორც მთავარი ხაზი და ეს ხაზი გავატარეთ ბოლომდე და წელიწადსა და ხუთ თვეში მთლიანად მოვახერხეთ სისტემის გაწმენდა იმ პრობლემებისგან, რომლებიც იყო დაგროვილი,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ სანამ პრემიერად დანიშნავდნენ, მანამდე პარლამენტში იყო და ჰკითხა, პარლამენტიდან რატომ არ ასრულებდა მაკონტროლებლის როლს.

„პარლამენტიდან გაქვს სხვა რესურსი და როცა უშუალოდ მართავ სისტემას, გაქვს სხვა რესურსი.

იმ პირობებშიც კი, როდესაც მეკავა მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა, წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა გუნდს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ჩვენ მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ივანიშვილის მითითების გარეშე, კორუფციას თუ ხედავდით, არ უნდა აღმოგეფხვრათ? – ჰკითხა მას ჟურნალისტმა.

„მე უბრალოდ ხაზს ვუსვამ იმას, თუ ვინ იყო მთავარი მინიშნების ავტორი. პარტიის ყრილობაზე გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მან გააკეთა ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება, რაც უკავშირდებოდა კორუფციას.

ამის შემდეგ ერთ თვეში მე დავიკავე პრემიერის თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა მოახერხა სისტემა პრინციპულად გაეთავისუფლებინა იმ პრობლემებისგან, რომლებიც იყო დაგროვილი.

თუმცა, არათუ პარლამენტიდან, მთავრობის მეთაურის პოზიციიდანაც კი, წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ სისტემა მთლიანად გაგვეთავისუფლებინა პრინციპული პრობლემებისგან,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.

კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში.

ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

დამეწყრილ ტერიტორიაზე ელოდებიან ტექნიკას.

„ბათუმელები“ მეტი ინფორმაციის მისაღებად ცდილობს დაუკავშირდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრს. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

განახლებული ინფორმაცია: გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის პრესცენტრში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, როდის აღდგება მოძრაობა გომისმთის გზაზე.

„ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკა“ – რეპროდუქციული მედიცინის ევროპული სტანდარტი საქართველოში

მედიცინაში ყველაზე რთული ნდობის მოპოვებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება.

„ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ისტორია სწორედ ამ ნდობაზეა აგებული. წლების განმავლობაში კლინიკა მრავალპროფილურ, თანამედროვე ცენტრად ჩამოყალიბდა. დღეს ის აერთიანებს გამოცდილ ექიმებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, თუმცა მისი მთავარი გამორჩეულობა სწორ მიდგომაშია – განიხილოს თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად და სიღრმისეულად.

კლინიკის ერთ-ერთ მთავარი უპირატესობა  „ერთი სივრცის“  პრინციპია, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს, ყველა საჭირო კვლევა და სერვისი ერთ ადგილზე , კლინიკაშივე მიიღოს. ამ სისტემის ცენტრში მრავალპროფილური გუნდი დგას: რეპროდუქტოლოგები, გინეკოლოგები, ენდოკრინოლოგები, ქირურგები, ემბრიოლოგები… ისინი ერთობლივად მუშაობენ, რათა თითოეული შემთხვევა სრულყოფილად შეაფასონ. რაც  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციულ მედიცინაში, სადაც შედეგი ხშირად მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები, ინოვაციური პროტოკოლები და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ამ პროცესს კიდევ უფრო ზუსტსა და ეფექტიანს ხდის. ყველაფერს კი ამყარებს მთავარი ღირებულება – ნდობა, რომელიც გამჭვირვალე პროცესით, გულწრფელი კომუნიკაციითა და პასუხისმგებლობით ყალიბდება.

არსენ გვენეტაძე – ექიმი რეპროდუქტოლოგი, ქირურგი, პროფესორი, „ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ხელმძღვანელი

„ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკა“  ბ-ნი ზურაბის,   ქ-ნი თათია საბახტარიშვილის  და ჩემი თაოსნობით 2009 წელს ჩამოყალიბდა. საქმიანობა დავიწყეთ ვაკის „ლეჩკომბინატში“, სულ ორი ოთახიდან, მოგვიანებით დავამატეთ კიდევ ორი – ლაბორატორიისთვის, ხოლო 2012 წელს უკვე 1000 კვადრატულ მეტრზე გადავედით.  დღეს კლინიკა უკვე   2 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. თუ დასაწყისში წელიწადში დაახლოებით 120 სიცოცხლეს ვქმნიდით, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 904-მდე გაიზარდა, ხოლო საერთო ჯამში 8 552-ს გადააჭარბა. ბატონი ზურაბი 2013 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ კლინიკას ჩემს გუნდთან ერთად, მე ვხელმძღვანელობ. პირველი, რაც გავაკეთე, იყო „5P პრინციპის“ ჩამოყალიბება, რომელიც დღესაც ჩემს კარზეა გაკრული: პროფესიონალიზმი, პატიოსნება, პაციენტის პიროვნების პატივისცემა და, რაღა თქმა უნდა, საკუთარი თავის პატივისცემა.

2016 წელს მოვიპოვეთ პირველი ევროპული სერტიფიცირება, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ამაზე პრაქტიკულად არავინ საუბრობდა. შემდგომ წლებში, 2019, 2022, 2024 და უკვე 2027 წლამდე, ჯამში ხუთი ევროპული სტანდარტის სერტიფიცირება გვაქვს, რაც მუდმივად განახლებულ ცოდნაზეა დაფუძნებული. ჩვენი გუნდის საქმიანობა სწორედ ამ პრინციპზე – მუდმივ განვითარებაზე დგას.

„როდესაც საკუთარ თავს ყოველდღიურად წვრთნი დ ზრდი, მაშინ ჭეშმარიტად იბადები და საკუთარ ბედნიერებას აქ და ახლა ქმნი!“ ჩვენი ექიმები ყოველწლიურად გადიან უწყვეტ განათლებას წამყვან საერთაშორისო კლინიკებთან ურთიერთობით, რაც პირდაპირ აისახება შედეგებზე და ზრდის ორსულობის მიღების მაჩვენებლებს. რეპროდუქტოლოგია კომპლექსური სფეროა. შედეგზე ორიენტაციისთვის აუცილებელია როგორც ქალის, ისე მამაკაცის ჯანმრთელობის სრულყოფილი შეფასება. სწორედ ამიტომ პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი: ენდოკრინოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი-გინეკოლოგი, რადიოლოგი, გენეტიკოსი, ანდროლოგიური და ლაბორატორიული მიმართულებები. ეს უწყვეტი და სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესია ჩვენი პროფესიისა და პაციენტებისთვის. ჩვენი მიზანია, პაციენტმა ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი სერვისი. სწორედ ეს არის მაღალი ხარისხის ევროპული კლინიკის სტანდარტი, რომ ადამიანს არ უწევდეს სხვადასხვა კლინიკაში გადაადგილება კვლევებისთვის. ნდობას კი ამყარებს პაციენტთან გულწრფელი კომუნიკაცია, მოსმენა, საჭიროების შემთხვევაში, განმარტებების მრავალჯერ გამეორება. ჩვენი მთავარი პრინციპია: „არასოდეს გავუკეთოთ სხვას ის, რასაც საკუთარ თავს არ გავუკეთებდით“.

ჩვენი მისიაა ათასობით ოჯახის ბედნიერებაში მონაწილეობა

8761 ორსულობა 2026 წლის 29 ივნისის მონაცემებით.

გულითადად ვემზადებით 9000 ორსულობის აღსანიშნავად 2026 წლის ნოემბერში!!!

ეს ჩვენი გუნდის კეთილშობილი მარათონია,

“სიცოცხლეთა ჩასახვის დიდებული მარათონი!”

ლელა ირემაძე – რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ინ ვიტრო მიმართულების ხელმძღვანელი, კლინიკური დირექტორი

კლინიკაში ინ ვიტრო განაყოფიერება 2012 წლიდან, თანამედროვე ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაინერგა და დღემდე აქტიურად ვითარდება. ჩვენი კლინიკა მუდმივად ინარჩუნებს ნოვატორის როლს, ახორციელებს ინოვაციურ მიდგომებს, მუდმივად აახლებს ლაბორატორიულ ტექნოლოგიებს და აუმჯობესებს კლინიკურ პროტოკოლებს, რაც პირდაპირ ზრდის ორსულობის მიღების მაჩვენებლებს. გუნდი ორიენტირებულია ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებაზე. თითოეული პაციენტისთვის იგეგმება ინდივიდუალური პროტოკოლი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების ალბათობას. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს სრულ მხარდაჭერას მთელი პროცესის განმავლობაში. მკურნალობის კონტროლს, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და სრულ ინფორმირებას. პროცესის ყველა ეტაპზე თითოეულ წყვილს ეძლევა დეტალური ინფორმაცია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. პროცესის გამჭვირვალობა ზრდის ნდობას. დოკუმენტაცია ხელმოწერილია როგორც მკურნალი ექიმის, ისე ემბრიოლოგის მიერ. ორსულობის მაჩვენებელი თითოეულ ციკლში საშუალოდ 44-50%-ს შეადგენს, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 2025 წელს კლინიკაში დაფიქსირდა 904 ორსულობა (დაახლოებით 80% ბუნებრივი გზით, დანარჩენი ინ ვიტრო ტექნოლოგიით), რაც უწყვეტი განვითარების შედეგია.

ანი გვენეტაძე – ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი.

ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა (RPL) ნიშნავს ორი ან მეტი კლინიკურად დადასტურებული ორსულობის დაკარგვას. ეს მდგომარეობა მოითხოვს ინდივიდუალურ და სიღრმისეულ შეფასებას.

ჩვენს კლინიკაში RPL განიხილება როგორც მრავალფაქტორული პრობლემა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკურ, ანატომიურ, ენდოკრინოლოგიურ, იმუნოლოგიურ ან ჰემოსტაზურ ფაქტორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიდგომა ეფუძნება ეტაპობრივ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და პაციენტზე მორგებულ მართვას. დიაგნოსტიკა იწყება დეტალური ანამნეზითა და ორსულობის შეწყვეტის ეპიზოდების ანალიზით, ხოლო კვლევები იგეგმება ინდივიდუალური კლინიკური სურათის მიხედვით. კლინიკაში პაციენტებს ვთავაზობთ საშვილოსნოს ანატომიის შეფასებას თანამედროვე ულტრასონოგრაფიული მეთოდებით, მათ შორის 3D/4D კვლევებით, ასევე – საჭირო ლაბორატორიულ, ჰორმონულ და გენეტიკურ გამოკვლევებს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება დამატებითი, სპეციალიზებული კვლევებიც. მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს ინდივიდუალური გეგმა, რომელიც შემუშავდება დიაგნოსტიკის შემდეგ და ითვალისწინებს პაციენტის ასაკს, რეპროდუქციულ ისტორიას, თანმხლებ დაავადებებსა და შესაძლო მიზეზებს. პროცესი შეიძლება მოიცავდეს პრეკონცეფციურ მომზადებას, მიზნობრივ მკურნალობას და დაორსულების შემდეგ ადრეული ეტაპიდან ინდივიდუალურ მონიტორინგს. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ RPL არ ნიშნავს უიმედო მდგომარეობას. სწორად დაგეგმილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში, წარმატებული ორსულობა უმეტეს შემთხვევაში სრულიად მიღწევადია. კლინიკა 2016 წლიდან არის ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის სერტიფიცირებული ცენტრი. ამ დროის განმავლობაში 500-ზე მეტი წყვილი, რომელთაც 2-ზე მეტი და ერთ შემთხვევაში 11 შეწყვეტილი ორსულობაც კი ჰქონდათ ანამნეზში, გახდა მშობელი. ჩვენი კლინიკის მონაცემებით, 10 წყვილიდან დაახლოებით 9 საბოლოოდ აღწევს წარმატებულ შედეგს, ანუ ახალშობილის გაჩენას, რაც ძალიან კარგი შედეგია.

დიანა ჭანუყვაძე – რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

პრეეკლამპსია ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა, რომელიც ვითარდება 20 კვირის შემდეგ და ხასიათდება არტერიული წნევის მატებითა და სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დაზიანებით. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე და მსოფლიოში კვლავ რჩება დედათა და პერინატალური გართულებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. ჩვენს კლინიკაში პრეეკლამპსიის რისკის შეფასება და მართვა მიმდინარეობს საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის. სტატისტიკურად, პრეეკლამპსია ორსულობათა დაახლოებით 2-8%-ში გვხვდება, თუმცა დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რისკის ადრეულ შეფასებას. პირველი ტრიმესტრის სკრინინგი (11-14 კვირა) საშუალებას იძლევა, დროულად გამოვლინდეს მაღალი რისკის ჯგუფი და დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები. თანამედროვე მედიცინა გვაძლევს შესაძლებლობას, სწორი მონიტორინგისა და მართვის პირობებში ორსულობა უსაფრთხო ფარგლებში გაგრძელდეს და მინიმუმამდე შემცირდეს როგორც დედის, ისე ჩვილის ჯანმრთელობის რისკები.

მაკა გეგეჭკორი – რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია წარმოადგენს ზოგადი ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამავე დროს მრავალმხრივ მიმართულებას. ადამიანის ორგანიზმში პრაქტიკულად ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ჰორმონებზეა დამოკიდებული. ეს ეხება როგორც გარეგნობას, კანისა და თმის მდგომარეობას, ასევე განწყობას, ენერგეტიკულ დონეს, მეტაბოლიზმს და, რა თქმა უნდა, რეპროდუქციულ ფუნქციას. სწორედ ამიტომ, ჰორმონული დისბალანსი ხშირად არ ვლინდება მხოლოდ ერთი კონკრეტული სიმპტომით. ის შეიძლება გამოიხატოს მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით, წონის ცვლილებით, კანის პრობლემებით, ემოციური ფონითა და სხვა მრავალი ნიშნით, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ამ ყველაფრის სწორად დანახვა და ერთმანეთთან დაკავშირება არის გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის მთავარი ამოცანა. ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში ამ მიმართულებით დაგროვილია მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა. ჩვენი მიდგომა ეფუძნება კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას. თითოეული პაციენტის ისტორია ინდივიდუალურია და შესაბამისად, დიაგნოსტიკა და მკურნალობის გეგმაც სრულად პერსონალიზებულია. კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ პაციენტს შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი მომსახურება: ჩაიტაროს ჰორმონული კვლევები, ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტთან და საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც. ეს არა მხოლოდ ამარტივებს პროცესს, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის დიაგნოზის სიზუსტეს და მკურნალობის ეფექტურობას. გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული რეპროდუქტოლოგიასთან, რადგან ჰორმონული ბალანსი პირდაპირ განსაზღვრავს დაორსულებისა და შენარჩუნების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მუშაობს თანამედროვე გაიდლაინებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენი მთავარი პრინციპია პაციენტის მიმართ პატივისცემა, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და მაქსიმალური ჩართულობა მკურნალობის პროცესში. სწორედ ასეთი ინდივიდუალური, გააზრებული და პაციენტზე მორგებული მიდგომა განსაზღვრავს იმ ხარისხს, რომელსაც ჩვენი კლინიკა ყოველდღიურად სთავაზობს თითოეულ ადამიანს.

შეცვლის თუ არა პატარაძე ირაკლი კობახიძეს

„ასეთი მარტივი „ჩორტაობა“, რა თქმა უნდა, შედეგს [არ მოიტანს]“ – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ დღეს, 7 სექტემბერს, „ტვ პირველის“ კითხვას, ხომ არ ცვლის ივანიშვილი კობახიძეს ზურაბ პატარაძით პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

არაოფიციალური საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის ნაცვლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დანიშნოს, რამდენიმე კვირა აქტუალურია.

ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც პოსტიდან და პოლიტიკიდან წავიდა მამუკა მდინარაძე, რასაც წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილები ციხიდან.

თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ დღეს პირველად გააკეთა ირაკლი კობახიძემ კომენტარი.

„სამ თვეში ერთხელ ისმება ხოლმე ეს კითხვა. ველოდები, რომ სამ თვეში კიდევ დასვამთ ამ შეკითხვას,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან შემცვლელად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განხილვის შესახებ თქვა, რომ „ასეთი მარტივი „ჩორტაობა“ შედეგს [არ მოიტანს]…“.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2024 წლის 8 თებერვალს დანიშნეს.

სად გაითიშება წყალი ბათუმში დღის ბოლომდე

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 7 სექტემბრის 23:55 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ჩიხებსა და შესახვევებში და აეროპორტის დასახლებასა და ადლიაში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.

_____________

ფოტო: ბათუმის წყალი

როცა ავტობუსშიც წვიმს და ავტობუსის მოსაცდელშიც – მოკლე რეპორტაჟი ბათუმის ერთი გაჩერებიდან

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმის #15 მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებაზე ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ქალი, რომელიც ავტობუსს ელოდება, ამბობს, რომ ეს „ფაქტობრივად მობილური გაჩერებაა“.

გაჩერებას არც ერთ გვერდზე შუშა არ აქვს, ბათუმური წვიმა ყველა მხრიდან ასხამს, სკამზეც რომ შედგე, მაინც მოგწვდება, ამიტომ, ფაქტობრივად, ავტობუსს წყლის გუბეში ჩამდგარი ელოდები.

ამ გაჩერებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში 2026 წლის 9 იანვარს აცხადებდნენ, რომ შუშები ჩასვეს, მაგრამ „აღნიშნული მოსაცდელების კონსტრუქციის ერთი მხარე, რომელიც შედგება ბილბორდის მინისგან, ხშირად ზიანდება, მცირე ქარის დროსაც. ამ დროისთვის დაზიანებული მინა ამოღებულია და ტერიტორია დასუფთავებულია მინის ნამსხვრევებისგან“.

მოსაცდელის წინ მცხოვრები ქალი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მერია იტყუება, რადგან ამ მოსაცდელზე გვერდითი შუშები არ დაუმონტაჟებიათ და თავიდანვე იმ სახით იყო, როგორც ახლაა.

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მოსაცდელთან ჩერდება ავტობუსი. ფიქრობ, რომ გეშველა, მაგრამ ადიხარ ავტობუსში და ყველა სკამი სველია – წვიმს ავტობუსშიც.

იძულებული ხარ, ფეხზე იდგე.

ერთი ქალი გამოსავალს უმალ პოულობს, ხელსახოცს იღებს ჩანთიდან, სკამს ამშრალებს, ჯდება და მერე ხელსახოცს სხვასაც სთავაზობს. ამ დროს ფეხზე მდგომ ახალგაზრდა ქალს ავტობუსის მოულოდნელი დამუხრუჭებისგან ფეხი ეცლება და ეცემა, ცდილობს წელი არ დაარტყას რკინის კონსტრუქციას.

„ჩადის ვინმე?“ – კითხულობს მძღოლი.

„ყველა სკამი სველია, ამიტომ კარგად ვდგავართ. ჯერ არ ჩავდივართ“ – უკვე ფეხზე წამომდგარი პასუხობს გაღიზიანებული ქალი.

შემინვის გარეშე ავტობუსის გაჩერება ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის ბოლოშია და ეს ამბავიც ამ გაჩერებიდან მეორე სკოლასთან არსებულ გაჩერებამდე გრძელდება.

9 თვის წინ, 2026 წლის 9 იანვარს,  ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მუშავდება ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე არსებული ყველა დაზიანებული მოსაცდელი ჩანაცვლდება“.

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმის მერიას აღარ ვუსვამთ შეკითხვას, როდის ჩასვამენ ავტობუსის გაჩერებაზე შუშებს. თუ მერია თავად დაუკავშირდება რედაქციას, მასალა განახლდება და მათი განცხადება ამავე ტექსტში აისახება.

მაგრამ აუცილებლად ველით პასუხს ამ კითხვაზე:  შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებისთვის 2026 წლის ქალაქის ბიუჯეტში 24,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. რაში იხარჯება ეს თანხა, თუ კი ავტობუსის გაჩერების მოწესრიგებაც ვერ ხერხდება?! 

გონიოში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

დღეს, 7 სექტემბერს, გონიოში მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა მიკროავტობუსს. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 497 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 540. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 332 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 284 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 49 311 ერთეული [+51]
  • MLRS – 2 103 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 609 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 441 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 355 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 502 717 ერთეული [+1 473]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 516 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 145 026 ერთეული [+591]
  • სპეცტექნიკა – 4 647 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 070 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ომი რუსეთში, სახლში ბრუნდება“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ვეძებ ბიძას, რომელიც საზღვრის კამერების მიხედვით, საქართველოში შემოვიდა“- აზერბაიჯანის მოქალაქე

ბათუმში დაკარგულ კაცს ეძებენ.

„ბათუმელებს“ დღეს, 6 სექტემბერს, დაკარგული კაცის დისშვილი, აზერბაიჯანის მოქალაქე, გიუნაი ელიზადე დაუკავშირდა და სთხოვა დახმარება ინფორმაციის გავრცელებაში.

დაკარგული კაცი ჰაფიზ სულეიმანოვიც [Hafiz Süleymanov] აზერბაიჯანის მოქალაქეა და მისი ნათესავის თქმით, მასთან დაკავშირება 28 აგვისტოს შემდეგ ვერ ხერხდება.

„დაკარგული კაცი ჩემი ბიძაა. საზღვრის კამერების ჩანაწერები გადავამოწმეთ და ვიცით, რომ ის თურქეთიდან საქართველოში გადავიდა. ამის შემდეგ მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და ვერ ვუკავშირდებით.

მან ტელეფონი თურქეთში დაკარგა, ამიტომ მასთან დაკავშირება ამჟამად შეუძლებელია.

ოჯახი უკვე ეძებს მას და შესაბამის უწყებებსაც მივმართეთ. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გინახავთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მისი ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდით ან აცნობეთ პოლიციას“- გვწერს აზერბაიჯანის მოქალაქე გიუნაი ელიზადე და ბიძის ფოტოს გვიგზავნის.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს და ჰკითხა, მიმართეს თუ არა აღნიშნული პიროვნების დაკარგვასთან დაკავშირებით და თუ მიმდინარეობს რაიმე ტიპის სამძებრო სამუშაოები.

შსს-ში გვითხრეს, რომ დაკარგული პირის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„არც წამლის ფული გვაქვს, არც ქირის“- შშმ ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს

„ჩემი მეუღლის, ბიულენთ ბაქირელის საქართველოდან გაძევების შემდეგ, მე და ჩემი 7 წლის ალექსი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

დავრჩით შემოსავლის გარეშე. აღარ გვაქვს საკვების, წამლის, ქირის ფული. იცით, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული კვება სჭირდებათ, კუჭ-ნაწლავის პრობლემები რომ არ შეექმნათ.

ალექსის ძილის პრობლემებიც აქვს და ყოველდღიურად ვაძლევ „ვალოდორმის“ წვეთებს, რომ დაიძინოს. ისე ვერ იძინებს. კვირაში ერთხელ უნდა შევიძინო ეს წამალი, რაც 31 ლარი ღირს.

საკუთარი ბინა არ გვაქვს, ქირაში 600 ლარს იხდიდა ჩემი მეუღლე. ბინის მეპატრონემ გამიწია შეღავათი და 500 ლარზე ჩამომიყვანა ქირა. 12 სექტემბერს მიწევს ბინის ქირის გადახდა და ფული არ მაქვს. ხან ვის ვთხოვ 10-15 ლარს და ხან ვის. დავიღალე ძალიან. მოგვაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება, ნუ დატოვებენ ჩემს შვილს უმამოდ“, – ამბობს სოფო ასამბაძე-ბაქირელი.

სოფოს შესახებ „ბათუმელებმა“ 25 აგვისტოს გამოაქვეყნა მასალა, სადაც სოფო მოგვიყვა, როგორ დარჩა მარტო აუტისტური სპექტრის მქონე შვილთან ერთად მისი მეუღლის გაძევების შემდეგ.

იქიდან მოყოლებული, სოფო ბაქირელი ცდილობს, ხმა მიაწვდინოს საემიგრაციო სამსახურს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჯერჯერობით ვერსაიდან იღებს პასუხს.

მეუღლის გაძევების შემდეგ კი სოფოს და ალექსის ფინანსურადაც გაუჭირდათ.

„ჩემი მეუღლეც ვერ მეხმარება, რადგან ისიც მძიმე მდგომარეობაშია. საზღვართან ახლოს, მეჩეთს აფარებს თავს, სამუშაო არ აქვს და, ბუნებრივია, ჯერ ვერ გვეხმარება ფინანსურად. აქ რესტორანში მუშაობდა და ისე გვარჩენდა.

მე ვერ შევძლებ მუშაობას, რადგან ალექსის აუტიზმი აქვს და იცით, რომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მუდმივად მასთან ვარ. გესმით ხომ, ახლაც ტირის. არ ვიცი, რა გზას დავადგე“, – ამბობს სოფო.

ის ამბობს, რომ საემიგრაციო სამსახურში განცხადება დაწერა და ითხოვს მეუღლის ქვეყანაში შემოშვებას.

„ეს ალექსისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მამასთან დაშორებას ძალიან განიცდის – სულ ეძებს, ტირის, ნერვიულობს. მიჩვეული იყო მამაზე და ახლა ძალიან უჭირს“, – ამბობს სოფო.

სოფო ასამბაძე-ბაქირელი და მისი ოჯახი.

ალექსი წელს პირველ კლასში შედის. „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა პირველკლასელი ვალდებულია სასკოლო ფორმა ატაროს. განათლების სამინისტრომ ფორმები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყიდა, თუმცა პირველკლასელთა მშობლებს მაინც უწევთ ფორმის ყიდვა. ფორმის ღირებულება 95 ლარია.

სოფო ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე სასკოლო ფორმის შეძენა არ შეუძლია.

„წავედი ფორმის ასაღებად სკოლაში. ჩემი ბავშვი არის ფიზიკურად დიდი, სკოლის ფორმა აღმოჩნდა პატარა, არ მოერგო. ქალი მეუბნება, შეაკერვინეო. ქალბატონო, მე ვერ შევუკერავ ბავშვს ფორმას, რადგან ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში ვარ-მეთქი. თითქოს მიმანიშნა, რომ მაშინ ვერ მოვა სკოლაში, ფორმის გარეშე არ შეიძლებაო, მითხრა.

ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ალექსის აუტიზმი აქვს და ტანზე მჭიდროდ მოდგმულ ტანსაცმელს ვერ იტანს. „გახიე, გახიე“ – ასე მეუბნება ხოლმე და ცდილობს მოიშოროს, რაც აცვია და კოსტიუმს გაუძლებს? მე ხომ ვიცი ჩემი შვილის მდგომარეობა, არა?

პედაგოგს ვუთხარი, ვუყიდი ლურჯ შარვალს და თეთრ პერანგს-მეთქი. იმედია ამაზეც არ შეგვიქმნიან პრობლემას“, – ამბობს სოფო.

მისი თქმით, ასე დაუგეგმავად, ვერც თვითონ წავა მეუღლესთან, რადგან ალექსისთვის გარემოს უცაბედი ცვლილება დამატებითი სტრესი იქნება.

„ბევრი ვიშრომე და ძლივს წამოიღო სიტყვები, მესამე პირში ლაპარაკობს, მაგრამ მაინც. ახლა, რომ თურქულად დავუწყო ენის სწავლება, ძალიან დიდ სტრესს მიიღებს და მთელი შრომა წყალში ჩამეყრება.

მინდა, რომ ჩემს მეუღლეს მისცენ საზღვრის კვეთის უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში და დავიწყოთ ბინადრობის მიღების პროცედურები. ალექსისთვის ძალიან რთულია უცხო გარემოში მოხვედრა.

რამდენი ხანია ვცდილობ ხმა მივაწვდინო ხელისუფლებაში მყოფ პირებს, რომ ჩემი და ალექსის გასაჭირი გულთან მიიტანონ.

წერილები გავუგზავნე ირაკლი კობახიძეს, ვცდილობ ხმა მივაწვდინო ბიძინა ივანიშვილს, რომ დამეხმაროს. ნუ ჩააგდებენ ჩემს შვილს მძიმე მდგომარეობაში, მეც ძალიან მიჭირს უკვე.

მისცენ ჩემს მეუღლეს ბინადრობის უფლება, 8 წელია ქორწინებაში ვართ, აქ დაიბადა ჩემი შვილიც, ნუ გაგვაძევებენ საკუთარი ქვეყნიდან. ალექსი აქ არის ყველაფერს შეჩვეული, ეს არის ჩვენი ქვეყანა.

ამდენი წელია ცდილობს ჩემი მეუღლე ბინადრობის მიღებას და იქნებ ახლა მაინც მისცენ ამის შესაძლებლობა.

გააკეთონ ეს ჩემი შვილისთვის, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდ, მისთვის ნაცნობ გარემოში ყოფნა და განვითარება.

დაუბრუნონ ალექსის მამა სახლში. როგორ ვიცხოვრო აქ მარტო, აუტიზმის მქონე ბავშვთან ერთად, როგორ მოვუარო და დავაპურო. დამეხმარონ“, – ამბობს სოფო ასამბაძე-ბაქირელი.

თურქეთის მოქალაქე, ბიულენთ ბაქირელი საქართველოდან 12 აგვისტოს გააძევეს. როგორც მისი მეუღლე, საქართველოს მოქალაქე სოფო ასამბაძე-ბაქირელი გვეუბნება, ბიულენთ ბაქირელი მოულოდნელად დააკავა პოლიციამ და ისე გააძევეს ქვეყნიდან, რომ მას ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს.

სოფოსა და მისი 7 წლის შვილის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ ანგარიშზე:

თიბისი ბანკი: GE61TB7084845068100012

მიმღები: ქეთი გოგიტიძე.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 სექტემბრის 21 საათიდან 7 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დღისით – დროგამოშვებით ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც დღისით ზოგან გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
    ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 13  – 18 გრადუსი სითბო
    ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: ღამით 2-3 ბალი, დღისით 4-5 ბალი.

ზღვის, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 8 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა, მომდევნო ორ დღეს, 9 და 10 სექტემბერს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

„არ იყო შეთანხმებული“ – რას ამბობს სააგენტო ბათუმში ისტორიული შენობის ორნამენტების შეღებვაზე

ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მკვეთრი ფერებით გადაღებეს. ასეთი ჩარევა კი მიუღებელია.

შენობა კომპანია „სოდი ინვესტმენტს“ ეკუთვნის, რომელიც მე-19 საუკუნეში აგებული, მოდერნის სტილის შენობას რესტავრაციას უტარებს.

მფლობელი ძეგლის იერ-სახეში ჩაერია და შენობაზე არსებული ორნამენტები ფერადი საღებავებით შეღება. ძალიან მკვეთრი ფირუზისფერი და ფორთოხლისფერი ფერებით, რაც არ არის დამახასიათებელი არსებული მოდერნისტული შენობისთვის.

„ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ იყო შენობაზე არსებული ორნამენტების მკვეთრ ფერებში გადაღებვა სააგენტოსთან შეთანხმებული და თუ არა, რა შესაბამისი ზომები მიიღეს?

სააგენტოს ხელმძღვანელი, ლაშა მიქელაძე ამბობს, რომ „იყო გადაცდომები“ და ის, რაც არ იყო შეთანხმებული სააგენტოსთან, „შესაბამისობაში მოვა“.

„პროექტის დეტალები ნამდვილად არ მახსოვს ზეპირად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო გადაღებვის ნაწილში, ეს არ იყო შეთანხმებული და ძეგლს დაუბრუნდება პირვანდელი სახე“, – ამბობს ლაშა მიქელაძე.

ძველი მოდერნის სტილის შენობა, რომელიც XIX საუკუნეშია აშენებული, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოში ამ სტილის ნაგებობებიდან.

შენობას აქვს მკაფიოდ ინდივიდუალური გეგმარება და მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო შენობაა ბათუმში და, ბუნებრივია, მისი იერ-სახის შეცვლა, მცირე ჩარევაც კი დაუშვებელია.

შენობა წლების წინ სიმბოლურ, 1 ლარად არის გასხვისებული. ამ შენობის მფლობელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას კომპანიაა.

ისტორიული შენობის თავდაპირველი სახე.

„ბათუმელები“ ცდილობს შენობის მფლობელ კომპანიასთან დაკავშირებას, რომ მათი პოზიციაც მოვისმინოთ ორნამენტების გადაღებვაზე, თუმცა ამ ეტაპზე მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

სატელეფონო ზარებს არც კომპანია „ნექსთის“ წარმომადგენელი პასუხს. შენობაზე გამოკრული ბანერების მიხედვით, ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეს კომპანია უნდა ასრულებდეს.

___

ვიდეო:

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 496 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 331 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 278 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 49 260 ერთეული [+33]
  • MLRS – 2 096 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 605 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 441 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 355 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 501 244 ერთეული [+1 435]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 507 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 144 435 ერთეული [+392]
  • სპეცტექნიკა – 4 644 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 070 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება პუტინამდე მივიდა, თუმცა მას პასუხი არ გაუცია“ – ბუდანოვი

„ომი რუსეთში, სახლში ბრუნდება“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება პუტინამდე მივიდა, თუმცა მას პასუხი არ გაუცია“ – ბუდანოვი

უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება წარუდგინა. აღნიშნული წინადადება რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს გააცნეს, თუმცა მოსკოვს ამაზე პასუხი არ გაუცია – ამის შესახებ მედიას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განუცხადა.

ბუდანოვის თქმით, წინადადება ეხებოდა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტას, არამედ ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასაც.

ბუდანოვმა ასევე დაადასტურა, რომ 6 სექტემბერს უკრაინას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ეწვევიან.

ბუდანოვმა გამოთქვა ვარაუდი, რომ 6 სექტემბერს რუსებმა შესაძლოა კიევზე თავდასხმებისგან თავი შეიკავონ, რადგან დედაქალაქში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იქნებიან.

მართლაც, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამხედროებს უბრძანა 3 დღით შეწყვიტონ კიევზე თავდასხმები.

ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა. მისი თქმით, პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომ რუსმა სამხედროებმა 3 დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები შეწყვიტონ. პესკოვის თქმით, ეს უკავშირდება სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტს.

უიტკოფი და კუშნერი რუსეთში დღეს, 5 სექტემბერს ჩავიდნენ.

გუშინ, 4 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც უბრძანა სამხედროებს, ამერიკელი მომლაპარაკებლების ვიზიტის დროს რუსეთზე საჰაერო დარტყმები არ განახორციელონ.

დასახელდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები

დღეს, 5 სექტემბერს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტები გამოვლინდნენ.

საუკეთესო ხუთეულში არიან:

  • არჩილ თოდუა – ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • მაგდა მიქაბერიძე – თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელი;
  • ეკატერინე ჩიქოვანი – თბილისის საერთაშორისო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მადონა წერედიანი – მესტიის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ლაურა ჯიმშელეიშვილი – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალი ოქტომბერში, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე გაიმართება.

გამარჯვებულ მასწავლებელს 15 000 ლარი გადაეცემა საჩუქრად.

დასაჩუქრდებიან ფინალისტებიც.

კონკურსის გენერალური სპონსორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან არსებობს. ჯილდოს დაწესების მიზანი შემოქმედებითი და პროფესიონალი მასწავლებლების გამოვლენაა. ასევე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაც.

ინიციატივა გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

რომელ სკოლებში შეუძლიათ მშობლებს სასკოლო ფორმების აღება შუახევში, ქედასა და ხულოში

„საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, სასკოლო ფორმების აღება პირველკლასელების მშობლებს შუახევში, შეუძლიათ დაბა შუახევის საჯარო სკოლის შენობაში.

ხულოში, სასკოლო ფორმები გაიცემა დაბა ხულოს საჯარო სკოლის შენობიდან.

ქედაშიც, სასკოლო ფორმები დაბა ქედის საჯარო სკოლის შენობიდან იქნება შესაძლებელი.

სასკოლო ფორმების აღება შესაძლებელია დილით, 11:00 საათიდან, 19:00 საათამდე. [15:00 -16:00 საათამდე იქნება შესვენება].

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა.

თუმცა, მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სკოლის ფორმებს მხოლოდ პირველკლასელები მიიღებენ, დანარჩენები კი ეტაპობრივად.

სასკოლო ფორმა ფასიანია. მისი ღირებულება 95 ლარია. ფორმა მშობელმა უნდა იყიდოს სახელმწიფოსგან, მიუხედავად იმისა, რომ ფორმების შეკერვაზე ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მშობლების ნაწილი სასკოლო ფორმების შემოღებასაც აპროტესტებს და მის ფასსაც, რადგან მიიჩნევენ, რომ ფორმა უხარისხოა და შეკერილია არა ბამბის ნატურალური ქსოვილისგან, არამედ პოლიესტერისგან, არ არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის.

ბათუმში ტაილანდურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

ბათუმში, გორგასალის ქუჩაზე არსებულ ტაილანდურ რესტორანს, ,,ერდოღან ქალაიჯის“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რესტორანი არაგეგმიურად შეამოწმეს.

„ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა არაკრიტიკული  და კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა.

გარდა ამისა,  დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა“- წერს სააგენტო.

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კიდევ ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

„დაკავებული, საბერძნეთის  სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით იძებნებოდა.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“-წერს შსს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 495 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 328 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 273 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 49 227 ერთეული [+65]
  • MLRS – 2 093 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 604 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 441 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 355 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 499 809 ერთეული [+1 898]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 502 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 144 043 ერთეული [+401]
  • სპეცტექნიკა – 4 644 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 070 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ომი რუსეთში, სახლში ბრუნდება“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა უაქციზო სიგარეტით მოვაჭრე კაცი

4 სექტემბერს, გვიან ღამით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ანზორ დ. – ს, ხოლო მის ცოლს – გირაო.

ცოლ-ქმარი 2 დღის წინ “ბათუმი პლაზასთან” დააკავეს უაქციზო სიგარეტით ვაჭრობისთვის. დაკავებიდან მალევე ქალი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ცოლ-ქმრის დაკავებამდე პლაზასთან ფინანსური პოლიცია გამოჩნდა: უაქციზო სიგარეტები უნდა ამოვიღოო. მოთხოვნას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროს ანზორ დ. ცუდად გახდა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ანზორ დ. სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

“ბავშვობიდან სტკივა ფეხები, სიარული უჭირს და მაინც მუშაობს… მანამდე “კაჭკაზე” მუშაობდა და ტვირთს ატარებდა,”- გვითხრეს სასამართლოს შესასვლელთან თავმოყრილმა ბრალდებულების ახლობლებმა.

აღკვეთი ღონისძიების საქმის განხილვას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაახლოებით საღამოს 9 საათზე დაიწყო.

პროკურატურის ვერსიით, უაქციზო სიგარეტები წერეთლის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანიდან ამოიღეს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 6800 ლარია.

“სოციალურად დაუცველები ვართ, ბათუმში, ნაქირავებში ვცხოვრობთ, ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავს,”- გვითხრა პროცესის დაწყებამდე ბრალდებულმა დალი კ.-მ. მისივე თქმით, მის ქმარს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვთ.

პროკურორმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ აქამდე პასუხისგებაში იყო მიცემული ორივე ბრალდებული: ანზორ დ. გირაოთი იყო გათავისუფლებული, დალი კ.-ს კი, წინა შემთხვევაში საპროცესო გაუფორმეს.

პროკურორ ლევან მურვანიძის თქმით, ბრალდებულებმა თანმხლებ პირებთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე ჩხრეკის ჩასატერებლად მივიდა.

“როგორ შემოდის ამდენი სიგარეტი უაქციზოდ საზღვარზე? მათი მაფიაა და იმიტომ,”- გვითხრეს ბრალდებულების ახლობლებმა, ვიდრე პროცესი დაიწყებოდა და ქალი ბრალდებული ადვოკატის გვერდით დაიკავებდა ადგილს.

მალევე, კაცი ბრალდებული დასვეს გისოსებით გამოყოფილ ადგილზე.

“არცერთი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ ამბობს, საიდან შემოიტანეს სიგარეტი,”- მიმართა მოსამართლეს პროკურორმა. მან ქალი ბრალდებულოსთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა, კაცისთვის – პატიმრობა.

“საზღვრიდან რომ გადმოხვალ, იქ არის დაყრილი ეს სიგარეტები. რატომ გადმოდის, საიდან გადმოდის? თქვენ რატომღაც თვალს ხუჭავთ”,- პროკურორს მიმართა ადვოკატმა მურმქნ ქამადაძემ.

“თქვენგან არ უნდა ვიღებდე შენიშვნას,”- ადვოკატი შეაჩერა პროკურორმა და ადვოკატიც ოჯახურ მდგომარეპბის აღწერაზე გადაერთო:

“ისინი არ უარყოფენ იმას, რომ უაქციზო სიგარეტებით ვაჭრობენ… არ არის სხვა შემოსავლის წყარო და ამიტომ ვაჭრობენ, ბავშვებს რჩენა უნდათ. მათი შემოსავალი არის მხოლოდ ვაჭრობა, მაგრამ გპირდებით, რომ უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას მართლაც შეეშვებიან.

სად უნდა ნახოს დალი კ.-მ 20 ათასი ლარი, რასაც პროკურორი ითხოვს?”- ისევ პროკურორს მიუბრუნდა ადვოკატი.

პროკურორს რეპლიკა აღარ ჰქონია.

ადვოკატმა რამდენიმე დოკუმენტი მიაწოდა მოსამართლეს, თუმცა ამ დოკუმენტებით, როგორც ამას მოსამართლემ გაუსვა ხაზი, არ დგინდება, რომ ანზორ დ.-ს რაიმე შეზღუდული შესაძლებლობა აქვს.

“იმპლანტი აქვს ჩადგმული ფეხში და ისევ სჭირდება ახალი იმპლანტაცია,”- თქვა ადვოკატმა მურმან ქ.-მ.

“გთხოვთ, გაითვალისწინეთ ჩემი მდგომარეობა,”- მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ანზორ დ.-მ.

“აღარ განმეორდება ასეთი რამ”- თქვა ბრალდებულმა დალი კ.-მ.

მოსამართლემ დალი კ.-ს გირაოს სახით 5 ათასი ლარი განუსაზღვრა. პროკურორი ქალი ბრალდებულისთვის 20 ათასი ლარი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

——-

2 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ბათუმში დააკავეს ერთი ადამიანი, რომელიც მათი განცხადებით „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე უაქციზო სიგარეტს ყიდდა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა. ეს მუხლი სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ თემაზე:

„ბათუმი პლაზასთან“, დაპირისპირების შემდეგ, სიგარეტებით მოვაჭრე კაცი დააკავეს – საგამოძიებო

როგორ შეიძლება იმოქმედოს ბინების გაქირავება-გაყიდვის ფასებზე რუსეთიდან მიგრაციის ახალმა ტალღამ

რუსეთში სავარაუდო მობილიზაციის შიშმა მიგრაციის ახალი ტალღის მოლოდინი გააჩინა. არაერთი რუსული და საერთაშორისო მედიაგამოცემა წერს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთში, შესაძლოა, მობილიზაცია გამოცხადდეს.

ამ ვარაუდს აძლიერებს ისიც, რომ რუსული ბანკებიდან მოქალაქეებმა მილიარდობით რუბლის გატანა დაიწყეს. დამოუკიდებელი რუსული მედიაგამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რუსეთში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, “სბერის” ფინანსურმა დირექტორმა, ტარას სკვორსოვმა 2026 წლის აგვისტოს ბანკებისთვის ყველაზე ცუდი თვე უწოდა ბოლო 6 წლის განმავლობაში.

თუ მობილიზაცია მართლა გამოცხადდება, წინა შემთხვევების მსგავსად, ლოგიკურია, რომ მოქალაქეთა ნაწილი ამჯერადაც ეცდება რუსეთის დატოვებას ფრონტზე წასვლისგან თავის ასარიდებლად. ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს დიდი არჩევანი არ აქვთ. იმ ქვეყნებს შორის, სადაც მათ სწრაფად და შედარებით მარტივად შეუძლიათ წასვლა, საქართველოცაა.

როგორ შეიძლება იმოქმედოს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე რუსეთიდან სავარაუდო მიგრაციის ახალმა ტალღამ? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე „თიბისი კაპიტალის“ უფროს ვიცე-პრეზიდენტს, ირინა კვახაძეს ესაუბრა.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და ოდნავ მოგვიანებით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემოსული ათობით ათასი ადამიანის საცხოვრებელზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად გააძვირა ბინების ფასი – როგორც ქირის, ისე ყიდვის შემთხვევაში.

რა მდგომარეობა გვაქვს ახლა?

„თიბისი კაპიტალის“ უფროს ვიცე-პრეზიდენტის, ირინა კვახაძის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მობილიზაციის რისკის გამო რუსეთიდან გაზრდილ ინტერესს გვაჩვენებს. მისი თქმით, თუ ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები მომდევნო კვირების განმავლობაში გვექნება.

ირინა კვახაძის ინფორმაციით, 2026 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობა უძრავი ქონების სექტორში. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები მეტ ბინას ყიდულობენ, ან ქირაობენ.

“თიბისი კაპიტალის” მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2026 წელს, ყოველთვიურად იზრდება უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი თბილისსა და ბათუმში. თუმცა, ირინა კვახაძის თქმით, ამ დრომდე არსებული მონაცემები არ მიუთითებს, რომ სტატისტიკა უშუალოდ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე იზრდება.

„ზოგადად, იანვრიდან მოყოლებული გაყიდვები არის ძალიან გაზრდილი. ამას ჩვენ არ ვუკავშირებთ რუსეთში მობილიზაციასთან დაკავშირებულ რაიმე ფაქტორებს. ვუკავშირებთ უფრო გააქტიურებული უძრავი ქონების ბაზარს, სადაც ძლიერია ადგილობრივი მოთხოვნაც და საერთაშორისოც. საერთაშორისოში არ ვგულისხმობ სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ევროპას.

ჩვენი უძრავი ქონების კომპანიები განვითარდნენ. განავითარეს გაყიდვები. საქართველოს გარეთაც სხვადასხვა კომპანიასთან აქვთ ურთიერთობა და აი, ეს ყველაფერი განაპირობებს ბაზარზე არსებულ ვითარებას. კომპანიები ძალიან კარგად ზრუნავენ თავიანთ გაყიდვებზე.

ამ 7 თვეში [იანვარი-ივლისი], წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით არის გაყიდვები გაზრდილი. ანუ, საკმაოდ გაიზარდა ბაზარი. ზრდას დაახლოებით იგივე რიტმი აქვს, რაც 2022 წელს ამ მიგრანტების შემოდინებამ გამოიწვია. ეს ხდება არა მარტო საერთაშორისო მყიდველების ხარჯზე, ადგილობრივი ბაზარიც აქტიურია”, – ამბობს „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ვიცე-პრეზიდენტი „ბათუმელებთან“. 

იგი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვარაუდი გამართლდა და რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, მიგრაციის მასშტაბზე იმოქმედებს ისიც, რამდენად შეძლებენ ადამიანები ქვეყნის დატოვებას.

„რუსეთიდან რამდენად მარტივად გავლენ მოქალაქეები? ომის პირველ თვეებში რუსეთიც, ალბათ, ნაკლებად იყო მზად, რომ შეეზღუდა მოქალაქეების გასვლა ქვეყნიდან”, – ამბობს ირინა კვახაძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო კვირებში საქართველოში ბევრი ადამიანი შემოვა რუსეთიდან?

უძრავი ქონების ბაზარზე გავლენის განსასაზღვრად საჭიროა შეგვეძლოს მიგრაციის მასშტაბის განსაზღვრა. 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 10 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 405 552 ადამიანი შემოვიდა. მათი ნაწილი საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში წავიდა, ნაწილი დროებით დარჩა, ნაწილი – უფრო დიდხანს. შედარებით შემცირებული სტატისტიკით, თუმცა ყოველთვიურად რუსეთიდან ათობით ათასი მოქალაქის საქართველოში შემოსვლის ტენდენცია შემდეგ წლებშიც გაგრძელდა.

ამავე თემაზე: რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში 

ირინა კვახაძემ გაგვაცნო „თიბისი კაპიტალის” მონაცემები, იმ პერიოდში უძრავ ქონებაზე მოთხოვნისა და ფასის ზრდის შესახებ.

„2022 წელს [2021 წელთან შედარებით], რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა. 2023-ში 5%-ით შემცირდა, 2024-ში კი 2%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება გაყიდვის ფასს, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16%-ით, 2023-ში – 24%-ით. რენტა გაიზარდა ძალიან – კვადრატული მეტრის ფასი 9 დოლარიდან 13,2 დოლარამდე ავიდა იმ პერიოდში. ოღონდ ფასის ზრდა არ იყო გამოწვეული მხოლოდ მიგრანტების შექმნილი მოთხოვნით. იყო იმის გამოც, რომ მაშინ ლარი გამყარდა. ესეც იყო ომის ეფექტი.

ახლაც, თუ ბევრმა დატოვა რუსეთი და მათი ნაწილი შემოვიდა საქართველოში, ეს, რა თქმა უნდა, აისახება პირველ რიგში გაქირავების ფასზე, 2-3 თვეში კი წამოეწევა გაყიდვების ფასის ზრდაც.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიგრანტების ტალღა დიდი იქნება, შეიძლება ისე ძლიერად არ იმოქმედოს, როგორც იმოქმედა 2022 წელს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოში გაზრდილია უძრავი ქონების მიწოდება. 2022 წლის შემდეგ საქართველოში ბევრი ახალი ბინა გაჩნდა ბაზარზე”, – ამბობს ირინა კვახაძე.

რა შეიძლება ვურჩიოთ ადამიანებს, ვინც უახლოეს პერიოდში გეგმავს ბინის ყიდვას ან გაყიდვას?

ირინა კვახაძე ამბობს, რომ მთავარია ადამიანი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებამდე.

„როდესაც ადამიანი აკეთებს ინვესტიციას, უნდა განსაზღვროს, რა უჯდება და რა მოგებას მოუტანს ის. ასევე, უნდა გაითვალისწინოს ყოველგვარი რისკი. თუ ამ რისკების გათვალისწინებით მართლდება ინვესტიცია, მაშინ შეუძლია თამამად გადაწყვიტოს. ჩემი რჩევა იქნება, მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები”, – ამბობს “თიბისი კაპიტალის” უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

„ბათუმელები“ ესაუბრა უძრავი ქონების რამდენიმე აგენტსაც, რომლებიც ბათუმის ბაზარზე მუშაობენ. მათ ინტერვიუზე უარი გვითხრეს, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ რუსეთიდან შემოსული ადამიანები მათთან ფიზიკურად აღარ მიდიან.

უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ბათუმში ბევრი რუსი ბროკერი და რუსული კომპანია გამოჩნდა, რომლებიც სთავაზობენ სერვისებს რუსეთიდან ჩამოსულ და ზოგადად, რუსულენოვან მომხმარებლებს. სწორედ მათ აქვთ მეტი კონტაქტი რუსეთში, იყენებენ პოპულარულ რუსულენოვან ვებგვერდებს, ტელეგრამ-არხებს და სხვა საშუალებებს საქართველოს ბაზრის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და უძრავი ქონების გასაყიდად.

უძრავი ქონების აგენტები, რომლებიც წლებია ბათუმში მუშაობენ, წუხან, რომ ამ ტენდენციის გამო მათთან ნაკლები მომხმარებელი მიდის.

იმის შესახებ, თუ როგორ ჰყიდიან რუსეთის მოქალაქეები ქონებას საქართველოდან, „ბათუმელები“ აქამდეც გიყვებოდათ. რუსეთის მოქალაქეებს გაყიდვების არაერთი სააგენტო აქვთ ბათუმში, თბილისში და ამაზე ინფორმაცია უხვად მოიპოვება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე.

ამავე თემაზე: 

„გადმოდით, ბათუმში სახლი გელოდებათ“ – როგორ ყიდიან რუსები ქონებას საქართველოდან 

ქართველი მოსამართლეები მონაწილეობენ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში – ევროსასამართლოს ექს-მოსამართლე

„ავტოკრატიული რეჟიმები არ არსებობენ სასამართლოს დახმარების გარეშე. რაც არ უნდა უგულებელყოფილი იყოს კანონი, მას სჭირდება ფორმალურად აღსრულება და ეს ფორმალური აღმსრულებლები არიან მოსამართლეები,“ – მიიჩნევს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელსაც კონკრეტული მაგალითებით ვესაუბრეთ: სადამდე მივიდა სასამართლო საქართველოში, რომელიც უკვე პლაკატზე ასო „ყ“-ს დაწერის გამო ადამიანებს აპატიმრებს?

ამავდროულად, მოსამართლეები გადაწყვეტილებებში მიუთითებენ ევროსასამართლოს პრაქტიკას:

„როდესაც, მაგალითად, „ვახო სანაიას საქმეზე“ მიღებულ დადგენილებას ვკითხულობდი, მქონდა განცდა, რომ მისი დასაბუთების ნაწილი ვიღაცამ დაწერა და მერე დაუგზავნა მოსამართლეებს, რომლებიც მსგავს საქმეებზე იღებენ გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, ცენტრალიზებულად არის გადაწყვეტილი ასეთი საქმეების განმხილველი მოსამართლეების სია, რომ ვინმემ შემთხვევით „თვითნებობა“ არ გამოიჩინოს…

დისკურსს, რომ ეს პროტესტი მიემართება არადემოკრატიულ მმართველობას, აი, ამას არ აღიარებენ ქართველი მოსამართლეები, მაგრამ მოსამართლე ვერ ეტყვის ამას „ოცნებას“ – ისინი თავად მონაწილეობენ ამ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში,“ – მიიჩნევს ნონა წოწორია.

რა შეიძლება იყოს შემდეგ ეტაპი? – „ბათუმელებმა“ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ნონა, სასამართლო საქართველოში უკვე მივიდა იქამდე, რომ დააპატიმრეს აქციის მონაწილე პლაკატზე წარწერისთვისბიძინა არაა, არის?“ – ეს ამბავი არაა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების ევროპული სტანდარტთან მკაფიო დაპირისპირების მაგალითი. რა არის?

ეს არის თანმიმდევრული და ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმისა, რასაც ჰქვია სიტყვის თავისუფლების და განსაკუთრებით პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამას ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვხედავთ. ამიტომაც, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მე პირადად არავითარი, გაკვირვება არ მქონია – ლოგიკური გაგრძელება იყო მთელი იმ პროცესის, რაც წლებია მიმდინარეობს, რაც სისტემური მიდგომა იყო ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების მიმართ.

ეს ხდებოდა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე აღსრულების დონეზე, ანუ სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოების მხრიდან. ამ პროცესის მთელი თაიგული შეიკრა. ამის თავი და თავი არის ის არადემოკრატიული მმართველობა, რომელიც ქვეყანაში განმტკიცდა.

არადემოკრატიული, ავტოკრატიული რეჟიმები არ არსებობენ სასამართლოს დახმარების გარეშე. რაც არ უნდა უგულებელყოფილი იყოს კანონი, მას სჭირდება ფორმალურად აღსრულება და ეს ფორმალური აღმსრულებლები არიან მოსამართლეები.

დღევანდელ რეალობაში არ არსებობს არცერთი ადგილი, სადაც ადამიანი შეიძლება იყოს დაცული სახელმწიფოს წინაშე – ადამიანს მუდმივად თვითნებობასთან უწევს შეჯახება.

  • მოსამართლის მხრიდანაც თვითნებობასთან გვაქვს საქმე, როცა ის პლაკატზე დაწერილი ასო“- გამო მოქალაქეს აპატიმრებს? მოსამართლეს პროცესზე უთქვამს, „მთლიან კონტექსტშიდავინახე შეურაცხყოფაო…  

ჩვენი სასამართლოები ძალიან დახელოვნებულები არიან იმაში, რომ გამოიყენონ ევროსასამართლოს სტანდარტები თვითნებურად, ანუ გადაატრიალონ და რაღაც სტანდარტი ისე გამოიყენონ, როგორც მათ კონკრეტულ სიტუაციაში ესადაგებათ.

ზუსტად კონტექსტზე მინდოდა მეთქვა, რომ კონტექსტის მნიშვნელობა იციან ქართველმა მოსამართლეებმა, მაგრამ ისინი არასდროს კონტექსტს არ იყენებენ. მე, მაგალითად, გავეცანი რამდენიმე გვერდის გამოკლებით, „ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ დადგენილებას [საქმე, სადაც ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო დააპატიმრეს]. ამ საქმეში ევროსასამართლოს პრაქტიკაზე მითითება ძალიან თვალსაჩინოა.

  • თქვენთვის რას აჩვენებს მოსამართლის ამგვარი პოზიციონირება, როცა ის ფეისბუქპოსტის გამო ჟურნალისტს აპატიმრებს და თან ევროსასამართლოს პრაქტიკას მიუთითებს

ძალიან სწორადაც მიუთითებს, სხვათა შორის. სტანდარტების დონეზე ისინი ამ ყველაფერს სწორად აკეთებენ, მაგრამ მოსამართლე ერთი სიტყვითაც კონკრეტული საქმის კონტექსტს, ანუ პოლიტიკურ გარემოს არ ახსენებს (მაგ. რეპრესიული კანონები, დემოკრატიის უკუსვლა, ჟურნალისტების დევნა, ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა).

„ვახო სანაიას საქმეზე“ მიღებულ დადგენილებაში ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს არის მოსამართლე, რომელიც მოქმედებს იდეალურ სამყაროში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია და მართლაც ისეთი სიტყვები შეიძლება მოსაწონი არ იყოს და კონტექსტს მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ეს ადამიანები ხომ ამ სიტყვებს იყენებენ არსებული რეპრესიებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად? სწორედ ამ კონტექსტს არ განიხილავს მოსამართლე.

არ მგონია, ნორმალური დემოკრატია რომ არსებობდეს, ვახო სანაია, მაგალითად, ამ სიტყვას გამოიყენებდა. არც ის ადამიანი არ დადგებოდა პლაკატით, რაც არ უნდა ილაპარაკოს მოსამართლემ იმაზე, რომ კონტექსტით შეურაცხმყოფელი სიტყვა იგულისხმებოდა.

სხვათა შორის, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ევროსასამართლო გადაწყვეტილებით ფერაძის საქმესთან [პლაკატი „პანორამა არა *ლე] დაკავშირებით, დაეთანხმა შიდა სასამართლოებს და თქვა, რომ კონტექსტურად საქართველოში შეიძლება შეურაცხყოფად აღიქმებოდეს ეს კონკრეტული სიტყვა (*ლე“), მაგრამ ასეთი ვულგარული გამონათქვამიც კი, იმსახურებენ დაცვას, თუ ის წარმოადგენს სტილისტური გამოხატვის ფორმას და ემსახურება საზოგადოებრივი  ინტერესის მქონე პოლიტიკურ დისკუსიას.

ამ დისკურსს, რომ ეს პროტესტი მიემართება არადემოკრატიულ მმართველობას, აი, ამას არ აღიარებენ ქართველი მოსამართლეები, მაგრამ მოსამართლე ვერ ეტყვის ამას „ოცნებას“ – ისინი თავად მონაწილეობენ ამ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში. ძნელია არადემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დისკუსიის წარმოდგენა.

უცხო თვალისთვის გადაწყვეტილებაში ევროსასამართლოს სტანდარტის მითითებამ შესაძლოა იმოქმედოს, რომ აი, ეს დასაბუთებაა. ასევე, ეს გადაწყვეტილებები თუ გასაჩივრდება ევროსასამართლოში, იქაც შეიძლება თავგზა დაუბნიოს ზოგიერთ მოსამართლეს, რადგან სწორედ კონტექსტი არ არის აღწერილი.

„ვახო სანაიას საქმეში“ ძალიან სამწუხაროა ის, რომ ვახოს პოზიცია საერთოდ არ არის აღწერილი – მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც, პრაქტიკულად მოსამართლე დარჩა თავის მოედანზე – რაც უნდოდა და რაც ეადვილებოდა, ის ჩაწერა გადაწყვეტილებაში. ამდენად, მოსამართლეს მანიპულაციურად ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების მეტი შანსი მიეცა.

დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ვახო პოლიტიკურ თემატიკას აშუქებს. ვახოს პოზიციის დაფიქსირება იმ კუთხით, თუ რატომ აკეთებს ამას, რა არის ეს პროტესტი, მოსამართლეს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა და გაუჭირდებოდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების მხოლოდ პრინციპების აღწერის ფორმით გამოყენება.

„ვახო სანაიას საქმეში“ ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა პატიმრობის ვადის გამოყენება, რომელსაც სიტყვის თავისუფლების საქმეებში ცენტრალური ადგილი უჭირავს. ევროსასამართლო ამბობს, რომ გასაგებია, სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, ის შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვებს, მათ შორის, დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ როდესაც საუბარია სანქციებზე და განსაკუთრებით მძიმე სანქციებზე პატიმრობის სახით, ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზულად დასაბუთებული.

მიუხედავად იმისა, რომ ვახო სანაიას მიმართ არის ადმინისტრაციული კოდექსი გამოყენებული, ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად თავისი სიმძიმით ეს 14 დღე არის სისხლისსამართლებრივი სანქცია. ამიტომ აქ მოსამართლეს სერიოზული მსჯელობა სჭირდებოდა. მან ახსენა ევროსასამართლოს სტანდარტები სასჯელის დასაბუთებისას, თუმცა ის სათანადოდ არ გამოუყენებია.

კერძოდ, მოსამართლე ერთ ძალიან მძიმე  წინადადებას ამბობს, რომ „პატიმრობის გამოყენება განპირობებულია არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის პოლიტიკური შეხედულებებით, ხელისუფლების კრიტიკით ან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობით, არამედ მისი განმეორებითი სამართალდარღვევითი ქცევით…“ ეს არის კონტექსტისა და საქმის გარემოებების სრული უგულებელყოფა. ასეთ დროს კი, ჩალის ფასი აქვს ევროსასამართლოს სტანდარტის მითითებას.

შედარებისთვის, ფერაძის საქმეში პლაკატისთვის „პანორამა არა *ლე“ სასამართლომ გამოიყენა ჯარიმა 100 ლარი, ახლა 14-დღიანი პატიმრობა. აქ ჩანს, სადამდე მივიდა სასამართლო.

  • რა სახის პრაქტიკა აქვს ვულგარული გამონათქვამების გამოყენების კუთხით ევროსასამართლოს? აქამდე მისაღები აღმოჩნდა ვინმეს დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო

ერთი საქმე მახსენდება – მატასარუ მოლდოვის წინააღმდეგ, რომელიც დააკავეს ერთ-ერთ საქმეზე და გახდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ობიექტი. ამის შემდეგ მან დაიწყო პროტესტის გამოხატვა სამართალდამცავი ორგანოებში კორუფციის წინააღმდეგ.

ერთ-ერთი პროტესტის დროს მან გენიტალიების ფიტულები გამოჭრა, ზედ დააკრა კონკრეტული თანამდებობის პირების სახეები და პროკურატურის კიბეებზე გამოფინა. ამ ადამიანს ორი წელი მიუსაჯეს, თუმცა პირობით შეუცვალეს და ერთი დღეც არ გაუტარებია პატიმრობაში. ევროსასამართლომ თქვა, რომ სანქცია არის ძალიან მძიმე, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს სასჯელი არ მოუხდია ციხეში.

ერთ-ერთი ავსტრიული საქმეა, რომელიც ეხებოდა სექსუალური სცენების ამსახველი ნახატის გამოფენას, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსების სახეები იყო გამოსახული. ამ შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება იყო ის, რომ საგამოფენო დარბაზს აუკრძალეს სურათის გამოფენა, რაც სასამართლოს მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად შეფასდა.

  • რა აჩვენა თქვენთვისმზია ამაღლობელის საქმემ“ – „იქმნება აღქმა, რომ ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს“. ეს მოსამართლე ნინო სახელაშვილის შესახებ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა თქვა და მიუთითა იმაზე, რომ მოსამართლემ განაჩენში დამალა და არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები.

„მზია ამაღლობელის საქმე“ არის ძალიან მასშტაბური. მე არ მინახავს გადაწყვეტილებები, მაგრამ სრულად ვენდობი მაია მწარიაშვილის ამ შეფასებას. ამას მოსამართლეები აკეთებენ იმ შემთხვევაში, როდესაც უჭირთ არგუმენტების დაწერა. ეს ყველაზე აპრობირებული მეთოდია, რომ მთავარი არგუმენტები არ ასახო, მხარის პოზიცია არ დააფიქსირო და პასუხის გაცემის ვალდებულება აიცილო.

ეს არის მოსამართლის უმწეობის მანიშნებელი. ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან მოსამართლე, მართალია, არ არის ვალდებული, რომ ყველა არგუმენტს გასცეს პასუხი, მაგრამ მნიშვნელოვან არგუმენტებს, რომელსაც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა უპასუხოს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება დასაბუთებულობის სტანდარტს აკმაყოფილებდეს.

„მზია ამაღლობელის საქმე“ თავიდანვე იყო აშკარად პოლიტიკური. უდავოა, რომ ქალბატონი მზია ისჯება თავისი პროფესიული საქმიანობის გამო, მისი პრინციპების გამო, იმის გამო, რომ არ ნებდება. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი რეჟიმები მომართული არიან იქითკენ, რომ ადამიანი მორალურად გაანადგურონ – ავტორიტეტული ადამიანების არსებობა რეჟიმისთვის ყველაზე საშიშია. ამიტომაც, იბრძვიან მათი განადგურებისთვის.

ამიტომაც, იმეორებენ: აღიაროს, მოინანიოს. იციან, რომ როგორც კი, მზია ამას გააკეთებს, ის იქნება მორალურად, პირველ რიგში, საკუთარ თავთან განადგურებული. საზოგადოებრივი ავტორიტეტების განადგურება არის ხელისუფლების ამოცანა.

იმ რეალობაში, რა რეალობაშიც საქართველოა, არავინ არ გრძნობს თავს დაცულად, პირველ რიგში, ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი ხალხი, ის პოლიციელები, რომლებიც თანამდებობებზე არიან და „მზია ამაღლობელის საქმეში“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

სამწუხაროა, რომ ისინი დაჰყვნენ ხელისუფლების ნებას, თუმცა მათ ამაზე ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღეს და საკუთარ ქმედებაზე ადრე თუ გვიან პასუხს აგებენ. ადამიანები იმიტომ ვართ, რომ როდესაც რაღაცას გვთხოვენ ან მოითხოვენ ჩვენგან ისეთს, რომელიც ღირსებას ეწინააღმდეგება, უარი უნდა თქვა მის აღსრულებაზე.

როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ქალბატონის მზიას მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ, როგორც მინიმუმ, არსებობს შეთანხმება, რომ ქალი ლოყაზე ხელის გაწნისთვის ციხეში არ უნდა გაუშვა. არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც წარმოუდგენელი საქციელია, რომ ამისთვის ადამიანის მიმართ 2-წლიანი პატიმრობა გამოიყენო.

  • ქართველი ემიგრანტების სარჩელები შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ 2024 წლის არჩევნების შემდეგსადაც საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზეოცნებამჯამურად 13 % აიღოსაარჩევნო უფლება შეუზღუდეს. ემიგრანტებს არ აქვთ იმედი, რომ ამ დავას მოიგებენ. თქვენი აზრით, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამ სარჩელს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის?

თქვენ რომ მკითხეთ, ამან გამახსენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არსებობს ამ ქვეყანაში. ცხადია, ეს სასამართლო არ ასრულებს თავის როლს, რომ დაიცვას კონსტიტუცია და დემოკრატია. მიუხედავად იმისა, რომ ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არ უნდა გვქონდეს, არის პროცედურული წესები, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, ამ უნდობლობის პირობებში მაინც უნდა შევასრულოთ.

საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, საჭირო არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი მექანიზმის ამოწურვა ევროსასამართლოსთვის მისამართად. შესაძლოა, სტრატეგიულად ასე ჩათვალეს საჭიროდ ემიგრანტების ადვოკატებმა, რომ ჯერ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდეს.

  • რუსულ კანონზე2 წელია საკონსტიტუციოს საქმის განხილვაც კი არ დაუწყია, ამავე საქმეზე კი, უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით… 

ეს აჩვენებს, რამდენად არაეფექტური ინსტიტუტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული სიტუაცია. რეჟიმს ჰგონია, რომ ვიღაცამ რამე არ იცის, მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუციები კარგად მიუთითებს ქართული რეალობის შესახებ საფუძვლიან ცოდნას. ბოლო ხანებში ევროპარლამენტისგან გვესმის მკაფიო გზავნილები: დაანებეთ თავი ორმაგ თამაშებს.

ჩვენც, ემიგრანტებმა, შესანიშნავად ვიცით, საქართველოში რა ხდება. არ არის საჭირო საქართველოში ცხოვრება, რომ ზუსტად გვესმოდეს, რა კატასტროფაშიც ვართ.

  • რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი? „ბიძინა იღებს გადაწყვეტილებებს და კლანი მართავს სასამართლოს“ – ასეთია სისტემაში მომუშავე ადვოკატების შთაბეჭდილება.

ცხადია, კლანი მართავს და ამაზე დიდი ხანია არის საუბარი. მე, როდესაც, მაგალითად, „ვახო სანაიას საქმეზე“ მიღებულ დადგენილებას ვკითხულობდი, მქონდა განცდა, რომ მისი დასაბუთების ნაწილი ვიღაცამ დაწერა და მერე დაუგზავნა მოსამართლეებს, რომლებიც მსგავს საქმეებზე იღებენ გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, ცენტრალიზებულად არის გადაწყვეტილი ასეთი საქმეების განმხილველი მოსამართლეების სია, რომ ვინმემ შემთხვევით „თვითნებობა“ არ გამოიჩინოს.

შემდეგი ეტაპი არ ვიცი – ჯერჯერობით დახვრეტაზე არ გადასულან. სავარაუდოდ, კანონების კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებენ წინააღმდეგობის დასაძლევად. ეს მათ არსენალშია. მოსამართლეები კი, უსიტყვოდ იმოქმედებენ.

  • მაგრამ არსებობენ გამონაკლისები, მაგალითად, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, ვერ გავასამართლებ ადამიანებსოცნების რეპრესიული კანონებითო და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თქვენი აზრით, რა დატვირთვა აქვს თუნდაც ერთი მოსამართლის პროტესტს

ზოგადად, პროტესტი იწყება ერთი ადამიანით, ამიტომაც, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას შემთხვევა ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ გაბედულმა ორმა-სამმა მოსამართლემ სიტუაცია შეიძლება შეცვალოს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სასამართლოების მთავარი ამოცანაა ზუსტად პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მიიღონ სწორი და თამამი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, თუ პირადად რა ტიპის უსიამოვნება შეიძლება მოჰყვეს ამას მოსამართლისთვის.

  • რატომ არ უჩნდებათ წინააღმდეგობის სურვილი სხვა მოსამართლეებს, მით უმეტეს, უვადოდ დანიშნულებს

პირობითობაა საქართველოში უვადობა. თითქოს ეს არის გარანტია, მაგრამ არაფერი ვიცით ამ ადამიანების თავს რა ხდება. სავარაუდოდ, ისინი კორუფციაში არიან ჩათრეულები. შეიძლება, მოწყვლადი არიან ოჯახის მხრიდან. სხვა შემთხვევაში მე ვერ წარმომიდგენია, ადამიანი თავისი ნებით მონაწილეობდეს ქვეყანაში ავტოკრატიის და დიქტატურის შექმნაში.

მეორე მსოფლიო ომამდე და მის პერიოდში მოსამართლეები მონაწილეობდნენ რეპრესიებში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რა მოხდებოდა მომავალში მაშინ ამის ცოდნა შეიძლება ნაკლები იყო და ჩაყვნენ ამ პროცესს. ახლა მოსამართლეებმა ყველაფერი იციან, ანუ საჯაროა ყველაფერი და მათი მონაწილეობა ამ პროცესში არის ნებაყოფლობითი. რაც არ უნდა იყოს, არის საკითხები, რომელიც არ უნდა დათმო.

შეუდარებლად მეტი ღირებულება არის ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ვიდრე პირადი კეთილდღეობა ან ის, თუ რა ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო მოსამართლის შესახებ მასზე ზეწოლისთვის.

ერთი მოსამართლის ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო ბიძგის მიმცემი სხვებისთვის. სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. არ ვიცი, ამ მხრივ რამდენად შეიძლება იმედიანი ვიყოთ.

  • გუშინ, მაგალითად, ვესწრებოდითქურდულ სამყაროზემორიგ პროცესს: წელს, ერთერთი სპეცოპერაციით მარტო ხელვაჩაურში 72 პირი დააკავეს. შსს ვერსიით, ადამიანები ხშირად პრობლემის მოგვარებას ცდილობენ არა სასამართლოშისადაც ზოგჯერ წლები სჭირდება საქმის განხილვასარამედ მიმართავენქურდულ სამყაროს“. ამ კუთხით მაჩვენებლების გაზრდა რაზე მიუთითებს თქვენთვის

ეს არის იმის ინდიკატორი, რომ სისტემა, რაზეც სახელმწიფო უნდა იდგეს, სრულიად მოშლილია. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება, „ქურდული სამყარო“ არაფერს წყვეტს. ეს არის დაბრუნება წარსულში, სადაც ჩვენ უკვე ვიყავით. მაშინ, როდესაც სასამართლო არ არსებობდა, „ქურდული სამყაროს“ გადაწყვეტილებები აღსრულების უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებები.

არ ვიცნობ ამ საქმეს და ვერ ვიტყვი, 72 ადამიანს რამდენად სწორად აქვთ წარდგენილი ბრალდება ამ მუხლით. „ქურდული სამყარო“ მოქმედებს მაშინ, როდესაც ის შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებთან. ჩვენ წლების განმავლობაში გვესმის, როგორ ეხმარება „ქურდული სამყარო“ ხელისუფლებას, მათ შორის, საარჩევნო კამპანიების დროს. ამიტომ, როდესაც „ქურდულ სამყაროს“ ხელისუფლება იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, მერე „ქურდული სამყაროს“ გააქტიურება გასაკვირი არ არის. ეს არის კიბო, როგორც კორუფცია, რომელიც ედება და კლავს საზოგადოების სხეულს.

სხვათა შორის, მე ვიყავი მოსამართლე, როცა ევროსასამართლომ მიიღო ცნობილი გადაწყვეტილება „აშლარბას საქმეში“, სადაც „ქურდული სამყაროს“ შესახებ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა ევროპული კონვენციის შესაბამისად იქნა ცნობილი.

ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ ვისარგებლეთ მაფიასთან დაკავშირებული იტალიური სასამართლო პრაქტიკით, ასევე იყო პარალელები რიკოს კანონმდებლობასთან [აშშ-ის ფედერალური კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლას]. მაგრამ ბრძოლა ნამდვილი არ არის, თუ ის სისტემურად არ ეხება ამ პრობლემას: ერთი მხრივ, შენ სარგებლობდე ამით და, მეორე მხრივ, ებრძოდე – არ გამოვა. პოლიტიკური ნება ამ სენთან ბრძოლის უნდა იყოს აშკარა და უპირობო.

  • ბოლოს მოლდოვას შესახებ მინდა გკითხოთ, სადაც თქვენ იყავით ჩართული .. ვეტინგის პროცესში. საქართველომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარი თქვა. რა შედეგი დადო მოლდოვამ

მე ვმონაწილეობდი წინასწარი ვეტინგის სისტემაში, რომელიც ეხებოდა მოსამართლეების და პროკურორების თვითმმართველო ორგანოების წევრების შერჩევას, ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და პროკურატურის საბჭო რომ წარმოვიდგინოთ საქართველოში. ეს ორგანოები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, მოსამართლეების ვაკანტური თანამდებობების შესავსებად. ჩვენ შევარჩიეთ საბჭოების წევრები და ეს ორგანოები გახდა ქმედუნარიანი.

მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა მოლდოვაში არ არსებობდა, რადგან სასამართლო ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას.

წინასწარი ვეტინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მოლდოვა წინ წასულიყო. მე მოხარული ვარ, რომ ამაში წვლილი შევიტანეთ. ამ პროცესის მართვამ დამანახა ის, რომ თუ, მაგალითად, ჩვენს პირველ გადაწყვეტილებებზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო წარმოუდგენელი თვითნებობა, ჩვენს მეორე გადაწყვეტილებებზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – მოსამართლეების უკვე ახალი შემადგენლობით – იყო ფენომენალური. რადიკალური ცვლილება მოხდა გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხში.

ეს პროცესი რთული და წინააღმდეგობებით სავსეა. მაგალითად, მოლდოვაში პროტესტის ნიშნად გადადგა უზენაესი სასამართლოს მთელი შემადგენლობა. მათი გათვლა იყო ის, რომ ჩაშლიდნენ წინასწარი ვეტინგის პროცესს, მაგრამ არ გამოვიდა ისე, როგორც ფიქრობდნენ – ახალი კანონი მიიღო პარლამენტმა და დროებით გაამწესეს მოსამართლეები ქვედა ინსტანციიდან ვაკანსიების შესავსებად.

ჩვენმა კომისიამ საქმიანობა დაასრულა და დანარჩენი ორი კომისია მოქმედი მოსამართლეების და პროკურორების ვეტინგს ახორციელებს. ბოლო სტატისტიკა ნამდვილად არ ვიცი.

  • მოლდოვას შემთხვევამ აჩვენა, რომ მთავარი პოლიტიკური ნებაა? ჩვენთანაც შესაძლოა მალევე მოხერხდეს ამ სისტემის გაჯანსაღება

დიახ, მთავარია პოლიტიკური ნება. არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ხავერდოვნად მიდის მოლდოვაში, რადგან ეს ძალიან რთული პროცესია და დროს მოითხოვს. საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა იყო იქ მნიშვნელოვანი: მე, მაგალითად, საერთოდ არ ვიცნობდი არც ერთ ადამიანს, ვის ვეტინგსაც ვაკეთებდით და ჩემთვის მათი წარსული, ოჯახური კავშირები არაფერს ნიშნავდა.

ჩემთვის მთავარი იყო ამ პროცესში კანონის დაცვა, ევროსასამართლოს პრაქტიკის გამოყენება და არავისთვის არ ვიტყოდი, რომ, მაგალითად, შავი თეთრია ან თეთრი – შავია. ჩემი ავტორიტეტი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მას არაფერზე არ გავცვლიდი. ასევე იყვნენ ჩემი სხვა კოლეგებიც. კრიტიკა იყო ჩვენს მიმართ, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებოდით მას. მაინც ისე ვაკეთებდით, როგორც ვთვლიდით, რომ იყო სწორი.

ვეტინგი არ არის ია-ვარდებით მოფენილი პროცესი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია. დავინახეთ კიდეც, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის. ცხადია, მოლდოვას არ ექნებოდა წინსვლა ინტეგრაციის გზაზე, რომ არ ყოფილიყო შესამჩნევი წინსვლა მართლმსაჯულების სისტემაში. საბოლოო ჯამში, რეფორმირებული სამართალდამცავი ორგანოები და, პირველ რიგში, სასამართლო სისტემა არის საზოგადოების კეთილდღეობის გარანტი. ეს არის მთავარი.

ქონება 1 ლარად ეკლესიას და 5 მილიონი საპატრიარქოს ორგანიზაციებს – კობახიძის განკარგულებები

ირაკლი კობახიძემ 18-დან 31 აგვისტოს ჩათვლით რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომელთა თანახმადაც ეკლესიას ქონება და ფული გადასცა.

კერძოდ, 18 აგვისტოს გამოცემული განკარგულების თანახმად, კობახიძემ აბაშაში, სოფელ კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული 384 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადასცა ეკლესიას.

იმავე დღეს გამოცემული კიდევ ერთი განკარგულებით ირაკლი კობახიძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ნაბაკევში, 3 739 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადასცა საკუთრებაში ეკლესიას.

21 აგვისტოს გამოცემული განკარგულებით კი დაბა სურამში მდებარე კოლეჯ „ქართლს“ უფლება მისცა კუთვნილი ქონება, აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ ათხოვოს საპატრიარქოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლას. განისაზღვრა დროც – სამუშაო დღეებში სკოლას 08:00-დან 14:15 საათამდე შეუძლია შენობით სარგებლობა.

25 აგვისტოს გამოცემული განკარგულებით, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 42 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თბილისში, სიმონ კანდელაკის ქუჩაზე, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით.

ასევე, 31 აგვისტოს გამოცემული განკარგულებით, 5 მილიონი ლარით დააფინანსეს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი დაწესებულება.

განკარგულების დანართის თანახმად, 5 მილიონი ლარი გადანაწილდება საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 42 სასწავლებელზე. თითოეული დაწესებულება თანაბრად მიიღებს 40 ათას ლარს.

მე-10 კლასელებს მომავალ წელს არჩევანის გაკეთება მოუწევთ – „რეპეტიტორიუმი“ ან მე-12 კლასიც

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება.

მოსწავლეებს, რომლებიც წელს მე-10 კლასში სწავლობენ, მომავალი, 2027 სასწავლო წლიდან უკვე მოუწევთ არჩევანის გაკეთება – ისწავლონ ე.წ. „რეპეტიტორიუმში“ და სკოლა 11-წლიანი განათლების ატესტატით დაასრულონ, თუ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში.

როგორც ბათუმის რესურსცენტრში გვეუბნებიან, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმაზე, რამდენი მოსწავლე აპირებს, მაგალითად, ბათუმში 11-წლიანი განათლების მიღებას და რამდენი აპირებს სწავლის გაგრძელებას მე-12 კლასში.

„წელს ვინც მე-11 და მე-12 კლასში სწავლობს, ისინი დაასრულებენ სკოლას ჩვეულებრივად, მაგრამ მათ, ვინც წელს მე-10 კლასში არიან, მომავალ წელს მოუწევთ არჩევანის გაკეთება. უნდა აიღონ ატესტატი და გავიდნენ სკოლიდან, ან, თუ მე-12 კლასში უნდათ სწავლის გაგრძელება, მაშინ გააგრძელებენ სწავლას“, – გვეუბნება რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე.

2028 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებს უკვე ორი გამოშვება ეყოლებათ, რადგან სკოლას, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასელები ერთდროულად დაასრულებენ.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

Exit mobile version