ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე [შშმ] პირის მართვის ქვეშ მყოფი ან შშმ პირის გადამყვანი ავტომანქანა პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდება, ოღონდ მხოლოდ შშმ პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე პარკირებისას.
ამასთან, ბათუმის მერია გასცემს საცნობ ნიშანს უშუალოდ შშმ პირზე [და არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე] და მისი გამოყენება ნებადართული იქნება ნებისმიერ ავტომანქანაზე, რომლითაც მოცემულ მომენტში მგზავრობს ან გადაადგილდება საცნობი ნიშნის მფლობელი შშმ პირი.
შესაბამისი ცვლილებები ბათუმში პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურისა და ავტომანქანების პარკირების წესების შესახებ საკრებულოს მოქმედ დადგენილებებში შედის.
საკითხი ქალაქის საკრებულომ 2026 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე უნდა განიხილოს. დამტკიცების შემთხვევაში ახალი წესესბი 2027 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტოამანქანა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამყვანი ავტომანქანა გათავისუფლდეს პარკირების საფასურის გადახდისგან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე პარკირებისას“ – აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეს მოქმედი შესაბამისი დადგენილება „არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მართვის ქვეშ მყოფი ან მათი გადამყვანი ავტომანქანის პარკირების საფასურისაგან გათავისუფლებას.
დღეის მდგომარეობით ამ საკითხების უკეთ მოწესრიგების მიზნით, კერძოდ, რათა არ მოხდეს შესაბამისი საფუძვლის გარეშე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მართვის ქვეშ მყოფი ან მათი გადამყვანი ავტომანქანის პარკირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილის დაკავება, წარდგენილია [კიდევ ერთი] დადგენილების პროექტი რომლის არსსაც წარმოადგენს სათანადო საცნობი ნიშნის გაცემა, რაც ხსენებული პარკირებით სარგებლობის საფუძველი გახდება.
შესაბამისად, შესაძლებელია ამ პირთა იდენტიფიკაცია, რაც იძლევა საშუალებას, რომ აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ პარკირების საფასური გადახდისაგან მხოლოდ ამისათვის გამოყოფილ ადგილებზე“.
„სათანადო საცნობ ნიშანს“ ბათუმის მერია გასცემს.
საცნობი ნიშანის ესკიზი / ფოტო საკრებულოს დადგენილების პროექტიდან
საცნობ ნიშანზე, მეორე მხარეს დატანილი იქნება „საცნობი ნიშნით სარგებლობის პირობები“, სადაც აღნიშნულია, რომ
„საცნობი ნიშანი ძალაშია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – მუნიციპალიტეტთაშორისი ურთიერთაღიარების პრინციპის შესაბამისად.
საცნობი ნიშანი უნდა განთავსდეს ავტომობილის საქარე მინის წინა მარჯვენა კუთხეში, გარედან კარგად ხილვად ადგილას.
საცნობი ნიშნის მესამე პირზე გადაცემა ან გასხვისება, რაც გამოიწვევს საცნობი ნიშნის მოქმედების შეჩერებას 6 თვის ვადით.“
დადგენილების პროექტის მიხედვით
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცნობი ნიშნის გაცემასთან დაკავშირებით განცხადების ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენაზე, ერთიან ციფრულ რეესტრში მონაცემთა შეყვანასა და საცნობი ნიშნის დამზადებაზე პასუხისმგებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახური.
საცნობი ნიშანი წარმოადგენს პერსონალურ დოკუმენტს, რომელიც გაიცემა უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე [და არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე] და მისი გამოყენება ნებადართულია ნებისმიერ ავტომანქანაზე, რომლითაც მოცემულ მომენტში მგზავრობს ან გადაადგილდება საცნობი ნიშნის მფლობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
საკრებულოში დასამტკიცებლად შეტანილია საცნობი ნიშნის გაცემის წესიც.
პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ:
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი ხელმძღვანელობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილობისა და უფლებების დაცვის საყოველთაო პრინციპით და თავის ტერიტორიაზე სრულად აღიარებს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემულ საცნობ ნიშნებს.“
აჭარაში „ოცნების“ მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 42 მილიონი ლარით გაზარდა და 858 მილიონ 795 700 ლარია.
აჭარაში „ოცნების“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ედნარ ნატარიძის განმარტებით, სამინისტრო 9 თვის ფაქტობრივ შესრულებას დაეყრდნო, როცა შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 42 მილიონი ლარით გაზარდა, თუმცა აქ სხვა ამბავიც არის, არანაკლებ მნიშვნელოვანი.
საქმე ისაა, რომ შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის 42 მილიონით გაზრდის მიუხედავად, საერთო ჯამში, შემოსულობები 2026 წლის ბიუჯეტში არ იზრდება. რატომ ხდება ეს? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იგივე თანხით – 42 მილიონი ლარით შეამცირა არაფინანსური აქტივებიდან თანხის ამოღების გეგმა. ანუ ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ ქონებას ვერ ყიდის.
ჩავთვალოთ, რომ გაითვალისწინეს სახელმწიფო აუდიტის ბოლო წლების დაჟინებული რეკომენდაცია, „ნუ ბერავ ხელოვნურად პროგნოზს ბიუჯეტის იმ ნაწილში, რომელსაც ყოველ წელს ვერ ასრულებო“.
უფრო მეტად სავარაუდოა ალბათ ის, რომ თავი აარიდეს წლის ბოლოს 42-მილიონიან გარღვევას შემოსულობების ნაწილში.
კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, სამინისტრომ გასული წლის ბოლოს დაგეგმილი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი მხოლოდ კი არ შეამცირა არაფინანსური აქტივების 42-მილიონიანი პროგნოზის ამოღებით [ნათელი იყო უკვე რომ ვერ შესრულდებოდა], არამედ ზუსტად იგივე თანხა დაამატა შემოსავლების პროგნოზს და როგორც მინისტრმა თქვა „დააკომპენსირა ამით“.
შეასრულებენ თუ ვერა 42 მილიონით გაზრდილ შემოსავლების ნაწილს, ეს წლის ბოლოს გამოჩნდება.
კიდევ ერთი დეტალი, თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ 42 მილიონში, რომელიც საშემოსავლო ნაწილს დაამატეს, 40 მილიონი შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელს ემატება, ხოლო 2 მილიონი ლარი „სხვა შემოსავლების“ ნაწილს.
„სხვა შემოსავლებს“ ძირითადად შეადგენს სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით ამოღებული თანხა. მინისტრი ამბობს, რომ ეს პროგნოზი ორი მილიონით 9 თვის ფაქტობრივი შემოსულობების საფუძველზე დაამატეს [შემოსულობებზე „ბათუმელები“ სტატიას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს].
უცვლელი დარჩა გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი და ის 1 მილიარდ 2 მილიონ ლარს შეადგენს. ცალკეული გადასახდელების მოცულობა ეკონომიების ხარჯზე სხვადასხვა პროექტიდან კი 19 მილიონ 296 900 ლარით მცირდება.
იგივე თანხით იზრდება გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა. აქედან ყველაზე მეტი 10 მილიონ 588 100 ლარი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაუმატეს, ხოლო 3 მილიონ 969 000 ლარით გაზარდეს სოფლის მეურნეობის პროგრამების ბიუჯეტი.
1 მილიონ 528 800 ლარი შეხვდა აჭარის განათლების სამინისტროს, 300 000 ლარი აჭარის მთავრობის აპარატს, 214 000 თავად ბიუჯეტის ავტორს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო 1 მილიონ 019 000 ლარი კულტურის სამინისტროს შეხვდა.
ეკონომიებით გამოთავისუფლებული თანხების გადანაწილებასთან დაკავშირებით აჭარაში „ოცნების“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ედნარ ნატარიძემ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ეს თანხა ზურაბ პატარაძემ „მოქალაქეების მომართვიანობის გათვალისწინებით გადაანაწილა“.
თუ ეს მართლა ასეა, გამოდის, რომ მოქალაქეები თანხების გაზრდას უმეტესად ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამაში ითხოვდნენ, რადგან ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული 10 მილიონიდან 8 მილიონი სწორედ ამ პროგრამაში ჩადეს.
1 მილიონ 220 000 ლარი დაამატეს გულის ქირურგიის სამედიცინო მომსახურების პროგრამას და 1 მილიონ 200 000 ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამისთვის გაითვალისწინეს.
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსების ზრდა კი ძირითადად ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობას უნდა მოხმარდეს – ამ ნაწილში 3 მილიონ 037 300 ლარი ჩადეს. დარჩენილი თანხა საჩითილე მეურნეობას, მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლებას და სატყეო სააგენტოს ორგანიზაციულ მართვას უნდა მოხმარდეს.
აჭარის განათლების სამინისტროს ნამატი თანხიდან თითქმის ნახევარი – 783 9090 ლარი სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს, კულტურის სამინისტროს კი მილიონი ლარი სასცენო და სამუსიკო ხელოვნების განვითარებისთვის მისცეს.
ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები 2025 წლის დეკემბერში დასრულებული უნდა ყოფილიყო, რაც არ გაკეთდა. მიზეზად კერძო მესაკუთრეებისგან ქონების გამოსყიდვის პროცესის გაჭიანურება სახელდება.
ამ დრომდე არ არის საბოლოო შეთანხმება მიღწეული „ევრო 2000“-თან ქონების გაცვლაზე, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები მაინც დაიწყო.
მერიისა და მშენებელი კომპანიის ბოლო შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადა ამჯერად 2026 წლის 18 დეკემბერია.
„ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის და ფიროსმანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოების დაწყება დღემდე ვერ მოხერხდა, რაც დაკავშირებული იყო აღნიშნული დამაკავშირებელი გზების საპროექტო მონაკვეთებზე არსებული კერძო საკუთრებების გამოსყიდვასთან.
ზემოაღნიშნულ შემაფერხებელ გარემოებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით შემსყიდველმა წერილობით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურს, საიდანაც პასუხად მიღებული იქნა, რომ ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების
[შეერთების] პროექტის ფარგლებში მოხვედრილი კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან ქონების გამოსყიდვის მიზნით ორგანიზაციული ღონისძიებების წარმოება დასკვნით ეტაპზეა.
დღეის მდგომარეობით დარჩენილია შეთანხმება მხოლოდ შპს „ევრო 2000“ -თან, მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილისსხვა მიწის ნაკვეთებში გაცვლასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული გარემოება შესაძლებელს ხდის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოების დაწყებას გამოსყიდულ მონაკვეთებზე, გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდეს 2026 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით“ – წერია ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „ბონდი-2009“-ს შორის 2026 წლის 30 სექტემბრის მხარეთა შეთანხმების დოკუმენტში.
პროექტის მიხედვით საპროექტო ახალი გზა „ევრო 2000“-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე გადის.
საპროექტო გზა „ევრო 2000“-ის ეზოს ნაწილზე გადის და ამ ეზოში მდებარე ერთ-ერთ სტადიონს კვეთს
მერიის სამმართველოსა და „ბონდი-2009“-ს შორის მხარეთა შეთანხმების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევრო 2000“-ს მიწის ნაკვეთი საპროექტო გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ნაკვეთებში უნდა გადაუცვალონ.
საჯარო რეესტრის ღია დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნულ ნაკვეთებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მესაკუთრეების ცვლილებაზე რაიმე წარმოება არ მიმდინარეობს.
მწვანე ფერით – „ევრო 2000“-ის საკუთრებაში არსებული ტერიტორია, რომლის ნაწილზეც ახალი გზა უნდა გავიდეს. წითელი ფერით მონიშნულია ტერიტორია, რომელიც ბათუმის მერიამ „ევრო 2000“-ს უნდა გაუცვალოს
„ევრო 2000“-თან მერია მოლაპარაკებებს გასული წლიდან აწარმოებს, თუმცა, როგორც ჩანს საბოლოო შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწია.
ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის ქუჩების შემაერთებელი გზის მონაკვეთის მშენებლობაზე სამუშაოები კი, როგორც აღვნიშნეთ უკვე დაიწყო.
საპროექტო გზა, რომელიც „ევრო 2000“-ის ეზოს [სტადიონთან] კვეთსფარნავაზ მეფის ქუჩის და ფიროსმანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოებში, მხარეთა 2026 წლის 21 ოქტომბრის შეთანხმებით, მერია „ბონდი-2009“-ს ჯამში 1 317 507 ლარს გადაუხდის.
ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაზე ბათუმის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს.
ამ ჯგუფს 2026 წლის 30 სექტემბერს ვადა ერთხელ უკვე გაუგრძელეს 1 თვით. ვადის ხელახლა გაგრძელებაზე შესაბამისი განკარგულების პროექტი მზადაა და საკითხი საკრებულოს 2026 წლის 30 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.
„მიუხედავად სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის ერთხელ გაგრძელებისა, საკითხის კომპლექსურობისა და შესასწავლ გარემოებათა მოცულობის გათვალისწინებით, დამატებითი დრო აუცილებელია განხორციელებული სამუშაოების შედეგების შეჯამების, შესაბამისი გარემოებების საბოლოო შეფასებისა და სამუშაო ჯგუფის პოზიციის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის განმეორებით გაგრძელება 1 თვით.“ – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი [1,45 მილიონი კვადრატული მეტრი] ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში შექმნილი სამუშაო ჯგუფები განიხილავენ.
ბათუმის საკრებულოში შექმნილმა ჯგუფმა ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა უნდა მოამზადოს. ეს შუამდგომლობა კი შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება.
„ბათუმის აეროპორტი“ ექსპლუატაციის პირობების გარკვეულ ცვლილებებს, მათ შორის მგზავრთა გადაყვანის რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.
აეროპორტში აცხადებენ, რომ ამ ბოლოს ჩატარებული ცვლილებებისა და გაფართოების სამუშაოების შემდეგ ბათუმის აეროპორტი უპრობლემოდ შეძლებს წელიწადში 1 მილიონ 750 ათასი მგზავრის მომსახურებას.
„ბათუმის აეროპორტის“ ინფორმაციით აქამდე ცნობილი იყო, რომ აეროპორტი წლის განმავლობაში 1 200 000 მგზავრს ემსახურებოდა, „რასაც შესაძლოა მიაღწიოს წლის ბოლომდე, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა მოსალოდნელ ზრდაზე მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია, სავარაუდო ზრდის რიცხვია 1 750 000 მგზავრი/წელ. ესე იგი მგზავრთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია 550 000 მგზავრით.“
„აღსანიშნავია, რომ აეროპორტში გასულ წლებში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ცვლილებები ნაწილობრივ მგზავრთა ზრდასთან იყო დაკავშირებული.
ამჟამად მოსალოდნელ ზრდაზე ინფრასტრუქტურული ცვლილებები საჭირო არ არის, შენობები, ტერმინალები და სხვა, მოსალოდნელ მგზავრთა ნაკადს უპრობლემოდ გაატარებს, ხოლო სხვა დანარჩენი დაგეგმილი ცვლილებები მგზავრთა მომსახურების ხარისხის და კომფორტის გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა.
იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც 370 პერსონამდე, ისინი ძირითადად აეროპორტის შეუფერხებელი და ხარისხიანი მომსახურებისთვის დაემატება.“ – წერს „ბათუმის აეროპორტი“ სკრინინგის განცხადებაში, რომლითაც მან გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 19 ოქტომბერს მიმართა.
სკრინინგის პროცედურა აუცილებელია იმ სამუშაოების ჩასატარებლად, რომელიც ბათუმის აეროპორტში დაიგეგმა და სამომამვლოდ უნდა განხორციელდეს. გარემოს სააგენტო კი დაადგენს ამ სამუშაოებისთვის საჭირო იქნება თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] მომზადება.
„ბათუმის აეროპტორტში დაგეგმილი სამუშაოები კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის როგორც მგზავრთა, ისე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გარემოს. დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში იზრდება პერსონალის რაოდენობა, ისინი გადანაწილდებიან და დასაქმდებიან სხვადასხვა ცვლებში რათა მოხდეს აეროპორტის 24-საათიან რეჟიმში ოპერირება, რაც დადებითად აისახება ადგილობრივ სოციალურ გარემოზე.“ – წერს აეროპორტი.
რას გეგმავს ბათუმის აეროპორტი ამჯერად:
„რამპის შენობის მშენებლობა
რამპ ჰენდლინგის სამსახურის თანამშრომლებისთვის დაგეგმილია 2-სართულიანი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. კონსტრუქციულად შენობა წარმოადგენს ლენტურ საძირკველზე დაფუძნებულ ლითონკონსტრუქციას.
ელექტრო ქსელის განახლება, დიზელ-გენერატორის გადატანა და ელექტრო ტექნიკის სატენის/ჩარჯერების მოწყობა
ბაქნის მხარეს არსებული შენობა-ნაგებობების ელექტრომომარაგების გასაუმჯობესებლად დაგეგმილია მათი ახალ ელექტროქსელზე მიერთება – ახალი კაბელგაყვანილობის სამუშაოები და მიერთება ახალ სატრანსფორმატორო კვანძთან, ხელვაჩაურის მიმართულებით. არსებული ქსელები [„ბათუმი-4“ და წყალსადენი/ხელვაჩაურის ხაზი] შენარჩუნდება სათადარიგო რეჟიმში.
ბაქანზე ამჟამად განთავსებული ურნები, ახალი რამპ ჰენდლინგის შენობის მშენებლობის გამო, გადავა აეროდრომის ტერიტორიის ფარგლებში.
ბათუმის ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება
როგორც ცნობილია აეროპორტის ტერიტორაზე არ არსებობდა ცენტრალური, ქ. ბათუმის წყალმომარაგების სისტემა, დაგეგმილია ქალაქის წყლის შემოყვანა. ქალაქის სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენი გადის აეროპორტის სიახლოვეს, სადაც მოხდება მიერთება.
სასმელი წყალი გამოყენებული იქნება მხოლოდ დასალევად; ტექნიკური წყლის მოთხოვნილება [მათ შორის სახანძრო ავტომანქანების ცისტერნები და ჰიდრანტები] კვლავ დაკმაყოფილდება ჭაბურღილის წყლით.
საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა
აეროპორტის საკანალიზაციო სისტემა [საყოფაცხოვრებო ფეკალური მასები] ამჟამად არ არის მიერთებული ქალაქის საკანალიზაციო ქსელზე, ამისათვის მოწყობილია ბიოლოგიური გამწმენდი. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ამ ტერიტორიაზე შესაბამისი სისტემა. საკანალიზაციო ქსელის მოწყობა დაგეგმილია სამომავლოდ, რომლის განვითარების შემდეგ კომპანიას დაგეგმილი აქვს ფეკალური მასები ჩაუშვას ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში.
სანიაღვრე [წვიმის წყალი] სისტემა კი მიერთებულია ქალაქის სანიაღვრე ქსელზე 2012 წლიდან.
1 157 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მოწყობა / არსებული ანგარის მიმდებარედ კომერციული კონტეინერის განთავსება
აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან შენიშვნების წარდგენის ვადად გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 3 ნოემბერია მითითებული.
ბათუმში, კომახიძის N119-ში მდებარე აჭარის მთავრობის შენობიდან, რომელიც მთავრობის განცხადებით „გამაგრებას არ ექვემდებარება“, ავეჯისა და ინვენტარის სხვა მისამართზე გადასატანად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 22 ათასი ლარით ტენდერი გამოაცხადა.
გარკვეულ ავეჯს გადაიტანენ ასევე გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდანაც, სადაც აჭარის განათლების სამინისტროა განთავსებული.
კომახიძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი შენობა, რომელშიც აჭარის ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იყო განთავსებული – თანამშრომლებისგან დაცლილია. სამინისტროები სხვადასხვა შენობებში გადაანაწილეს, ზოგიერთი თანამშრომელი კი ონლაინ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. დაცლილი შენობა „გამაგრებას არ ექვემდებარება და განიხილება ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორის იმავე ადგილზე ახალი შენობის აშენება“.
ზემოთ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში „მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს, საჭიროების შესაბამისად:
ავეჯისა და საოფისე ინვენტარის მომზადება გადასატანად;
საჭიროების შემთხვევაში ავეჯის დაშლა;
დაშლილი და დაუშლელი ავეჯისა და ინვენტარის შეფუთვა/დაცვა ტრანსპორტირების პროცესში;
ავეჯისა და ინვენტარის შენობიდან უსაფრთხოდ გამოტანა, დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებაში, ტრანსპორტირება ქ. ბათუმის ტერიტორიაზე შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, დაშლილი ავეჯის/ინვენტარის აწყობა და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე/ოთახში განთავსება;
მომსახურების დასრულების შემდეგ გამოყენებული შეფუთვის მასალებისა და სამუშაოს შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გატანა;
სხვა ისეთი თანმდევი სამუშაოების შესრულება, რომლებიც აუცილებელია მომსახურების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისთვის“.
გადასატანი ავეჯის ჩამონათვალი / წყარო: ტენდერი
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 2 ნოემბერს და 4 ნოემბერს დასრულდება. მომსახურების გაწევა კი, ტენდერში გამარჯვებულმა სამინისტროს შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე მთავრობის შენობის ავარიულობას, ექსპერტიზამ დასკვნა 2026 წლის ივლისში მოამზადა. სამშენებლო დგარებით შენობის დროებით გამაგრებაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი 17 874 ლარი გადაიხადა უტენდეროდ – გადაუდებელი აუცილებლობით. ხელშეკრულება კომპანია „ანაგთან“ გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობამ ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტის მომზადებაში 8 წლის წინ 542 800 ლარი დახარჯა, თუმცა ეს პროექტი აღარ განუხორციელებია. ამ პროექტით, მაშინდელი გათვლებით ახალი შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარი იყო საჭირო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 576 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 444 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 25 600 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 51 565 ერთეული [+64]
MLRS – 2 232 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 722 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 579 064 ერთეული [+1 855]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 011 ერთეული [+8]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 166 501 ერთეული [+413]
სპეცტექნიკა – 4 852 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 138 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
21 ოქტომბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა აპროტესტებს მდინარე ყოროლისწყალზე ჯებირის მშენებლობის პროცესის გაჭიანურებას.
მოქალაქეების თქმით, ჯებირის მშენებლობა ჯერ კიდევ 4 თვის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.
მოქალაქეები საუბრობენ სამშენებლო უსაფრთხოების დარღვევებზეც. მათი თქმით, ნაპირზე არ არის არცერთი გამაფრთხილებელი ნიშნული და არ არის შემოსაზღვრული. კალაპოტი კი იმდენად ღრმად არის გამოთხრილი, რომ მდინარესთან ახლოს მდებარე სახლებს საძირკველი გამოცლილი აქვს.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ყოროლისწყლის ჯებირის მშენებლობაზე ტენდერი მოგებული აქვს წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი წევრის [„ქართული ოცნება“], ჯეირან ომანაძის კომპანიას, შპს „როსტვერკს“. კომპანიის მეპატრონე „ოცნების“ შემწირველიცაა. მაგალითად 2017-2020-2021 წლებში ჯეირან ომანაძეს 120 000 ლარი აქვს შეწირული „ოცნებისთვის“.
ტენდერი და, შესაბამისად, ხელშეკრულებაც აღნიშნულ კომპანიასთან ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2026 წლის 18 ივნისს გააფორმა 4 551 243 ლარზე.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა 2027 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდია მითითებული.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის კომპანიაზე უკვე გადარიცხულია 217 ათას 384 ლარი.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ჯეირან ომანაძეს და ჰკითხა, რატომ გაჭიანურდა ჯებირის მშენებლობა მდინარე ყოროლისწყალზე და რამდენად არ არის სამშენებლო უსაფრთხოება დაცული დასახლებულ ტერიტორიებთან?
ჯეირან ომანაძის თქმით, „ისინი“, ანუ დამკვეთი „ითხოვს ისეთ რამეს, რომელსაც კონტრაქტორები ვერ შეასრულებენ“.
დეტალების დასაზუსტებლად კი ომანაძემ მისი კომპანიის ქვეკონტრაქტორთან – შპს „ურბან გარდენთან“ გადაგვამისამართა.
კომპანიის წარმომადგენელი, თემურ სახამბერიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამუშაოების შეჩერების მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა, რადგან ის არის მათი ზედამხედველი და ყოველ ჩამოსხმულ 200 მეტრზე მდგრადობის ლაბორატორიულ დასკვნას ითხოვენ.
„ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია“ – ამბობს სახამბერიძე.
„მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ჩავდივართ მიწის ქვემოთ სამ მეტროზე, ქვაბულიდან ამოედინება გრუნტის წყალი, რომელსაც ვერ ვაჩერებთ, რომ ჩავასხათ ბეტონი. სამხარაულის ექსპერტიზა კი არ გვაძლევს წყალში ჩასხმის უფლებას.
მართალია, სამშენებლო პროცესებით არ შეიძლება წყალში ჩასხმა. გადაწყვიტოს საპროექტო ინსტიტუტმა და ახალი მონახაზი გააკეთოს, მოგვწეროს წერილობითაც და მერე მოგვცემთ გაგრძელების უფლებასო.
ვიყავით წინა ხუთშაბათს საპროექტოში, დაგვიხაზეს ახალი ნახაზი, ახალი დამატებითი რაღაცები, დღეს ვიყავით მერიაშიც, ჰყავდათ სამხარაულიც მოყვანილი და შევთანხმდით, რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდეს და ეს გამოსწორდეს როგორმე. თუმცა ერთი საკითხი გვრჩება ღიად, რომელიც თუ არ მოგვარდა, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ“, – ამბობს თემურ სახამბერიძე.
მისი თქმით, პრობლემად დარჩა ბეტონის მარკიანობა.
„იქ მიმითითეს, რომ ბეტონის მარკიანობა უნდა იყოს 200 [ახლა არის 30 მარკა], უნდა იყოს წყალშეუღწევადი, ყინვაგამძლე, რომლის ტესტირებასაც სჭირდება 90 დღე.
მე რომ დღეს ბეტონს ჩავასხამ და აქედან 90 დღე ამის ტესტირებას დაველოდები, ამის საშუალება მე არ მაქვს და არა მგონია სხვა ვინმემაც რომ იმუშაოს.
არ გვიწერენ ხელს მიღება-ჩაბარებაზე და არც თანხას გვირიცხავენ ბოლო ეტაპის, სანამ არ მივიტანთ სამხარაულის დასკვნას მერიაში ბეტონის ყინვაგამძლეობაზე, თან ყოველ ჩასხმაზე, რაც ითხოვს სამ თვეს“, – ამბობს სახამბერიძე.
მოპირდაპირე მხარეს ხომ არის ჯებირი ჩამოსხმული, ამ კომპანიამ როგორ იმუშავა? – ვკითხეთ სახამბერიძეს.
მისი თქმით, ამ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სამხარაულის ექსპერტიზა არ გაუვლია. მაშინ როგორ ჩამოასხა ჯებირი, თუ არ აკმაყოფილებდა სტანდარტს? – ისევ ვკითხეთ თემურ სამხარაძეს.
„მათ სხვა ზედამხედველობა ჰყავდათ. ჩვენ არცერთ ზედამხედველობასთან არ გვაქვს პრობლემა. აქვე ჩხუტუნეთში 3 მლნ-ის ტენდერებს ვაკეთებთ და დავასრულეთ. მოვიტანთ ბოლოს ამ დასკვნას-მეთქი და ესენი ითხოვენ თავში და როგორ გავაკეთო? ვერ ვაკეთებ.
ეს უნდა გაკეთდეს ბოლოში. ანუ, მაგალითად კედელი არის 840 მეტრი, მე გაკეთებული მაქვს 780 და თუ ვარ ბოლო სტადიაში, ვამთავრებ და დარჩენილი მაქვს 80 ან 100 მეტრი, მერე დაიდება მიღება-ჩაბარება, რომელიც მიდის ლაბორატორიაში და იქ კეთდება 90-დღიანი დასკვნა, რომ ბეტონი არის ყინვაგამძლე და მერე მაძლევენ ამ ბოლო ეტაპის თანხას. ეს თავშიც არ მაძლევს ფულს და როგორ უნდა ვიმუშაო აბა?“ – ამბობს თემურ სახამბერიძე.
მისი თქმით, კომპანიას ჩატარებული აქვს 400 000 ლარის სამუშაო. „სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ უნდა მომიწეროს ხელი, რომ შესაბამისობაშია პროექტთან, მაგრამ არ გვიწერს და როგორც ვთქვი, ითხოვს 90 დღიან გამძლეობის ტესტზე დასკვნას“, – გვეუბნება ის.
მას ასევე ვკითხეთ, იყო თუ არა ეს მოთხოვნები ჩადებული სატენდერო პირობებში და თუ არ იყო, რატომ ითხოვენ ახლა. ან თუ იყო, მაშინ როგორ მოიგო ტენდერი თუკი ამ პირობის შესრულება არ შეეძლოთ? რაზეც კომპანიის წარმომადგენელი გვპასუხობს:
„ძალიან ბევრი ტენდერები გვაქვს მოგებული, ძალიან ბევრი კედლები და გზა გვაქვს ნაკეთები და ერთ-ერთი ძლიერი კომპანიაა „როსტვერკი“ საქართველოში და არსად ასეთი მოთხოვნა არ გვქონია.
რომ გვცოდნოდა სამხარაული იყო ზედამხედველობა, საერთოდ არ გამოვიხედავდით აჭარისკენ.
დღეს მერიაში, სამსახურის უფროსმაც გვითხრა, რომ იქნებ შევათანხმოთ როგორმე და ხვალ გეტყვით პასუხსო. თუ არ მოხდა ეს შეთანხმება, ასე ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. საწვავი 5 ლარი გახდა, ათასი პრობლემაა, ეს 400 000 ლარიც არ აგვიღია, ბეტონის და არმატურის ვალი გვაქვს, გაჩერებული ვართ და ასე ვერ გავაგრძელებთ“, – ამბობს თემურ სახამბერიძე.
კომპანიის წარმომადგენელს ვკითხეთ, მდინარეში წყლის შეგუბებაზეც, რაზეც საუბრობდა მოსახლეობა, რომ თუ იქნება ძლიერი წვიმა, შესაძლოა მდინარე იმდენად ადიდდეს, რომ მათი სახლები დაიტბოროს, თუკი არ გაიწმინდება კალაპოტი.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს გამორიცხულია. თუმცა სასურველია, რომ როგორმე გავცდეთ დასახლებულ ადგილს“, – გვეუბნება თემურ სახამბერიძე.
„საპროექტო ორგანიზაცია გვეუბნება ასეთ რამეს, რომ 2024 წელს დავაპროექტეთ ეს ჯებირი და მაშინ იქ, არცერთი სახლი არ არსებობდა. როგორც ჩანს, თვითნებურად აშენებული სახლებია, რადგან მდინარის კალაპოტში, ქვის გაბიონზე სახლის დაშენების უფლებას მათ არავინ არ მისცემდა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიასაც და ჰკითხა, რას აპირებს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა კომპანიასთან კომუნიკაცია და რატომ არ უხდის მერია კომპანიას თანხებს შესრულებულ სამუშაოსთვის?
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს მოთხოვნით, კომპანია, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს, ამჟამად ატარებს ლაბორატორიულ და ყინვამედეგობაზე კვლევებს.
ასევე, რთული რელიეფიდან გამომდინარე, საინჟინრო გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგებიც უნდა წარუდგინოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება სამუშაოების განახლება“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.
თუმცა, კომპანიის წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ყინვამედეგობაზე კვლევას ვერ აკეთებს და სამუშაოების დასრულებამდე ვერც გააკეთებს.
რაც შეეხება ფინანსურ დავალიანებას, მერიიდან ასეთ კომენტარს გვწერენ, – „როცა ზედამხედველი ჩაიბარებს სამუშაოებს, მერია ჩაურიცხავს თანხას“.
წინა ორი დღე სასამართლომ სხვა ოპოზიციური ძალების 11 შუამდგომლობა განიხილა და არც ერთი არ დააკმაყოფილა. ისევ გაუგებარია: კონკრეტულად რის საფუძველზე ითხოვს ამა თუ იმ პარტიის აკრძალვას „ოცნება“. მეტიც, ეს გაურკვეველია მოსამართლე ევა გოცირიძისთვისაც, რომელმაც „ოცნებას“ მოსთხოვა დაკონკრეტება, ვისთან რა „სამდურავი“ გაქვთო.
დღევანდელ სხდომაზე პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ სხდომის გადადება მოითხოვა – მოპასუხეს შესაგებლის წარმოდგენისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა არ მისცეს. ოპოზიციის გაუქმების მოთხოვნით „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 2026 წლის 13 ოქტომბერს მიიღო არსებითად განსახილველად, განხილვები კი, 21 ოქტომბერს დაიწყო.
მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის საფუძველზე შეეძლო შეემცირებინა კონკრეტულ შემთხვევაში ერთთვიანი ვადა შესაგებლის წარსადგენად, თუმცა ბერდია სიჭინავა – „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მიუთითებს, რომ სასამართლოს ეს ვადა არ შეუმცირებია და არ უთქვამს, რომ მაგალითად, პარტიებს 1 კვირაში უნდა წარედგინათ შესაგებელი.
„ეს არღვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს“ – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. „სამართლიანი სასამართლოს უფლება“ კი, ევროკონვენციით დაცული უფლებაცაა.
შუამდგომლობის საპასუხოდ „ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა „არ აფერხებს პროცესს“ და, მაგალითად, პარლამენტი, რომელიც ხშირად მოპასუხე მხარეა საკონსტიტუციო სასამართლოში, შესაგებლის წარმოდგენის უფლებით სხვა საქმეებზე არც კი სარგებლობს.
ბერდია სიჭინავა „ოცნების“ დეპუტატს მიუბრუნდა და უთხრა, რომ შესაგებლის წარდგენისთვის განსაზღვრული ერთთვიანი ვადა უნდა ამოიწუროს: იქნებ მხარეს სურს წერილობით ჩამოაყალიბოს საკუთარი პასუხი?
პლენუმი ამ შუამდგომლობაზე სამსჯელოდ სათათბირო ოთახში გავიდა, ანუ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ადგილზე აღარ უთათბირიათ.
დაახლოებით ნახევარი საათი პლენუმს დასჭირდა იმისთვის, რომ ეთქვა, რაც მანამდე გვითხრა არჩილ გორდულაძემ: შესაგებლის წარმოუდგენლობა „არ აფერხებს საქმის განხილვასო“.
ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს რევაზ ნადარაიამ, პლენუმის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ გახარიას პარტია საქმის გაჭიანურებას ცდილობს.
რევაზ ნადარაიამ სიამაყით გამოაცხადა ისიც, რომ „პლენუმი ერთსულოვანი იყო“, თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ მოსამართლეების პოზიციები ურთიერთგამომრიცხავია: მაგალითად, მოსამართლე ვასილ როინიშვილმა თქვა: „საქმის განხილვა როცა იწყება, მერე აღარ ხდება შესაგებლის წარმოდგენა“, მოსამართლე ევა გოცირიძემ კი, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს უთხრა, პროცესი გრძელდება და ნებისმიერ დროს შეიძლება ნებისმიერი წერილობითი მოსაზრება შემოიტანოთო.
„სასამართლო მას გაეცნობა, ნუ შეშინდებით ამით… თქვენ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომ კარგად მომზადებული ხართ,“ – განაცხადა ევა გოცირიძემ და მხარეს მიანიშნა, რომ სარჩელი ოპოზიციის გაუქმებაზე „ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში.
მნიშვნელოვანია, რომ გახარიას პარტია სარჩელის ბოლო ვერსიაში დაამატა „ოცნებამ“ იმ პარტიების ჩამონათვალს, რომელთა აკრძალვასაც ითხოვს.
„სარჩელი რა ვალდებული ვარ, რომ წარმოებაში მიუღებელი დამემუშავებინა?“ – იკითხა ნიკა გვარამიამ, პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მოსამართლეებმა ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.
„სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღეთ 13 ოქტომბერს, თქვენ ამბობთ, რომ ნებისმიერ დროს, ამ 1 თვის ვადაში, შემიძლია წარმოვადგინო შესაგებელი, მაგალითად, წარმოვადგინე 29-ე დღეს და თქვენ ამ დროს უკვე მიღებული გაქვთ საბოლოო გადაწყვეტილება, ამით ჩემი უფლება არ დაირღვევა?“ – მოსამართლეებს ამჯერად ანი ბუჩუკურმა დაუსვა შეკითხვა, ის პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერია.
„არა,“ – პლენუმის თავმჯდომარის ხმას კატეგორიულობა დაეტყო.
„გასაგებია,“ – მხოლოდ ამის თქმა მიჩნია საჭიროდ ბუჩუკურმა.
„გადაწყვეტილია უკვე ეს საკითხი,“ – დისკუსიის ამოწურვა ამჯობინა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.
„რვათვიანი ვადა ფაქტობრივად მოგვპარა სასამართლომ და ჩაიდო ჯიბეში იმიტომ, რომ ეჩქარებათ ამ პროცესის დამთავრება… პლენუმმა ამ გადაწყვეტილებით პლენუმის მიერ მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში,“ – გვითხრა სხდომის დასრულების შემდეგ ბერდია სიჭინავამ, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
იგი მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში არ წყდება პარტიების აკრძალვის საკითხი“ და ამ ეტაპზე არც ერთმა მოსამართლემ არ იცის, რა გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. „ეს იცის მხოლოდ ერთმა ადამიანმა,“ – ამბობს ბერდია სიჭინავა.
გახარიას პარტიამ დღევანდელ სხდომაზე ივანიშვილიდან დაწყებული, მდინარაძით დასრულებული – „ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების სასამართლოში წარმოდგენაც მოითხოვა, იმ ადამიანების, რომლებიც 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ გახარიაზე „გამიჯნული კი არა, გამიჯნურებულები იყვნენ“. ეს ფრაზა ახსენა ბერდია სიჭინავამ სხდომაზეც, რის გამოც დარბაზში გაეცინათ.
„რატომ უნდა გადადგეს გახარია, მაგარი კაციაო, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა ამას,“ – „ოცნების“ დეპუტატებს მიუბრუნდა ბერდია სიჭინავა, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. მან ივანიშვილის და მისი დაჯგუფების სხვა წევრების კონკრეტული განცხადებები გაიხსენა, რომლებმაც 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ გახარია პრემიერად დანიშნეს და ადიდებდნენ.
სიჭინავამ ყურადღება გაამახვილა იმ განცხადებებსა და დოკუმენტებზეც, სადაც ჩორჩანას ეპიზოდში „ოცნებიდან“ არავინ გამიჯვნია გახარიას.
„გამოდის, რომ „ოცნებას“ თვითლიკვიდაციის განცხადება უნდა გაეკეთებინა,“ – ირონია დაეტყო ბერდია სიჭინავას და ისევ „ოცნების“ წარმომადგენლებს გახედა.
გახარიას პარტიის წარმომადგენლის თქმით, „ოცნების“ სარჩელში მითითებულია, რომ გახარიას პარტია არ გაემიჯნა გიორგი გახარიას 2019 წლის საქმიანობას.
„2019 წელს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანიშვილის ხელმოწერით იქნა წარდგენილი. შესაბამისად, სასამართლოზე მოწმედ უნდა დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, რომლის წარდგენითაც ორჯერ გახდა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი და არ გამიჯვნია არც ჩორჩანის საგუშაგოს და არც 20 ივნისს.
ბატონი კახა კალაძე, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი იყო და არ გამიჯვნია ამ საკითხებს.
ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც, ერთ-ერთი ავტორიც კი იყო 20 ივნისს განვითარებული უბედურების, რომლის შემდეგაც გიორგი გახარია წარდგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მას საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა…“ – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
„ძალიან კარგად გაგიგიათ, რაც მოგემართებათ,“ – ნიშნის მოგებასავით გამოუვიდა ნათქვამი პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას.
ბერდია სიჭინავამ მოსამართლეს უთხრა, რომ სარჩელში საძებარია, ვის რას ედავებიან და კონკრეტული აღწერა არ გვხვდება. ბერდია სიჭინავამ აქვე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილება მოითხოვა – მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა 22 ოქტომბრის სხდომაზე თქვა, რომ „ოცნების“ სარჩელში ყველაფერი გასაგებიაო.
პლენუმმა არც მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რაც შეეხება ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების დაბარებას, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ ბოლო, ანუ რიგით მე-14 შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას პლენუმი ორშაბათს გამოაცხადებს, როცა სასამართლოს სხდომები განახლდება.
თუ პლენუმი ივანიშვილის და მისი დაჯგუფების წარმოდგენის შესახებ ბოლო, მე-14 შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, გამოდის, რომ სასამართლოს გამოსაკითხი არ ჰყავს მოწმე, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს რომელიმე გარემოებას, რის გამოც „ოცნება“ ქვეყანაში ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს. თავად „ოცნება“ მოწმეების წარმოდგენას არ ითხოვს. მისი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა.
სამი დღეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც “ქართული ოცნება” 5 პოლიტიკური პარტიის გაუქმებას ითხოვს.
კონსტიტუციონალისტები და იურისტები, ასევე მოსარჩელე მხარეები, ერთხმად თანხმდებიან, რომ თუკი სასარჩელო მოთხოვნას დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არა მხოლოდ პარტიებს გააუქმებს, არამედ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“ბათუმელები” ესაუბრა იურისტ მიხეილ შარაშიძეს მოსალოდნელ საფრთხეებზე. მიხეილ შარაშიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წლების განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იყო.
ბატონო მიხეილ,რა სამართლებრივ და პოლიტიკურ საფრთხეებს შეიცავს სარჩელის ის ნაწილი, რომელიც 2004–2008 წლების სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებას ეხება?
სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურად მიმაჩნია, ჰქვია: „2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენები“.
თუმცა იგი არა იმდენად კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არამედ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების (2004-2008 წლებში) მიერ განხორციელებული პოლიტიკის შეფასების მცდელობაა. ანუ მისი კონსტიტუციურობის დადგენა არის მოთხოვნილი საკონსტიტუციო სასამართლოში.
ეს მიმაჩნია სერიოზულ საფრთხედ და ერთი წინადადებით შეიძლება შეფასდეს როგორც ამ დაკარგულ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილი სტატუს-კვოს ერთგვარი დაკანონების საფრთხე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან.
საქმე ისაა, რომ სარჩელში წარმოდგენილი პრეტენზიებისა და შეფასებების გაზიარებამ სასამართლოს მხრიდან, რომლებიც ზუსტად ჩემ მიერ დასახელებულ პერიოდს შეეხება, შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ფაქტების სასამართლო წესით დადასტურება, რაც, ჩემი აზრით, შესაძლოა, აბსოლუტურად არ შედიოდეს საქართველოს ინტერესებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გაცხადებული პოლიტიკის ინტერესებში.
პირველი მაგალითი, რაც შეიძლება დავასახელოთ, არის მოსარჩელის მკაფიო შეფასება, რომ 2007 წელს საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სამაჩაბლოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საქართველოს კონტროლი ვრცელდებოდა, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნით სამართლებრივად აღადგინა 1990 წელს გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები. მოსარჩელე ამას სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეშ ღალატად აფასებს.
უნდა ითქვას, რომ ეს ფორმულირება, თითქოს აღნიშნული მოქმედება ყოფილი ოლქის საზღვრების სამართლებრივ აღდგენას წარმოადგენდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
რეალურად 2007 წელს მიღებული კანონის საფუძველზე შექმნილი დროებითი ერთეული არ შეიძლება გაუთანაბრდეს იმ ყოფილი ოლქის აღდგენას.
ეს იყო ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ერთეული, მუნიციპალიტეტის მსგავსი, და არა პოლიტიკურ-სამართლებრივი სუბიექტი, როგორიცაა, მაგალითად, ავტონომიური ოლქი ან ავტონომიური რესპუბლიკა.
საგულისხმოა ისიც, რომ თუ ეს მოქმედება, როგორც სარჩელშია შეფასებული, სახელმწიფო ინტერესების ღალატი იყო, საინტერესოა თავად ამ კანონის ბედიც.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომელიც 2012 წელს მოვიდა, ეს კანონი არათუ არ გააუქმა, არამედ 13 წლის განმავლობაში იყენებდა მას.
მაგალითად, 2013 წელს მასში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მმართველობის ფორმის ცვლილებით იყო გამოწვეული, როდესაც საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან უფრო საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავედით. პირიქით, გაძლიერდა მთავრობის ხელმძღვანელის როლი ამ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესში.
ეს კანონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2025 წლის 17 დეკემბერს გამოცხადდა პარლამენტის მიერ ძალადაკარგულად, მას შემდეგ, რაც თითქმის თვენახევარი იყო გასული პარტიების აკრძალვის შესახებ პირველი კონსტიტუციური სარჩელის შეტანიდან.
საინტერესოა ისიც, თუ რა მიუთითა პარლამენტმა ამ კანონის გაუქმების საფუძვლად.
კანონი, როგორც წესი, უქმდება ახალი კანონის მიღებით. ამ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათში პარლამენტის წევრები, რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ, აღნიშნავენ, რომ ეს კანონი, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თითქმის 13 წელი მოქმედებდა და რომელსაც თავადაც იყენებდნენ, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.
დასახელებულია კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი. ეს ის ნორმაა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი უნდა გადაწყდეს კონსტიტუციური კანონით მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. ანუ ისინი ამბობენ, რომ დროებითი ადმინისტრაციის შექმნა ამ კონსტიტუციურ ნორმას ეწინააღმდეგებოდა.
საინტერესო რა არის, იცით? კონსტიტუციურ სარჩელში ამ არაკონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობა საერთოდ არ არის წარმოდგენილი და საკითხი უბრალოდ შეფასებულია როგორც სახელმწიფო ინტერესების ღალატი.
პრინციპში, სასამართლო თუ გაიზიარებს ამ შეფასებას, პრაქტიკულად ის სასამართლო წესით დაადგენს, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივად აღადგინა გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები და, შესაბამისად, გადადგა ნაბიჯი ამ ოლქის აღდგენის მიმართულებით.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ეს მართლაც ასე იყო ან ასე განიმარტებოდა, იცით, რა არის? ცოტა გაუგებარია, რატომ მოხდა ამ კანონის 2025 წელს უბრალოდ გაუქმება და არ მოხდა, მაგალითად, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრების მხრიდან ამ კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში, მით უმეტეს, თუ ისინი თვლიდნენ, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.
ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო კანონს განიხილავდა და, თუ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებდა, მაშინ თავად ის საკითხიც, რომელზეც სარჩელშია საუბარი, ამ საზღვრების სამართლებრივი აღდგენის საკითხი, არაკონსტიტუციურად გამოცხადდებოდა.
პრინციპში, ეს გარკვეული წითელი ხაზი იქნებოდა ჩვენი მხარისთვის რუსეთის მოთხოვნასთან, მაგალითად, საზღვრების დელიმიტაციასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენს მხარეს შეეძლებოდა ეთქვა, რომ ვერ მოახდენდა იმ საზღვრების დელიმიტაციას, რომელთა არსებობაც ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ, უმაღლესმა საკონსტიტუციო ინსტიტუტმა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
რადგან არსებობს მცდელობა, რომ კონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის ფარგლებში სასამართლომ დაადასტუროს ეს საკითხი, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივად აღადგინა ეს საზღვრები, ეს გარკვეულწილად ქმნის იმის, მინიმუმ, პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძველს, რომ, პირობითად, თუ რუსეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ამ დელიმიტაციაზე საუბარი დაიწყო, ხელისუფლებამ თქვას: „იცით რა, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ წინა ხელისუფლებამ ეს საზღვრები სამართლებრივად აღადგინა და მე უბრალოდ იძულებული ვარ, ამ რეალობას შევეგუო და, ასე ვთქვათ, შემდეგი ნაბიჯი გადავდგა“.
ასეთი საფრთხის შემცველია ეს საკითხი.
თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ ეს საზღვრები სამართლებრივად აღდგა, ეს, ბუნებრივია, გარკვეულ საფუძველს, თუნდაც სამართლებრივ საფუძველს, შეუქმნის რუსეთის მხარეს, რომ თქვას: „დიახ, ეს ის საზღვრებია, რომლებიც სამართლებრივად აღადგინეთ, და სწორედ მათ დელიმიტაციას ვითხოვ“.
საკონსტიტუციო სარჩელში, რომელსაც ხელს 88 დეპუტატი აწერს, წერია ასეთი რამ: „2006 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საქართველოს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული არაკონსტიტუციური არჩევნები, სადაც აირჩა ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მის დაქვემდებარებაში შეიქმნა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა, რომლის წევრებიც მინისტრებად იწოდებოდნენ. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია შესძინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო“. რამდენადაც ცნობილია ეს ასე არ ყოფილა და არჩევნები სახელმწიფოს არ ჩაუტარებია. რა მოხდა რეალურად?
ასევე, არ უღიარებია ამ არჩევნების შედეგად არჩეული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინსტიტუტი.
სარჩელში კი 2006 წელს ჩატარებული ალტერნატიული არჩევნები ისეა წარმოდგენილი, თითქოს სახელმწიფომ თვითონ ჩაატარა ეს არჩევნები და ოფიციალურად მისცა ლეგიტიმაცია ამ სეპარატისტულ არჩევნებს, რასაც სინამდვილეში ლეგიტიმაცია არ მიუღია.
სარჩელში ნათქვამია, რომ არჩეული იქნა პრეზიდენტი, რომლის კაბინეტის წევრებსაც მინისტრები ეწოდებოდათ და ასე შემდეგ. თუმცა ეს სახელმწიფოს არ უღიარებია.
დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა და მისი მმართველობითი ადმინისტრაცია ჩამოყალიბდა, სანაკოევი ამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა და არა პრეზიდენტად, როგორც ამას კონსტიტუციური სარჩელი წარმოაჩენს.
სხვათა შორის, კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის მსჯელობა ამ საკითხზე. რამდენადაც გადავამოწმე, არც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია ამაზე მსჯელობა.
ამ კენჭისყრასთან ერთად, რომელშიც, ასე ვთქვათ, კოკოითის ალტერნატიული წარმომადგენლობა უნდა აერჩიათ, არაფორმალური რეფერენდუმიც ჩატარდა. სარეფერენდუმო კითხვა ეხებოდა იმას, თანახმა იყო თუ არა მოსახლეობა, რომ ეს რეგიონი საქართველოს ერთიან სახელმწიფოში, საქართველოში, ყოფილიყო.
რეფერენდუმში მონაწილეობა მხოლოდ ქართველებს არ მიუღიათ. ოსურ სოფლებშიც ჩატარდა როგორც გამოკითხვა, ისე არჩევნები. რეფერენდუმის კითხვაზეც აბსოლუტური უმრავლესობა დადებით პასუხს იძლეოდა.
თუმცა ამის შესახებ არც სარჩელში და არც კომისიის დასკვნაში არაფერია ნათქვამი.
საკითხი ისეა წარმოდგენილი, თითქოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ სეპარატისტულ არჩევნებს და, შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგად არჩეულ ხელმძღვანელს ლეგიტიმაცია მიანიჭა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს კონსტიტუციურ სარჩელში მოცემული ფორმულირებით გაიზიარებს, გამოვა, რომ სასამართლო დაადასტურებს შემდეგს: სახელმწიფოს მაშინდელმა ხელისუფლებამ იმ ტერიტორიაზე, სადაც სეპარატისტული, არაკონსტიტუციური არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტი აირჩია, რომლის კაბინეტის წევრებსაც მინისტრები ეწოდებოდათ.
ესეც გარკვეულ რისკებს შეიცავს. ჩვენი სასამართლოს მხრიდან ამის დადასტურება, ბუნებრივია, გარკვეულ საფრთხეებს ქმნის. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ გაუქმებული ოლქის საზღვრები სამართლებრივად აღდგა და, ამასთანავე, მისი პოლიტიკური სუბიექტობაც აღიარებულ იქნა იმ თვალსაზრისით, რომ იქ არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმაცია მიენიჭა, ეს უკვე ქმნის ისეთი პოლიტიკური სუბიექტის არსებობის სამართლებრივ საფუძველს, რომელსაც საკუთარი საზღვრები და ხელმძღვანელობა აქვს და რომლის ლეგიტიმაციაც ჩვენმა ხელისუფლებამ ცნო.
არ მიმაჩნია, რომ ეს მაინცადამაინც კარგი პოზიციაა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთის მოთხოვნებს შორის არის ისიც, რომ ქართულმა მხარემ ამ სუბიექტებთან, სეპარატისტულ სუბიექტებთან, ცხინვალსა და სოხუმთან, საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებები აიღოს, მაგალითად, ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
ეს საფუძველს ქმნის, იმიტომ, რომ ხელისუფლება იტყვის: „წინა ხელისუფლებამ აღადგინა სამართლებრივი საზღვრები, მან ცნო მათი ლეგიტიმაცია და მე უბრალოდ იძულებული ვარ, ვაღიარო ეს რეალობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა და აი, ამაში საკონსტიტუციო სასამართლოც მეთანხმება. უფრო სწორად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ვახდენ ამას, რომელმაც დაადასტურა როგორც ერთი, ისე მეორე საკითხი“.
ყოველ შემთხვევაში, ეს გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტი ჩამოყალიბდეს. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს.
88 დეპუტატი აწერს პარტიების ასაკრძალ საკონსტიტუციო სარჩელს ხელს. თქვენი აზრით, რატომ არის ამ სარჩელში ასეთი აშკარა, ადვილად გადამოწმებადი შეცდომები დაშვებული? მაგალითად, ის, რომ ალტერნატიული არჩევნები მაშინდელ საქართველოს ხელისუფლებას არ ჩაუტარებია და არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა, ღია წყაროებითაც კი ადვილად გადამოწმებადია. მაშ რა მიზანი ჰქონდათ ამ დეპუტატებს?
ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე. მე ვერ გეტყვით, რა იყო განზრახვა და რა არის მიზანი, მაგრამ შეიძლება სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე რაღაც დასკვნის გაკეთება, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს.
არსებული სტატუს-კვოს დაკანონება შეიძლება იყოს მიზანი. სამართლებრივად აღიარება და ახალი პოლიტიკის განსახორციელებლად და ჩამოსაყალიბებლად გარკვეული კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლის შექმნა შეიძლება იყოს ამის მიზანი.
ჩემი აზრით ხელისუფლებას შეეძლო 2007 წელს მიღებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაესაჩივრებინა, სადაც სასამართლო იტყოდა, რომ საზღვრების აღდგენა არაკონსტიტუციურია.
ახლა კი, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ასეთი მოქმედებები არ განხორციელებულა, არ ვიცი, რამდენად კარგი და დადებითი დასკვნის გაკეთება შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის თვალსაზრისით.
ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ამ პოლიტიკის შეცვლის საფუძველი გახდეს.
ჩვენ კი ამ დაკანონებულ რეალობაზე უკეთესი პირობების მოთხოვნის შესაძლებლობა სამართლებრივად შეგვიმცირდება. იმიტომ, რომ რუსეთს ყოველთვის ექნება იმის შესაძლებლობა, თქვას: „ეს თქვენი საკონსტიტუციო სასამართლო არ იყო, რომელმაც ეს ფაქტები დაადგინა?“
სხვათა შორის, 2008 წლის ომი წარმოდგენილია ამ პოლიტიკის კულმინაციად და რაღაცნაირად ისეა შეფასებული, თითქოს რუსეთის რეაქცია საქართველოს მხრიდან რეგიონზე თავდასხმაზე საპასუხო რეაქცია იყო. ანუ რუსეთის საპასუხო რეაქცია.
თუ ამას სასამართლო გაიზიარებს, რომ თითქოს წინა ხელისუფლებამ ამით ხელი შეუწყო სახელმწიფოს ოკუპაციას და ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას, სასამართლო ამით იტყვის, რომ წინა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ოკუპაციას.
რუსეთი ისე წარმოაჩენს, თითქოს რუსეთის ინტერვენცია არ ყოფილა ინტერვენციის ან ოკუპაციის დამოუკიდებელი აქტი, არამედ იყო საქართველოს მილიტარისტული, პროვოკაციული პოლიტიკის შედეგი და თითქოს რუსეთი შემდეგ ჩაერთო ამ კონფლიქტში. ამით გარკვეულწილად მოხდება რუსეთის გაყვანა, როგორც კონფლიქტის მხარის.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთი ამბობს: „თქვენ დასხედით და ერთმანეთის წინაშე აიღეთ, მაგალითად, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და ა.შ. მე კი არ უნდა ავიღო ეს ვალდებულება, იმიტომ, რომ კონფლიქტის მხარე არ ვარ, მე შემდეგ ჩავერთე, როგორც მშვიდობისთვის იძულების ღონისძიებების გამტარებელი“, – ასეთი საფრთხეც არსებობს.
მით უმეტეს, თუ სასამართლო იტყვის, რომ “მაშინდელმა ხელისუფლებამ ოკუპაციასთან მიმართებით ოკუპანტის პოლიტიკური პოზიციები გაამყარა”, ამის დადასტურება სასამართლოს მხრიდან პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეეძლება თქვას: „იცი რა, მე კი არა, წინა ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, სადაც ამ ოკუპაციის პოლიტიკური პოზიციები გამყარდა“.
სარჩელში საუბარია, რომ 2004-2008 წლებში მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ დააზიანა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასეთი მსჯელობის ჩადებაც საფრთხის შემცველია: თითქოს მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა დაზიანდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა და, ბუნებრივია, მგონი, ყველა თანხმდება დღეს საქართველოში, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს, ეს ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ეს აქციოს კონსტიტუციურ შეზღუდვად, კონსტიტუციურ ვალდებულებად, ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენად. ამან კი შეიძლება მართლაც შექმნას სოხუმთან და ცხინვალთან იმ ხელშეკრულებების გაფორმების სამართლებრივი წინაპირობა, რასაც რუსეთი გვთხოვს.
ამიტომ არ ვიცი, ეს საკმაოდ საფრთხის შემცველი შეფასებებია.
ჩემთვის კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ პარტიების აკრძალვის სამართალწარმოებაში ასეთი საკითხების შემოტანა, რომლებიც შეეხება არა პარტიას, არამედ სახელმწიფოს გადაწყვეტილებების პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შეფასებას, ჯერ ერთი, სამართლებრივადაც არ არის სწორი, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო ისტორიული სიმართლის დამდგენი მექანიზმი არ არის და ეს სცდება მის კომპეტენციას.
მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი საერთოდ დასაშვებადაც არ უნდა ეცნო საკონსტიტუციო სასამართლოს, იმიტომ, რომ ის წმინდა პოლიტიკურ შეფასებებში შეიჭრება და ძალიან საშიშ პრეცედენტს შექმნის.
როგორ ხედავთ იმ 7 მოსამართლის ისტორიულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, ვინც საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს?
იცით რა არის, რასაც მე ვსაუბრობ, ეს არ არის უბრალოდ ჩემი აზრი და ჩემი შეფასება. მე ვცდილობ, იურიდიული განმარტების მეთოდების გამოყენებით წავიკითხო ის, რაც ამ ტექსტში წერია.
მისი შინაარსი მხოლოდ იმიტომ არის ცალსახა, რომ სასამართლო თუ გაიზიარებს ამ პოზიციას, ესე იგი იტყვის: დიახ, სამართლებრივად აღდგა; დიახ, ლეგიტიმაცია მოხდა; დიახ, პოლიტიკური პოზიციები გამყარდა. ეს უნდა თქვას, სხვანაირად ამ სარჩელის ამ ნაწილს ვერ დააკმაყოფილებს.
ამიტომ არ ვიცი, ეს უდავოდ იქნება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ბუნებრივია, ეს პასუხისმგებლობა დადგება. მე არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ ან სხვა სახის პასუხისმგებლობას, მაგრამ ის პასუხისმგებლობა, რომ შენ ასეთი გადაწყვეტილება მიიღე, ეს ისტორიული, პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. მინიმუმ, ისტორიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ამ მოსამართლეებზე იქნება, იმიტომ. რომ ყველა მოსამართლე პასუხისმგებელია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც იღებს და რომელსაც ხელს აწერს.
შეგიძლიათ თუ არა გაიხსენოთ ბავშვები, რომლებსაც პირადად არ იცნობთ, არც თქვენი ნათესავების ან მეგობრების შვილები არიან, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად იგებთ?
ე.წ. ინფლუენსერი ბავშვები სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან სოციალურ ქსელებში. ესენი არიან ბავშვები, რომელთა მონაწილეობით ვიდეოებს ხშირად მათი მშობლები იღებენ და ავრცელებენ. ამ ვიდეოებს ათობით, ასობით, ზოგჯერ კი ათასობით ნახვა, „მოწონება“ და კომენტარი აქვს.
ცხადია, ამ ბავშვების აუდიტორიის მასშტაბი განსხვავებულია – ზოგი სხვებთან შედარებით უფრო მეტად პოპულარულია,ზოგი – ნაკლებად. თუმცა, მუდმივად მზარდია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთა ყოველდღიურობა კამერების წინ ვითარდება, მათ შესახებ პერსონალური ინფორმაცია კი უამრავი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი.
სპეციალისტების შეფასებით, გარდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა, მსგავსმა აქტივობებმა შესაძლოა შეაფერხოს ბავშვთა ბუნებრივი განვითარება და პრობლემები შეუქმნას რეალურ, პირისპირ ურთიერთობებს როგორც თანატოლებთან, ისე შემდეგ, ზრდასრულ ასაკში.
„ბაღში, სადაც არის ასაკის შესაფერისი, განვითარებაზე ორიენტირებული უამრავი სათამაშო, გვაქვს უამრავი აქტივობა, ბავშვებმა დაიწყეს იზოლირებულად სათამაშო ტელეფონის ან ტელეფონთან მიმსგავსებული ნივთის დადგმა და მის წინ ვიზუალიზაციები, მოდელირება და ცეკვების ინსცენირებები. ეს არ მიიქცევდა ჩემს ყურადღებას, მხოლოდ ერთი და ორი შემთხვევა რომ ყოფილიყო.
გასაუბრებისას ვიგებდი, რომ მშობელს ჰქონდა ტიკტოკი, ან თავად ბავშვსაც ჰქონდა უკვე სოციალური ქსელი, სადაც მსგავს ვიდეოებს ტვირთავდნენ. შემდეგ, ყურში მომხვდა, როგორ საუბრობდნენ, რომ დედას ამდენი გამომწერი ჰყავს, რომ, აი, ჩემს ვიდეოს ბევრი ლაიქი ჰქონდა და ა.შ. ისეთ საკითხებზე აკეთებენ აქცენტებს, რაც ბაღის ასაკის ბავშვისთვის არაბუნებრივია“, – გვიყვება სპეციალური განათლების მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი, მარიამ ელიაშვილი.
ის მუშაობს ორ საჯარო სკოლაში, ერთ საჯარო ბაღში და ყოველდღიური შეხება აქვს 2-დან 17-18 წლამდე ბავშვებთან. მარიამი პირადი პრაქტიკის საფუძველზე ამბობს, რომ სულ უფრო იზრდება ბავშვების ინტერესი, გამოჩნდნენ და გახდნენ პოპულარულები სოციალურ ქსელში. ის ამბობს, რომ სოციალურ ქსელში აქტიური ბავშვები მათთვის ჩვეულ და ბუნებრივ აქტივობებსაც კი იმ გათვლით აკეთებენ, როგორ გამოჩნდება ეს სხვების თვალში.
მარიამ ელიაშვილი – ბავშვთა ფსიქოლოგი და სპეციალური განათლების მასწავლებელი
„უკვე მერამდენე შემთხვევა მქონდა, როცა ბავშვმა მითხრა, „ანბოქსინგი გავაკეთეო“ [საჩუქრის/შენაძენის გახსნა და დათვალიერება]. ახალი წელია, სხვა რამე დღესასწაული, დაბადების დღე თუ უბრალოდ, საჩუქარი, ამის ანბოქსინგს აკეთებენ. მე რაც მისწავლია ბავშვთა ფსიქოლოგიის შესახებ და მაქვს ამდენწლიანი პრაქტიკა, რაც თავად გამივლია ბავშვობაში, მგონია, რომ როცა ბავშვი საჩუქარს იღებს, უნდა გაბდღვნას და დატკბეს საჩუქრით. ამ დროს რა ხდება? ბავშვი ითმენს, არ ხსნის საჩუქარს და იცლის იმისთვის, რომ დაიდოს ტელეფონი წინ, ჩართოს, გაიპრანჭოს კამერის წინ და გააკეთოს ანბოქსინგი.
ყველა ჯერზე, როცა ეს მითხრეს, დავინტერესდი, სად მიდიოდა ეს ვიდეოები. ერთმა მითხრა, რომ დედას ფეისბუქზე ტვირთავდა, მეორეს თვითონ ჰქონდა ფეისბუქი, მესამეს ტიკტოკი ჰქონდა ა.შ. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის ვიდეოს გადაღება საკუთარი სიამოვნებისთვის, ის გამიზნულია აუდიტორიისთვის.
მესმის, რომ ციფრულად ვითარდება სამყარო. რიკტაფელას რომ თამაშობდა ადრე ბავშვი, დღეს არც იცის რიკტაფელა რას ნიშნავს. ბუნებრივია, რომ ბავშვის თამაშებიც შეიცვლება, მაგრამ პრობლემაა, რომ ბავშვის აქცენტი შინაგანი მოტივაციიდან გადადის გარეგან სტიმულებზე.
შინაგანი მოტივაცია ჩემი, თქვენი და ყველასი, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვის, უნდა ეფუძნებოდეს იმას, რომ მე ამა თუ იმ საქმიანობით განვიცდი სიამოვნებას, მიხარია ამ აქტივობის დაგეგმვა, განხორციელება, მიხარია, რომ შედეგს ვხედავ და ა.შ. და არა ის, თუ როგორ ჩანს ეს ყველაფერი გარედან.
რა თქმა უნდა, გარედან დანახვის მომენტი ყოველთვის იქნება, მაგრამ ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი იყოს მისი შინაგანი მოტივაცია.
ბავშვი, რომელიც მეუბნება, რომ მე „ანბოქსინგი გავაკეთე“ და ამ ვიდეოს ჰქონდა 15 ლაიქი, ან 1500 – არ აქვს მნიშვნელობა, აქ მე ვერ ვხედავ ამ ბავშვის შინაგან მოტივაციას. მე გელაპარაკებით ბავშვებზე, რომლებიც აბსოლუტურად არაცნობილი ოჯახიდან არიან, გარშემოც არავინ ჰყავთ ცნობილი“, – გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას მარიამ ელიაშვილი.
შინაგან და გარეგან მოტივაციებს შორის ბალანსის რღვევაზე ამახვილებს ყურადღებას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნატა მეფარიშვილიც. ის განმარტავს, რომ ბავშვების ქცევების დიდი ნაწილი ყალიბდება წამახალისებელ ფაქტორებზე რეაგირების შედეგად. როცა ამგვარ წახალისებას ბავშვი სოციალურ ქსელში, მისთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან იღებს, რაც აბსოლუტურად უკონტროლო და არაპროგნოზირებადი ფაქტორია, ბუნებრივად სუსტდება მისი შინაგანი მოტივაცია.
„ბავშვი ბუნებრივად ელოდება შექებას ნაცნობი გარემოსგან – მშობელი, პედაგოგი, თანატოლი და ა.შ. ამ შემთხვევებში წახალისებულ ქცევას გამეორების ტენდენცია აქვს. სოციალური ქსელიდან მიღებული შექება უცხო ადამიანებისგან მოდის. ეს ასუსტებს ავტონომიის განცდას. გარეგან მოტივატორებზე, „მოწონებებზე“ ხანგრძლივი დამოკიდებულება თანდათან ამცირებს შინაგან მოტივაციას.
გარდა ამისა, ბავშვებს მასების ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სჭირდებათ: ასეთი ყურადღება დამღლელია და მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას გულისხმობს“, – ამბობს ფსიქოლოგი.
მისი თქმით, გარეგან მოტივაციებზე დამოკიდებულების გარდა, სოციალური ქსელების ჭარბად მოხმარება ბავშვების განვითარებისთვის სხვა რისკებსაც წარმოშობს. ფსიქოლოგი ჩამოთვლის და დეტალურად განმარტავს თითოეულ მათგანს:
თვითშეფასება და შფოთვა
„იმ ბავშვის თვითშეფასება, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობს, ნაწილობრივ დამოკიდებული ხდება მოწონებების (ლაიქების) რაოდენობასა და მომხმარებელთა რეაქციებზე. ამ დროს ყალიბდება აზროვნების ისეთი სტილი, როგორიცაა:
„ბევრი მოწონება = კარგი ვარ; ცოტა მოწონება = სავარაუდოდ, არ ვარ კარგი“.
ასეთი დამოკიდებულება პირდაპირ აისახება თვითშეფასების ფორმირებაზე და ხანგრძლივი ზემოქმედებისას შფოთვის რისკს ზრდის.
პრობლემას ამძაფრებს ის, რომ მოწონებების დინამიკას და სოციალური ქსელის მომხმარებელთა დამოკიდებულებას ვერ ვიწინასწარმეტყველებთ: ნებისმიერ დროს შესაძლებელია მოწონების რეაქციების შემცირება, კრიტიკა ან შეურაცხყოფაც კი. მოზარდი ადამიანისთვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოსაყალიბებლად ასეთი არასტაბილური გარემო რისკ-ფაქტორია“, – განმარტავს მეფარიშვილი.
ნატა მეფარიშვილი – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტანტი
იდენტობის ფორმირება
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ მცირეწლოვანი ბავშვი სამყაროს სპონტანური თამაშით შეიმეცნებს. სპონტანური თამაში არის „გარემოს სტიმულების მიხედვით სიახლეების აღმოჩენა, დასკვნების გაკეთება და ამ პროცესით სიამოვნების მიღება“.
მეფარიშვილი ამბობს, რომ ბავშვებს, რომლებსაც ხშირად ვხედავთ სოციალურ ქსელში, შესაძლოა აღარ დარჩეთ დრო ამგვარი სპონტანური თამაშებისთვის. არადა, თამაში, კითხვების დასმა და საკუთარი იდეების რეალიზება გადამწყვეტია მათი ნორმალური განვითარებისთვის.
„იდენტობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, ბავშვმა თავად გამოიკვლიოს და აღმოაჩინოს, რა სურს და რა აინტერესებს. ეს პროცესი მოქმედებისა და გამოცდილების, აგრეთვე საკუთარი ქცევის შედეგებზე დაკვირვების გზით მიმდინარეობს. თუ ინტერესები და ღირებულებები აუდიტორიის „დაკვეთით“ ყალიბდება, ანუ იმის მიხედვით, რომელი ქცევა იწვევს მეტ მოწონებას, კომენტარს ან ნახვას, იდენტობა რეალური ინტერესებისგან დისოცირდება.
კონტენტის შექმნა, მათ შორის სარეკლამო, თითქმის ყოველთვის მოიცავს მსახიობურ ელემენტებს: განსხვავებულ ჩაცმულობას, ქცევას, წინასწარ მიცემულ ტექსტსა და სცენარს. განვითარებისთვის კი საჭიროა არა სცენარის ხანგრძლივი და მუდმივი შესრულება, არამედ საკუთარი ნამოქმედარით სიამოვნების მიღება. როდესაც ბავშვს მსახიობობა უწევს, მისი „რეალური მე“ ირღვევა.
ასევე, მცირე ასაკში რთულია იმის განსაზღვრა, კონტენტის შექმნა ბავშვის საკუთარი გადაწყვეტილებაა თუ ავტორიტეტის – პირველ რიგში ოჯახის, შემდეგ პედაგოგების, არაფორმალური განათლების სპეციალისტებისა და საზოგადოების დაკვეთა“, – განმარტავს ფსიქოლოგი.
თამაში და შრომა
ნატა მეფარიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ის ბავშვები, რომლებსაც დიდი აუდიტორია ჰყავთ სოციალურ ქსელებში, რეკლამებით გარკვეულ თანხასაც გამოიმუშავებენ. ფსიქოლოგი შიშობს, რომ შესაძლოა წაიშალოს ზღვარი ბავშვისთვის სახალისო აქტივობასა და შრომას შორის.
„პროცესი ხშირად ეტაპობრივად ვითარდება: ვიდეო თავიდან გასართობად იდება, მოგვიანებით კი მოტივაცია მოწონებებსა და ფულზე გადადის. ბავშვი გაუცნობიერებლად ხდება შრომითი პროცესის მონაწილე, მაშინ, როცა მისი ძირითადი საქმიანობა თამაში, თანატოლებთან პირისპირ ურთიერთობა და სწავლა უნდა იყოს. შედეგად ბავშვი მცირე ასაკში შრომობს იმისთვის, რომ მიიღოს მოწონება, ფული და თავი მოაწონოს ადამიანებს, რომლებსაც არც კი იცნობს. ეს არასწორია“, – განმარტავს ის.
პირადი სივრცე და ინფორმირებული თანხმობა
ნატა მეფარიშვილი ამბობს, რომ ბავშვის განვითარების ნორმალურ მიმდინარეობას რისკს უქმნის პირადი სივრცის დარღვევაც. სწორედ პირადი სივრცის დარღვევად აფასებს ფსიქოლოგი იმას, რომ ყველა ადამიანს შეუძლია კონკრეტული ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას თვალი ადევნოს.
„ბავშვს ინფორმირებული თანხმობის უნარი არ აქვს, ამიტომ ვერ წყვეტს, სურს თუ არა ასეთ აქტივობაში მონაწილეობა. გარდატეხის ასაკამდე ოჯახის წევრები ბავშვისთვის პირველი ავტორიტეტები არიან. როცა მათ მოწონებას უცხო ადამიანების მოწონებაც ემატება, ბავშვის თანხმობა ან უარი მკაფიო აღარ არის“, – განმარტავს მეფარიშვილი.
თანატოლებთან ურთიერთობა და ბულინგის რისკი
ფსიქოლოგი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში ბავშვების ვიდეოებზე დადებით კომენტარებს ხშირად უფროსები წერენ. თუმცა, სხვა ბავშვებს შეიძლება არ ჰქონდეთ იგივე განწყობა. ნატა მეფარიშვილი ამბობს, რომ პოპულარული ბავშვები ბულინგის მომეტებული რისკის ქვეშ არიან.
„ახლობლების, მაგალითად, ბებია-ბაბუის ან ნათესავების დადებითი კომენტარებისგან განსხვავებით, თანატოლები უფრო კრიტიკულები არიან: შეიძლება მათ არ მოეწონოთ მეგობრის საქმიანობა, პირდაპირ გამოხატონ კრიტიკა ან დასცინონ. რისკი მაღალია იმიტომაც, რომ შეუძლებელია იმის კონტროლი, ვინ დააბულინგებს ბავშვს სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო.
ბულინგი და დამცირება ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ტრავმული და სტრესული გამოცდილებაა. რისკი იზრდება, როდესაც ბავშვი საზოგადოების თვალწინ „სცენაზე“ გამოდის. ბავშვს, რომელიც უწყვეტ დადებით უკუკავშირს მიეჩვია, განსაკუთრებით უჭირს თანატოლის კრიტიკასთან გამკლავება“, – განმარტავს ფსიქოლოგი.
წარუმატებლობასთან გამკლავება
„ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის წარმატებული, შექებული და „მწვერვალზე“ ვერ იქნება: შეცდომები და წარუმატებლობა ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია, მათთან გამკლავების უნარი კი უნდა ჩამოყალიბდეს ზრდის დროს და უფროსების დახმარებით.
საკითხავია, აცნობიერებენ თუ არა ბავშვის ონლაინაქტივობაში ჩართული მშობლები, როგორ გაუმკლავდებიან ისინი და ბავშვი სოციალურ ქსელში სავარაუდო წარუმატებლობის შემთხვევას?“ – რიტორიკულ კითხვას სვამს ფსიქოლოგი.
„ბათუმელები“ ესაუბრა ადრეული განვითარების სპეციალისტს, მარიამ ზაქაშვილსაც. მისი თქმით, ბავშვებისთვის სტრესის წყარო შეიძლება გახდეს მუდმივად დადებითი გამოხმაურების მოლოდინიც. ბავშვს გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად ექნება წარუმატებლობა, რაც, ზაქაშვილის თქმით, მისთვის უფრო დიდი იმედგაცრუება შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ის დადებითი შეფასებების ჭარბად მიღებას არ არის მიჩვეული.
„მხოლოდ პოზიტიური კომენტარები ხომ არ იწერება?! მაგრამ, ასეც რომ იყოს და სულ პოზიტიური გამოხმაურებები ჰქონდეს, ამას ეჩვევა ბავშვი. შემდეგ, რაღაც ეტაპზე, მას რაღაც არ გამოუვა და ეს ბევრად უფრო დიდი იმედგაცრუება იქნება მისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში იქნებოდა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არა უშავს, თუ რაღაც არ გამოუვა.
პოპულარობა არც თუ ისე მარტივია ზრდასრულისთვის და მით უმეტეს ბავშვისთვის, რომელიც შეიძლება გაუცნობიერებლად აღმოჩნდეს ფართო აუდიტორიის წინაშე. ბავშვს უნდა ჰქონდეს ბავშვური ცხოვრება და არ უნდა ცხოვრობდეს ზრდასრულის ცხოვრებით“, – ამბობს მარიამ ზაქაშვილი.
მარიამ ზაქაშვილი – ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
ბავშვთა განვითარების სპეციალისტი საუბრობს იმ გავლენაზე, რაც ე.წ. ინფლუენსერ ბავშვებს სხვა ბავშვებზე შეიძლება ჰქონდეთ. ბავშვებმა, რომლებიც ეკრანებზე უყურებენ თანატოლებს ცხოვრების „იდეალურად შეფუთულ“ ფრაგმენტებს, შეიძლება მიიჩნიონ, რომ მათი ცხოვრება ნაკლებად ღირებული ან საინტერესოა.
„სოციალურ ქსელებში ჩანს, რომ ამ ბავშვებს აქვთ ბევრი სათამაშო, კარგი ტელეფონი და პირობითაც რომ ვთქვათ, „კარგი ცხოვრება“… მაგრამ, ეს ხომ არ არის აბსოლუტური რეალობა?! არანაკლებ სტრესში შეიძლება აღმოჩნდნენ ის ბავშვები, რომლებიც მათ უყურებენ“, – ამბობს მარიამ ზაქაშვილი.
„ბათუმელების“ ყველა რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს უფროსების, პირველ რიგში, მშობლების პასუხისმგებლობაზე. ასევე საზოგადოების, რომლებიც გარკვეულწილად „მომხმარებლები“ არიან „ინფლუენსერი ბავშვების“ მიერ შექმნილი ვიდეოების. მარიამ ელიაშვილი ამბობს, რომ ხშირად სწორედ უფროსები ახალისებენ ბავშვების ამგვარ ქცევას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დადებითთან ერთად დავინახოთ და შევაფასოთ ის რისკებიც, რაც ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრებას შეიძლება მოჰყვეს.
„ბავშვების ამგვარ აქტივობას შეიძლება ჰქონდეს ბევრი დადებითი მხარე: ინფლუენსერობას და საკუთარი აუდიტორიის ყოლას ფინანსური სარგებელი შეიძლება მოჰქონდეს, ციფრული უნარები განუვითაროს, რაც 21-ე საუკუნეში არსებითად მნიშვნელოვანია, კომუნიკაციის უნარი – აზრის საჯაროდ გამოთქმა, პუბლიკასთან მუშაობა და ა.შ.
ეს, თავის მხრივ, სამეტყველო უნარებსაც კარგად განავითარებს და ა.შ. შეიძლება მშობელს ის მიზანიც ჰქონდეს, რომ დადებითი რეაქციები ბავშვს გაუზრდის თავდაჯერებულობას. ეს დადებითი მხარეები ჩვენ ისედაც ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს რისკები, რომელთა გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება.
ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდება სხვაზე უფრო ხუჭუჭა, სხვაზე უფრო საყვარელი ბავშვი, რომელიც მეტ ლაიქს დააგროვებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარდატეხის ასაკს რომ მიუახლოვდება, ჰორმონალური და ვიზუალური ცვლილებები რაღაც-რაღაცებს შეაფერხებს, რაღაცებს გაართულებს. ამ დროს, თუ მისი მამოძრავებელი მოტივაცია იქნება სხვის თვალში კარგად გამოჩენა, ის დაკარგავს საკუთარ თავს.
ბავშვს უნარები და მიდრეკილებები, ბუნებრივი ინტერესი, შინაგანი კონსტიტუცია შესაძლოა გვერდზე დარჩეს მხოლოდ იმის გამო, რომ შექმნილი დღის წესრიგი კარნახობს, მოვერგო ვიღაცის – მისი აუდიტორიის გემოვნებას“, – ამბობს მარიამ ელიაშვილი.
ნატა მეფარიშვილი მშობლებს ურჩევს, რომ ერთი მხრივ, შეზღუდონ ბავშვების ეკრანთან გატარებული დრო, მეორე მხრივ კი ასწავლონ ტექნოლოგიების საგანმანათლებლო და განმავითარებელი მიზნებისთვის გამოყენება.
„სოციალური ქსელი ბავშვებმა ინფორმაციის მოსაძიებლად, სასწავლად უნდა გამოიყენონ და არა შემოსავლის მისაღებად. ბავშვისთვის ინფლუენსერობა და თანხის გამომუშავებაზე ზრუნვა ნაადრევი, ნაკლებად საჭირო აქტივობაა. სჯობს ბავშვებს თამაშის, სწავლის და ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა მივცეთ“, – ამბობს ფსიქოლოგი.
პროკურატურის ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის თანახმად რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
ასევე, მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა, 1 000 000 ლარის ოდენობით და 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
„მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები“ – წერს პროკურატურა.
გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით.
22 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ შუამდგომლობა სასამართლო პროცესის 13 ნოემბრამდე გადადების თაობაზე. გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა სარჩელის განხილვის ერთი თვით გადადებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერვე დამტკიცებული რეგლამენტის მიხედვით, მხარეს აქვს ერთთვიანი ვადა შესაგებლის წარსადგენად.
სასამართლომ არსებითად განსახილველად 13 ოქტომბერს მიიღო სარჩელი, გახარიას პარტია ამ სარჩელს ყველაზე ბოლოს,14 სექტემბერს დაამატას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის პირველი სხდომა კი 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.
რეგლამენტით, მხარეს წერილობითი შესაგებლის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. გახარიას პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ბოლოს დაამატა „ოცნებამ“, განაცხადა, რომ გონივრული ვადა არ მიეცა მოსამზადებლად და პროცესის ერთი თვით გადადება მოითხოვა.
შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, რევაზ ნადარაიას თავმჯდომარეობით, ითათბირა და ერთხმად გადაწყვიტა არ დაეკმაყოფილებინა გახარიას პარტიის შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე.
პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ოპოზიციამ 12 შუამდგომლობა დააყენა და მათგან არც ერთი დაკმაყოფილებულა.
ბერდია სიჭინავამ ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და „ოცნების“ სხვა ლიდერების დაკითხვაც მოითხოვა.
გახარიას პარტიის განმარტებით, „ოცნების“ სარჩელში მითითებულია, რომ პარტია არ გაემიჯნა გიორგი გახარიას 2019 წლის საქმიანობას.
„2019 წელს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანიშვილის ხელმოწერით იქნა წარდგენილი. შესაბამისად, სასამართლოზე მოწმედ უნდა დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, რომლის წარდგენითაც ორჯერ გახდა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი და არ გამიჯვნია არც ჩორჩანის საგუშაგოს და არც 20 ივნისს.
ბატონი კახა კალაძე, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი იყო და არ გამიჯვნია ამ საკითხებს.
ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც, ერთ-ერთი ავტორიც კი იყო 20 ივნისს განვითარებული უბედურების, რომლის შემდეგაც გიორგი გახარია წარდგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მას საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.
ბატონი არჩილ თალაკვაძე, რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე.
ბატონი მამუკა ბახტაძე – მას სპეციფიკური ნაწილი აქვს ჩორჩანის საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ის იყო პრემიერ-მინისტრი და მაშინ არც მისი განცხადება არ მომისმენია ჩორჩანასთან და 20 ივნისთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, არც გამიჯვნა.
ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და კურირებდა საოკუპაციო მიმართულებას, რომელმაც 2019 წელს საქართველოს პარლამენტში გააგზავნა ანგარიში ჩორჩანის საქმესთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ ქართული საპოლიციო საგუშაგო აღდგენილი იქნა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე 240 მეტრის დაშორებით და ამ პერიოდში ცოცხალი ოკუპაციის საფრთხეები იყო განსაკუთრებულად მომეტებული, მაშინ როდესაც ჩორჩანის ეპიზოდამდე ორი-სამი კვირით ადრე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში შევიდნენ ე.წ მშვიდობისმყოფელები, რეალურად რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ გახრიჩის შუაზე და ჩორჩანაში აპირებდნენ იმავეს.
გრიგოლ ლილუაშვილმა ამ დასკვნას მოაწერა ხელი. შემდეგ ეს დასკვნა გაიგზავნა საქართველოს პარლამენტში და 84-მა დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა.
გიორგი ვოლსკი, რომელიც ასევე პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო და განცხადებებს აკეთებდა მათ შორის 20 ივნისის ჩორჩანასთან დაკავშირებით.
ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელსაც განცხადებები აქვს გაკეთებული ამ საკითხთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძე, როგორც საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე“- განაცხადა ბერდია სიჭინავამ სხდომაზე.
მოწმეებთან დაკავშირებით ჯერ სასამართლოს პასუხი არ გამოუცხადებია. როგორც სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, გადაწყვეტილებას ორშაბათს, 26 ოქტომბერს გამოაცხადებენ და არსებით განხილვაზეც გადავლენ.
ბერდია სიჭინავამ დააყენა ასევე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების საკითხი, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.
შუამდგომლობების დაყენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ბერდია სიჭინავას მიმართა – არ გეტყობათ, რომ მოუმზადებელი ხართო. ეს იყო ფაქტობრივად მისი პასუხი სარჩელის განხილვის ერთი თვით გადადების მოთხოვნაზე. ბერდია სიჭინავამ მას უპასუხა – სხვა საქმიდან ამოკრებილი მასალები წარმოგიდინეთო.
პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ოპოზიციამ 12 შუამდგომლობა დააყენა და მათგან არც ერთი არ დაკმაყოფილებულა.
„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი სარჩელით ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი, დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა „მთის ამბების“ დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი შვეიცარიაში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს, Albert Mountain Award 2026-ის გამარჯვებული გახდა.
მეფე ალბერტ I-ის მემორიალური ფონდი აღნიშნულ ჯილდოს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გადასცემს იმ პირებსა და დაწესებულებებს, რომლებმაც გამორჩეული სამსახური გაწიეს მსოფლიოს მთებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში.
ჯილდო გელა მთივლიშვილს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ხალხის მძიმე საცხოვრებელი პირობების, ბუნებრივი საფრთხეების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების უშიშარი, სისტემური და პრინციპული გაშუქებისთვის გადაეცა.
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დღეს, 23 ოქტომბერს, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, შვეიცარიის ალპურ მუზეუმში გაიმართება.
გელა მთივლიშვილი გამოცემა Mtisambebi.ge-ს რედაქტორი და ჟურნალისტია. იგი წლებია აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს, ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებებს.
გამოცემა „მთის ამბები“ მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული მედიაპლატფორმაა, რომლის მისიაა, იყოს რეგიონული განვითარებისა და ცვლილებების კატალიზატორი.
გამოცემას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: ევროპის ფონდის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო (2023, 2024, 2025); ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის (2023); ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში (2020); GIPA-ს და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის ჯილდო ექსტრემიზმის გაშუქებისთვის და ა.შ.
The case has drawn criticism from Georgian civil society and European officials, while opposition representatives challenge the evidence and legal grounds for the proposed bans.
Georgia’s Constitutional Court began hearings on 21 October 2026 on a constitutional complaint brought by 88 MPs from the ruling Georgian Dream party seeking to declare five major opposition parties unconstitutional and ban their activities. The proceedings, taking place in Batumi, have sparked concerns about political pluralism, judicial independence and the country’s democratic future.
The case is also raising questions about how Georgia officially interprets the 2008 Russia-Georgia war and whether the arguments advanced by the ruling party could have implications for the country’s sovereignty and territorial integrity.
What is Georgian Dream seeking to ban?
The complaint targets five political groups: United National Movement; Coalition for Change, which includes politicians associated with Nika Gvaramia, Nika Melia, Girchi and Droa; Strong Georgia–Lelo; the Federalist Party; and For Georgia, founded by former prime minister Giorgi Gakharia.
The case is based partly on allegations concerning the actions of the United National Movement, which governed Georgia from 2004 to 2012, including its handling of the August 2008 war with Russia. The complaint refers to a report by a parliamentary investigative commission led by Tea Tsulukiani, a former justice minister and senior Georgian Dream politician.
The complaint argues that actions by the former government contributed to the occupation of Georgian territories and strengthened Russia’s position concerning those territories. It presents these allegations as grounds for declaring the targeted parties’ activities unconstitutional.
The potential consequences, however, extend beyond the fate of the five parties, according to critics. Constitutional law experts have warned that accepting the complaint’s interpretation of the 2008 war could undermine Georgia’s longstanding position on Russian aggression and complicate future efforts to restore the country’s territorial integrity.
Civil society challenges the legal grounds
Opposition to the proposed bans had emerged before the hearings began. On 16 October, the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) submitted an amicus curiae opinion to the Constitutional Court, arguing that the purpose of banning opposition parties was not to protect the democratic constitutional order, but to eliminate political competition and preserve the ruling party’s power.
Transparency International Georgia also published an analysis challenging the arguments in the lawsuit, questioning the grounds for banning the five parties.
On 19 October, the organisation warned that the case concerned a much broader section of the opposition than its formal scope might suggest. Constitutional law specialists also raised concerns that the court’s decision could affect Georgia’s sovereignty and its ability to pursue the restoration of its territorial integrity.
On 21 October, the first day of hearings, representatives of Coalition for Change asked the court to exclude the so-called “Tsulukiani’s commission’s” report from the evidence. Nika Gvaramia, one of the coalition’s leaders, argued that the report was politically motivated and lacked the necessary evidentiary basis. He also questioned whether material produced by the commission, including its findings and witness statements, could legitimately be treated as evidence in the case.
The court rejected the request to remove the report from the evidence. Presiding judge Revaz Nadaraia clarified, however, that this did not mean the court would automatically accept the report’s contents and assessments as established facts.
The 2008 war becomes a central point of dispute
The hearings have focused particularly on the complaint’s interpretation of the August 2008 war, when Russia invaded Georgia and occupied parts of its territory.
Former Georgian Dream MP Dimitri Tskitishvili argued that the lawsuit’s interpretation could effectively provide Russia with a legal argument to support its position on the war. He warned that adopting the ruling party’s claims could imply that Georgia’s own actions had provoked Russia’s military intervention, rather than recognising Russia’s responsibility as the aggressor and occupying power.
On 22 October, Gvaramia asked the court to obtain documents from Georgian state institutions concerning the country’s position on the war in international proceedings. These included materials submitted to the prosecutor of the International Criminal Court between 2008 and 2022, as well as records of Georgia’s positions in international legal proceedings and the Geneva International Discussions.
Gvaramia argued that the court needed to establish whether the Tsulukiani commission’s conclusions contradicted positions previously maintained by the Georgian state. If the state had presented a different account of the war internationally, he argued, the commission’s interpretation could not simply be treated as an established fact.
He also requested that witnesses from state institutions be summoned and questioned. The court rejected these requests.
Meanwhile, another dispute emerged over the complaint’s clarity. Constitutional Court judge Eva Gotsiridze repeatedly asked Georgian Dream’s representatives to specify which allegations applied to each of the five parties. Opposition representatives argued that the complaint’s did not clearly distinguish the alleged actions of individual parties, raising concerns about their ability to defend themselves effectively.
International criticism mounts
The proceedings have prompted criticism from European officials, who have warned that banning opposition parties could undermine democratic pluralism.
On 19 October, European Commission spokesperson Christian Wigand said the EU was closely monitoring the case. He warned that the proceedings, alongside recent legislative changes and earlier statements about banning opposition parties, pointed to the troubling instrumentalisation of the justice system and threatened fundamental freedoms, democratic pluralism and fair political competition.
On 20 October, Council of Europe Secretary General Alain Berset called on Georgian Dream to protect political pluralism and preserve space for political opposition. He stressed that political pluralism was essential to a healthy democracy and central to Georgia’s obligations as a member of the Council of Europe.
Germany also expressed concern. On 21 October, German Foreign Ministry spokesperson Kathrin Deschauer said the case was another step in a broader trend that was weakening domestic democracy and moving Georgia further away from the European Union. She said Germany would convey its concerns and questions to the Georgian side.
On 22 October, Gudrun Kugler, Vice-President of the OSCE Parliamentary Assembly, called on Georgian Dream to withdraw the lawsuit and end what she described as politically motivated legal proceedings. She argued that political competition should be decided at the ballot box and through open democratic debate, rather than through court cases initiated by the governing majority to eliminate political rivals.
Court access and the political stakes
The hearings have also raised concerns about transparency. On 21 October, Batumelebi reported that many journalists from independent media outlets were not allowed into the courtroom, while only Georgia’s public broadcaster was permitted to film the proceedings. The Constitutional Court said the hearings would be streamed on its YouTube channel, but other media organisations were not allowed to record inside the courtroom.
The same day, 19 Georgian civil society organisations issued a joint statement describing the proceedings as a new and particularly serious stage in the country’s democratic backsliding. They argued that the proposed bans represented a continuation of the ruling party’s repressive policies and warned that the case could formalise one-party rule.
The hearings are scheduled to continue through 23 October. As the court considers the lawsuit, the central question is not only whether five opposition parties will be allowed to continue operating, but also how far the ruling party can go in using constitutional proceedings against its political opponents—and what the outcome could mean for Georgia’s political pluralism, democratic institutions and future.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის 21 საათიდან 24 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 574 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 439 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 25 597 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 51 501 ერთეული [+54]
MLRS – 2 230 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 720 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 577 209 ერთეული [+2 067]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 003 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 166 088 ერთეული [+447]
სპეცტექნიკა – 4 851 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 138 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„არ დაკმაყოფილდეს“ – 22 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართული სასამართლოს პროცესის ბოლოს, მოსამართლე რევაზ ნადარაიას მიერ ნათქვამ ამ ფრაზას დარბაზში ხმაურიანი ჩაცინება მოჰყვა.
საქმე იმაშია, რომ მოსამართლემ ეს ფრაზა ოპოზიციურიპარტიების აკრძალვის საქმის პროცესზე უკვე 11-ჯერ თქვა – ოპოზიცია დღეს და გუშინაც ითხოვდა სხვადასხვა მოწმის წარმოდგენას, მტკიცებულების გამოთხოვას, სტრასბურგის სასამართლოსთვის კონსულტაციისთვის მიმართვას, მაგრამ 11 შუამდგომლობიდან სასამართლომ არც ერთი არ დააკმაყოფილა.
ხვალ, 23 ოქტომბერს, განსახილველი მხოლოდ გახარიას პარტიის 3 შუამდგომლობა დარჩა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დარჩენილი სამი შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა, გამოვა, რომ ამ საქმის არსებითი განხილვა ძირითადად ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის განხილვას დაეთმობა, რაც „ოცნებისთვის“ მთავარი მტკიცებულებაა და რომლითაც ივანიშვილის პარტია ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს. სხვა მოწმის წარმოდგენა „ოცნებას“ ამ დრომდე სასამართლოში არ მოუთხოვია.
დღეს, 22 ოქტომბერს, ოპოზიციური პარტიების გაუქმების საქმის არსებითი განხილვის მეორე დღემაც ისე ჩაიარა, რომ გაუგებარია მთავარი:
რას ედავებიან კონკრეტულად ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს?
დღეს დაყენებული რიგით მე-11 შუამდგომლობაც ამ საკითხს ეხებოდა და იგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დასვა:
საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალოს მოსარჩელეს, კონკრეტულად დაასახელოს, რომელ პარტიას რას ედავებიან და რა დასაბუთებით?
მაგალითად, როგორ ედავებიან 2008 წლის ომის დაწყებას გახარიას პარტია ან „ლელოს“, როცა ეს პოლიტიკური ძალები 2008 წელს საერთოდ არ არსებობდნენ?
სხვათა შორის, ამ საკითხზე 21 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემაც მიმართა „ოცნების“ დეპუტატებს: გაგვაგებინეთ, რომელ პარტიასთან რა „სამდურავი“ გაქვთო.
დღევანდელ სხდომაზე კი, ახლად დანიშნულმა მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ყველაფერი გასაგებია.
„მოთხოვნა გასაგებია, წყობა მოთხოვნის გასაგებია, თვითონ სარჩელის წყობაც გასაგებია,“ – თქვა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა.
„ქალბატონ ევას უთხარით მაშინ, რომლისთვისაც არ არის გასაგები“, – სიტუაციით ისარგებლა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. მასაც ჰქონდა მსგავსი შინაარსის შუამდგომლობა, რომლის დაკმაყოფილებაზეც სასამართლომ ასევე უარი თქვა.
სერგო მეთოფიშვილმა „გამოსავალი“ იპოვა – სარჩელში არსებული გაუგებრობა და ბუნდოვანება მედიას გადააბრალა: „სხვანაირად ინტერპრეტაცია ამის და სხვა კონტექსტში გადმოცემა მოხდა მარტო მხარეების მიერ არა, მედიის მიერაც“ – თქვა მან.
„ბრალდებულსაც კი აქვს უფლება, იცოდეს, რაშია ბრალდებული. აღწერონ ბრალი, რასაც გვედავებიან“ – „ოცნების“ დეპუტატებს მიმართა ბერდია სიჭინავამ პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.
„ვერ დავავალდებულებთ, როგორ ჩამოაყალიბოს მოსარჩელემ სარჩელი… ჩემთვის გასაგებია, ვის რა მიემართება,“ – აღნიშნა პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.
„მაშინ ჩვენც გაგვაგებინეთ, ბატონებო, რას გვედავებიან,“ – მიუბრუნდნენ მოსამართლეებს ოპოზიციონერები, თუმცა მათთვის პასუხი არავის გაუცია.
სასამართლოში ჯამურად 5 შუამდგომლობა ჰქონდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიციას ცვლილებებისთვის“ – 2, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ – 3, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ -4.
„ოცნება“ ითხოვს „ფედერალისტების“ აკრძალვასაც, თუმცა ამ პარტიის წარმომადგენლები სასამართლო განხილვას არ ესწრებიან.
დღეს, 22 ოქტომბერს, პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შუამდგომლობით დაიწყო:
„ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს იმ არგუმენტითაც, რომ 2024 წელს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები უარყვეს და „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.
კიდევ უფრო მძიმე ამბავი ისაა, რომ სარჩელში „ოცნებამ“ პირდაპირ ჩაწერა ეს: „2008 წლის აგვისტოში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად…“
„მოწმის სახით ვის დაკითხვას ითხოვთ?“- ნიკა გვარამიას მიმართა პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.
ნიკა გვარამიამ უთხრა მოსამართლეს, რომ ინკვიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ თავად უნდა გაარკვიოს, რა მტკიცებულებები და რომელი მოწმეებია საჭირო „სიცხადის დასადგენად“.
„დროს წელავთ,“- ნიკა გვარამიას გამოხედა რევაზ ნადარაიამ.
„ეს კოლეგიის გადაწყვეტილებაა?“- დანარჩენ 6 მოსამართლეს მიუბრუნდა ამჯერად ნიკა გვარამია.
„ეს ჩემი პოზიციაა,“- კოლეგებს გადახედა რევაზ ნადარაიამ. ნიკა გვარამიამ პლენუმის თავმჯდომარეს უთხრა, რომ მას ამის უფლება არ აქვს.
„პოლიტიკურ პოზიციებს აჟღერებს, რაც შეფუთულია შუამდგომლობით,“- სიტყვა არ ეკუთვნოდა, მაგრამ ლაპარაკი არ შეაწყვეტინა რევაზ ნადარიამ არჩილ გორდულაძეს – დეპუტატს „ოცნების“ პარლამენტიდან.
„ნახოს თანდართული მასალები“, -დასძინა არჩილ გორდულაძემ, თითქოს სარჩელით ან თანდართული მასალებით დგინდება, მაგალითად, აგვისტოს ომი საქართველომ რომ დაიწყო.
„აქ საუბარია იმაზე, რომ მოპასუხეს არ აქვს შესაძლებლობა, თავად მოიპოვოს მტკიცებულება… ისე წარმართავთ სხდომას, რომ არ შეესაბამება საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. სასამართლო ებრძვის მხარეს, მიკერძოებული ხართ,“ – მოსამართლეებს მიმართა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ნიკა გვარამიამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური პოზიცია სტრასბურგის სასამართლოში იყო სხვა, „ოცნების“ სარჩელში კი, პირიქით, აგვისტოს ომში საქართველოა დადანაშაულებული.
„მე მაინტერესებს, იუსტიციის სამინისტროს ხაზი ხომ არ შეიცვალა?“- იკითხა ნიკა გვარამიამ. მან მოითხოვა ასევე 2008-2022 წლებში ჰააგის სასამართლოს პროკურორისთვის საქართველოს მიერ გადაცემული მასალები აგვისტოს ომის დაწყების გარემოებებზე.
რევაზ ნადარაია სხვა პარტიების წარმომადგენლების პოზიციით დაინტერესდა:
„ამ წუთამდეც არ ვიცით, მაგალითად, ომთან დაკავშირებით ვართ თუ არა საერთოდ მოპასუხე, ეს არ წერია სარჩელში არსად… არ ვიცი, თავი უნდა დავიცვა თუ არა,“- აღნიშნა “ლელოს” წარმომადგენელმა.
„უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,“- თქვა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა და ყურადღება აგვისტოს ომზე გაამახვილა.
„დრო გვჭირდება პოზიციის ჩამოსაყალიბებლად“,- ფეხზე წამოდგა ამ დროს „ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი კახიანი, თუმცა ამ დროს დარბაზში შემობრუნდა არჩილ გორდულაძე და მოსამართლეებს ჟესტიკულაციით ანიშნა, მზად ვარ, მე ვილაპარაკებო.
„მხარე ცდილობს, საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში, შოუს ელემენტების შემოტანა უნდათ,“- მოკლედ ჩამოაყალიბა სათქმელი „ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.
„ეს კომისია აქ გადმოტანილია უკვე,“- ე.წ. წულუკიანის კომისიაზე მიუთითა ისევ „ოცნების“ დეპუტატებს ნიკა გვარამიამ.
პლენუმი ამ შემთხვევაში სათათბიროდ გავიდა. დარბაზში ისევ დისკუსია გაჩაღდა: ყველა პარტიას თავისი მხარდამჭერი ჰყავს. სასამართლო პროცესს დღესაც ესწრებოდნენ „ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტები.
„თქვენ ერთპარტიულობა იცით საერთოდ რას ნიშნავს? წარმოდგენა გაქვთ, სად ვიცხოვრებთ?“ – აღელვება დაეტყო ერთ გოგოს და უკანა ფლანგზე ჩამწკრივებულ „ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართა.
„ასაკრძალი უნდა აიკრძალოს“- უხერხულობა არ დასტყობია ერთ-ერთს „ოცნების“ მხარდამჭერებიდან, თუმცა დისკუსიას თავი აარიდა.
„დაწყნარდით,“- გამოჩნდნენ მანდატურები.
„რატომ ჩათვალეთ სარწმუნო მტკიცებულებად ე. წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა, სადაც ომის დაწყებაში საქართველოა დადანაშაულებული, ამ დროს ჰააგის სასამართლო, ევროსასამართლო საპირისპიროს ამბობს?”- საკონსტიტუციო სასამართლოს დერეფანში ვკითხეთ თენგიზ შარმანაშვილს, „ოცნების“ დეპუტატს.
„ეს არ იყო წულუკიანის კომისია… არ გპასუხობთ,“- გაბრაზდა დეპუტატი.
მოსამართლეები დარბაზში დაბრუნდნენ და თქვეს, რომ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.
„თუ არ იქნება საკმარისი წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მისაღებად, თვითონ სასამართლო გამოითხოვს მას მხარისგან,“- ნიკა გვარამიას მიმართა რევაზ ნადარაიამ
„ჩვენ რით ვოპერირებთ, თუ მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა არ მოგვეცით? პასუხი როგორ უნდა გავცე? როგორ დავადასტურო, რომ მათი დასკვნა პირობითად ომის დაწყებაზე მცდარია და ამას სჭირდება, მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტები. ის პარლამენტია და ყველა დოკუმენტზე მიუწვდება ხელი…,“ – აღნიშნა ნიკა გვარამიამ, თუმცა ნადარაიამ მას იგივე გაუმეორა.
„შეჯიბრებითობა არ ჰქვია ამას. ამას საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ ჰქვია,“- ხმამაღლა მიმართა მოსამართლეებს ნიკა გვარამიამ.
ტრიბუნასთან ამჯერად „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე მივიდა თავისი შუამდგომლობებით:
„ევროსასამართლოს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსულტაციო დასკვნისთვის… ასეთი რამ არსად მომხდარა, ბარიერგადალახული პარტიები ყველა ერთად აეკრძალოთ. რაც ახლა იწერება ამ პროცესებით, განსაზღვრავს საქართველოს მომდევნო ათწლეულებს,“- აღნიშნა გიორგი სიორიძემ, თუმცა ვიდრე ის თავის სათქმელს იტყოდა, „ქოცების სარჩელი“ ახსენა, რაც „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა გააპროტესტა -ეს შეურაცხმყოფელიაო.
რევაზ ნადარაიამ „ლელოს“ წარმომადგენელს შენიშვნა მისცა და იქვე დასძინა: „ვიფიქრე, მომესმაო“. ამ შენიშვნით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მისი აზრითაც შეურაცხმყოფელია სიტყვა „ქოცის“ გამოყენება.
„ქოცი დამკვიდრებულია, თუ შეურაცხმყოფელია, აღარ გამოვიყენებ. მე ლელოელი ვარ და ვამაყობ ამით,“- მოსამართლეებს უთხრა გიორგი სიორიძემ.
ნდობის კრიზისზე ისაუბრა ირაკლი კუპრაძემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მან ყურადღება გაამახვილა მანანა კობახიძეზე, რომელიც მოსამართლე იყო და ამ საქმის გამო სასამართლო დატოვა. ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ეს ამბავი და სხვა ფაქტების ქრონოლოგია სასამართლოს მიმართ ნდობას ამცირებს, ამიტომაც საჭიროა, საკონსტიტუციომ ევროსასამართლოს მიმართოს, რადგან ნდობა სწორედ ევროსასამართლოს აქვს.
„ევროსასამართლოს საკმაოდ მდიდარი პრაქტიკა აქვს მსგავს საქმეებზე,“- აღნიშნა „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა. მისი აზრით, სწორედ ამიტომ არაა მნიშვნელოვანი ევროსასამართლოსთვის მიმართვა, რადგან ყველაფერი ისედაც ცხადია.
ამის საილუსტრაციოდ გიორგი კახიანმა მოიყვანა საქმე Herri Batasuna and Batasuna v. Spain, სადაც რამდენიმე პოლიტიკური ძალა აკრძალეს ერთდროულად. საუბარია პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც დაუდასტურეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ETA-თან პირდაპირი კავშირი. ამ ტერორისტულ ორგანიზაციას კი ასობით ადამიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად.
ევროსასამართლოს ზედა პალატა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის შემთხვევაში გამოსცემს დასკვნას, რომელიც არის სარეკომენდაციო ხასიათის.
„ეს სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობაა,“- განაცხადა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ „ადგილზე თათბირის შემდეგ“. გადაწყვეტილებაზე განმარტებები კი, მოსამართლე ევა გოცირიძემ გააკეთა:
„არ არსებობს შეკითხვა, რაც ჩემთვის ბუნდოვანია და მივმართავდით სტრასბურგის სასამართლოს,“- სტრასბურგისთვის არაფერი მაქვს საკითხავიო, დაახლოებით ასე გამოუვიდა სათქმელი მოსამართლე ევა გოცირიძეს.
მან იქვე დასძინა:
„თუ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას დავეთანხმებით, მეორე მხარე გვეტყვის, სხვისი აზრით იმოქმედესო. თუ არ გავითვალისწინეთ, გვეტყვიან, რომ სტრასბურგმა ასე ბრძანა და თქვენ არ დაექვემდებარეთო,“- აღნიშნა ევა გოცირიძემ.
„სახალხო დამცველმა ხომ არ წარმოადგინა შემთხვევით სასამართლო მეგობრის მოსაზრება, ანუ ამიკუსი?“- იკითხა „ლელოს“ წარმომადგენელმა.
„ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არის,“- თქვა რევაზ ნადარაიამ.
სახალხო დამცველს შეუძლია თავისი მოსაზრება მიაწოდოს სასამართლოს ნებისმიერ, მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპამდე სახალხო დამცველს თავისი ხედვა სასამართლოსთვის ოპოზიციის გაუქმებაზე არ წარმოუდგენია.
„ფეხზე წამოდექით… პატივი ეცით სასამართლოს,“- მანდატურის ხმა ხმამაღლა გაისმა შესვენების შემდეგ, როცა ხალხით სავსე დარბაზში შემოვიდნენ მოსამართლეები.
შესვენების შემდეგ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ მორიგი შუამდგომლობა დააყენა – ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის მოწვევა პროცესზე, რომლებიც „ოპოზიციის აკრძალვის საქმეს“ შეაფასებენ.
საუბარია იმ ექსპერტებზე, რომელთა ჩართულობით რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დასკვნა ვენეციის კომისიამ. ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა ეხებოდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, ამ ცვლილებების მიხედვით კი, „ოცნებას“ შეეძლება უკვე ნებისმიერ პირს აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა იმ არგუმენტით, რომ იგი „დაკავშირებულია“ რომელიმე უკვე აკრძალულ პარტიასთან.
„ეს დასკვნები უკვე გამოქვეყნებულია. ფიქრობთ, რომ წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს?”- იკითხა ევა გოცირიძემ.
„დასკვნებში შეფასებულია კონკრეტული ნორმები, აქ კი საუბარია კონკრეტულ დავაზე, მგონი, მარტივია,“- გაღიზიანება დაეტყო გიორგი სიორიძეს.
მოსამართლეებს ადგილზე თათბირისთვის სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ – ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს და რევაზ ნადარაიამ ისევ განაცხადა: „არ დაკმაყოფილდეს“.
„რაში დაეხმარებოდა ეს მხარეს ან სასამართლოს, გაუგებარია… ევროპელ კარგ იურისტებს შეგვიძლია სხვაგანაც მოვუსმინოთ“,- აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.
აქვე მოსამართლე ევა გოცირიძემ ისიც თქვა: გადაწყვეტილებაში ნახავთ, ვენეციის კომისიის დასკვნებს როგორ მიესადაგება ჩვენი გადაწყვეტილებაო.
„ანუ დაწერილია გადაწყვეტილება უკვე“, -ჩაილაპარაკა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.
„ეს ძალიან ცუდი რეპლიკა იყო“- რეპლიკის შემჩნევა ამჯობინა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.
„ლელოს“ მესამე შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოში 2025 წლის ოქტომბერში, ანუ 1 წლის წინ შესული სარჩელის დროულად განხილვას ეხება. ამ სარჩელით „ლელო“ ითხოვდა იმ სამართლებრივი ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევას, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. ეს საქმე სასამართლოს ამ დრომდე თაროდან არც კი ჩამოუღია მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს სარჩელის განხილვის 9-თვიან ვადას.
სამაგიეროდ, მიღებიდან მალევე და დაჩქარებული ტემპით საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ოცნების“ სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე.
„ორივე საქმის განხილვა თქვენს ხელშია. რატომ არ დაიწყო იმ სარჩელის განხილვა? განმწესრიგებელი სხდომა რატომ არ ჩატარდა?“ – ნიკა გვარამიამაც დაუჭირა მხარი „ლელოს“ წარმომადგენელს და ხაზი გაუსვა ამ საქმის კიდევ ერთ აბსურდულობას:
საკონსტიტუციო სასამართლო პირდაპირ განიხილავს პარტიის აკრძალვის საკითხს. თუ პარტიებს აკრძალავენ და სასამართლო შემდეგ დაადგენს, რომ პოლიტიკური საქმიანობის შემზღუდავი ახალი კანონები არაკონსტიტუციურია, გაუქმებული პარტიები რას გააკეთებენ?
„არანაირი კავშირი არ არსებობს ამ ორ სარჩელს შორის,“ – მიმართა მოსამართლეებს გიორგი კახიანმა, „ოცნების“ დეპუტატმა.
„სხვა მუხლებიც გვაქვს გასაჩივრებული, ამიტომაც ჯერ სასამართლომ ამ ნორმების კონსტიტუციურობაზე უნდა იმსჯელოს, ვიდრე განიხილავს პარტიების ანტიკონსტიტუციურობის საკითხს,“- „ლელოს“ წარმოდგენილ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმაც.
„არ დაკმაყოფილდეს“ – აქაც ნაცნობი ფრაზა გაისმა უკვე პლენუმის თავმჯდომარისგან.
საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 23 ოქტომბერს, დილის 12 საათიდან გაგრძელდება.
24 ოქტომბერს, შაბათს, ბათუმში, „კავეა გრანდ მოლში“ გაიმართება ილო ღლონტის ფილმის – „რატომ ვართ ერთად“ – ჩვენება და დისკუსია ფილმის ავტორთან.
ჩვენება 17 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
ფილმი ეხება მოზარდთა სოციალურ გამოწვევებს, გარემოს გავლენასა და ურთიერთობებს, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრების გზას განსაზღვრავს. ჩვენების შემდეგ რეჟისორთან ერთად მაყურებლები იმსჯელებენ ფილმში წამოჭრილ საკითხებსა და ხელოვნების როლზე ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.
ჩვენების ორგანიზატორია „შემოქმედებითი ხმები ბავშვთა უფლებებისთვის“.
ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (European Union in Georgia) მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF Georgia) და TIFL Education-ის მიერ, დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით.
მისამართი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 29, Cavea Grand Mall, კინოდარბაზი N4.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მსჯელობას საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგ კვირაშიც გააგრძელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, დღეს, 22 ოქტომბრის, სამუშაო დღის ბოლოს მხარეებს განუცხადა, რომ სხდომებს ნიშნავს 26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ დღე, 12:00 საათზე.
ძალაში რჩება ხვალ, 23 ოქტომბერს დანიშნული სხდომაც.
„ისე წარიმართა სხდომები, რომ საკმაოდ გაგრძელდა. მომდევნო კვირასაც ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას. მომდევნო კვირას, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 12 საათზე იქნება ეს სხდომები დანიშნული“, – განაცხადა ნადარაიამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს და სასამართლოს სთხოვეს, გაეთვალისწინებინა მათი გრაფიკიც. ადვოკატების ნაწილმა თქვა, რომ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა სხდომები აქვთ ჩანიშნული, ნაწილმა კი მოუცლელობის სხვა მიზეზი დაასახელა, თუმცა, ნადარაიამ მათ უთხრა, რომ სხდომები უკვე ჩანიშნა და თუ ვინმე არ დაესწრება, ეს მათი გადასაწყვეტია.
ერთ-ერთმა მონაწილემ ოპოზიციის მხრიდან, შენიშნა, რომ მომდევნო კვირა პარლამენტისთვის სასესიო კვირაა და „მოსარჩელეებსაც არ ეცლებათ“.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ საქმეში წარმოადგენენ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გიორგი კახიანი და თორნიკე ჭეიშვილი.
დისკუსიის დასასრულს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სასამართლოს სთხოვეს, ხვალინდელი სხდომის შემდეგ განხილვა სამშაბათს გაეგრძელებინათ, რაზეც რევაზ ნადარაიამ ასე უპასუხა:
„კაი, ხვალ თუ ძალიან დაღლილები იქნებით, მერე ვიფიქროთ სამშაბათზე“.
ამის შემდეგ, მოსამართლეებმა დარბაზი დატოვეს.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ დაიწყო. ორი სამუშაო დღე მხოლოდ მოპასუხეთა შუამდგომლობებს დაეთმო, რომელთაგან არცერთი არ დაკმაყოფილდა.
სავარაუდოა, რომ ხვალინდელი დღეც ოპოზიციონერთა შუამდგომლობებით დაიწყება, რადგან პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ დღესაც არ მიეცა ყველა შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა. მათ 4-დან მხოლოდ 1 შუამდგომლობა დააყენეს – ისინი ითხოვდნენ მოსარჩელე მხარეს, ანუ „ქართულ ოცნებას“, სარჩელში ცალ-ცალკე მიეთითებინა, რომელ ოპოზიციურ პარტიას კონკრეტულად რას ედავებოდნენ.
„ბატონო მოსამართლეები, თუ თქვენ გაიგეთ, ჩვენ რას გვედავებიან, ძალიან გთხოვთ განმიმარტეთ, კონსტიტუციის რომელ ნაწილს მედავებიან მე. იმიტომ, რომ მე ვერ გავიგე“ – მიმართა მოსამართლეებს ბერდია სიჭინავამ.
იქამდე, ცოტა ხნით ადრე იგივე შუამდგომლობა დააყენა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა.
ჯამში, ორი დღის განმავლობაში, მოსამართლეებმა ოპოზიციის წარმომადგენელთა არც ეს და არცერთი სხვა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. მათ შორის, არ დააკმაყოფილეს მოსამართლეთა ამ შემადგენლობის აცილების შუამდგომლობა, რომელიც განხილვის დაწყების პირველ დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააყენეს.
„ჩვენ ვნახეთ კვლავ გაგრძელება მანიპულაციის, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე, ამაზე მეტი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსი. ეს არის უზარმაზარი შეურაცხყოფა თქვენი კომპეტენციის, თქვენი უფლებამოსილების, როდესაც პარტიის ლიდერი ამბობს, რომ რამდენიმე დღე დარჩა ამ პარტიების არსებობისთვის. განაჩენი გამოგვიტანა კაცმა“, – უთხრა „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ წარმომადგენლებმა მათი „ქოც დეპუტატებად“ მოხსენიება გააპროტესტეს და შეურაცხყოფად მიიჩნიეს.
მანამდე სასამართლომ შეურაცხყოფად მიიჩნია ასევე „ლელოს“ კიდევ ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის გამოსვლისას სასამართლოს ნდობის ეჭვქვეშ დაყენება.
სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიმ ბადრი ჯაფარიძის დარწმუნება სცადა, რომ არავის ზემოქმედების ქვეშ არ მოექცევიან ის და მისი კოლეგები: „ახლა ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს. პოლიტიკური განცხადებების შეფასება, რომლებიც სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა, მით უმეტეს, სხვადასხვა ინტერვიუში ძალიან ბევრ გაცხადებებს აკეთებს ყველა მხარე.“
„ეს არის თქვენზე ზემოქმედების პირდაპირი მაგალითი“, – უპასუხა მას ჯაფარიძემ.
მოსამართლემ ისევ გაიმეორა: „ვერავითარი ზემოქმედების ქვეშ ვერავინ ვერ მოგვაქცევს, ვერანაირი მცდელობა, არავითარ მცდელობას არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ, ეს იცოდეთ.“
ბადრი ჯაფარიძემ განსახილველ საკითხზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსაზრების გაზიარებაზე შუამდგომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი:
„შუამდგომლობის მთავარი მოტივატორი არის ის, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ხუთი ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის, ყოველ შემთხვევაში „ლელო საქართველოსთვის“ შექმნილია 2019 წლის ბოლოს და არანაირ კავშირში არ არის სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, არც დაფუძნების, არც მისი ისტორიის, დამფუძნებლების კუთხით.
ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს, არამხოლოდ გაუქმება, არამედ მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს. ევროპულ კონვენციასთან ამ მოთხოვნის შესაბამისობის სტანდარტი უნდა იქნეს განსაზღვრული. ჩვენი შუამდგომლობის მთავარი მოტივატორი არის… კონსულტაციის შესაძლებლობა – მიმართოს ამ შემთხვევაში, სრულიად საფუძვლიანად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს.
ჩვენი მთავარი მოტივატორი არის სწორედ ის, რომ ამ სასამართლომ განსაზღვროს ევროპულ კონვენციასთან, ხუთი პარტიის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ.“
ბათუმში, ზღვაში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან.
ამჯერად „ამბასადორი“ ლიცენზიისგან 2026 წლის 16 ოქტომბრის განკარგულებით გაათავისუფლეს, რომელსაც „ოცნების“ მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
აღნიშნული განკარგულებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით“ კომპანიას უფლება მისცეს 1 წლის განმავლობაში ხელოვნური კუნძულისთვის ჯამში 559 741 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში მოიპოვოს ჭოროხის დელტაში. წიაღისეულის მოპოვების ფართობი კი ჯამში 37,3 ჰექტარია [373 160 კვადრატული მეტრი].
მდინარე ჭოროხის დელტა
აქ აღსანიშნავია, რომ ბათუმის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად ზღვაში წელს 110 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეეტანათ, თუმცა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ტენდერი შეწყვიტა.
ტენდერის შეწყვეტის მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში, ვიზუალური დათვალიერებით, საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა. სამმართველოს ინფორმაციით, ხელახალი ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გამოაცხადოს.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ განკარგულებას, ქვიშა-ხრეშს „ამბასადორი“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: თხილნარისა და ჭარნალის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოიპოვებს.
ამავე განკარგულებით ლიცენზიისაგან გათავისუფლებული „ამბასადორი“ ვალდებულია:
უზრუნველყოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის და საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება;
მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულების მშენებლობისთვის;
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 730 097 ლარის გადახდა [ანუ 1,3 ლარის გადახდა ერთ კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშში];
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში
კობახიძის ერთ-ერთი ბოლო განკარგულებით, „ამბასადორი“ ულიცენზიოდ 980 490 კუბურ მეტრ წიაღისეულს [ქვის ლოდებს] ქობულეთის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზეც მოიპოვებს. კომპანია წიაღისეულს ულიცენზიოდ კვირიკეში აქამდეც მოიპოვებდა, რისთვისაც აქ მთა დაშალეს.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხრეშს, ქვებსა და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს, თითქმის ყველა შემთხვევაში – ულიცენზიოდ. ლიცენზიისგან კი მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველა განკარგულება ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ, უკანონოა. აქედან გამომდინარე კი, შეიძლება ვთქვათ, რომ უკანონო განკარგულების საფუძველზე წიაღისეულის მოპოვებაც უკანონოა.
დღეს, 22 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დააყენა შუამდგომლობები, რომლითაც მოითხოვა რიგი დოკუმენტების გამოთხოვნა და ასევე მოწმეების დაბარება და დაკითხვა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან.
მათ შორის, ნიკა გვარამიამ სასამართლოს სთხოვა საქართველოს მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისთვის 2008–2022 წლებში გადაცემული მასალების ნუსხისა და 2008 წლის ომის დაწყების გარემოებებზე სახელმწიფოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტების გამოთხოვა.
მისვე განმარტებით, გასარკვევია, რა ფაქტობრივ ვერსიას აწვდიდა სახელმწიფო პროკურორს, ომის დაწყების გარემოებების გამოკვლევისთვის. ნიკა გვარამიამ სხდომაზე განმარტა, რომ „სახელმწიფოსა და პროკურორის კორესპონდენცია ამასთან დაკავშირებით საჯარო არ არის“. ასევე, გასარკვევია გარემოება, რა ფაქტობრივ ვერსიას იცავდა საქართველოს სახელმწიფო 2012–2024 წლებში სტრასბურგში, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროზე და 7 აგვისტოს წინა დღეების ცეცხლზე.
მისივე თქმით, თუ ეს ვერსია დასკვნის [ე.წ. წულუკიანის დასკვნა, რომელიც თან ახლავს სარჩელს, რომელიც ოპოზიციური პარტიების გაუქმებას ითვალისწინებს] ვერსიას ეწინააღმდეგება, სასამართლოს წინაშე ერთი და იმავე სახელმწიფოს ორი შეუთავსებელი პოზიცია დგას და დასკვნის ვერსია დადგენილად ვერ ჩაითვლება.
ნიკა გვარამიას თქმით, ეს დასკვნები ერთმანეთს უნდა შევადაროთ იმიტომ, რომ მკაფიოა განსხვავებები.
„ეს [რაც ახლავს სარჩელს] პირდაპირ რელევანტურია იმასთან, რომ ომის დაწყების მაპროვოცირებელი იყო ქართული მხარე, ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს სახელმწიფო ერთს ამბობს და კომისია სხვას თუ ეს ასე არ არის. ჩვენ ვარკვევთ, ეს არის სახელმწიფოს პოზიცია თუ ერთპარტიული პოზიცია. მე მაინტერესებს, რას ემყარებოდა სახელმწიფო აგენტი იმ შემთხვევაში და სახელმწიფოს ამჟამინდელი პოზიცია. ახლა ეს თუ დადასტურდა რასაც ესენი წერენ, წავაგებთ ყველგან ყველაფერს“ – თქვა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია ითხოვს ინფორმაციას, გამოყენებულია თუ არა კომისიის დასკვნა ან მისი ნაწილი სახელმწიფოს პოზიციის სახით რომელიმე საერთაშორისო სამართალწარმოებაში ან საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე და გასარკვევია, საერთაშორისო ფორუმებზე რა პოზიციას იცავს სახელმწიფო.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელ ორგანოს აქვს და მას მოპასუხე მხარე ვერ მოიპოვებს.
ნიკა გვარამია შუამდგომლობის სახით ითხოვდა ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საქართველოს დელეგაციის პოზიციის ამსახველ დოკუმენტებს ძალის გამოუყენებლობის საკითხზე 2012–2026 წლებში, იმ ნაწილში, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას ეხება.
შუამდგომლობების ჩამონათვალშია ასევე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის 2012–2025 წლების საბიუჯეტო დაფინანსების მონაცემები წლების მიხედვით და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა დანიშვნის აქტები, მათ შორის თამაზ ბესტაევის დანიშვნის შესახებ.
ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ გასარკვევია და დასაზუსტებელი სახელმწიფოს მიმართება ამ საკითხთან და ზუსტი დეტალები. მისი თქმით, თუ დროებით ადმინისტრაციულ ერთეულს 2012 წლის შემდგომი მთავრობები 13 წელი ინარჩუნებდნენ, აფინანსებდნენ და ხელმძღვანელებს უნიშნავდნენ, მისი შექმნა „ღალატად“ თავად სახელმწიფოს არ შეუფასებია და ეს მხოლოდ წულუკიანის კომისიის პოზიციაა.
ნიკა გვარამიას შუამდგომლობას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვას ესწრება, ფეისბუქზე წერს, რომ „ყველამ წინასწარ იცის“ ამ საქმის შედეგი.
„თუ გინდათ, რომ საინტერესო საყურებელი გახდეს ეს ისტორიული პროცესი, დაივიწყეთ ილუზიები, უსაფუძვლო ოპტიმიზმი და უყურეთ იმას რაც სინამდვილეში ხდება:
1. ყველამ ყველაფერი წინასწარ იცის. არავინ ელის რაიმე ექსტრაორდინარულს
2. ყველამ იცის რომ ბიძინა უყურებს
მანდატურებიც კი გამოაწყვეს სპეციალურ მუნდირებში.
ყველამ იცის ბოლოს რაც მოხდება და რა როლი აქვს მიმდინარედ.
მაგრამ მაინც არის მათ თამაშში განსხვავებული ნიუანსები
ა) ზოგი ცდილობს თავი მოაწონოს ბიძინას, საჯაროდ პირველად ახდენს საკუთარი მორჩილების დემონსტრირებას.
ბ) ზოგი ასევე ცდილობს თავი მოაწონოს ბიძინას, ოღონდ უკვე „ფავორშია“ და პოზიციის შენარჩუნება უნდა.
გ) ზოგი ცდილობს ჩუმად იყოს, მინიმალური ვალდებულება შეასრულოს, ბოლოს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებაზე, და ასე გამოძვრეს, იქნებ საერთოდაც აღარავის გაახსენდეს მომავალში.
დ) ზოგი „ნაცი არა ვარ“ მტკიცების რეჟიმშია ისევ, საკუთარი წარსულიდან და ბიძინას გამძაფრებული პარანოიიდან გამომდინარე, და განსაკუთრებული „შეუპოვრობით“ გამოირჩევა.
ასეთი სპექტაკლია.
ბოლოს შეგვიძლია რამე პრიზიც დავაწესოთ როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს აკრძალოს 5 ძირითადი ოპოზიციური პარტია, მათ შორის – გირჩი მეტი თავისუფლება“.
21-23 ოქტომბერს ბათუმში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, 22 ოქტომბრის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტიეს, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს.
მოსკოვის ოლქში მდებარე ქალაქ სერპუხოვში უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „75 არსენალზე“ რომელიც იარაღსა და საბრძოლო მასალას აწარმოებს. ტელეგრამ-არხი Exilenova+ წერს, რომ მოსკოვის ოლქს არა მხოლოდ დრონები, არამედ რაკეტებიც დაესხნენ თავს.
სერპუხოვში მცხოვრებნი ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ სულ მცირე სამი რაკეტა ჩამოვარდა. ქალაქში სარაკეტო განგაში გამოცხადდა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით სულ 630 უკრაინული დრონი დაფრინავდა, რომელთა უმეტესობა „შორეულ წერტილებში“ გაანადგურეს.
ამავე დროს, რუსული კრემლისტური სააგენტო „ტასი“ წერს, რომ მოსკოვზე უკრაინული დრონებით თავდასხმის მცდელობა გუშინ საღამოსა და ღამით 2026 წლის დასაწყისიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.
უკრაინულმა დრონებმა ლიპეცკსაც შეუტიეს. ოფიციალური ცნობებით, დაზიანდა კერძო და საცხოვრებელი შენობების ფანჯრები და ფასადები და კლინიკა.
ასევე, დრონების თავდასხმა იყო ვორონეჟსა და ვორონეჟის ოლქში.
Dito [Domenti] Chubinidze, a journalist for the newspaper Asaval-Dasavali, which has been mentioned several times in open letters written by imprisoned former Prime Minister Irakli Garibashvili, has been arrested on charges of treason, specifically sabotage. The offence is punishable by up to four years in prison.
According to a statement issued by The Prosecution Service of Georgia, the sabotage charge stems from Chubinidze’s “repeated claims, published through various media outlets’, that part of the David Gareji monastic complex had been transferred to Azerbaijan “under a secret agreement concluded with a neighbouring country.”
The Prosecutor’s Office also said that Chubinidze had repeatedly attempted to “link the death of his interviewee, Lazare Jorbenadze, to a revenge-motivated murder”, alleging that Jorbenadze had been killed after disclosing “incriminating information about Prime Minister Irakli Kobakhidze”.
“Through these actions, Domenti Chubinidze deliberately engaged in sabotage, to the detriment of the legitimate interests of the Georgian state, thereby obstructing the normal functioning of a state agency and the Government Commission on the Delimitation and Demarcation of the State Border of Georgia,” the statement reads.
Asaval-Dasavali, Chubinidze and Jorbenadze’s death have also featured prominently in claims made by Garibashvili. In his letters from prison, the former prime minister said that a “specific group within Georgian Dream” believed the story about the alleged transfer of the David Gareji monastic complex territory had been commissioned by him. According to Garibashvili, this led the group to blackmail him and pressure him to admit to new corruption charges, supposedly to “eliminate even a 1% chance of his return to politics.”
In his letters, Garibashvili also questioned the circumstances surrounding Jorbenadze’s death, raising broader concerns about what he described as a “the deaths by suicide of several people” Kobakhidze’s premiership.
“The following question must be answered: What was the real cause of the death of human rights defender Lazare Jorbenadze?
I am raising this question publicly because questions surrounding the deaths by suicide of several people that occurred during the rule of the Kobakhidze–Mdinaradze government remain unanswered in the public sphere to this day,” reads the fifth letter sent by the imprisoned former prime minister.
Chubinidze’s interview with Jorbenadze was published in the February 2–8, 2026, issue of Asaval-Dasavali under the headline: “CLASSIFIED — Prime Minister Kobakhidze Signed a Secret Agreement Last Year and Handed Azerbaijan the Part of David Gareji That Saakashvili Had Promised Aliyev.”
On April 4, 2026, Jorbenadze was found dead by hanging. An investigation was launched on suspicion of suicide. Jorbenadze had frequently been interviewed by Asaval-Dasavali and presented himself as a human rights defender, legal expert, activist and clergyman.
According to the Prosecutor’s Office, the investigation established that Jorbenadze’s death was a suicide.
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ კი, საბოტაჟის მუხლით დააკავეს.
ინფორმაცია ამის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 22 ოქტომბერს გაავრცელა.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას. სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.
მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის – ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით.
აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.
გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას,“- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 572 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 250. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 439 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 25 594 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 51 447 ერთეული [+44]
MLRS – 2 229 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 719 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 575 142 ერთეული [+1 750]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 997 ერთეული [+7]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 165 641 ერთეული [+363]
სპეცტექნიკა – 4 846 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 138 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„ეს არის ჩაკეტილი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არის რუსეთის ლუკმა. რეალურად საზოგადოება მიდის თვითგანადგურების რეჟიმში იმისთვის, რომ ამ საზოგადოების პატარა ნაწილი რეჟიმის სახით გადარჩეს… ჩემთვის ძალიან მტკივნეულია აგვისტოს ომთან დაკავშირებით არგუმენტაცია, რაც ჩაწერეს ამ სარჩელში. ერთადერთი საქართველოს ხელისუფლებაა და რუსეთის, რომელიც 2008 წლის ომს საქართველოს აბრალებს. ქართული იდეის ამაზე დიდი ღალატი ვერ წარმომიდგენია,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია.
მას ვესაუბრეთ ოპოზიციის გაუქმების სარჩელზე, რომელსაც ამ დღეებში საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.
სარჩელში, რომლითაც „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვეს, ნახსენებია ევროსასამართლოს პრაქტიკა, მაგრამ რეალურად რა სტანდარტით მოქმედებს ევროსასამართლო, როცა საქმე პარტიის აკრძალვას ეხება?
„როდესაც პოლიტიკური პარტიის გაუქმებაზეა ლაპარაკი, მთავარია, პარტია რამდენად იყენებს ძალადობას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდს. ბოიკოტი რა ლოგიკით შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად?
კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, რომელიც ეხება ესპანეთში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას – Herri Batasuna და Batasuna – ეს საქმე ევროსასამართლომ განიხილა 2009 წელს (Herri Batasuna and Batasuna v. Spain, nos. 25803/04 and 25817/04, ECHR 2009) და იგი ეხება ესპანეთში, ბასკეთის რეგიონში ტერორისტულ საქმიანობას.
ბასკეთში 70-იანი წლებიდან მოყოლებული ფუნქციონირებდა სამხედრო დაჯგუფება ETA, რომელიც არის პასუხისმგებელი 900-მდე ადამიანის მკვლელობაში, აფეთქებებში. ამ ძალებისთვის პოლიტიკური მიზნის მიღწევა, ანუ ბასკეთის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც განაწილებულია ორ ქვეყანას: ესპანეთსა და საფრანგეთს შორის, შესაძლებელი იყო ძალადობით, მკვლელობებით, აფეთქებებით და ასე შემდეგ.
ეს პარტია ETA-ს პოლიტიკური გაგრძელება იყო. ETA მოგეხსენებათ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული იყო ევროკავშირის მიერაც,“ – გვიყვება ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
ნამდვილად სწორია ის, რომ ევროსასამართლოს აქვს საკმაოდ მდიდარი პრაქტიკა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. შეიძლება რამდენიმე ჯგუფი გამოვყოთ საქმეებისა, რაც პარტიების აკრძალვასთან არის დაკავშირებული. არის საქმეები, რომელიც ეხება უკვე არსებული პოლიტიკური პარტიების დაშლას. არის საქმეები, რომელიც ეხება პარტიების რეგისტრაციაზე უარის თქმას და საქმეები, რომელიც ეხება აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პარტიებს, ანუ მეორად აკრძალვას. ასევე არის საქმეები, რომელიც უკავშირდება პარტიასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების აკრძალვას.
ევროპული კონვენციიდან გამომდინარე ევროსასამართლოსთვის პოლიტიკური პარტიები არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომლის გარეშეც დემოკრატიის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია. მიიჩნევა, რომ პოლიტიკური პარტიები არიან მნიშვნელოვანი აქტორები დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, კონვენცია აღიარებს დემოკრატიას, როგორც მმართველობის ერთადერთ ფორმას. დემოკრატია ეფუძნება კანონის უზენაესობას და, ზოგადად, ევროპულ ღირებულებებს.
თუმცა, ზოგჯერ პოლიტიკური პარტიები შეიძლება ფუნქციონირებდნენ ისე, რომ საფრთხეს უქმნიდნენ დემოკრატიას. ამ შემთხვევაში, ცხადია, კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, ევროსასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს პოლიტიკური პარტიების გაუქმებას. ევროსასამართლო ამასთანავე ამბობს, რომ იმის გამო, რომ მათ განსაკუთრებული როლი აქვთ დემოკრატიულ პროცესებში, პარტიების აკრძალვა უნდა იყოს უკიდურესი ზომა, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს.
ამ კატეგორიის საქმეებში ევროსასამართლო ყოველთვის მიმართავს ძალიან მკაცრი შეფასების წესებს და დეტალურად აფასებს: რამდენად იყო ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დასაბუთებული და სათანადო? ამ პარტიების საქმიანობა უქმნიდა თუ არა რეალურ რისკს დემოკრატიის არსებობას?
ევროსასამართლო ამბობს: პარტიის მიერ გამოყენებული ხერხი და მეთოდები იყოს დემოკრატიული, ასევე, პარტიის საბოლოო მიზანი, ანუ ცვლილება, რაც უნდა დადგეს, ის ცვლილებაც უნდა იყოს დემოკრატიული.
ევროსასამართლო, როდესაც აფასებს რამდენად შეესაბამებოდა პარტიების აკრძალვა გადაუდებელ საჭიროებას, სამ კომპონენტს განიხილავს: რამდენად იქმნებოდა დემოკრატიისთვის რეალური, გარდაუვალი საფრთხე? პარტიის ლიდერების გამონათქვამები და ქმედებები რამდენად შეერაცხებოდა პარტიის საქმიანობას? მესამე ელემენტია ის, რომ ეს გამონათქვამები და ქმედებები რამდენად ისახავდა იმ ტიპის საზოგადოებრივი მოდელის შექმნას, რომელიც იქნებოდა დემოკრატიასთან შეუსაბამო?
ყველაფერი მიემართება იქითკენ, რა საფრთხე ექმნება დემოკრატიას ამ პარტიის საქმიანობით.
იდეალურია სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალები იცავენ დემოკრატიას და ოპოზიციაში, ანუ აკრძალული პარტიები არიან ისინი, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას ეწინააღმდეგებიან. ჩვენთან უკუღმა არის სიტუაცია: ოპოზიციური პარტიები გამოდიან დემოკრატიის დასაცავად და ხელისუფლება მათ აუქმებს.
მაგალითად, მოლდოვაში მთავარი ამოცანა იყო რუსულ გავლენებთან ბრძოლის კონტექსტი, როცა აკრძალეს კონკრეტული პოლიტიკური ძალები. ამ კუთხით დისკუსიაში მეც მიმიღია მონაწილეობა მოლდოვაში. როგორც ცნობილია, რუსული აგენტურის, რუსული ტელევიზიების და ოლიგარქების გავლენა ძალიან დიდია ბევრ ქვეყანაში. მოლდოვაში ხელისუფლების ამოცანაა საკუთარი ქვეყნის გადარჩენა და ევროინტეგრაცია, „ოცნების“ ამოცანა კი არის ევროინტეგრაციის გზის დაბლოკვა საკუთარი, პირადი კეთილდღეობისთვის.
ეს ახალი არ არის – „ქართული ოცნება“ მუდმივად იყენებს ევროსასამართლოს პრაქტიკას საკუთარი მიზნებისთვის, რომელსაც დემოკრატიასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
ლეგიტიმაციას რაც შეეხება – არის შემთხვევა, როდესაც მოპარული საარჩევნო პროცესის შემდეგ შექმნილ სიტუაციას არ აღიარებს პოლიტიკური პარტია. სხვა მეტი რა გამოსავალი შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას, გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს?
ვიცით, რომ 2024 წელს ჩატარდა არჩევნები, სადაც დარღვეული იყო უამრავი ადამიანის საარჩევნო უფლება, მათ შორის ემიგრანტების, იყო დარღვეული ხმის საიდუმლოება იმ ტექნიკით, რომელიც გამოიყენეს. უამრავი პრობლემა დადასტურდა, რის გამოც არჩევნები არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს.
ოპოზიციამ სხვა რა მეთოდი უნდა გამოიყენოს, თუ არა ასეთი მშვიდობიანი პროტესტი და წინააღმდეგობა? „ქართული ოცნების“ პოზიციით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აღიარონ ეს შედეგები, მიიღონ სტატუს-კვო და დანებდნენ ამ ტიპის ძალაუფლების მიტაცებას, მაშინ, როცა არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.
როდესაც პოლიტიკური პარტიის გაუქმებაზეა ლაპარაკი, მთავარია, პარტია რამდენად იყენებს ძალადობას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდს. ბოიკოტი რა ლოგიკით შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად? საქართველოში ოპოზიციურ პარტიაში ყოფნა სიამოვნება არანაირად არ არის: ოპოზიციონერი ან ციხეშია, ან ნამყოფია ციხეში, ან კიდევ ემუქრება ციხე. ისინი მუდმივად მუქარის ქვეშ არიან და ყველანაირი ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.
ამ მოცემულობაში „ოცნება“ რაზეც საუბრობს, მას არანაირი კავშირი აქვს ევროსასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან, იმასთან, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდნენ პოლიტიკური პარტიები.
ძალადობაშირასმოიაზრებსევროსასამართლო? „ოცნება“ ითხოვს, მაგალითად, „ნაციონალურიმოძრაობისაკრძალვასიმმოტივითაც, რომძალადობრივისისტემაშექმნეს, ციხეებშიაწამებდნენადამიანებსო…
ცოტა სასაცილოა უკვე ციხეებზე აპელირება იმ ფონზე, რა სიტუაციაც დღეს არის ქართულ ციხეებში.
კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, რომელიც ეხება ესპანეთში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას – Herri Batasuna და Batasuna – ეს საქმე ევროსასამართლომ განიხილა 2009 წელს (Herri Batasuna and Batasuna v. Spain, nos. 25803/04 and 25817/04, ECHR 2009) და იგი ეხება ესპანეთში, ბასკეთის რეგიონში ტერორისტულ საქმიანობას.
ბასკეთში 70-იანი წლებიდან მოყოლებული ფუნქციონირებდა სამხედრო დაჯგუფება ETA, რომელიც პასუხისმგებელია 900-მდე ადამიანის მკვლელობაში, აფეთქებებში. ამ ძალებისთვის პოლიტიკური მიზნის მიღწევა, ანუ ბასკეთის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც განაწილებულია ორ ქვეყანას: ესპანეთსა და საფრანგეთს შორის, შესაძლებელი იყო ძალადობით, მკვლელობებით, აფეთქებებით და ასე შემდეგ.
ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ ძალადობაზე, როგორც ეს ევროსასამართლომ Herri Batasuna-ს და Batasuna-ს შემთხვევაში დაადგინა [ეს ორი პარტია მემკვიდრეები იყვნენ და ამიტომ გამოიყენება ერთად], მათი დაშლა კანონიერად მიიჩნია – ეს პარტია ETA-ს პოლიტიკური გაგრძელება იყო. ETA მოგეხსენებათ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული იყო ევროკავშირის მიერაც.
აი, ამ ტიპის ძალადობაზეა ლაპარაკი, რაც შეიძლება გახდეს პარტიების აკრძალვის საფუძველი.
თურქეთს აქვს ასევე ბევრი პოლიტიკური პარტია აკრძალული. ერთი კატეგორია ეხება ქურთისტანის სიტუაციას, ანუ „გაერთიანებული კომუნისტური პარტია“ და „დემოკრატიული პარტია“ პოლიტიკურ დღის წესრიგში აპირებდნენ ქურთების საკითხის დაყენებას. მათი აკრძალვა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ახალი დარეგისტრირებული იყვნენ და ამ პარტიებს არაფერი განხორციელებული არ ჰქონდათ, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ იყო კანონთან შეუსაბამო.
ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია თურქეთის წინააღმდეგ – Refah Partisi-ს [კეთილდღეობის პარტია] საქმე. სხვათა შორის, ერდოღანის პარტია იყო ეს და ითხოვდა შარიათის დამკვიდრებას. ამ შემთხვევაში არ დაუდგენია ევროსასამართლოს დარღვევა, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ პარტიას კონვენციასთან შეუსაბამო მიზანი ჰქონდა.
ევროპისქვეყნებშირამაგალითებიარსებობსამკუთხით?
რამდენიმე საქმე ეხებოდა ბულგარეთში „კომუნისტური პარტიის“ რეგისტრაციის დაუშვებლობას. ევროსასამართლომ თქვა, რომ „კომუნისტური პარტიის“ მითითება სათაურში არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ პარტიას მიზნად ექნება ტოტალიტარული დღის წესრიგი. ამ კუთხით დადგინდა დარღვევა.
ორი საქმე იყო რუმინეთის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა ასევე კომპარტიას. ერთ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ კომპარტიის სათაურში გამოყენება ასევე არ იყო პრობლემა და ამიტომ ამ პარტიის დაურეგისტრირებლობა იყო კონვენციის დარღვევა, მაგრამ მეორე შემთხვევაში დარღვევა არ დაადგინა, რადგან პარტია მიზნად ისახავდა რუმინეთის აკრძალული კომპარტიის სამართალმემკვიდრეობის აღდგენას. ამ პარტიას არ მისცეს უფლება რეგისტრაციის და სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს იყო კანონთან შესაბამისი, რადგან მემკვიდრეობა, რომელიც კომპარტიას ჰქონდა რუმინეთში, იძლეოდა ამ პარტიის საქმიანობის დაუშვებლობისთვის წინაპირობას.
გერმანიაში საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის გადაწყვეტილებით ულტრამემარჯვენე ნეო-ნაცისტური ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (NPD) კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო, მაგრამ იმდენად ცოტა წარმომადგენლობა აქვს, რომ საფრთხეს დემოკრატიას არ უქმნის და არ დაშალა.
სხვათა შორის, ამ საქმეს ძალიან ცუდად იყენებს „ქართული ოცნება“, როცა ამბობს, სხვა პატარა პარტიებს ჯერ არ ვაუქმებთო. საქართველოს კონტექსტში ეს ძალიან სახიფათო განცხადებაა. რეალურად „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ამ წუთას ყველა დიდ პარტიას გააუქმებს, მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ ხმების მობილიზაცია მოახდინოს და მათი წარმომადგენელი გახდეს, მაშინ იმათაც აკრძალავს.
ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს მთლიანად პოლიტიკური ველის მოსუფთავებას, – მინიმუმ 800 000 ოპოზიციური ამომრჩეველს საარჩევნო უფლებას ართმევს. რას უპირებენ ამ 800 000 ადამიანს? რეალურად აქტიური საარჩევნო ხმის ჩამორთმევა ხდება.
გარდა იმისა, პასიური საარჩევნო უფლებაც შეზღუდულია იმიტომ, რომ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს 8 წელი უკრძალავენ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. გარდა იმისა, რომ მოქმედი პოლიტიკოსებისთვის ამ უფლების აკრძალვას აპირებენ.
როდესაც საქართველოს სიტუაციას განვიხილავთ, ყველაფერი ერთად უნდა დავინახოთ. კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს რეალობაში პოლიტიკური პარტიები არიან რეპრესირებულები, ფინანსური დახმარების უფლება არა აქვთ, პოლიტიკურ პარტიებში მონაწილე პირები ან ნასამართლევი არიან ან გამოძიების ქვეშ და არიან სხვადასხვა ფორმით ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის, პროპაგანდით და დეზინფორმაციით. ცალკე აღნიშვნის ღირსია სისხლის სამართლის კანონმდებლობის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად.
სამოქალაქო სექტორი, რომელმაც მონიტორინგი უნდა გაუწიოს საარჩევნო პროცესს, როგორც წინასაარჩევნო, ასევე პოსტსაარჩევნო პროცესს უკიდურესად დასუსტებულია და, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მედია რა დღეშია და რამდენი ადამიანია ციხეში? მზია ამაღლობელი ციხეშია, ვახო სანაია ისევ დააპატიმრეს. ამ ხელისუფლებას ფორმალური დემოკრატიის პრეტენზიაც აღარ აქვს.
ევროსასამართლო აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას კონტექსტს. ფაქტია ის, რომ ხელისუფლება ებრძვის პოლიტიკურ აზრს და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს თავისუფალი აზროვნება. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არის უკვე კრიმინალიზებული თავიდან ბოლომდე, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის. ეს წარმოუდგენელია.
რაეტაპზეგადადისსაქართველოოპოზიციისაკრძალვით?
ეს არის ავტოკრატიის სრული კონსოლიდაციაა, ევროპული ინტეგრაციის გზიდან საბოლოო ჩამოშორება, არადემოკრატიული, ჩაკეტილი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არის რუსეთის ლუკმა. რეალურად საზოგადოება მიდის თვითგანადგურების რეჟიმში იმისთვის, რომ ამ საზოგადოების პატარა ნაწილი რეჟიმის სახით გადარჩეს. „ოცნების“ ამოცანა ახლა ეს არის. დანარჩენი ადამიანები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იცხოვრებენ, რომელსაც სახელმწიფოს ფორმატი აღარ აქვს, გადარჩენის რეჟიმში არსებობისთვის არიან განწირულები.
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია აგვისტოს ომთან დაკავშირებით არგუმენტაცია, რაც ჩაწერეს ამ სარჩელში. ერთადერთი საქართველოს ხელისუფლებაა და რუსეთის, რომელიც 2008 წლის ომს საქართველოს აბრალებს. ქართული იდეის ამაზე დიდი ღალატი ვერ წარმომიდგენია.
ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ევროსასამართლოს საქმე „ჟდანოკა ლატვიის წინააღმდეგ“. ჟდანოკა იყო „კომუნისტური პარტიის“ წევრი, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და რეალურად კომპარტია წინააღმდეგობას უწევდა ლატვიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას და მონაწილეობდა საბოტაჟში ლატვიური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ლატვიამ მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც უზღუდავდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.
ევროსასამართლომ მიიღო ორი გადაწყვეტილება „ჟდანოკას საქმესთან“ დაკავშირებით. პირველ გადაწყვეტილებაში, რომელიც 2006 წელს არის მიღებული (Ždanoka v. Latvia [GC], no. 58278/00, ECHR 2006-IV [GC]), სასამართლომ დაადასტურა, რომ კომპარტიას მართლაც ჰქონდა ძალიან ნეგატიური როლი ლატვიის ისტორიაში და ამიტომაც, ეს აკრძალვა იყო კონვენციასთან შესაბამისი. თუმცა, ამავდროულად მიმართა ლატვიის მთავრობას, რომ ეს აკრძალვა არ გამხდარიყო სამუდამო.
2024 წელს „ჟდანოკას საქმეზე“ მეორე გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომ (Ždanoka v. Latvia, no. 42221/18, 25 July 2024) და აღნიშნა, რომ წინა გადაწყვეტილებით დავადგინეთ, რომ ლატვიაში შედარებითი მეტი სტაბილურობაა (Greater stability), ახლა კი, ასე არ არის, რადგან რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში და მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაო. ამიტომაც, ამ ფონზე ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილება, აუკრძალოს კონკრეტულ ძალებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, გასაგებია ლატვიის უსაფრთხოებიდან გამომდინარეო.
ამ საქმეში პირდაპირ, ღიად ამბობს ევროსასამართლო, რომ რუსეთმა დაიწყო 2008 წლის ომი.
ერთადერთი, არის ზუსტად ის, რომ გავაგრძელოთ იმის თქმა, რომ ეს არის არალეგიტიმური მთავრობა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას მომავალი არა აქვს. როცა საკუთარი ქვეყანა გადანაშაულებს ომის დაწყებაში, მაშინ მომავალში გასასამართლებელი საბუთი შეიძლება იყოს ის, რომ არალეგიტიმური მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები არის იურიდიული ძალის არმქონე. ამ სამართალმემკვიდრეობაზე მომავალ სახელმწიფოს ვერ დავაფუძნებთ. ამიტომაც ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ამ ტიპის ლეგიტიმაციას.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა დღეს, 21 ოქტომბერს, დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლომ – ბიძინა ივანიშვილის „ოცნება“ საქართველოში ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს.
„ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება სინამდვილეში, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, რომელიც უნდა იცავდეს კონსტიტუციას“, – პროცესის დაწყებამდე გვითხრა ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ.
სასამართლოს შესასვლელთან გამოჩნდნენ „ოცნების“ აქტივისტებიც, მათ შორის, ბათუმის მერიის თანამშრომელი.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
დღეს სასამართლო პროცესის გადასაღებად დარბაზში მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს.
სარჩელის დიდი ნაწილის მთავარი მტკიცებულება სწორედ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა, რის საფუძველზეც „ოცნება“ ენმ-ს პრაქტიკულად ომის დაწყებას აბრალებს 2008 წელს.
ამ კომისიამ მიიჩნია ასევე, რომ სააკაშვილმა შექმნა ქვეყანაში ძალადობრივი სისტემა. ამის მაგალითად სარჩელში სწორედ „წულუკიანის კომისიის“ დასკვნის საფუძველზე მითითებულია „როინ შავაძის საქმე“. საინტერესო ისაა, რომ ეს სერჟანტი ბათუმში 2008 წელს მოკლეს, როცა აჭარის პროკურორი ვასილ როინიშვილი იყო – მაშინდელი პროკურორი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
„კომისია კონსტიტუციური პრინციპების დარღვევით შეიქმნა… სინამდვილეში ეს პოლიტიკური ანგარიშსწორების თემაა“, – უთხრა მოსამართლეებს ნიკა გვარამიამ.
ამ შუამდგომლობას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი იმ მთავარი არგუმენტით, რომ დროებითი, საგამოძიებო კომისიის დასკვნა დამყარებულია არა ფაქტებზე, არამედ ვიღაცის აღქმებზე ფაქტებთან დაკავშირებით.
ფაქტების დადგენა თუ მნიშვნელოვანია, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომი, რატომ არ უნდა დასწრებოდა პროცესს მიხეილ სააკაშვილი? – სააკაშვილის მოთხოვნა შუამდგომლობის სახით დღევანდელ სხდომაზე ანი წითლიძემ დააყენა, თუმცა მის დაკმაყოფილებაზეც სასამართლომ უარი თქვა.
„ეს სასამართლო პროცესის პოლიტიზებას გამოიწვევს, ვიდრე შემატებს რამეს“, – ოპოზიციონერებს მიმართა არჩილ გორდულაძემ, დეპუტატმა „ოცნების“ პარლამენტიდან.
რაც შეეხება წულუკიანის კომისიას, „ოცნების“ დეპუტატებმა ამჯერად თქვეს, რომ ოპოზიციასაც შეეძლო პარლამენტში შესვლა და კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება.
„როცა იყო ოპოზიცია პარლამენტში, უარი უთხარით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე“, – რეპლიკით ისარგებლა ნიკა გვარამიამ.
„სიჩუმე, ხელს უშლით პროცესს“, – ნიკა გვარამიას მიმართა რევაზ ნადარაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
დღესვე ამ მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა ხატია დეკანოიძეს – მან სასამართლოს მოსთხოვა მოწმის სახით დაეკითხათ ბიძინა ივანიშვილი.
კიდევ ერთი შუამდგომლობა შეეხებოდა მოსამართლეების აცილების საკითხს, მათ შორის, ვასილ როინიშვილის, რომელიც ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთავარი პროკურორის მოადგილეც იყო.
პლენუმმა ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.
ოპოზიციამ დღეს დაუსაბუთა სასამართლოს, რატომ ვერ იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნა ობიექტური მტკიცებულება:
„მე არ მაინტერესებს, ვინ რას მოუყვა წულუკიანს, მე უნდა დავკითხო მაშინ ის მოწმეები და გამოვიკვლიო…
დაასკვნეს, ომი ვინ დაიწყო, პროვოკაცია ვინ მოაწყო“, – გაბრაზება დაეტყო ნიკა გვარამიას.
„დასკვნა ეყრდნობა სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მაგალითად, რუსთავი 2“-ის საქმეზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„რატომ არ აძევებთ? არ გემორჩილებათ“ – რევაზ ნადარაიას მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია კოპალეიშვილმა.
მოსამართლეს ამ რეპლიკაზე აღარ უპასუხია, სამაგიეროდ, მოსამართლეები ცალკე სათათბიროდ აღარ გასულან და ადგილზე თათბირით დადგინდა, რომ ოპოზიციის შუამდგომლობა წულუკიანის კომისიის დასკვნების დაუშვებლად ცნობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
„უპირობოდ არ გავიზიარებთ“, – გამოსავალი იპოვა რევაზ ნადარაიამ. მოსამართლე ევა გოცირიძემ კი განმარტა, რომ საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნის კონსტიტუციურობაზე უკვე იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ ამ კუთხით სასამართლო ვერ იმსჯელებდა.
ევა გოცირიძემ ასევე თქვა, რომ კომისიის დასკვნაში მოყვანილი ფაქტების უგულებელყოფა არ არის სწორი და ის უკვე უსმენს ვიდეოჩანაწერებს: ვინ რა უთხრა წულუკიანის კომისიას.
„მაგრამ ფაქტებს აქვთ სხვადასხვა მტკიცებულებითი ძალა, მაგალითად, იქ არის სახალხო დამცველის ანგარიში. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არაფერს ნიშნავს?“ – ნიკა გვარამიას გამოხედა ევა გოცირიძემ.
ნიკა გვარამიამ აქვე თქვა, რომ რაღაც ფაქტებს და სასამართლოს განაჩენებს შესაძლოა ჰქონდეთ პრეიუდიციული ძალა – რასაც გამოკვლევა აღარ სჭირდება, მაგრამ რატომ უნდა მიიღოს საკონსტიტუციომ დასაშვებად წულუკიანის კომისიის დასკვნა, როცა ეს კომისია სუბიექტურად ჰკითხავდა ადამიანებს სხვადასხვა საქმეზე?
ოპოზიციის აკრძალვა ბიძინა ივანიშვილმა 2024 წელს, არჩევნების წინ დააანონსა „იმედთან“ ინტერვიუში. ამის შემდეგ „ოცნებამ“ პარლამენტში ე.წ. წულუკიანის კომისია შექმნა და ამან, ფაქტობრივად, „ოცნებას“ პარტიების აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა.
„საერთოდ ვერ ვიგებთ, რას ითხოვს ჩვენგან მოსარჩელე, გაუგებარია“, – მოსამართლეებს მიმართა „ლელოს“ ლიდერმა, გიორგი სიორიძემ.
სიტყვა ისევ ითხოვა ევა გოცირიძემ. მან ამჯერად „ოცნების“ წარმომდგენლებს მიმართა.
„იქნებ დააკონკრეტოთ, რომელ პარტიასთან რა სამდურავი გაგაჩნიათ“, – თქვა ევა გოცირიძემ.
„მადლობა, ქალბატონო ევა“, – წამოიძახა გიორგი სიორიძემ.
სხდომა ხვალამდე გადაიდო.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 22 ოქტომბერს დაიწყება.
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი და პირველი კომენტარები სასამართლო სხდომის დაწყების წინ:
21 ოქტომბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მოსახლეობა აპროტესტებს მდინარე ყოროლისწყალზე ჯებირის მშენებლობის პროცესის გაჭიანურებას. მოქალაქეების თქმით, ჯებირის მშენებლობა ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ჯებირის მშენებლობის პროცესში არ არის დაცული სამშენებლო უსაფრთხოება, რადგან ნაპირზე არანაირი გამაფრთხილებელი ნიშნულები არ დგას, კალაპოტი კი იმდენად ღრმად არის გამოთხრილი, რომ მდინარესთან ახლოს მდებარე სახლებს საძირკველი ფაქტობრივად გამოცლილი აქვთ.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხეც, რაც, მათი თქმით, სახიფათოა მათი ოჯახებისთვის.
დადიანის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა ბათუმში
„ამ სანაპიროსთან ახლოს არის დასახლება, ყველა ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვია და რადგან სანაპირო შემოსაზღვრული არ არის, შეიძლება გამოვიდეს ბავშვი და ჩავარდეს თხრილში. ნებისმიერი ადამიანისთვის აქ გადაადგილება არის სახიფათო.
სანაპიროზე ახალი ჯებირის ჩამოსხმა ისე დაიწყეს, მოსახლეობამ არაფერი ვიცოდით, არც პროექტი გვინახავს და არც იმას გვეუბნებიან, რატომ არის შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები. კითხვებს როცა ვსვამთ, მარტო ის გვესმის, – „გვაცადეთ ერთი დღე“ და ამასობაში გავიდა 6 თვე“- ამბობს დადიანის ქუჩაზე მცხოვრები ლია ჩხაიძე.
მის თქმით, მდინარე ყოროლისწყალი საშიში მდინარეა, რადგან უცებ იცის ადიდება და ნაპირებიდან გადმოსვლა.
„ახლა რომ დაიწყება შემოდგომის წვიმები და რომ ადიდდეს ეს მდინარე, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ არ დავიტბორებით და საფრთხე არ შეექმნება ჩვენს სახლებს? მით უმეტეს, რომ შემოდგომა და გაზაფხული აქ არის კატასტროფა, რადგან არაერთხელ იყო ადიდებული და შედეგს კი ხედავთ. სახლებს აღარ აქვთ საძირკველი“- გვეუბნება ლია ჩხაიძე.
მოქალაქეების თქმით, სულ ცოტა ათი ოჯახი მაინც საშიშროების ქვეშაა.
„გუშინ გვითხრეს, სამხარაულმა გაგვაჩერა, რადგან წყალს ვერ ვაშრობთ, რომ გავაგრძელოთ სარემონტო სამუშაოები, ჩვენ არ ვიცოდით მდინარე ასე თუ ადიდდებოდაო და მაშინ რას გვინგრევდნენ ამ ჯებირს“ – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ღამე ძილისაც ეშინიათ წვიმის დროს, რადგან მდინარის ადიდების საფრთხე რეალურია.
„კალაპოტი ამოთხარეს და ეს მიწა დაყრილია კალაპოტის შუაში, რის გამოც წყალი გუბდება, ვეღარ მიედინება თავისუფლად, რაც, ბუნებრივია, საფრთხეა. წყალი რომ ადიდდეს და ვეღარ გავიდეს თავისუფლად, ეს შეგუბებული წყალი შემოგვეჭრება სახლებში. ვითხოვთ, რომ დროულად მიიღონ ზომები და ეს კალაპოტი გაწმინდონ. დროულად დაასრულონ ჯებირის მშენებლობა დაზამთრებამდე“- აცხადებენ დადიანის ქუჩის მცხოვრებები.
დადიანის ქუჩაჯებირის სამუშაოების გამო სახლს საძირკველი გამოცლილი აქვს.
„ბათუმელებმა“ მოიკვლია ჯებირის ტენდერთან დაკავშირებული მონაცემები, რომლის მიხედვით, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში ტბეთის ქუჩა N60-დან თამარ მეფის გამზირამდე მონაკვეთში ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე ტენდერი 2026 წლის 20 მარტს გამოაცხადა 5 234 053 ლარით.
ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „ერკოს“ მიერ არის შედგენილი. პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს 840 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი რკინაბეტონის კედელი.
მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულ შპს „როსტვერკთან“ კი სამმართველომ ხელშეკრულება 2026 წლის 18 ივნისს გააფორმა 4 551 243 ლარზე.
ამ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს შესრულების ვადა 2027 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდია. შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ დროისთვის კომპანიაზე უკვე გადარიცხულია 217 ათას 384 ლარი.
„ჩვენ როგორც ვიცით, აქ დასაქმებულ პირებს არ უხდიან ხელფასს დროულად და ეს არის სამშენებლო პროცესების შეფერხების მიზეზიც. ამიტომ მოვითხოვთ, რომ შესაბამისმა უწყებამ მოიკვლიოს ეს საკითხი და მიიღოს ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად“ – ამბობს მოსახლეობა.
„ბათუმელები“ მერიას და კომპანიას დაუკავშირდება აღნიშნულ თემაზე კომენტარისთვის. განახლებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი დადიანის ქუჩიდან:
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამავე სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს „ილოვატო-111“-ის პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით „საწარმოო პროცესი შეუჩერდა ასევე დედაქალაქში, გუდაუთის ქ. 7-ში მდებარე შპს „ატომ 2020“-ის კუთვნილ ხორცპროდუქტების საწარმოს. გეგმური ინსპექტირებისას თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ობიექტზე დააფიქსირეს სურსათის მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობაც.“
„სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ვადაგასული სურსათი გამოავლინეს შპს „ნიკორასა“ [ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება. მის: აგლაძის 32, მაცივარი N4] და შპს „საამოში“ [რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, მის: გუდაუთის ქ. N7]. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.“ – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.
თიბისი კაპიტალი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და თიბისი ბანკის შემადგენელი ნაწილი ხდება. ამჟამად ის ბანკის შვილობილი კომპანია და ცალკე იურიდიული პირია. გაერთიანების დასრულების შემდეგ თიბისი კაპიტალი საქმიანობას უშუალოდ ბანკის სტრუქტურაში თიბისი კაპიტალის ბრენდით გააგრძელებს.
თიბისი კაპიტალი 1999 წლიდან საქმიანობს და დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ის მომხმარებლებს საინვესტიციო და საბროკერო, კაპიტალის ბაზრების, კვლევით და შერწყმა-შეძენის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. მისი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა Euromoney-ს ჯილდო — 2026 წელს თიბისი კაპიტალი მეორედ დასახელდა საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.
თიბისი კაპიტალის არსებული მომხმარებლები მომსახურებით ჩვეულებრივ და შეუფერხებლად გააგრძელებენ სარგებლობას. გაერთიანების შემდეგ მომხმარებლებისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების განახლება მხოლოდ თიბისი ბანკში იქნება საჭირო და ერთი და იმავე პროცესის ცალ-ცალკე გავლა აღარ მოუწევთ. თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვის კი, რომლებიც საინვესტიციო მომსახურებით ჯერ არ სარგებლობენ, ანგარიშის გახსნის პროცესი უფრო მარტივი და სწრაფი გახდება — გამოყენებული იქნება ბანკში უკვე არსებული ინფორმაცია.
გაერთიანება მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის — თიბისი ბანკისა და თიბისი კაპიტალის რესურსების გაერთიანება ახალი პროდუქტებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„თიბისი კაპიტალი დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია და გვინდა, მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გავაფართოოთ. გაერთიანებით მომხმარებლებისთვის საინვესტიციო მომსახურებით სარგებლობა უფრო მარტივი გახდება და ახალი პროდუქტების შექმნის მეტი შესაძლებლობა გვექნება“, — გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
გაერთიანების შემდეგ უცვლელი რჩება თიბისი კაპიტალის ბრენდი, გუნდი და მომსახურების პირობები. ყველა მიმართულება საქმიანობას თიბისი კაპიტალის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.
გაერთიანებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა უკვე მიღებულია. პროცესი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება.
ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აჭარის პროკურორი იყო.
უფრო მეტიც, სარჩელში, რომლითაც „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილია „სერჟანტ როინ შავაძის საქმე“ – „ოცნება მიიჩნევს, რომ ეს საქმე აჩვენებს, როგორ შექმნა ძალადობრივი სისტემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის გამოძიების დროს აჭარის პროკურორი სწორედ ვასილ როინიშვილი იყო. მან გამოძიებას ჩვენებაც კი მისცა ამ საქმესთან დაკავშირებით 2023 წელს – მას შემდეგ, როცა სტრასბურგის სასამართლომ 2020 წელს დაადგინა ამ საქმეზე არაერთი მუხლის დარღვევა.
სარჩელში, რომლითაც პარტიების აკრძალვას აპირებს „ოცნება“, ეს წერია „როინ შავაძის საქმის“ შესახებ:
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა, იმავე პერიოდში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო.
ყოველივე ეს დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით,“ – აღნიშნულია სარჩელში და აქვე ჩამოთვლილია რამდენიმე საქმე, რომლებზეც ე.წ. წულუკიანის კომისიამ უკვე იმსჯელა.
ამ ჩამონათვალშია „როინ შავაძის საქმე“.
ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2020 წლიდან და ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ვისაც სერჟანტის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის საქმე უნდა გამოეძიებინა. პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, ვასილ როინიშვილი „ოცნების“ მთავრობამ დააწინაურა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ვასილ როინიშვილი იყო მთავარი პროკურორის მოადგილე [2008-2009 წლებში], მანამდე კი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი [2006-2008 წლებში].
სწორედ მისი წარსულიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს, 21 ოქტომბერს, ვასილ როინიშვილის აცილება მოითხოვეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა როინიშვილის აცილების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულად მიიჩნია.
საკონსტიტუციო სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; გოგა კიკილაშვილი; სერგო მეთოფიშვილი; გიორგი მოდებაძე; ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის/მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები“.
შეხვედრა 2026 წლის 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის ადგილი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შენობა, მეორე სართულის დარბაზი; მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12.
„შეხვედრა ტარდება პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის და მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადების ფარგლებში და მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეებისთვის დაგეგმილი საქმიანობის, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და შემარბილებელი ღონისძიებების გაცნობას, ასევე მათი მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღებას შეფასებისა და მომზადების პროცესში გასათვალისწინებლად“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.
ქობულეთის შემოვლითი [ორზოლიანი] გზის პარალელურად, დამატებით – ახალი, ორზოლიანი გზა უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, ახალი გზა თითქმის მთლიან სიგრძეზე არსებული გზის მარცხენა მხარეს მიჰყვება და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის მარჯვენა მხარეს. პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა: 581 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 10 031 191 კვ.მ-ია. აქედან 193 ნაკვეთი კერძო საკუთრებაა, ჯამური ფართობით – 2 491 944 კვ.მ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ელექტრონულ მისამართზე: info@georoad.ge
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის აპრილში გასცა. პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის სრულად გაცნობა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო. დღეს ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდეა შემცირებული.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ახალი ზოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად 2027 წლის ბოლოს დაიწყება.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოებისთვის 2026-2030 წლებში, მთლიანობაში 485 მილიონი ლარია გაწერილი.
მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის [ADB] ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, თუმცა ბანკთან ხელშეკრულება ჯერ დადებული არ არის.
სამინისტროს ინფორმაციით აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ პროცესი დაფინანსების გაფორმების ეტაპზე გადავა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში.
ხიმშიაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზის გამყოფ მოაჯირს შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა კლინიკაში.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.