სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ და დევნიან, ასევე ტელეფონზე ეუმუქრებიან, შსს-ს მიმართეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. გამოძიება ამ შემთხვევაზე არ დაწყებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 2 ივნისს ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება სავარაუდო მუქარის და დევნის შემთხვევებზე. საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე ამბობს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანო მათ აუცილებლად …
Tag Archives: შსს
შსს-მ სპეცრაზმის ლანჩისთვის 88,5 ათასი ლარი დახარჯა 28 მაისის აქციის დროს
თბილისში 28 მაისს ანტირუსული საპროტესტო აქციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებისთვის, მათ შორის სპეცრაზმისთვის, 10 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრები ტენდერის გარეშე შეისყიდა. ლანჩში სამინისტრომ ჯამში 88 500 ლარი დახარჯა, თუმცა, ვის გადაუხადა თანხა, უცნობია. შესაბამისი ხელშეკრულება შესყიდვების პორტალზე არ იძებნება და მას არც სამინისტრო ასაჯაროებს. „გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2024 წლის 28 მაისს ქ. თბილისში …
Continue reading “შსს-მ სპეცრაზმის ლანჩისთვის 88,5 ათასი ლარი დახარჯა 28 მაისის აქციის დროს”
ვის დაიბარებენ საგამოძიებოში, ხარებას? – მოქალაქე, რომელსაც პოლიციელებმა სცემეს
„დალეწვა უფრო ერქვა ამას, როგორც ამას თავად ახსენებენ: დავლეწოთო… ხშირად მესმის პარალელი ბელარუსთან. სინამდვილეში, მე კადიროვმა მცემა 9 აპრილის ქუჩაზე…“ – გვიყვება მოქალაქე ლევან ბუდაღაშვილი, რომელსაც სამართალდამცველებმა პროტესტის გამოხატვისთვის 16 აპრილის აქციაზე სცემეს. რა ახსოვს ლევას და რატომ არ სცნობს დაზარალებულად მას გამოძიება? „გამომძიებელმა დეტალურად გამომკითხა, შვიდ-საათნახევარი მკითხავდნენ, მაგრამ აზრი არ აქვს, ვის დაიბარებენ, ხარებას? …
Continue reading “ვის დაიბარებენ საგამოძიებოში, ხარებას? – მოქალაქე, რომელსაც პოლიციელებმა სცემეს “
მაგ ტიპებს საფლავამდე ჩავყვები. ღობე-ყორეს ედებიან, არანაირი გამოძიება არ მიდის – ელისაშვილი
გადატვირთული სასამართლოს პირობებში, აქტივისტებს იბარებენ სასამართლოში და აჯარიმებენ. რა ხდება იმ საქმეებში, სადაც პირიქით, სამართალდამცველებმა იძალადეს მოქალაქეებზე, მათ შორის დეპუტატებზე, რომელსაც იმუნიტეტი იცავს? – პარლამენტის წევრ ალეკო ელისაშვილს პოლიციამ ჯგუფურად და დემონსტრაციულად სცემა. დეპუტატი ამბობს, რომ არანაირი გამოძიება არ ტარდება. „ჩემს შემთხვევაში სახეზე ჩანან ადამიანები, ვინც მირტყამდა. საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს მივწერეთ, გვითხარით, ვინ არიან ეს …
სპეცრაზმის ლანჩისთვის 200 ათასი ლარით გამოცხადებული ტენდერი შსს-მ შეწყვიტა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე“ პოლიციელებისთვის ლანჩის შესყიდვაზე შეწყვიტა ტენდერი, რომელიც 200 ათასი ლარით იყო გამოცხადებული. „ღონისძიებები“ კი თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციებია, სადაც სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი გამოჰყავს, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელები. „ღონისძიება“ ძირითადად დეპუტატების პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოდ“ შესვლა-გამოსვლის უზრუნველყოფით და მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლით შემოიფარგლება. აპრილ-მაისში სპეცრაზმის ლანჩისთვის …
Continue reading “სპეცრაზმის ლანჩისთვის 200 ათასი ლარით გამოცხადებული ტენდერი შსს-მ შეწყვიტა”
ანტირუსული აქციების გამო შსს პოლიციისთვის დამატებით 2 000 ჟილეტს იყიდის
თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციების გამო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, პოლიციელებისთვის დამატებით 2 ათასი ცალი ჟილეტის შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს. შესყიდვის ღირებულება 140 ათასი ლარია. დეპარტამენტმა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს 21 მაისს მიმართა. „თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაანონსებულია აქციების გაგრძელება. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, რა …
Continue reading “ანტირუსული აქციების გამო შსს პოლიციისთვის დამატებით 2 000 ჟილეტს იყიდის”
სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ
თბილისში ანტირუსული აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის ბიუჯეტიდან ერთ თვეში 665 244 ლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი ტენდერის გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება, შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში …
ბათუმში მოტოციკლი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მოტოციკლის დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს შემთხვევა დღეს, 17 მაისს მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
უქმე დღის გამო შსს-ს მომსახურების სააგენტო 17 მაისს არ იმუშავებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, რომ 17 მაისი სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია უქმე დღედ. სააგენტოს ცნობით: ის პირები, რომლებსაც 17 მაისს უწევდათ ცნობის მიღება, დამზადებულ დოკუმენტს მიიღებენ 18 მაისს; პირები, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა უწევდათ 17 მაისს, გამოცდით ისარგებლებენ 18 მაისს; იმ პირებს, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე …
Continue reading “უქმე დღის გამო შსს-ს მომსახურების სააგენტო 17 მაისს არ იმუშავებს”
საპროტესტო აქციაზე 13 პირია დაკავებული – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისს საპროტესტო აქციის 13 მონაწილეა დაკავებული. „პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ …
Continue reading “საპროტესტო აქციაზე 13 პირია დაკავებული – შსს”
რას ჰყვება მოქალაქე, რომელიც პოლიციამ სასტიკად სცემა – „ამ კანონს ვერ გაიტანენ“
ირაკლი წიგნაძე, რომელიც სპეცრაზმის წევრებმა 11 მაისს ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მანქანიდან გადმოიყვანეს და სასტიკად სცემა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კარგადაა და საშიში არაფერი სჭირს. ის მომხდარ ამბავს ასე აღწერს: „ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი რო გაეარათ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გაეარათ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა …
Continue reading “რას ჰყვება მოქალაქე, რომელიც პოლიციამ სასტიკად სცემა – „ამ კანონს ვერ გაიტანენ“”
„შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ“ – 15 პირი დააკავეს ტრეფიკინგის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში სტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული ვ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.მ., 1961 წელს დაბადებული ა.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული …
Continue reading “„შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ“ – 15 პირი დააკავეს ტრეფიკინგის ბრალდებით”
Anonymous-ი აცხადებს, რომ police.ge გათიშა
ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი – police.ge გათიშა. ამის შესახებ მათ განცხადება X-ზე გამოაქვეყნეს. ამ დროისთვის შს სამინისტროს ვებგვერდზე შესვლა შეზღუდულია. Anonymous-მა გუშინ, პირველ მაისს, „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი მედიასაშუალების, შალვა რამიშვილის „პოსტ ტვ-ის“ ვებსაიტების გათიშვაზეც პასუხისმგებლობა აიღო. UPDATE: The website of the Ministry of Internal Affairs of Georgia (https://t.co/jNkXFpJwDZ) …
Continue reading “Anonymous-ი აცხადებს, რომ police.ge გათიშა”
თბილისში აქციის დაწყების პარალელურად შსს განცხადებას ავრცელებს
დღეს, პირველ მაისს, საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო წერს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას. ინფორმაციის წყაროდ სამინისტროს სოციალური ქსელი აქვს მითითებული: „სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის …
Continue reading “თბილისში აქციის დაწყების პარალელურად შსს განცხადებას ავრცელებს”
საია შსს-ს: არ გამოიყენოთ სპეცსაშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შს სამინისტროს მიმართავს. „ამ დროისთვის (00:08) არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა. საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით. ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს აქტიური …
Continue reading “საია შსს-ს: არ გამოიყენოთ სპეცსაშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით”
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს
თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შს სამინისტრო აფრთხილებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს. შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის …
Continue reading “მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს”
ბათუმში შსს-ს სააგენტოს ინსპექტორი იძულების ფაქტზე ამხილეს – საგამოძიებო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ., თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული. ბრალდებულმა დაზარალებული მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან …
Continue reading “ბათუმში შსს-ს სააგენტოს ინსპექტორი იძულების ფაქტზე ამხილეს – საგამოძიებო”
ბათუმში, ხალვაშის გამზირზე არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა
დღეს, 24 აპრილს, ავარია მოხდა ბათუმში, ხალვაშის გამზირზე. ავტომანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა. დაშავებული არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.
ბათუმში დააკავეს 2 პირი, რომლებიც 5700 ლარს სძალავდნენ კაფეს სტუმრებს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის …
Continue reading “ბათუმში დააკავეს 2 პირი, რომლებიც 5700 ლარს სძალავდნენ კაფეს სტუმრებს – შსს”
ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 23 აპრილს მოხდა. დაშავებული კაცია, რომელიც თვითმხილველის თქმით სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ___________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან.
შსს აცხადებს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციაზე 11 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციის მიმართულებით ბლაგვი საგნები ისროლეს: „რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ …
Continue reading “შსს აცხადებს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე 11 პირი დააკავა”
რიკოთზე მინივენი სატვირთოს დაეჯახა, დაიღუპა 3 ადამიანი
რიკოთის უღელტეხილზე მინივენი სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა. ავარიის შედეგად, 3 მგზავრი დაიღუპა, 4 დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 14 აპრილს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დააკავეს პოლიციელი, რომელიც ცოლზე ძალადობდა, დაშორების შემდეგ კი ემუქრებოდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა. ასევე, 2023 წლის …
Continue reading “დააკავეს პოლიციელი, რომელიც ცოლზე ძალადობდა, დაშორების შემდეგ კი ემუქრებოდა”
ბრალდებული 4 ადამიანს იძულებით ამუშავებდა ფერმაში – შსს
ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს ინფორმაციით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა. „ბრალდებული დაზარალებულებს ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა. ბრალდებული ოთხივე მათგანს აიძულებდა შეესრულებინათ მისი ნებისმიერი მითითება, თუნდაც ეს არ ყოფილიყო დაკავშირებული …
Continue reading “ბრალდებული 4 ადამიანს იძულებით ამუშავებდა ფერმაში – შსს”
„ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 8 პირი დააკავეს – ფულის „ქურდული“ წესით ამოღება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული კ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.შ., 1975 წელს დაბადებული რ.მ. (მეტსახელად „ლოლო“), 1990 წელს დაბადებული ბ.ს., 1964 წელს დაბადებული კ.ბ., …
3 ადამიანი დაიღუპა ავარიით ქობულეთის შემოვლით გზაზე
ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, 25 მარტს, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 – დაშავდა. სოფელ ოჩხამურის მონაკვეთზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაღუპულები სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“. ———– …
Continue reading “3 ადამიანი დაიღუპა ავარიით ქობულეთის შემოვლით გზაზე”
ქობულეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მათ შორის არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით …
Continue reading “ქობულეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს”
ევაკუაცია ბათუმის სკოლა „პროგრესში“ – ცრუ განგაში ბომბის შესახებ
დღეს, 18 მარტს, ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა ბათუმში მდებარე კერძო სკოლა „პროგრესში“. სკოლის დირექციამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების შემდეგ გადაწყვიტა. წერილში სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ წერდნენ. „მეილი მოვიდა დილით – დაცალეთ სკოლა, თორემ აფეთქდება ბომბი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ცრუ განგაში იყო, მაგრამ სკოლამ თავისი უსაფრთხოების …
Continue reading “ევაკუაცია ბათუმის სკოლა „პროგრესში“ – ცრუ განგაში ბომბის შესახებ”
ხელისუფლება არ იძიებს, რა მოხდა ადიგენში – მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს: დაიწყო თუ არა გამოძიება ადიგენში გუშინ, 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე? პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ ამ უწყებას გამოძიება არ დაუწყია. საუბარია ადიგენის ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე – მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, …
ქობულეთის შემოვლით გზაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა
ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანა გაზზე მუშაობდა. უცნობია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ჩამქრალია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფოტო: კევინ ქართველიშვილმა
ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის პროდუქცია იყიდებოდა
ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის შემცველი პროდუქცია საჯაროდ იყიდებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 260-ე მუხლით. ეს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას“ გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მაღაზია „I love joint/მე მიყვარს ჯოინთი“, ბათუმში ჭავჭავაძის …
Continue reading “ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის პროდუქცია იყიდებოდა”
ნარკოდანაშაულზე 270 პირი დავაკავეთ, 27 ნარკორეალიზატორი და დამდებები – შსს
საქართველოში ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდებით 270 პირი დააკავეს, მათ შორის, 27 ნარკორეალიზატორია. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 23 თებერვალს, გაავრცელეს. შსს-ს ინფორმაციით, 270 პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე პერიოდში დააკავეს. „მიმდინარე წლის დასაწყისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 270 …
Continue reading “ნარკოდანაშაულზე 270 პირი დავაკავეთ, 27 ნარკორეალიზატორი და დამდებები – შსს”
„კეკო“, „ბაბუცა“ და კიდევ 4 პირი დააკავეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 6 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ზ.კ. (მეტსახელად „კეკო“), 1986 წელს დაბადებული ნ.მ. (მეტსახელად „მაჩიტა“), 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.თ. (მეტსახელად „ბაბუცა“). „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული ლ.ლ. და …
Continue reading “„კეკო“, „ბაბუცა“ და კიდევ 4 პირი დააკავეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით”
შსს პასუხობს, რა საგანი ტივტივებს გონიო-კვარიათის სანაპიროზე
გონიო-კვარიათის სანაპირო წყლებში სპეციალისტები შეისწავლიან, რა საგანი ტივტივებს სანაპიროსთან. დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ნიკოლეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზღვაში, შესაძლოა, საზღვაო ნაღმი იყოს. „შორიდან პლასტმასის ტივტივა ან სხვა საგანი მეგონა და მის ამოღებას ვაპირებდი, მაგრამ რადგან ის საკმაოდ სქელი რკინის ფენით იყო დაფარული, მისი ამოღებისგან თავი შევიკავე. აღნიშნული ფაქტის შესახებ …
Continue reading “შსს პასუხობს, რა საგანი ტივტივებს გონიო-კვარიათის სანაპიროზე”
ქობულეთში შშმ მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე 1 კაცი დააკავეს – რა გააკეთა სახელმწიფომ მის დასაცავად
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მოზარდი სოფელში ცხოვრობს. ბრალდებული კი სავარაუდოდ, მეზობელი სოფლიდანაა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი მოზარდი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და აქვს სხვა ტიპის პრობლემებიც. მოზარდის ბებია „ბათუმელებთან“ ჯერ კიდევ გასულ წელს …
ბათუმში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს ტროტუარზე მანქანა დაეჯახა
კლინიკაში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს, 7 თებერვალს, ავტომანქანა დაეჯახა. 47 წლის ქალი ტროტუარზე იდგა, როდესაც მას მანქანამ დაარტყა. შემთხვევა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. ქალთან ერთად ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, კაცი, რომელიც ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …
Continue reading “ბათუმში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს ტროტუარზე მანქანა დაეჯახა”