ბათუმში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს ტროტუარზე მანქანა დაეჯახა

კლინიკაში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს, 7 თებერვალს, ავტომანქანა დაეჯახა. 47 წლის ქალი ტროტუარზე იდგა, როდესაც მას მანქანამ დაარტყა. შემთხვევა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. ქალთან ერთად ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, კაცი, რომელიც ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

როცა პატარა გოგოებს ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებენ – ფაქტები 50%-ით გაიზარდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, 50 პროცენტითაა გაზრდილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები. 2023 წელს ასეთი 197 შემთხვევა აღირიცხა. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.  სპეციალური საგამოძიებო სამსახური პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ამ მუხლით საქმის გამოძიების დაწყების შესახებ. დაზარალებულები ხშირად არიან არასრულწლოვნები. მაგალითად, 2023 …

გურიაში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლს სცემა – ქალი კლინიკაშია

გურიაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცმა ცოლს მუცელში ფეხი ჩაარტყა, ქალი დაზიანებით ბათუმში, კლინიკაშია გადმოყვანილი. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ კაცი დაკავებულია ოჯახში ძალადობის ბრალდებით – 126-ე მუხლის პირველი პრიმა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

შსს ორთაბათუმში პოლიციის შენობას ააშენებს

ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი 1 მილიონ 200 ათას 512 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები მოიცავს ორთაბათუმში შენობის მშენებლობას და აღჭურვას შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, ასევე, ბათუმში, გრიბოედოვის N4ა-ში მდებარე შენობაში ლითონის კონსტრუქციების მოწყობას. შსს-ს ინფორმაციით, სამუშაოები სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნით ტარდება. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 …

პოლიციელს სურს ემსახუროს სამშობლოს, მაგრამ სხვა რამ სურს ხელისუფლებას – რატომ ჩავარდა პოლიციის რეფორმა 

საქართველოში პოლიციის ნაწილობრივი რეფორმა ერთადერთხელ, 2003 წელს ჩატარდა – როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სისტემიდან ძველი კადრების უმეტესობა დაითხოვეს. შეიქმნა ახალი სამსახურები და სისტემაში შესასვლელი კარი გაიხსნა ყველასთვის, ვისაც კი შესაბამისი უნარები და სურვილი ჰქონდა პოლიციაში ემუშავა. ყოფილი მოსამართლე, იურისტი ირაკლი შავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პოლიციის რეფორმა ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მიიყვანა ბოლომდე: პოლიცია ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური …

გარჩევა და მუქარა – ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული …

ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოგვიჩენია – სუსი

„ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა,“ – 21 იანვარს ბათუმში სავაჭრო ცენტრებიდან განხორციელებული ევაკუაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები …

ბათუმში 4 დიდი სავაჭრო ცენტრი პოლიციის მოთხოვნით დაიკეტა

ბათუმში, ოთხ დიდ სავაჭრო ცენტრში, ევაკუაცია გამოცხადდა. პოლიციის მითითებით სავაჭრო ობიექტები დატოვეს „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზას“ და „ბათუმი მოლის“ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებმა. „ბათუმელები“ თითოეულ მათგანთან იმყოფებოდა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტებზე კინოლოგები მუშაობენ. პოლიცია სავაჭრო ცენტრებში დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის მივიდა. “ბათუმელები” შსს სამინისტროდან შეტყობინების მიღებისთანავე ინფორმაციას განაახლებს.

ევაკუაცია ბათუმის პლაზაში, კიდევ 3 ობიექტთან პოლიციაა მობილიზებული

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „პლაზაში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც „პლაზაში“ დასაქმებულები ამბობენ, მათთან პოლიცია მივიდა და უთხრა, „დაეკეტათ სავაჭრო ობიექტები, რადგან რაღაც უნდა გადაემოწმებინათ“. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მდებარე კიდევ სამ ობიექტთან არის მობილიზებული პოლიცია და ამ ადგილებშიც ევაკუაციის პროცესი იწყება. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს სამინისტროს პრესსამსახურს. ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რას უკავშირდება ობიექტებიდან მოქალაქეთა და დასაქმებულთა ევაკუაცია, შს …

ქედაში კაცი დაჭრეს

20 იანვარს, ქედაში ერთი პირი დაჭრეს. 36 წლამდე ასაკის კაცი ქედაში, კლინიკაში მსუბუქი დაზიანებით გვიან ღამით მიიყვანეს. “ბათუმელების” ინფორმაციით კაცს ჭრილობები სავარაუდოდ ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. “სტაბილური მდგომარეობაა, მალე გაეწერება,” – უთხრეს “ბათუმელებს” ქედის სამედიცინო ცენტრში. შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. კითხვაზე დააკავეს თუ არა …

1 კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა – 3 ავარია ბათუმში დღეს, ძველით ახალ წელს

დღეს, 14 იანვარს, აჭარაში 3 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათ ჯგუფს ჩაქვში მომხდარი ავარიის ადგილზე ერთი პირი გარდაცვლილი დახვდათ. მეორე შემთხვევაც ჩაქვთან, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე, სოფელ ბუკნარში მოხდა. „ბუკნარში, მომხდარი ავარიის გამო ორი დაშავებული გადავიყვანეთ ქობულეთის კლინიკაში“, – გვითხრეს სასწრაფოში. მესამე ავარია კი ბათუმში, …

ჩაქვში ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა

შენიშვნა: ინორმაციის თავდაპირველ ვერსიაში გამოქვეყნებული იყო ფოტო, რომელიც დღეს მომხდარ სხვა ავტოსაგზაო შემთხვევას ასახავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 იანვარს ჩაქვში. შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი – მთავრობამ კრიტერიუმები დაადგინა

მთავრობამ ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესიც დაამტკიცა. პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციას შეუძლია დააწესოს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც. ზამთრის საბურავისა და …

ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლე – 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით …

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ახალგაზრდა კაცს ეძებს. პოლიციას დაკარგული პირის ოჯახმა გუშინ, 25 დეკემბერს მიმართა. ოჯახის ინფორმაციით, დაკარგულია 30 წლის არჩილ პაქსაძე [ახლობლები რამაზის ეძახიან]. ახლობლების ინფორმაციით, ის სახლიდან გავიდა 20:00 საათზე, მანამდე დედას ტელეფონით დაემშვიდობა, შემდეგი კი ტელეფონი გათიშა. ოჯახმა დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდას აცვია შავი, ქუდიანი მოსასხამი და ჯინსის შარვალი [სიმაღლე …

წუხელ ბათუმში შუახნის კაცი მოკლეს

გუშინ, 21 დეკემბერს, გვიან ღამით, ბათუმში შუახნის კაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობა „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მოკლული საქართველოს მოქალაქეა. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ვინმე ბრალდებული ამ საქმეში. შსს-ს თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ალკოჰოლის სმის ფაქტზე რეაგირება – კიდევ რას გააკეთებს მართლწესრიგის ოფიცერი

„საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტებზე რეაგირება“ – ეს მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთი ფუნქციაა. თბილისისა და რუსთავის შემდეგ მართლწესრიგის ოფიცრები 13 დეკემბრიდან ბათუმის ქუჩებშიც გამოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ …

რას გააკეთებენ მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებმაც ბათუმში მუშაობა დაიწყეს

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში მართლწესრიგის 20-მა ოფიცერმა დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მართლწესრიგის ოფიცერმა უნდა იმუშაოს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები არიან. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან. „მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში არაერთი მიმართულება შედის და მოიცავს ისეთ …

პოლიციამ 78 მოძალადეს დაუმაგრა ელექტრონული სამაჯური – 6 თვის მონაცემები

„ამ კატეგორიის საქმეებთან მიმართებით ერთ-ერთ გამოწვევად რჩება გარეშე პირების მხრიდან მომართვაზე თავის შეკავება, როდესაც იციან ძალადობის ფაქტების შესახებ, ესწრებიან ძალადობრივ ქმედებებს,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ვიკითხეთ: რა მიაჩნია შსს-ს გამოწვევად, როცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე პოლიცია ელექტრონული სამაჯურების სისტემას იშვიათად იყენებს. ელექტრონული სამაჯური ძალადობის განმეორებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა ევროპულ პრაქტიკაში. …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს მანქანა დაეჯახა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე, მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ავარიის შედეგად სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 6 დეკემბერს მოხდა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მონაცემებით, ავტობუსი გაჩერებული იყო, როცა მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, „სამი დაშავებული სხვადასხვა ტრავმით გადანაწილებულია რესპუბლიკურსა და რეფერალურ საავადმყოფოებში“. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.  

ბათუმში პოლიციელი დააკავეს ცოლზე ძალადობის ბრალდებით

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა. სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა სამართალდამცველმა 2023 წლის 4 დეკემბერს ბათუმში, ა. აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული …

ბათუმში რამდენიმე მარკეტი და აფთიაქი გაქურდეს

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რამდენიმე ობიექტი, მათ შორის, აფთიაქი გატეხეს. შემთხვევა 30 ნოემბერს, ღამით მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მარკეტიდან წაღებულია სიგარეტები. რა წაიღეს აფთიაქიდან, ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით – ქურდობა.

ბათუმში კაცის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ბათუმში, ნაცნობი მამაკაცი – 1983 წელს დაბადებული გ.მ., ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, …

გუშინ ბათუმში 50 წლამდე კაცი დაჭრეს

გუშინ, 26 ნოემბერს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე 50 წლამდე კაცი დაჭრეს. თვითმხილველის თქმით, რომელიც წითელი ჯვრის თანამშრომელია და დაჭრილს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, შემთხვევა საღამოს მოხდა. „მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში ვიყავი, როდესაც დაახლოებით 50 წლამდე კაცის ყვირილის ხმა შემოგვესმა. შენობის შიდა ეზოში შემოვარდა და ამბობდა, რომ ვიღაც მოსდევდა მოსაკლავად. მერე გვითხრა, რომ მისი მეგობარი იყო დაჭრილი …

წუხელ ბათუმში ავტომანქანები გატეხეს

წუხელ, 23 ნოემბერს, ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გახეტეს. „დაახლოებით 15-მდეო ასე თქვეს პოლიციის განყოფილებაში, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი მანქანა იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქემ, ვისი მანქანაც წუხელ დაამტვრიეს. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. „ჩემს მანქანას წინა ფანჯარა აქვს ჩამტვრეული“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა. კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, …

„იავა“, „კოტო“, „ხასიკო“ და კიდევ 15 პირი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 18 პირი დააკავეს თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში. შს სამინისტროს ცნობით, ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1970 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „იავა“), 1994 წელს დაბადებული გ.დ., 1978 წელს დაბადებული …

ბათუმში შსს სპეცოპერაციას ატარებს – „ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი დავაკავეთ“

დღეს, 14 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბათუმში სპეცოპერაციას ატარებენ. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი. სპეცოპერაცია გრძელდება. შსს სპეცოპერაციას აჭარის რეგიონში ატარებს. ინფორმაცია განახლდება.

ავარია ბათუმში – დაშავდა სამი ადამიანი

დღეს, 11 ნოემბერს ავარია მოხდა ბათუმში. ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. “ბათუმელების” ინფორმაციით ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აჭარა ქალებზე და ოჯახში ძალადობის სტატისტიკაში მეორე ადგილზეა – შემაკავებელი ორდერი

2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე 573 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა 1059 ადამიანზე – ასეთია შს სამინისტროს სტატისტიკა. ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიწერა თბილისში – 324, მეორე ადგილზე კი აჭარაა, სადაც პოლიციამ 76 შემაკავებელი ორდერი გამოწერა ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე 145 პირის მიმართ [შემაკავებელი ორდერი შეიძლება გამოიწეროს რამდენიმე პირზე]. აჭარაში გამოწერილი შემაკავებელი …

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

„სტაბილურად მძიმეა, რჩება რეანიმაციის დეპარტამენტში, კონტაქტურია,“ – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო ცენტრის პრესცენტრში ავარიის შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ავარია ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, გუშინ, 8 ნოემბერს, მოხდა. ორი დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ერთ-ერთი გუშინ გარდაიცვალა. დაღუპული ახალგაზრდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ამავე დეპარტამენტის თანამშრომელია დაშავებულიც. „ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ“, – გვითხრეს დეპარტამენტში. შინაგან საქმეთა …

წელს ავარიის შედეგად საქართველოში 304 ადამიანი დაიღუპა

გასულ სამ თვეში საქართველოში 121 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და 2027 დაშავდა – ასეთია შს სამინისტროს 2023 წლის მესამე კვარტალის სტატისტიკა. დაღუპულთაგან 14 ქვეითი იყო. რაც შეეხება 2023 წლის სრულ სტატისტიკას ამ დრომდე [იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით], ამ პერიოდში საქართველოში 304 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ბოლო წლების სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს სიკვდილის …

ბეშუმში ახალი სათხილამურო ტრასები გაზრდის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის რისკებს – პოლიცია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციას მოიცავს. ამ კონცეფციით კურორტ ბეშუმში გათვალისწინებულია ორი სათხილამურო ტრასის მოწყობა, რომელთაგან, სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ერთის საბოლოო წერტილი დაშორებულია საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 1 250 მეტრით, ხოლო მეორეს საბოლოო წერტილი – სახელმწიფო საზღვრის …

ბათუმში ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში დღეს, 2 ნოემბერს, მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ქუჩას კვეთდა, როცა ის ავტობუსს შეეჯახა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 31 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

კაცი ცოლს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა – ტრეფიკინგის შემთხვევა ბათუმში

შსს-ს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ვ.ა. დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თავის მეუღლეს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. „ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. …

ქურდული გარჩევა ბათუმში ბიზნესმენთან 75 ათას დოლარზე – დაკავებულია 5 პირი

შს სამინისტროს ცნობით, თბილისსა და ბათუმში 5 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით. დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული გ.ა., 1974 წელს დაბადებული მ.ა., 1988 წელს დაბადებული ნ.ა., 1976 წელს დაბადებული ჯ.ჯ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული რ.ჰ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, …

Exit mobile version