კაცი ცოლს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა – ტრეფიკინგის შემთხვევა ბათუმში

შსს-ს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ვ.ა. დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თავის მეუღლეს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. „ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. …

ქურდული გარჩევა ბათუმში ბიზნესმენთან 75 ათას დოლარზე – დაკავებულია 5 პირი

შს სამინისტროს ცნობით, თბილისსა და ბათუმში 5 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით. დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული გ.ა., 1974 წელს დაბადებული მ.ა., 1988 წელს დაბადებული ნ.ა., 1976 წელს დაბადებული ჯ.ჯ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული რ.ჰ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, …

აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე ამ თანამდებობაზე გიორგი ხურციამ ჩაანაცვლა. აქამდე 37 წლის გიორგი ხურცია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსად მუშაობდა. გიორგი ხურცია, როგორც შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, ქონებრივ დეკლარაციას 2012 წლიდან ავსებს. რაც შეეხება დავით მაღრაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მაღრაძე …

ნაცნობი ქალის ინტიმური კადრები კაცმა „ტიკ ტოკზე“ გამოაქვეყნა – მას 8 წლით პატიმრობა ემუქრება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  პირადი ცხოვრების ამსახველი 300-ზე მეტი ფაილი ამოიღო ბოლო სამი თვის განმავლობაში, დანაშაულში 14 პირი ამხილა და 7 მათგანი დააკავა. უწყების ცნობით, საუბარია 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის თვეებზე. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის …

შსს 1,3 მილიონს დახარჯავს ბათუმსა და ქობულეთში შენობების გარემონტება-დემონტაჟში

ბათუმსა და ქობულეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობების გარემონტებასა და დემონტაჟისთვის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 302 831 ლარია. ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები: ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორი შენობის რემონტი ქობულეთში, შოთა რუსთაველის N168ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამი შენობის დემონტაჟი, ერთი შენობის გარემონტება, ნივთმტკიცების შენობის მშენებლობა და …

პოლიციის უფროსმა დგებუაძემ კაბინეტში პისტოლეტი დამიმიზნა, ბესელიამ კი მაგინა – მოქალაქე

„აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავის სამუშაო კაბინეტში ჯერ არდაბადებული ბავშვით დამემუქრა, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ კი, პისტოლეტი მომიშვირა… ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო რიჟვაძეც, თორნიკე რიჟვაძის მამა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები კახა გურგენაძე. მოქალაქე პოლიციის მაღალჩინოსნებს პოლიციის შენობაში კრიმინალის ჩადენაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  5 სექტემბერს ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, პოლიციის მაღალჩინოსნებმა მას …

დააკავეს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი

კახეთის პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა – 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული …

ხულოში მწვანე ტბიდან მაშველებმა კაცის ცხედარი ამოიტანეს

ხულოში მწვანე ტბიდან მაშველებმა კაცის ცხედარი ამოიტანეს. 55 წლის ხულოს მკვიდრი ტბაში 28 სექტემბერს გაუჩინარდა. მაშველები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ მწვანე ტბაში, რომლის მაქსიმალური სიღრმეც 19 მეტრამდეა. ადგილობრივების თქმით, კაცი გაუჩინარებამდე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ხულოში, მწვანე ტბასთან გაუჩინარებულ კაცს მეორე დღეა ეძებენ

მეორე დღეა ხულოში, მწვანე ტბასთან გაუჩინარებულ 55 წლის კაცს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, „შესაბამისი სამსახურები ჩართულები არიან და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“. ცნობილია, რომ კაცი ხულოს მკვიდრია. ადგილობრივების თქმით, იგი გაუჩინარებამდე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ავარია ლანჩხუთის გზაზე, არიან დაშავებულები

დღეს, 28 სექტემბერს, სამტრედია – ლანჩხუთის გზაზე ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, თავად 2 დაშავებული მგზავრი შენიშნა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა როგორც სასწრაფო სამედიცინო სამსახური, ისე პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის …

რა დადგინდა პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე – „გამოვკითხეთ შსს-ს 32 თანამშრომელი“

რა დადგინდა პოლიციელების მხრიდან ძალადობის შემთხვევაზე? – ვიკითხეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 31 ივლისის აქციაზე, სადაც რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტეს. ამ აქციაზე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით 23 პირი დააკავეს. „დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. უწყებაში ასევე განმარტეს, კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა პირველი …

ბათუმში პოლიციის უფროსმა ქალს ტელეფონი წაართვა და აღარ უბრუნებს – ვიდეო

„აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ ბათუმის აქციაზე, სადაც რუსული გემის შემოსვლას ვაპროტესტებდით, წამართვა მობილური ტელეფონი. ტელეფონში მესაკუთრეს 2500 ლარი აქვს გადახდილი. ორი თვეა, მობილურს პოლიცია არ მიბრუნებს,“ – ამბობს მოქალაქე ლია მგელაძე. ის ბათუმში 31 ივლისს რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციას ესწრებოდა და ფეისბუქლაივი ჰქონდა ჩართული, როცა მობილური ტელეფონი გრიგოლ ბესელიამ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა …

ბრალდებული ნარკოტიკს ბათუმში სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა და ფოტოებს შემძენს უგზავნიდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, …

შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნახევარმილიონიანი დეტალის შეცვლა სჭირდება

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ შვეულმფრენს, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში მუშაობდა, დაზიანებული აქვს კუდა ხრახნი, რომლის შეცვლას ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დასჭირდება. სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართა. სასაზღვრო პოლიცია ერთი კომპლექტი კუდა ხრახნის შეძენას 586 ათას 501 ლარად …

პოლიციას ესროლა, ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა. ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს …

სროლა და ყაჩაღობის მცდელობა ბათუმში

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათზე სროლის ხმა იყო. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ათამდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „უნივერსამში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა, თუმცა მაღაზიიდან მოახერხეს დაცვის პოლიციასთან დაკავშირება. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ შეიარაღებული პირი გამოვიდა მაღაზიიდან, ისე, რომ არაფერი წაუღია. მან პოლიციელების მისამართით გაისროლა, თუმცა ის დააკავეს. …

ავარია სარფში – ავტომანქანა ამოტრიალდა, 4 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, სარფში ავარიაა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგად ერთი მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა, 4 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ორი დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი – BMC-ში. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 32 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი, 1 პირის ძებნა კი გრძელდება. „ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 10 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. მეწყერი …

„უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე“ – საგანგებო სიტუაციების სამსახური

„მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები,“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დღეს, 9 სექტემბერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ. 8 სექტემბერს გურიაში სტიქიას 3 …

მესამე ცხედარიც ვიპოვეთ – შსს გურიაში მეწყერში დაღუპულებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 8 სექტემბერს, მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორი მოზარდის. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. „გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით …

ქობულეთში ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნარკოტიკის გაყიდვაზე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ე.ბ., ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ჯ.ბ. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ., ქობულეთში არსებულ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მუშაობდა, სადაც ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და …

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ზღვაში კატერი დაეჯახა – ის მართვით სუნთქვაზეა

მცურავი საშუალება, სავარაუდოდ კატერი, დაეჯახა ბათუმში ზღვაში მყოფ ახალგაზრდა კაცს. TV 25-ის ცნობით, იგი ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული. „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს, რომ შემთხვევა გუშინ, 5 სექტემბერს მოხდა. ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც იგი ამ დრომდე რჩება. კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტი, ახალგაზრდა კაცი ამჟამად მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული საქართველოს მოქალაქეა. …

3 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიაში ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 2 სექტემბერს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები არიან [25-38 წლის მამაკაცები]. დაშავებულია ასევე თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე [ტრაილერის მძღოლი]. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის გამო ქობულეთის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი [ქობულეთი-ჩაქვი] ამ დროისთვის [14:00 სთ] გადაკეტილია. შინაგან საქმეთა …

„ბანკის მენეჯერთან მივიდა დანით და ფული მოსთხოვა“ – ყაჩაღობის 5 ახალი საქმე

გაინტერესებთ ბოლო პერიოდში ყაჩაღობის მუხლით რა საქმეების განხილვა უწევთ მოსამართლეებს? – „ბათუმელები“ ყაჩაღობის მუხლით განხილულ სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაეცნო. ეს ის საქმეებია, რაც უზენაეს სასამართლომდე მივიდა. ჰოსპიტლის დაყაჩაღება თბილისში  ყაჩაღობასთან ერთად ერთ-ერთ ბრალდებულს პროკურატურა ამ საქმეზე მკვლელობის მცდელობასაც ედავებოდა – როცა ჰოსპიტალში ორი ბრალდებული შევიდა და მესამე ავტომანქანაში დარჩა, ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელს …

ბაღდათის სოფელ დიმში ქვევრში 2 კაცი გაიგუდა

დღეს, 29 აგვისტოს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ქვევრში ორი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ქვევრის გასაწმენდად ჩავიდა მარანში, მას შემდეგ, რაც მან დაიგვიანა, მისმა ახლობელმა, შუახნის კაცმა მიაკითხა და უგონო მდგომარეობაში მყოფის დახმარება სცადა. ის ქვევრში ჩავიდა და თავადაც დაიღუპა. კაცები სავარაუდოდ ჭაჭის გაზით გაიგუდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით ხელყოფის, სისხლის სამართლის …

14 პირი დავაკავეთ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული ზ.გ. და 1992 წელს …

დააკავეს კაცი, რომელმაც 4 პირი დაჭრა ბათუმში, ავტოსახელოსნოში

დააკავეს კაცი, რომელმაც ბათუმში, ლუკა ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოში 4 პირი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, 22 აგვისტოს, მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1977 წელს დაბადებული გ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. ეს დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული …

ბათუმში 2 კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მესამეს კი მანქანა დააჯახეს

ბათუმში, ასათიანის ჩიხში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ერთს – ავტომანქანით დაეჯახნენ. შემთხვევა დღეს, 22 აგვისტოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოსთან მსუბუქი ავტომანქანით მივიდა, მანქანით ერთ ხელოსანს დაეჯახა, ხოლო ორი ხელოსანი დაჭრა. დაჭრილები მამა და შვილები არიან. თვითმხილველის თქმით, კაცი, რომელიც ავტოსახელოსნოში მივიდა, რამდენჯერმე გაისროლა და მალევე ავტომანქანით მიიმალა. …

ბათუმში დაიღუპა კაცი, რომელსაც ზღვაში სკუტერმა გადაუარა

ბათუმში დაიღუპა კაცი, რომელსაც დღეს, 16 აგვისტოს, ზღვაში სკუტერი დაეჯახა. როგორც თვითმხილველმა „ბათუმელებს“ უთხრა, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა. დაღუპულის ცხედარი სამხარაულის ბიუროში გადაასვენეს. _______________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან. 

ხელვაჩაურში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ხელვაჩაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ექვს თვეში საქართველოში ავტოავარიით 183 ადამიანი დაიღუპა

2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 183 ადამიანი დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. მათგან 90 – ბოლო სამ თვეში. შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ სამ თვეში აჭარაში 14 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.  მეორე კვარტალში ავტოავარიაში დაღუპული 90 ადამიანიდან 18 ქვეითი იყო. ბოლო წლების სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს სიკვდილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი რკინიგზის …

„ვპოულობთ პირად ნივთებს, ვაფართოებთ ძებნის არეალს“ – სამაშველოს უფროსი შოვის შესახებ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სამაშველო სამსახური შოვში ძებნის არეალს აფართოებს. ამის შესახებ მან დღეს, 7 აგვისტოს, ჟურნალისტებთან თქვა. „რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს, დღეს ვაფართოებთ არეალს, ამ წუთებში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე საძიებო სამუშაოები. ამ დილით გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იქნა …

როდის მიიღებს ქვეყანა სამაშველო შვეულმფრენებს – მთავრობა მათ შეძენაზე 10 წელია საუბრობს

გუშინ, 3 აგვისტოს, რაჭაში განვითარებული სტიქიის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხი. შესაბამისად აღჭურვილი ვერტმფრენები საქართველოს დღემდე არ აქვს, თუმცა ხელისუფლება მათ შეძენაზე თითქმის 10 წელია საუბრობს. ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან კი, სამი H 145 ტიპის ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერშია გაფორმებული. პირველ შვეულმფრენს საქართველო ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, …

რუსული საკრუიზო გემის დასაცავად აჭარაში 550 პოლიციელი იყო მობილიზებული

რუსული საკრუიზო გემის დასაცავად ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზებული ჰყავდა როგორც აჭარის, ასევე დამატებით გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები. ბათუმში გემის დასაცავად დამატებით მობილიზებული იყო სულ 550 პოლიციელი. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დამატებით პოლიციელების მობილიზება გამოწვეული იყო „ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო გემის – „ასტორია გრანდეს“ შემოსვლის საწინააღმდეგო, საპროტესტო აქციის გამართვის …

საიას თქმით, პოლიცია მათ არ ეუბნება, სად წაიყვანეს დაკავებულები

ბათუმის აქციაზე დაკავებული 23 მოქალაქიდან  საიას აჭარის ორგანიზაციისთვის ამ დროისთვის მხოლოდ 9 პირის სახელი და გვარია ცნობილი. ორგანიზაციაში დაზუსტებით არ იციან, ვინ სად არის გადაყვანილი. საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, მათ დაზუსტებით მხოლოდ ის იციან, რომ 6 დაკავებული ბათუმის იზოლატორშია მოთავსებული, სხვები კი სავარაუდოდ ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში გადაიყვანეს: „გვეუბნებიან, რომ შესაძლებელია ისინი …

ბათუმში აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს – საია

საქართველოს იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს ღამით დააკავა, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებდნენ. მას პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას …

Exit mobile version