გიორგი ბრწყინვალისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში, ავტოსამრეცხაოს უკან, ძველი, ქვის კედლებზე ჩამოშლილი კრამიტებიანი სახურავია. ამ სახურავის ქვეშ, ქვის კედლებში (რომლებიც ნელ-ნელა იშლება), ლპობაშეპარულ ხის იატაკსა და ჭერს შორის ორი ოჯახი ცხოვრობს. შესასვლელი ხის ფიცრებით შეჭედილი პატარა ხიდულაა, სადაც ჩამოშლილი სახურავის ბოძებისა და ფიცრებისგან, ისევე, როგორც ამ სახურავიდან გადმოწეული კრამიტებისგან, თავის ასარიდებლად სიფრთხილე გმართებთ. ვიწრო დერეფნის ხის …
Tag Archives: ბათუმის მერია
საკრებულოს წევრი სარეკრეაციო ზონაში მშენებლობას აპროტესტებს
ზუბალაშვილის და ლუკა ასათიანი ქუჩების კვეთაში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია„თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, კობა ჩხეიძემ გააპროტესტა. მისი თქმით, სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. „საქმე გვაქვს სამართალდარღვევასთან, რომელსაც ხელი შეუწყო ბათუმის მერმა, საკრებულოს წინა თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა. ამ უკანონობას დღესაც უწყობს ხელს მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც არ რეაგირებს ამ დარღვევებზე. ეს არის დივერსიული აქტი, რომელიც …
Continue reading “საკრებულოს წევრი სარეკრეაციო ზონაში მშენებლობას აპროტესტებს”
„თავისუფალი ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში მერია პროექტებს დააფინანსებს
თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბათუმის მერია ექსპერიმენტული თეატრის პროექტს აფინანსებს. პროექტის ფარგლებში სამუელ მარშაკის ცნობილი პიესის „თორმეტი თვე” დადგმა იგეგმება. სპექტაკლი გათამაშდება ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე. გარდა ამისა, გაიმართება ღია ჩვენებები ბათუმის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის. მერიის ინფორმაციით, პროექტი მუნიციპალური ბიუჯეტიდან 9998 ლარით დაფინანსდა. თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად მერიაში ამ დროისათვის 15- მდე …
Continue reading “„თავისუფალი ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში მერია პროექტებს დააფინანსებს”
საცდელი „ელექტროსკამი“ ბათუმში დაამტვრიეს
ბათუმის მერიასთან ახლოს, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, გასული წლის ბოლოს დამონტაჟებული საცდელი ელექტროსკამი დამტვრეულია. ლითონისა და პლასტმასის კონსტრუქციის სკამის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის იკეცებოდა და თან ღამით განათებული იყო. ასეთი სკამი ქალაქში მხოლოდ ერთი იყო. თავის დროზე ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამბობდნენ, რომ – სკამი საცდელად დაამონტაჟეს.
ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი
„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე აფასებს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ახალ პროგრამას, რომელიც ბათუმს 346 ათასი ლარი დაუჯდება. „ბათუმის ტერიტორიის აერო-ფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა“, – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას დაუჭირა მხარი. საკრებულოს უმრავლესობას უჭირს დასაბუთება, რატომ არის საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D …
ძველ ბულვართან კიდევ ერთი ცათამბჯენის აგება იგეგმება
ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან კომპანია „დიეს გრუფი“ მაღლივი შენობის – „დიეს თაუერის“ აგებას გეგმავს. ესკიზი, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა „ფეისბუქზე“ და რომელმაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს კომპანიაში, საბოლოო არ არის და სამუშაო ვერსიაა. „ჯერ მუშა პროცესია, ეს სარეკლამო რგოლი იყო, უბრალოდ, თვალს ვაჩვევთ, რომ რაღაც მაგდაგვარი იქნება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით სალაძემ, კომპანია „დიეს …
Continue reading “ძველ ბულვართან კიდევ ერთი ცათამბჯენის აგება იგეგმება”
„ფონდი რომ გაგვაჩნია, არ ნიშნავს იმას, რომ ბინები ვარიგოთ“ – ბათუმის მერიის საბინაო პოლიტიკა
გასულ კვირას ბათუმის საკრებულოს უნდა ემსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის 125 კვადრატული მეტრი ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. ამ ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, განსაკუთრებით უსახლკარო ადამიანებისა. რამდენი საცხოვრებელი ბინა ირიცხება მერიის საბინაო ფონდში, რამდენ კვადრატულ მეტრ ბინას ელოდება მერია კერძო მშენებლობებიდან და ვინ მიიღებს ბინებს ამ ფონდიდან? – თემაზე „ბათუმელებთან“ ისაუბრა მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, გოგა …
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი 30 აპრილს გაიხსნება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 30 აპრილს, 17:00 სთ-ზე, ბათუმში „მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში“ გაიხსნება. ფინალური თამაშები და დაჯილდოების ცერემონიალი კი პირველ მაისს, 17:00-დან 19:00სთ-მდე ჩატარდება. „ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში მოასპარეზე ქართველი და უცხოელი სპორტსმენები. გამარჯვებულები მედლებით, თასებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ღონისძიება ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 55 ათასი ლარია …
Continue reading “ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი 30 აპრილს გაიხსნება”
რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში
„რატომ გიწერიათ სარჩელში, რომ თქვენი მოპასუხე არის უშუალოდ ბათუმის მერი და არა ზოგადად მერია?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს. „იმიტომ, რომ საუბარია გიორგი ერმაკოვის მიერ დაწერილ წერილზე,“ – უპასუხა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ. წერილი, რომელიც გია ერმაკოვმა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილს მისწერა, მთავარი მტკიცებულება გახდა …
Continue reading “რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში”
ბათუმის მერიამ ჟიული შარტავას მემორიალისთვის 96 ათასი ლარი გამოყო
ჟიული შარტვას მემორიალი ბათუმში, გმირთა ხეივანში [იუსტიციის სახლის მიმდებარედ] დაიდგმება. მემორიალის დამზადება-მონტაჟის სამუშაოებს ბათუმის მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. მაქსიმალური თანხა, რასაც მერია მემორიალში გადაიხდის 96 ათას 650 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მემორიალის პროექტი მომზადებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთის საფუძველზე [მემორიალის ავტორი: გ. შხვაცაბაია; არქიტექტორი: ე. კისელიოვი; კონსტრუქტორი: გ. ჭანკვეტაძე]. მემორიალის სიმაღლე 4,5 მეტრი იქნება. …
Continue reading “ბათუმის მერიამ ჟიული შარტავას მემორიალისთვის 96 ათასი ლარი გამოყო”
64 ათასი ლარი ბათუმის საზაფხულო თეატრის შესაკეთებლად
საზაფხულო თეატრის დაზიანებული სახურავის, ფასადის და წყლის საქაჩი ტუმბოს შეკეთების სამუშაოებისთვის ბათუმის მერიას 64 ათას 498 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოს მწარმოებელმა „სამშენებლო მოედანი უნდა შემოღობოს დროებითი ინვენტარული ღობის ფარებით სიმაღლით 2 მეტრი, ღობის მთელ პერიმეტრზე საჭიროების ადგილებში უზრუნველყოს დროებითი ტროტუარების მოწყობა არა უმცირეს 1 მ-ის სიგანით, ღობეზე უნდა გამოეკიდოს შემზღუდავი ფირნიშები ღამის განათების უზრუნველყოფით და …
Continue reading “64 ათასი ლარი ბათუმის საზაფხულო თეატრის შესაკეთებლად”
ბათუმში სუვენირები ახალ ჯიხურებში გაიყიდება
ბათუმის ქუჩებში ტროტუარებზე ახალი ჯიხურები დაიდგმება, რომლებშიც სუვენირები გაიყიდება. შესაბამისი ადგილები ბათუმის საკრებულომ უნდა განსაზღვროს. ახალი ჯიხურები მოვაჭრეებს სეზონურად, აუქციონის წესით გადაეცემა. ის, თუ რას უპირებს მერია არსებულ ჯიხურებს და იქ მოვაჭრეებს, ამ ეტაპზე გაურკვეველია. „შესაძლოა დამატებით ახალი ადგილები გამოიყოს და ძველი ჯიხურებიც დარჩეს… მერია და საკრებულო ამ საკითხზე მუშაობს“ – განაცხადეს ბათუმის მერიაში. ბათუმის …
Continue reading “ბათუმში სუვენირები ახალ ჯიხურებში გაიყიდება”
გიორგი ერმაკოვი: ”მანკიერია კანონი, რომელიც მოსამართლის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს”
ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ახლო მომავალში სახელმწიფოსთვის ისევ აპირებს მუნიციპალური ქონების გადაცემას: “მომდევნო საკრებულოს სხდომებზე კიდევ იქნება ასეთი რამდენიმე საკითხი, როცა განაშენიანებისთვის ან სხვა მიზნებისთვის ჩვენ ისევ გადავცემთ გარკვეულ ქონებას სახელმწიფოს”. ”მანკიერია ეს კანონი, რომელიც მოსამართლისთვის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ჩემი აზრით, უნდა იყოს უფლებამოსილების განხორციელების ვადით, მაგრამ ეს არის არსებული კანონი. მე დავეთანხმე …
ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, „970 ლარის ღირებულების მქონე 500 ცალი კრამიტი და 400 ლარის საერთო ღირებულების მქონე 50 კვ/მეტრი ძვლის ფორმის, მოსაპირკეთებელი ფილა“ უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ გადაეცემა. „ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი თამარ ჩხაიძე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 18 თებერვალს წარმოდგენილი წერილით ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 500 ცალი …
ბათუმში დაყადაღებული ავტომობილების ღია ავტოსადგომი მოეწყობა
ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტით, ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, აღსრულების ეროვნული ბიურო დაყადაღებული ავტომობილებისთვის ავტოსადგომსა და ასევე დაყადარებული სხვა ნივთებისთვის საწყობს ააშენებს. ავტოსადგომისა და საწყობისთვის, ბათუმის მერმა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით უნდა გადასცეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი – 2761 კვ/მ. ბათუმის მერისთვის ამ ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის საკითხს ბათუმის საკრებულო …
Continue reading “ბათუმში დაყადაღებული ავტომობილების ღია ავტოსადგომი მოეწყობა”
ბათუმის მერია მოსამართლე მერაბ ტურავას ბინას გადასცემს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომელიც დღეს ბათუმის მერიის საკუთრებაშია. ბათუმის მერია თანახმაა ბინა, რომლის ფართობია 125 კვ/მეტრი, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს, შემდგომში ამ ბინის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ბათუმის მერიას ბინების გადაცემის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეების მიმართ აქვს, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული. შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი …
Continue reading “ბათუმის მერია მოსამართლე მერაბ ტურავას ბინას გადასცემს”
„ენმ“-ის წევრის განცხადებით, მერია უკანონო სამუშაოებს აწარმოებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გელა დეკანაძის განცხადებით, ბათუმის მერია ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებს. მან ეს განცხადება 18 აპრილს, ბრიფინგზე გააკეთა. „იანვრის თვეში, ყადირ შერვაშიძის ქუჩის #38-ში, სასტუმრო „თანამგზავრთან“ ახლოს მიწა ჩამოწვა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის გზა დააზიანა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობა გადაადგილდება ფეხით, სასწრაფო და სახანძრო მანქანებსაც შემოვლითი გზით უწევთ მოძრაობა“ – აცხადებს გელა დეკანაძე. …
Continue reading “„ენმ“-ის წევრის განცხადებით, მერია უკანონო სამუშაოებს აწარმოებს”
რას უპირებს ხელისუფლება თავისუფალ ტერიტორიას ქალაქის ცენტრში
„აქ უნდა მოწყობილიყო სკვერი და ავტოსადგომი, მაგრამ არჩილ ხაბაძესთან დაახლოვებული პირები მაღალსართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ასმათ დიასამიძე, ფრაქცია „თანასწორობა“ და პეტრე ზამბაძიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატებმა 6 წლის წინ ბათუმის მერიის მიერ შესყიდული პროექტი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში [პირველი სკოლის წინ, …
Continue reading “რას უპირებს ხელისუფლება თავისუფალ ტერიტორიას ქალაქის ცენტრში”
რა ელის სკვერს ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაში?
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, შპს „კმ. გრუპი“ მშენებლობას გეგმავს. ეს ტერიტორია, სულ 3392 კვ. მეტრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა, 2015 წლის ბოლოს კი ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობეს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ზუბალაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე სკვერი, რომელშიც მაგნოლიები და სხვა მრავალწლოვანი …
Continue reading “რა ელის სკვერს ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაში?”
მუნიციპალური ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას ბათუმის მერია სრულად ვერ ახერხებს
რა ტიპის საწვავის, გაბარიტებისა თუ ტექნიკური მონაცემების მქონე ავტობუსები იქნება ბათუმისთვის ოპტიმალური? – ბათუმის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ დაქირავებული კონსულტანტების დასკვნას ელოდებიან, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსები უნდა შემოიტანონ, თუმცა, ამით მოძველებული ავტობუსების მეხუთედის ჩანაცვლებაც კი ვერ მოხერხდება. „როგორც კი დასკვნა დაიდება, მერე გვეცოდინება დეტალები, თუმცა არის საუბარი ასე – ალბათ …
Continue reading “მუნიციპალური ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას ბათუმის მერია სრულად ვერ ახერხებს”
6 მილიონი არხში თუ წყალში? – მერია და ჟილინის არხი
ჟილინის არხის კეთილმოწყობაზე რამდენიმე ტენდერის გამოცხადების მიუხედავად, არხის სრული რეკონსტრუქცია წელს არ დასრულდება. ზღვის შესართავთან [ახალი ბულვარის მიმდებარედ], დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე, არხი კვლავ ღია დარჩება. თუ ბათუმის მერია დროულად არ მიხედავს ამ მონაკვეთს, პრობლემა შეექმნება არხის რეაბილიტირებულ ნაწილსაც, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და შპს …
Continue reading “6 მილიონი არხში თუ წყალში? – მერია და ჟილინის არხი”
მერიის გაფრთხილება: 8 აპრილს 15 საათამდე 6 მაისის პარკში ბავშვებს ნუ გაიყვანთ
ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, 8 აპრილს, 15 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან, რადგან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პარკში ხე-მცენარეებს შხამქიმიკატებით შეწამლავს. „მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ როცა ხდება ხე-მცენარეების შხამქიმიკატებით შეწამვლა, გარკვეული დროით ეს მავნეა ადამიანისთვისაც. რამდენიმე საათის განმავლობაში არ უნდა შეეხონ შეწამლულ ფოთლებს, განსაკუთრებით ბავშვები, ვინაიდან შეიძლება მერე თითები პირში ჩაიდონ, რაც მომწამვლელია. …
Continue reading “მერიის გაფრთხილება: 8 აპრილს 15 საათამდე 6 მაისის პარკში ბავშვებს ნუ გაიყვანთ”
ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე გრძელდება
შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკურმა დირექტორმა ნუგზარ ნირიმანოვმა დღეს, 4 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა. ეს კომპანია დღემდე ბათუმში, ჟილინის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის კონტროლს ახორციელებს. გამოძიება ამ საქმეზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ხულოს გამგებლის მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძეს ედავება (ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის …
Continue reading “ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე გრძელდება”
ბათუმში ველომარათონი გაიმართება
6 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმში, მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართება. მარათონი სტარტს აიღებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან, ხოლო ფინიში საოცრებათა პარკში [Miracle Park] იქნება. ველომარათონში ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება. ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებული ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, რომ ტურნირის პირველ-მეორე ადგილზე გასულ და ყველაზე უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს გადაეცემათ სპორტული მაღაზიის …
ახალი პარკი განსხვავებული კონცეფციით ბათუმში
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, ახალი გასართობი პარკი აპრილის დასაწყისში გაიხსნება. პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული და ბათუმში არსებული პარკებისგან განსხვავებული კონცეფციითაა გაკეთებული. პირველად დაიდგა პარკში ადაპტირებული ატრაქციონები და საპირფარეშოები. პარკი 7 000 კვ/მეტრზე უნდა გამწვანდეს. ახალი პარკის მშენებლობაზე ერთი მილიონ 927 ათასი ლარი დაიხარჯა. ხე-მცენარეები ჯერ შეტანილი არ არის, თუმცა როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვეუბნებიან, პარკის …
Continue reading “ახალი პარკი განსხვავებული კონცეფციით ბათუმში”
თამარ მეფის გზატკეცილის მარჯვენა მიმართულება ხვალიდან 3 კვირით გადაიკეტება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჩაქვის წყლის გადამცემი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილიდან 3 კვირის განმავლობაში გადაიკეტება თამარ მეფის გზატკეცილის მარჯვენა მიმართულება – ,,სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ,,ბათუმი ცენტრალამდე“ მონაკვეთი. ჩაქვის ხაზი ქალაქის საბაზისო წყალსადენს წარმოადგენს. მილის განახლება ახალი მეთოდით – მილში შიდა გამოკვრის გზით ხორციელდება.
რატომ დაანგრიეს მშენებარე ეკლესიის ეზოს საზიარო კედელი
ანგისას დასახლებაში ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის ერთ მხარეს ქვის ის ღობე დაინგრა, რომელიც მეზობელთან საზიაროა. ეკლესიის მეზობელი საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზეირბაიჯანელი ნარგიზა ბაირამ კიზია [ჰასთაოღლუ]. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქვის ღობე პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ დაანგრია, რადგან კონკრეტული პასუხი ვერც მერიისგან მიიღო და ვერც – საპატრიარქოსგან. ნარგიზა ბაირამ კიზი ამბობს, რომ მის მიერ …
Continue reading “რატომ დაანგრიეს მშენებარე ეკლესიის ეზოს საზიარო კედელი”
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს
კორუფციულ გარიგებად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბათუმის მერიის მიმდინარე ტენდერს მიიჩნევენ, რომელიც ბათუმში მინისტადიონების შესაკეთებლად არის გამოცხადებული. სამუშაოების ღირებულება მილიონ 400 ათასი ლარია. „ტენდერი მხოლოდ სამშენებლო მასალის შესყიდვაზე უნდა გამოცხადებულიყო, რადგან ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსს“ 25 კვალიფიციური თანამშრომელი დაემატა შესაბამისი სახელფასო ფონდით. ეს მუშახელი მუშაობს სტადიონების შეკეთებაზე და ისმის კითხვა: თუ „ბათუმის კორპუსის“ ფუნქციებს განახორციელებს მერია, მაშინ რა საჭირო …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს”
პუშკინის ქუჩაზე სპეცტექნიკა გამოჩნდა [ფოტო]
დღეს, 30 მარტს, დილიდან ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, სპეცტექნიკა გამოჩნდა, თუმცა ორმოების ამოვსებისა და მოშანდაკების სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები განაახლა. ორმოების ამოვსებას კი მას შემდეგ დაიწყებენ, რაც წვიმის შედეგად დაგუბებული წყალი დაშრება. ორმოების ამოვსებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც …
Continue reading “პუშკინის ქუჩაზე სპეცტექნიკა გამოჩნდა [ფოტო]”
პუშკინის ქუჩა – ხაფანგი მძღოლებისთვის
დღეს, დილით, პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანა გადაადგილებისას ორმოში რამდენჯერმე ჩავარდა. მძღოლს მაღაზიების გამყიდველები დაეხმარნენ. პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ და თვითმხილველების თქმით, მსგავსი შემთხვევა დღეში რამდენჯერმე ფიქსირდება. მძღოლები ქუჩაზე გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმას ითხოვენ. ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა …
მთავრობის საბანკო ანაბარი _ მოგება საბიუჯეტო თანხის მოცდენის ხარჯზე
ანაბარს კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციებიც ხსნიან – საბიუჯეტო სახსრებით. მაგალითად, აჭარის მთავრობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანაბრებიდან 15 მილიონზე მეტი ლარი მოიგო, ბათუმის მერიამ – 7 მილიონ 605 938 ლარი. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრები არ აჩვენებს მოგებას, რადგან ანაბარზე შეტანილი საბიუჯეტო თანხის დიდი ნაწილი ის საბიუჯეტო ნაშთია, რომელიც ხელისუფლებამ წინა წელს ვერ დახარჯა …
Continue reading “მთავრობის საბანკო ანაბარი _ მოგება საბიუჯეტო თანხის მოცდენის ხარჯზე”
„თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმში პლაჟების განკარგვის საკითხს ეხმაურებიან
23 მარტს „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალ დემოკრატი“ ჯაბა ბერიძე ზღვისპირა პლაჟების განკარგვის საკითხს გამოეხმაურა. „თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს მოუწოდებენ, ბათუმის რესურსებით, საჯარო და გამჭვირვალე აუქციონის გზით განახორციელოს ზღვისპირა პლაჟების განკარგვა და მონიტორინგი. „ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის საკრებულოს სხდომაზე ერთერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის …
Continue reading “„თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმში პლაჟების განკარგვის საკითხს ეხმაურებიან”
1,4 მილიონი ლარი მინისტადიონების შესაკეთებლად ბათუმში
ბათუმში, 40 სპორტული მინისტადიონის კაპიტალური შეკეთებისთვის ბათუმის მერია მაქსიმუმ 1 მილიონ 400 ათას ლარს გადაიხდის. საგარანტიო პერიოდი 2 წელი უნდა იყოს სამუშაოების დასრულებიდან. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან [ან კომპანიებთან] ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს. ბათუმის მერიამ შესაბამისი სამი ტენდერი უკვე გამოაცხადა, ერთი და იმავე პირობებით. სატენდერო კომისიის მოთხოვნაა, რომ „ყველა გამოყენებული მასალა …
Continue reading “1,4 მილიონი ლარი მინისტადიონების შესაკეთებლად ბათუმში”
საცხოვრებელი კორპუსის ეზოები ბათუმში, სადაც ასფალტის საფარი მოეწყობა
ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსი“ ბათუმში, 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოებში, ასფალტის საფარსა და ბორდიურებს მოაწყობს. ორგანიზაცია სამუშაოებში ჯამში, მაქსიმუმ 1 მილიონ 227 ათას 300 ლარის გადახდას აპირებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, უნდა მოასფალტდეს სულ 29 470 კვ/მ ტერიტორია და მოეწყოს 2 425 გრძ/მ ბორდიური. შესაბამისი ტენდერი „ბათუმის კორპუსმა“ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 8 აპრილს დაიწყება და …
Continue reading “საცხოვრებელი კორპუსის ეზოები ბათუმში, სადაც ასფალტის საფარი მოეწყობა”
გიორგი ერმაკოვი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე
ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, ეხმაურება წერილს, რომლითაც საინიციატივო ჯგუფი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას მოითხოვს. „ბოლო პერიოდში საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები. ჩვენთან შემოვიდა საინიციატივო ჯგუფის წერილი ახალი მეჩეთის აშენების მოთხოვნით, რომელსაც დართული აქვს 12 000-მდე ხელმოწერა. ჩვენი ვალდებულებაა, მიღებული გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და ადეკვატურად ასახავდეს …
Continue reading “გიორგი ერმაკოვი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე”
გიორგი კირთაძე: ასეთი ცვლილება თვითმმართველობის იდეასთან წინააღმდეგობაშია
დღეს, 10 მარტს ბათუმის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდმოარემ გიორგი კირთაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით დღეს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა ჩაიშალა: „რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ [ჭეიშვილმა] ვერ მოუყარა თავი 13 დეპუტატს ვინც მხარს დაუჭერდა ბიუჯეტში ცვლილებას“, – ცვლილებები ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას შეეხებოდა. გიორგი …
Continue reading “გიორგი კირთაძე: ასეთი ცვლილება თვითმმართველობის იდეასთან წინააღმდეგობაშია”