ბათუმის მერია სათვალთვალო კამერების შესყიდვას გეგმავს

ბათუმის მერია ადმინისტრაციული შენობების ვიდეოკონტროლზე ასაყვანად სათვალთავალო კამერების შეძენას გეგმავს. შესყიდვების სამსახურმა ელექტრონული ტენდერი ვიდეოკამერების სერვერების დაზიანებული გენერატორის დენისა და ძაბვის რეგულატორის, ასევე ავტომატური გადამრთველი პანელის შეძენა-მონტაჟის შესყიდვაზეც გამოაცხადა. ორივე შესყიდვისთვის მერიამ ჯამში 14 608 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ვიდეოსათვალთვალო კამერები უნდა იყოს თავსებადი არსებული ვიდოედაკვირვების ინფრასტრუქტურასთან; მერიას ცხრა შიდა კამერა და სამი გარე …

უკანონოდ განთავსებული ბანერების ჩამოხსნას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს

უკანონოდ განთავსებული საარჩევნო პლაკატების და ბანერების ჩამოხსნას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს. ბათუმის მერიამ ამ კუთხით 27 სამართალდარღვევათა ოქმი 3 და 4 ოქტომბერს შეადგინა. მერიაში განმარტავენ, რომ ბანერების ჩამოხსნასა და საარჩევნო სუბიექტების დაჯარიმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.  საუბარია შემთხვევებზე, როცა საარჩევნო სააგიტაციო მასალები ბათუმის ისტორიულ უბნებში მდებარე შენობებზეა განთავსებული. დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებს” უთხრეს, …

ბათუმის მერია 2017-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს განიხილავს

დღეს, ბათუმის მერიაში „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017-2020 წწ საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის“ პროექტის განხილვა გაიმართება. დოკუმენტის განხილვა მოხდება ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი – პროექტის შემუშავების პროცესში საბჭოს წევრების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებაა. „შეხვედრას მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე გაუძღვება. მონაწილეობას მიიღებენ მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მერის …

ბათუმის მერია მიწას მინისტადიონისა და ატრაქციონების რეკონსტრუქციის პირობით ყიდის

ბათუმის მერია მინისტადიონისა და საბავშვო ატრაქციონების რეკონსტრუქციის სანაცვლოდ ქალაქში 1 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთებს ყიდის. მომავალი მესაკუთრის ვალდებულება იქნება ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი ააშენოს. მერია მიწის ნაკვეთებს აუქციონზე ყიდის, ამდენად, მომავალი მყიდველისგან საცხოვრებელ ფართობებს არ ითხოვს. მიწის ნაკვეთები, ერთ მისამართზე, ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N127-ში [რეფერალურ საავადმყოფოსთან ახლოს] მდებარეობს. ერთი ნაკვეთი 5411 კვ/მ-ა  და მისი საწყისი საპრივატიზებო საფასურია 1 …

ბათუმის მერიამ ბინა 51 700 ლარად გაყიდა

ბათუმის მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 46 კვ/მ ფართობის ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, N1-ში, უპირობო აუქციონზე 51 700 ლარად გაყიდა. ბინა კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირედ, „მაკდონალდსის“ გვერდით არსებულ კორპუსში მდებარეობს. ბათუმის მერიამ ბინა აუქციონზე 49 ათას 700 ლარად გაიტანა, ბიჯით – 2000 ლარი. აუქციონი შედგა და ქონება ერთი ბიჯით, 51 700 ლარად გაიყიდა. ვინ შეიძინა მერიის ბინა, …

მერია 100-მდე გონიოელს მიწას საიდუმლოდ აძლევს

მერიამ 98 გონიოელს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება აღუდინა. ამის შესახებ იმ გადაწყვეტილებაში წერია, რომელიც მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო. კომისიის სხდომა 16 სექტემბერს ჩატარდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ სხდომის და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მერიას საზოგადოებისთვის არაფერი უცნობებია. სხდომის ოქმი ასევე არ იძებნება ბათუმის მერიის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. კომისიის გადაწყვეტილებით, მიწის საკუთრება იმ გონიოელებს აღუდგათ, …

ბათუმის მერია ბინას ყიდის

ბათუმის მერია, რომლისგანაც 2 ათასამდე უბინაო მოქალაქე საცხოვრებელ ფართობს ითხოვს, ახალაშენებულ კორპუსში ბინას ყიდის. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 46 კვ/მ ფართობის ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირედ მდებარეობს. ბინა შავი კარკასის მდგომარეობაშია. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რატომ გადაწყვიტა ბათუმის მერიამ საბინაო ფონდიდან ქონების გასხვისება. „ეს არის ახალი ბინა და ის მერიის საბინაო ფონდში არ ირიცხებოდა. …

მერი ბიუჯეტის ცვლილებებს მოითხოვს, ოპოზიცია – მერის იმპიჩმენტს

“ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას,” – ამბობს გიორგი კირთაძე. ის ბათუმის საკრებულოს წევრია და ასევე 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. „ერმაკოვი აცხადებს, რომ ფორსმაჟორული სიტუაცია აქვს და სტიქიის გამო ინფრასტრუქტურული სამუშაოებია გასაკეთებელი. ამისთვის ის 2 …

“რესპუბლიკელები” ბათუმში თურქული სკოლის გახსნაზე

“მოვითხოვთ, დროებით შეჩერდეს სკოლის ფუნქცინირება, ვიდრე კითხვებს არ გაეცემა პასუხი და საქართველოს კანონმდებლობა არ გავრცელდება ამ სკოლაზე,” – აცხადებს ხათუნა სამნიძე, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე და ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი. დღეს, 21 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ხათუნა სამნიძე ბათუმში ორი დღის წინ თურქული სკოლის გახსნას გამოეხმაურა. “თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მასთან გვაკავშირებს თანამშრომლობა ბევრ …

SMS-ები ბათუმის მუნიციპალიტეტისგან წინასაარჩევნოდ

ბოლო რამდენიმე დღეა  ბათუმში მოქალაქეები Batumi info-სგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებენ. შეტყობინებები ძირითადად ინფორმაციული ხასიათისაა და ბათუმის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს ეხება. აგზავნიან თუ არა შეტყობინებებს მერიიდან? – ამ კითხვაზე ჯერჯერობით ბათუმის მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ – „ვარკვევთ და გიპასუხებთ“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე ამტკიცებს, რომ შეტყობინებები მერიას ეკუთვნის და ის წინასაარჩევნო აგიტაციაა: …

ბათუმის მერია წვიმის შედეგად დაზარალებულ სოფო გოგუას ოჯახს დაეხმარება

დღეს, ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N70 – ში მცხოვრებ სოფო გოგუას  საცხოვრებელ  სახლში, დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩავიდა, რის შედეგადაც  მისივე თქმით, გადაიწვა ტელევიზორი და დაზიანდა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. სოფო გოგუას ბათუმის მერიაში ჯერ კიდევ იანვრის თვეში ჰქონდა განცხადება შეტანილი, დაზიანებული სახურავის შეკეთების გამო, თუმცა მას მხოლოდ დღეს დაუკავშირდნენ და სახურავის შეკეთებას შეჰპირდნენ, …

ძლიერი წვიმის გამო ბათუმის მერიაში ცხელი ხაზი მოქმედებს

ცოტა ხნის წინ, ბათუმის მერიამ, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩის დატბორვასთან დაკავშრებით, განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს ,,ბათუმის წყალი“, რომლის ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. ბათუმის მერიის ბოლო მონაცემებით, შპს ,,ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 45 გამოძახება დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის გამო …

არაადეკვატური ფასი დისკრიმინაციულის ნაცვლად ბოტანიკურ ბაღში

შეიცვლება თუ არა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი, რომელიც ერთი წლის წინ ქალაქის მერის – გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებით გაძვირდა? ვინაიდან ბათუმში რეაკრეაციული ზონების ნაკლებობაა, ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საშუალებაა, სადაც მოსახლეობას მწვანე გარემოში დასვენება შეუძლია. ბოტანიკური ბაღის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ბაღი 213 216-მა ვიზიტორმა მოინახულა, აქედან 151 239 უცხოელი იყო, საქართველოს მოქალაქე კი – 61 …

ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშები გამოჩნდნენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, მუშები გამოჩნდნენ… საუბარია ადგილზე, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია “სლავა 2015”-მა გასული წლის ნოემბერში დაანგრია. მიმდინარე წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია “სლავა 2015” უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა. მაშინ კომპანიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ქუჩას, რომლის ნაწილიც მშენებლობის დროს ჩამოინგრა, არ აღადგენდნენ, რადგან მათთვის სასამართლოს ეს არ დაუვალებია. ვაჟა-ფშაველას …

ორ მრავალშვილიან ოჯახს ბათუმის მერია ბინებსა და რემონტისთვის თანხას გადასცემს

დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმის სკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  კენჭი უყარეს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ბათუმის მერიისათვის თანხმობის მიცემის საკითხს. „მიღებული გადაწყვეტილებით შაქრო ქადიძისა და ნინა ივანაძის ექვსშვილიანი და ირინა სალკოვას რვაშვილიანი ოჯახები ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ.N-1,  126 კვ/მ ფართობის საცხოვრებელ ბინებსა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილ 31 500 ლარს მიიღებენ“, – ნათქვამია საკრებულოს …

რატომ ვერ სრულდება ლერმონტოვის ქუჩის რეაბილიტაცია

ლერმონტოვის ქუჩა ნაწილ-ნაწილ ისევ გადათხრილია, მათ შორის, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ. საუბარია იმ მონაკვეთებზე, სადაც ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს, მაგრამ იქ არ მუშაობენ სპეციალისტები, არც მძიმე ტექნიკა. “ბათუმელები” ამ თემაზე მიმდინარე წლის ივნისში წერდა. მაშინ ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებში, ჯაბა ტუღუშმა  უთხრა, რომ მიმდინარეობდა უკვე რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემის ტესტირება და თუკი ხარვეზი არ აღმოჩნდებოდა, ქუჩაზე ასფალტს …

მერიის გადაწყვეტილებები კანონმდებლობის გვერდის ავლით

საკანონმდებლო დათქმა აჭარის მთავრობას ხელს არ უშლის მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზოლში ფართომასშტაბიანი მშენებლობის პირობებით გაასხვისოს. ბათუმის მერიაც პოულობს გამოსავალს ქალაქის მწვანე ზოლში კანონმდებლობით დაუშვებელი მასშტაბის მშენებლობაზე ნებართვის გასაცემად. ამ ყველაფერს ხალხის არჩეული საკრებულოც ეთანხმება. საკითხის განხილვისას საკრებულოს უმრავლესობა ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ინვესტიციის ოდენობაზე უფრო მეტხანს მსჯელობს, ვიდრე იმ ამომრჩეველზე, რომელსაც ინვესტიციაზე მეტად მწვანე ზოლი და …

მოახლოებული ბათუმობა და ჩაშლილი ტენდერი

3-4 სექტემბერს სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ უნდა გაიმართოს. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს დღესასწაული უფრო ორგანიზებული იქნება, ვიდრე გასულ წლებში იყო და „წინა წლებში დაშვებული შეცდომები გამოსწორდება“, თუმცა დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე ტენდერი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორმა, ბათუმის კულტურის ცენტრმა, „ბათუმობისთვის“ ორი ქუჩის მოსართავად აქსესუარების შესყიდვის მიზნით გამოაცხადა, არ შედგა. წინასწარ დაანონსებული ღონისძიების დროზე ადრე დასრულება, ღონისძიებების განრიგის შეცვლა, …

„ჟილინის“ არხი  და დატბორილი ბათუმი

ბათუმში წვიმის დროს ქალაქის გარკვეული უბნების დატბორვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადახდილი მილიონების მიუხედავად, „ტრადიციულ“ დატბორვის უბნებს ქალაქში არაფერი ეშველა და ჯერჯერობით არც ეშველება, ვინაიდან სანიაღვრე არხები, რომლებმაც ქალაქი წვიმის წყლისგან უნდა განტვირთოს, შტორმის დროს არაეფექტურად მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი არხია ე.წ. „ჟილინი“, რომლის რეკონსტრუქციისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილინ 317 ათასი ლარი დაიხარჯა. ბათუმის მერიის …

მერიის რეაგირება “ძველ ბათუმში” უკანონო მშენებლობებზე

ძველ ბათუმში რამდენიმე ადგილას დაფიქსირებულ უკანონო მშენებლობებზე არაფერი შეცვლილა. ქალაქის მერია კი უკანონო მშენებლობებზე რეაგირებას თებერვალში დაგვპრიდა. 2013 წელს შემუშავებული რეგულაციის მიხედვით, ქალაქის ამ ნაწილში შენობის მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრს არ უნდა აჭარბებდეს. „გადაგზავნილია მოთხოვნები იძულებით აღსრულებაზე. თუ ეს კომპანიები არ მოიყვანენ პროექტთან შესაბამისობაში მშენებლობებს, მაშინ მათ სამმაგი ოდენობის ჯარიმების გადახდა მოუწევთ კიდევ სამი თვის განმავლობაში,” …

სატრანსპორტო სააგენტო: შუქნიშნების გამორთვა ბათუმში ტურისტულ სეზონს უკავშირდება

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშანი არ მუშაობს. დღეს გამორთული იყო შუქნიშანი მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში. უკვე რამდენიმე კვირაა შუქნიშანი არ მუშაობს რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, ასევე რუსთაველის ქუჩაზე „მაკდონალდსთან“. მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიგა ჩხეიძის განმარტებით, მერიამ რუსთაველის ქუჩაზე შუქნიშნების გამორთვის გადაწყვეტილება ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით „შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით“ მიიღო. „მერიამ შუქნიშნები გამორთო …

ბათუმის მერია ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს

ბათუმის მერიამ ნაძის ხისა და სხვა საახალწლო აქსესუარებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ახალი, მწვანე ნაძვის ხის სიმაღე მინიმუმ 22 მეტრი უნდა იყოს, დიამეტრი კი – მინიმუმ 11. შეგახსენებთ, რომ იმ ნაძვის ხის კარკასი, რომელიც ბათუმს აქამდე ჰქონდა, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის შეძენილი. 2014 წელს, ბათუმის ნაძვის ხეს ანთებიდან მალევე ხანძარი გაუჩნდა. 2015 წელს კი ნაძვის ხის ძველი …

60 ათასი ლარი კინო და ტელე ოპერატორების ფესტივალისთვის

კინო და ტელე ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში, მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა ჩატარდეს. ფესტივალის ორგანიზებისთვის ბათუმის მერიას 60 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და ამ თანხის ფარგლებში მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფესტივალის 20 მონაწილის საჰაერო ტრანსპორტით მომსახურება მითითებული მარშრუტის მიხედვით: მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ფესტივალის 20 მონაწილის ძველი …

ბათუმში საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა შეჩერდა

„ჩემი ხელით დავანგრიე, მივშალე, მოვშალე და ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მერიაში განცხადება შემაქვს,” – უთხრა “ბათუმელებს” ინდმეწარმე თამილა თოფურიძემ. ის ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში საზოგადოებრივ ტუალეტს აშენებდა, რაც 5 აგვისტოს “მამულიშვილთა კავშირმა” გააპროტესტა.  თამილა თოფურიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მთლიანად მოშლას აპირებს. ხელშეკრულების მიხედვით, ბიზნესმენს წლის ბოლომდე ქალაქის 6 სხვადასხვა სკვერში უნდა …

ბათუმის ბიუჯეტი კიდევ 898 ათასი ლარით გაიზრდება

არჩევნების დღის გამოცხადებიდან დღემდე პერიოდში ბათუმის ბიუჯეტი უკვე მესამედ იზრდება. ამჯერად, 898 100 ლარით. ბათუმის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 4 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის გადასხდელების ზრდა, ბიუჯეტში შემოსავლების ზრდითაა განპირობებული. რაც შეეხება იმას, თუ რას მოხმარდება დამატებითი თანხა, მერიაში გვითხრეს, რომ დაფინანსდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები – ჭაობის დასახლებაში გაგრძელდება ქუჩების რეაბილიტაცია, …

კადრების გაზრდის მცდელობა მერიაში წინასაარჩევნოდ

“სპორტული საკლუბო გაერთიანება – ბათუმი” –  ამ სახელწოდებით ახალი ა(ა)იპ-ის შექმნას მერია აპირებს. მერიაში ადასტურებენ, რომ ახალი სამსახური შტატების გაზრდას გამოიწვევს. აქვე არ აკონკრეტებენ, რამდენით გაიზრდება საშტატო ერთეული, თუკი საკრებულო მერიის ინიციატივას დაეთანხმება და სპორტული საკლუბო გაერთიანება შეიქმნება. “ჩვენი მიზანია გვქონდეს მოქნილი მენეჯმენტი” – განაცხადა მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა, ია შალამბერიძემ, მერიის სპორტისა და …

კრამიტი და ფილები ეკლესიას ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერია ქალაქის საკთრებაში არსებულ 5500 ცალ კრამიტსა და 2100 კვ/მ ტროტუარის მოსაპირკეთებელ ფილას [მეორადს] უსასყიდლოდ, „თხოვების უფლებით“ სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ გადასცემს. შესაბამისი დახმარების თხოვნით ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანმა ორჯერ წერილობით მიმართა. მიტროპოლიტის მდივნის ერთ წერილში აღნიშნულია, რომ კრამიტი და ფილა წმინდა ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის გადახურვისთვის ესაჭიროებათ, ხოლო …

ბათუმის საკრებულო გადაწყვეტს ეყოლება თუ არა წარმომადგენელი სასამართლოში

ბათუმის საკრებულო თუკი შესაბამის ინიციატივას ხვალ, 4 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე მხარს დაუჭერს, ბათუმის საკრებულოს სპეციალური წარმომადგენელი სასამართლოში აღარ ეყოლება. საკრებულოს იურისტი, სულიკო შვენთიძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ცვლილების მიზეზი მიწის საკუთრების აღიარების კომისიაა, რომელიც საკრებულოს ნაცვლად, პირველი აგვისტოდან მერიას ექვემდებარება. “საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლო დავა იშვიათია. ძირითადად დავა უკავშირდებოდა მიწის საკუთრების აღიარებას და რადგან ეს კომისია მერიაში …

აშენდება თუ არა ესტაკადა ბათუმის პორტთან

„შედეგი ამ მიმართულებით აუცილებლად მალე დადგება“ – ასეთია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პასუხი, თუმცა როდის დადგება ეს შედეგი, იგი არ აკონკრეტებს. ბათუმის მერიაში ესტაკადის პროექტი კარგა ხანია შესულია, თუმცა მერია მშენებლობის ნებართვას არ გასცემს. „ხშირად, გოგებაშვილის ქუჩაზე, რკინიგზაზე სატვირთო ვაგონების გადაადგილების გამო იკეტება გზა და სხვა რომ არაფერი, უკვე მერამდენედ დამაგვიანდა მატარებელზე. ბოლოს და …

ბათუმის მერია უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს

ბათუმის მერია ერთ საფრენ აპარატს [„დრონი“], ასევე დამატებით – ელემენტს, ორ ცალ SD ბარათსა და „დრონის“ სატარებელ ჩანთას, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 5 250 ლარია. საფრენი აპარატი უნდა იყოს ახალი და უნდა გააჩნდეს დისტანციური მართვის პულტი. როგორც მერიის სატენდერო კომისიაში გვითხრეს, „დრონი“ მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს სჭირდება. ამავე თემაზე: ვის …

292 ათასი ლარი ნურიგელის ტბის აერაციისთვის

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 მაისის პარკში არსებული ტბის აერაციის სისტემის შეძენასა და დამონტაჟებაში 292 400 ლარს გადაიხდის. სააგენტოში თვლიან, რომ ხელოვნური აერაცია ტბისთვის აუცილებელია. აერაციის სისტემა იქნება ჰიბრიდული ტიპის, როგორც ზედაპირული, ასევე ფსკერის, დიფუზიური. ის წარმოადგენს მოტივტივე პლათფორმას, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს მაღალი წნევის და დეკორატიული ილუმინაციის სისტემით. ფსკერის დიფუზიური აერაციის სისტემა უნდა …

საჯარო მოხელე, რომელმაც სამსახურიდან წასვლა გადაიფიქრა

ყოფილი საჯარო მოხელე თემურ ბეჟანიძე სასამართლოში სამსახურში აღგენას მოითხოვს. ის ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში მუშაობდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. „უფლება მქონდა, მიღებული გადაწყვეტილება შემეცვალა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თემურ ბეჟანიძე. მან მიმდინარე წლის მარტის ბოლოს სააგენტოს უფროსს უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლა სურდა და შვებულება მოითხოვა: „განცხადება დავწერე და მივუთითე, რომ …

„ევროპული დონის“ საპირფარეშოები ქალაქის სკვერებში

ბათუმის ცენტრში მდებარე ექვს საზოგადოებრივ სკვერში საპირფარეშო მოეწყობა. ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, ე.წ. „ბლაგოევგრადის სკვერთან“  მცხოვრებლებმა. მერია აქციის მონაწილეებს საპირფარეშოს მისამართის შეცვლას დაჰპირდა. სხვა სკვერებთან მცხოვრებლებს საპირფარეშოების აშენების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. საპირფარეშოებს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერებში ინდივიდუალური მეწარმე თამილა თოფურიძე ააშენებს. ის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთადერთი …

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლებისთვის

ტაქსის მძღოლები ავტომანქანის გაჩერებას პარკირების ადგილებზე შეძლებენ. საკრებულოს ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ ამოქმედდება, როცა ბათუმის მერია არსებულ რეგულაციებში შეიტანს შესაბამის ცვლილებას. ცვლილების შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი პარკირებისთვის განკუთვნილ წლიურ 40 ლარს გადაიხდის და შეძლებს ისარგებლოს როგორც ტაქსისთვის განკუთვნილი, ასევე, ზოგადად, პარკირების ადგილებით. დღევანდელი რეგულაციით, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის გაჩერება მხოლოდ ტაქსისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში შეუძლიათ. ამისთვის ისინი …

თამარის დასახლებას წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 13 ივლისს, 12:00 სთ-ზე წყლის მიწოდება შეუწყდება თამარის დასახლებას. წყალმომარაგება 16:00 სთ-ზე აღდგება. გავრცელებული ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტა გეგმურ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის“ აქვს გადაცემული მართვაში. გადაცემული ქონების განკარგვიდან შემოსული თანხა კი „ბულვარის“ ბიუჯეტში ირიცხება. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო ზოლს მთლიანობაში. მერიაში ეს მონაცემები დათვლილი არ აქვთ. …

Exit mobile version