ქობულეთში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

 

ქობულეთის 2016 წლის ბიუჯეტის გეგმა 24 517 300 ლარით განისაზღვრა, რომლის პრიორიტეტად ინფრასტრუქტრული და სოციალური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახირციელებლად 13 მილიონი ლარი დაიგეგმა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების განსახორციელბლად 705 580 ლარი. ამის შესახებ, 20 ნოემბერს ქობულეთის მუნციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე ისაუბრეს. 

 

10 ვაკანსია ქობულეთის გამგეობაში

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი 10 პოზიციაზე გამოცხადდა.განაცხადების მიღების ვადაა 18 ნოემბერს იწურება. 

სათამაშოები და ატრაქციონები ქობულეთის სამი სოფლის ბაღებისთვის

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლების – კვირიკეს, ქვედა კვირიკესა და მუხაესტატეს საბავშვო ბაღებისთვის საქანელებსა და ატრაქციონებს (14 ერთეული) შეისყიდის. გამგეობამ 32 410 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ადიდებულმა მდინარემ ქობულეთის უბნები დატბორა

 

 

უხვმა ნალექმა ქობულეთში უბნები დატბორა, რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი, შეზღუდულია მოძრაობა  და სასწავლო პროცესი.

ახალი შენობა ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლისთვის

 

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ცეცხლაურში N2 საჯარო სკოლა გაიხსნა. ცეცხლაურში სკოლა 1952 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა იგი  არატიპიურ სკოლის ნაგებობას წარმოადგენდა, რადგან თავიდანვე საავადმყოფოსთვის იყო აშენებული. ცეცხლაურში ახალი სკოლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. 

ქობულეთში სახალხო ზეიმი ”ქობულეთობა” აღინიშნა

 

22 აგვისტოს, ქობულეთში, სახალხეო ზეიმი “ქობულეთობა” აღნიშნეს. სხვადასხვა შინაარსის გამოფენებისა და ღონისძიებების გარდა, გუშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

ხვალ ქობულეთობა გაიმართება

 

22 აგვისტოს „ქობულეთობა“ გაიმართება. ზეიმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები აღმაშენებელის გამზირის № 686-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. 

სოფლის წყლის დირექტორი: მეტი გზა არ გვაქვს, ველოდეთ გაწვიმებას

 

მოსახლეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკედან ამბობს, რომ მათ უკვე 15 დღეა წყალი არ მიეწოდებათ. როდის მიიღებს კვირიკეს ნაწილი წყალს და რატომ არის ქობულეთის სოფლებში წყლის დეფიციტი. „ბათუმელების“ კითხვებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლის წყლის დირექტორი ჯემალ გოლიაძე პასუხობს.

გაზიფიცირების პრობლემები ქედასა და ქობულეთში

 

დაბა ქედის მოსახლეობა შეშის შესანახი სათავსოების მოსაწყობად ნებართვას წლებია ითხოვს. მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად დახმარება რამდნიმე დღის წინ ქედაში მყოფ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს სთხოვა, რომელიც მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. ქედის გამგებლის განცხადებით კი, საშეშეები მომავალი წლიდან საჭირო აღარ იქნება, რადგან 2016 წელს დაბასა და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირება იგეგმება.

სოფლის გზების ბეტონის საფარით მოწყობისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტი კომპანიას შეარჩევს

 

 

  ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფლებში არსებულ გზებზე, საერთო ფართობით 3996,2 კვდრატულმეტრზე,  ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად ორგანიზაციების შერჩევის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

ქობულეთში მუსიკალური ფესტივალი Kobuleti Summer Fest მიმდინარეობს

 

6-7 აგვისტოს, ქობულეთში ზღვისპირა პარკის ამფითეატრში, მუსიკალური ფესტივალი Kobuleti Summer Fest ტარდება. ფესტივალი წელს მეორედ იმართება.

 

 

წელს ქობულეთში 6 საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება

 

ამ ეტაპისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა ერთდროულად სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში მიმდინარეობს, მალე სამშენებლო სამუშაოები დაბა ჩაქვშიც დაიწყება. ქობულეთში 2015 წელს კიდევ სამი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.

ოჩხამურში ახალი წყალსადენი სისტემა მოეწყობა

 

სულ მალე, დაბა ოჩხამურის 1700-ზე მეტი ოჯახი სასმელ-სამეურნეო წყლით შეუფერხებლად წყლის პრობლემა ოჩხამურის მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს.

მიეწოდება თუ არა ქობულეთს წყალი შეუფერხებლად

 

სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჭაბურღილები მოეწყო. ორი ჭაბურღილის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 152 000 ლარი დაიხარჯა. შპს „ქობულეთის წყალკანალის“ დირექტორის განცხადებით, წელს ქობულეთში წყლის მიწოდებაში მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება.

ქობულეთში კულტურის სახლი გაიხსნა

 

 ქობულეთში კულტურის სახლის შენობა გაიხსნა. გახსნის დღესთან დაკავშირებით, საგამოფენო დარბაზში ხელოვანთა ნამუშევრებისა და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა მოეწყო.

ქობულეთის გამგებელი: ტურისტულ სეზონზე ყველაფერი იქნება გადასარევად

 

ქობულეთში რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისა და ქუჩის ბორდიურების მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის გადათხრილია ჯავახიშვილის, კომახიძისა და ჭავჭავაძის ქუჩები. სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველზეც. განახლებული ინფრასტრუქტურით თუ მიმდინარე სამუშაოების რეჟიმში? – როგორ დახვდება ქობულეთი წელს დამსვენებელს. „ბათუმელების“ კითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ უპასუხა.

ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას გზის შეკეთებაზე მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში  ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას საავტომობილო გზაზე   4300 მ ასფალტობეტონის საფარის მოწყობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. 

ინფო ტური კინტრიშის ხეობაში

 

დღეს,  კინტრიშის ნაკრძალში, ხეობის პოპულარიზაციის მიზნით ინფო ტური მოეწყო, რომელიც ”ტურიზმის კვირეულის 2015“ – ის ფარგლებში დაიგეგმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კონკურსი გამოცხადდა

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 20 ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. 

ხუცუბანში წყალსადენ სისტემას აკეთებენ

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდიანრეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობები და ცენტრალური მაგისტრალი, ასევე მოხდება არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს ვებგვერდი ავრცელებს. 

 

დანაგვიანებული სანაპირო ქობულეთში [ფოტო]

 

ფოტოები გადაღებულია დღეს, [18.05.2015] ქობულეთში, სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

რა ხეხილის დაზღვევა შეუძლია ფერმერს


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევისთვის წელს ათი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. აგროდაზღვევა სასოფლო-სამეურნეო კულტურების 38 სახეობაზე გავრცელდება. ფერმერების მოსავალს ქვეყანაში მოქმედი ლიცენზირებული კომპანიები დააზღვევენ. ზარალის შემთხვევაში ფერმერს 90% აუნაზღაურდება. 

ქობულეთის გამგეობა 70 ურნას შეისყიდის

 

70 ურნის შესაძენად ქობულეთის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი პირველ მაისს გამოაცხადა. 

ენმ-ის წევრი: „რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ ტერიტორიას ბიზნესმენ ბუკიაზე ასხვისებენ

 

2014 წლის ბოლოს ჩაქვში უნდა დასრულებულიყო წყლისა და კანალიზაციის მშენებლობის პროექტი. ამისთვის თანხა გერმანულმა ბანკმა KFW-მ გამოყო“, – ამბობს ენმ-ის წევრი რეზო ხარაზი, რომელმაც ამ საკითხზე ჩაქვში დღეს ბრიფინგი გამართა. რეზო ხარაზის ინფორმაციით, ამ მიმართულებით არც ჩაქვში და არც სათაო ნაგებობაზე არავითარი სამუშაოები არ სრულდება და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჩაქვში სათაო ნაგებობას აკეთებენ, არის ტყუილი“. ინფორმაციას ნაწილობრივ გამგეობაშიც ადასტურებენ.

ქობულეთში პოლიციას ახალი შეფი ჰყავს

 

 შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის პოლიციის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ზაქარია გურჩიანის დანიშვნას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.  

ძროხები, რომლებიც 30 ლიტრს იწველიან – მოსახლეობისთვის

 

ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს პირველად „მაღალპროდუქტიული მერძევე მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგრამას განახორციელებს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 478 500 ლარია. ამ თანხით სამინისტრო მერძევე ჯიშის 87 ძროხას ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ბაზარზე ერთი ძროხა 5 500 ლარი ღირს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. 

როგორ ვებრძოლოთ კარტოფილის კიბოს

 

კარტოფილის კიბო ხულოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – დანისპარაულში, ბოძაურსა და დიდაჭარაში 2013-2014 წლებში გამოვლინდა. ეს ოფიციალური ინფორმაციაა. მეცნიერის თქმით კი, რომელიც უკვე წლებია აკვირდება კიბოს გავრცელებას, ის გაცილებით მეტ სოფელშია დაფიქსირებული. ამის მიუხედავად,  დაავადების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ ჩატარებულა. კარტოფილის კიბო დაფიქსირებულია სვანეთშიც. კარტოფილის კიბო ადამიანზე არ გადადის, მაგრამ უსარგებლოს ხდის მიწას. 

ბობოყვათში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

 

სოფელ ბობოყვათში 90 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი დაწესებულების ასაშენებლად, ბიუჯეტიდან 455 555 ლარი დაიხარჯება.

ქობულეთის გამგეობაში აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი იმყოფება

2014 წელს აჭარაში სახლის გეოლოგიური შესწავლა 1611-მა ოჯახმა მოითხოვა

 

ხულოს მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან მდებარე სოფელ ვაშლოვანში, პატარა უბანში, რომელსაც ადგილობრივები ვაზისუბანს ეძახიან, ხის ერთსართულიან სახლში ალექსანდრე ჯაყელი მეუღლესთან და ავადმყოფ ძმასთან ერთად ცხოვრობს. ერთი შეხედვით რთულია დაიჯერო, რომ ამ შენობაში ადამიანები ცხოვრობენ. როგორც ოჯახის დიასახლისი, ნათელა გვიამბობს, სახლის საძირკველი დროთა განმავლობაში ჩამოიშალა, იატაკი მოირყა, მინები ჩაიმსხვრა. ამ სახლში ჯაყელები შიშით აგრძელებენ ცხოვრებას.  

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კონკურსის შედეგების მიხედვით საკონკურსო 105 პოზიციიდან კონკურსი ჩაშლილად  42 ადგილზე გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შესაბამის პოზიციებზე დანიშვნა კი ორი კვირის შემდეგ მოხდება.

 

აჭარაში თოვა შეწყდა

 

 

ამ დროისთვის აჭარის მუნიციპალიტეტებში აღარ თოვს. გამგებლების ინფორმაციით, გუშინ მოსულ თოვს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტებში შექმნილია სპეციალური შტაბები, რომლებიც უამინდობით გამოწვეულ პრობლემებზე  24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. თოვა შეწყდა ბათუმშიც.

მტირალას ეროვნულ პარკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

 

მტირალას ეროვნულ პარკამდე მისასვლელი ორკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ ასფალტის გარეშე დარჩენილი საფარი მტირალას ვიზიტორთა ცენტრამდე 5 კმ-იანი მონაკვეთი იქნება.

მაღალმთიანი აჭარა ზამთრის მოლოდინში

 

ნოემბრის დასაწყიში მოსულმა თოვლმა პირველი პრობლემები შექმნა აჭარის მაღალმთიანეთში, ჩაიკეტა შიდასასოფლო გზები, სოფლებს შუქის მიწოდება შეუწყდა, მოსწავლეების არგამოცხადების გამო სასწავლო პროცესი რიგ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შეჩერდა. რამდენად მომზადებული ხვდებიან აჭარის მთის მუნიციპალიტეტები ზამთარს და  რა სახის პრობლემები გამოიკვეთა ნაადრევად მოსული ნალექის გამო – თემაზე „ბათუმელებმა“ გასულ კვირას იმუშავა.

Exit mobile version