მაჟორიტარი კანდიდატი: მთავრობამ უნდა დაავალოს ბიზნესმენებს, რომ გაიტანონ ციტრუსი

დავით მანელიშვილი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია მოძრაობიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. ბოლო 16 წლის განმავლობაში ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია. სოციალური შემწეობის სისტემას ღიად მას შემდეგ აკრიტიკებს, როცა დეპუტატის მანდატისთვის დაიწყო ბრძოლა. მემარჯვენე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი სახელმწიფო სახსრებით მაცივრების შეძენის დაპირებასაც აძლევს მეციტრუსეებს. დავით მანელიშვილი ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსად …

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი: მე ძალიან არ მიყვარს სიტყვა ოკუპანტი

ია მესხიძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატია „პატრიოტთა ალიანსიდან“. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პოლიტიკაში მოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა დაინახა, რომ მის ხედვებს ეს პოლიტიკური ძალა აჟღერებდა. ის სრულად იზიარებს დავით-თარხან მოურავის თურქოფობიურ პათოსს… ია მესხიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ქალბატონო ია, რის გამო გადაწყვიტეთ გამხდარიყავით …

დეპუტატობის კანდიდატი: ივანიშვილის ლანძღვამ ჩვენთვის სასარგებლო ეფექტი მოახდინა

ტრისტან ჯინჭარაძე ქობულეთის 71-ა საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია „რესპუბლიკური პარტიიდან“. 1977 წლიდან ქობულეთში აღარ უცხოვრია. ამის მიუხედავად ქობულეთელებისგან პარლამენტის მანდატის მიღების მოლოდინი აქვს. ამჟამად არის საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის საკრებულოს წევრი. პოლიტიკურ პროცესებში 2007 წლის შემდეგ ჩავერთე, ცნობილი მოვლენების შემდეგ. მანამდე 90-იან წლებში ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი. 2007-ში ჩავთვალე, რომ აღარ შეიძლებოდა მოვლენებისთვის გვერდიდან …

მაჟორიტარი კანდიდატი: ქობულეთს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული მერი

გიორგი რომანაძე ქობულეთის 71-ე სარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში, პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. საბანკო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ის პირდაპირ ქობულეთის გამგებლად დაინიშნა. ამბობს, რომ ეს თანამდებობა მისმა მეგობარმა, არჩილ ხაბაძემ შესთავაზა. 2014 წლიდან  გიორგი რომანაძე აჭარის გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. „გზა ისევ მთავარი პრობლემაა ქობულეთში,“ – ამბობს მმართველი პარტიის კანდიდატი. პოლიტიკური …

მაჟორიტარი კანდიდატი: როგორ ფიქრობთ ახლა, მარტო ერთი კობა ნაკაიძე იმუშავებს ამ გლობალურ პროგრამაზე?

კობა ნაკაიძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია პარლამენტში პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. პროფესიით ექიმია. წლების განმავლობაში ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი იყო. არ გამორიცხავს, რომ მასზე არჩევანი მმართველმა პარტიამ მისი პროფესიის გამო გააკეთა. სხვა კანდიდატების მსგავსად, ისიც პირველი რიგის ამოცანად ქობულეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ასახელებს. 2012 წელს ფატი ხალვაშის წინასაარჩევნო შტაბის …

მაჟორიტარი კანდიდატი: ვიჯდე პარლამენტში და პოლიტიკური საკითხები გადავწყვიტო, მაგის კაცი არ ვარ

სოსო ნოღაიდელი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის კანდიდატად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაასახელეს. სოსო ნოღაიდელი პოლიტიკურ კარიერას პირდაპირ პარლამენტიდან იწყებს. გვითხრა, რომ აქამდე პოლიტიკის მიმართ ინტერესი არ ჰქონდა. ბატონო სოსო, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურად გააქტიურება და რატომ „თავისუფალი დემოკრატები“? მე არ შემირჩევია, მეგობრების რეკომენდაციით შემხვდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები. ეს სადღაც ამ წლის ივლისში იყო. …

მაჟორიტარი კანდიდატი: მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე

ავთანდილ ხაბაზი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტიკურმა პარტიამ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ქობულეთის საკრებულოს წევრია. ბატონო ავთანდილ, რის გამო გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა „პატრიოტთა ალიანსიდან“? თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავხდი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი. „ქართულმა ოცნებამ“ დამიწუნა და იმიტომ გადავწყვიტე ასე, ვითომ …

აჭარის მთავრობა: უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სამი მუნიციპალიტეტი

აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტები, სადაც  მიწის მასა ჩამოიშალა რამდენიმე სოფელში და მეწყრული მოვლენები განმეორდა. დაზიანდა კერძო სახლების ეზოები და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. უხვმა ნალექმა დააზიანა სოფლებში: ზემო წინსვლაში, ფერიაში, ავგიაში, თხილნარსა და სამებაში რამდენიმე ოჯახი. სოფელ ფერიაში, ცენტრიდან სკოლის მიმართულებით, დატბორილია 20-მდე საცხოვრებელი სახლი;  …

მუსიკალური აგვისტო აჭარაში

დღეს, 21:00 საათზე, ქობულეთის ამფითეატრში ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: Asea Sool (ბექა და ათინა ჯანუაშვილები), Groovephonics (ირაკლი ფაღავა), The NEMO, Strawberry Fields, Sound Lab და The Family. დასწრება თავისუფალია. 24 აგვისტოს კონცერტი ბათუმში (ერას მოედანზე), 26-27 აგვისტოს კი კვარიათში (სანაპირო ზოლის ბოლოს, მოედანზე) გაიმართება.

ქობულეთში სამაშველოს განახლებული შენობა გაიხსნა

ქობულეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს სამაშველოს განახლებული შენობა გაიხსნა. „სააგენტომ ძველი სამაშველო შენობა სრულად განაახლა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ქობულეთის სამაშველო სამმართველოს შენობა ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში, განახლებულ შენობაში სამაშველო განყოფილების 15 თანამშრომელი, მათ შორის, გემწამყვანები, მყვინთავები …

ქობულეთში პარაშუტი ხეს გამოედო [ფოტო, ვიდეო]

ქობულეთში, 7 აგვისტოს, ზღვაზე პარაშუტით გასეირნებისას, პარაშუტი სანაპიროზე, თამარ მეფის ქუჩაზე, ხეებს გამოედო. თვითმხილველების თქმით, მაშველები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივიდა. ადამიანის დასახმარებლად „სანდასუფთავების“ მანქანა გამოიყენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები შეტყობინების მიღებიდან 5 წუთში ინციდენტის ადგილზე იყვნენ.  

სოფელ ზედა აჭყვაში მისასვლელი გზა ორ კვირაზე მეტია ჩახერგილია

ზედა აჭყვაში, მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კახა შაშიკაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ივლისის დასაწყისში, მეწყრული პროცესების განვითარების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და შესაბამისი სამსახურები, ასევე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამისი სამსახურები, საგზაო და გეოლოგიური სამსახურები. თუმცა მეწყრული პროცესების …

ბათუმის არქიტექტურა ქობულეთში

„თქვენ როგორ ფიქრობთ, ქობულეთში არ შეიძლება იყოს მაღალი კორპუსები?“ – კითხვა ქობულეთის მთავარმა არქიტექტურმა შემოგვიბრუნა, როცა ვკითხეთ, რატომ დაუშვეს პრეცედენტი და აშენებენ ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ზუსტად გამგეობის შენობის გვერდით, ზღვის პირას. ასლან ქათამაძემ გვითხრა, რომ რამდენიმე სხვა მშენებლობის ნებართვაც გაიცა, სადაც შენობის სიმაღლე დადგენილ ნორმას ბევრად აღემატება. ქობულეთის ცენტრში, იქ, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მდებარეობს, დადგენილი …

ქობულეთობა 2016 – 30 ივნისის ღონისძიებათა პროგრამა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დღეს, 30 ივნისს, ქობულეთში სახალხო ზეიმი – „ქობულეთობა“ გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც დილის 12 საათიდან დაიწყება. ღონისძიებათა პროგრამას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს: 12:00 საათი – ავტორალი ჩოლოქის ხიდიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე, ფლეშმობი  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 13:00 საათი – მსვლელობა ღია ავტობუსებითა და ავტორალის მანქანებით ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ზღვისპირა პარკამდე 13:30 …

მხოლოდ რუსული ფირნიშები ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე

მოქალაქემ, რომელმაც „ბათუმელებს“ იმის დამადასტურებელი ფოტოები მოაწოდა, რომ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მხოლოდ რუსულენოვანი ფირნიშებია განთავსებული, ითხოვა, რედაქციამ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს. მისივე ინფორმაციით, ქობულეთის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე – რუსთაველზე ფირნიშები არათუ ინგლისურად, არამედ ქართულადაც კი არ არის. სამაგიეროდ – არის რუსულ ენაზე. „ბათუმელებმა“ ამ საკითხზე განმარტებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა. გამგეობის პრესცენტრის თქმით, “რუსთაველის ქუჩაზე …

უკრაინელი ბიზნესმენი ქობულეთში სათბურის ბიზნესზე უარს ამბობს

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, სასათბურე მეურნეობა იყიდება. სათბურში 4 წლის განმავლობაში ბოსტნეული მოჰყავდათ და იგი გასულ ზამთარს მოსულმა უხვმა ნალექმა თითქმის მთლიანად დაშალა. სასათბურე კონსტრუქციების აღდგენის ხარჯების დიდ ნაწილს სადაზღვევო კომპანია დაფარავს, თუმცა უკრაინელი ინვესტორი საწარმოს გაყიდვას მაინც გეგმავს. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება უცხოელმა ინვესტორმა – ხელისუფლებას მიზეზების გარკვევა არ სურს. „აბრა „იყიდება“ დაზამთრებამდე გამოვაკარით, როცა …

რვა ოჯახი ქობულეთში, ყოფილი სკოლის შენობაში შეიჭრა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში რვა ოჯახი შეიჭრა. შენობაში არც წყალია, არც ელექტროენერგია და არც კარ-ფანჯარა. შეჭრილები ამბობენ, რომ მათი ეს ნაბიჯი მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა და ყველას თავ-თავისი ისტორია აქვს. რამდენიმე წარმომადგენელი დღეს ქობულეთის პოლიციაში დაკითხეს. „ჯერ მოვიდა სოფლის გამგებელი რუსლან ანთაძე, ცუდად არაფერი უთქვამს. დაგვპირდა, თუ რამე შეგვეძლება, გავაკეთებთო. მერე მოვიდა სამოქალაქო …

ქობულეთში 65 წლის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით გამოძიება არ დაწყებულა. მიმდინარეობს ინფორმაციის წინასწარი გადამოწმება. სხვა დეტალების შესახებ შსს არ საუბრობს. არსებული ინფორმაციით, ქობულეთში მცხოვრები ოჯახი მეზობელ 65 წლამდე მამაკაცს არასრულწლოვანზე მუქარაში ადანაშაულებს. არასრულწოვანი და-ძმის დედის მონაყოლით, მეზობელმა მამაკაცმა მის 11 წლის ქალიშვილს სთხოვა „თვალით რომ განიშნებ, მანქანაში ჩამიჯექი, გაგაკატავებ და გზაში კანფეტებსაც გიყიდიო. ხოლო 12 …

ბათუმის მერია და ქობულეთის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგებზე

ქალაქ ბათუმის მერიის განცხადებით: „ბათუმში ძლიერმა ქარმა მწვანე ნარგავები დააზიანა. ქალაქის სხვადასხვა უბანში წაქცეულია რამდენიმე ხე. ამ დროისთვის გამწვანების სამსახური მოტეხილი ტოტების გატანის სამუშაოებს ახორციელებს. შპს ,,სანდასუფთავებამ“ უკვე დაასრულა ქარისგან დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება ქალაქის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებშიც. გაწმენდილია სანაპირო ზოლიც“. დღესვე განცხადება გაავრცელა ქობულეთის მუნიციპალიტეტმაც: „ქობულეთში წუხელ ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა. ამ დროის …

ძლიერი ქარი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში გუშინ ღამით ამოვარდნილმა ქარიშხალმა გარკვეული ზიანი მიაყენა ქალაქს, თუმცა ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიაში დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან რაიმე განცხადება არ შესულა. ქარის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ‘ბათუმელებს განუცხადეს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და დენის მიწოდება სრულად 2 საათის განმავლობაში აღდგება. …

ქობულეთის მუნიციპალიტეტი 25 ათას ლარად ორ მეორად ჯიპს იყიდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტი თავისი საჭიროებისთვის ორ, მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის მსუბუქ ავტომობილს [მეორადს] შეიძენს. შესყიდვისთვის მაქსიმალური თანხა მუნიციპალიტეტს 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, არ უნდა იყოს ავარიული, ძარას არ უნდა აღენიშნებოდეს კოროზიის ნიშნები, ყველა მექანიზმი, მათ შორის ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ხიდები უნდა მუშაობდეს გამართულად. ჯიპების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი …

ქობულეთში სკულპტურები და სამყურა სკამი-საყვავილეები განთავსდება

  დეკორატიული სკულპტურების [14 ცალი] დამზადებასა და მათი ქ. ქობულეთში განთავსებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტი 7 ათას ლარს გადაიხდის. სკულპტურების ესკიზებს მიმწოდებელს მუნიციპალიტეტი თავად სთავაზობს.   „სკულპტურების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ნატურალურთან, მილის ზომები უნდა შეიცვალოს სკულპტურების ფორმისა და შინაარსის მიხედვით, უნდა იქნეს გამოყენებული რამდენიმე ზომის მილი.   სკულპტურები უნდა დაიდგას ბეტონის არმირებულ საფუძველზე და უნდა …

ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია

„ბათუმის შემოვლითი გზა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის მშენებლობისთვის დონორთა მოძიებაა საჭირო [ანალოგიურია ჭოროხი-სარფის მონაკვეთიც]. მშენებლობის შესაძლო დაფინანსების საკითხზე აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისიდან წარმომადგენლებს თბილისში წელს მაისში ელოდებიან. მანამდე კი, გზის ამ მონაკვეთის არსებული პროექტი მთლიანად გადაიხედება. „ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებით არსებობს ძველი, დეტალური პროექტი, თუმცა არის შენიშვნები და მიმდინარეობს მასში კორექტირების შეტანა. …

ტენდერები, გამქრალი კომპანია და გადათხრილი უბანი ქობულეთში

ორჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ქობულეთის გამგეობა ჯავახიშვილის უბნის კეთილმოწყობის დასასრულებლად 700 ათას ლარს გამარტივებული შესყიდვით დახარჯავს. გამგეობამ შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე მიიღო და ახლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებას ელოდება. ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯავახიშვილის უბნის მოსახლეობამ, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, გასულ ტურისტულ სეზონზე სარგებელი ვერ ნახა. თუმცა ასობით ოჯახი ანალოგიური ვითარების წინაშეა ერთი წლის შემდეგაც. ჯავახიშვილის …

აჭარაში გაზი 29 მარტიდან გაითიშება

აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში მაღალი წნევის გაზსადენ მილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის გამო, ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება.    აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე  წლის 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის …

ქობულეთში სახანძრო-სამაშველოს შენობა გაიხსნა

დღეს, ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველოს შენობა გაიხსნა. პროექტის ფარგლებში ორ სართულიანი შენობა გარემონტდა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში 47 მეხანძრე-მაშველი და 6 თანამშრომელი იმუშავებს. ქობულეთს 6 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა მოემსახურება.   დღეს მეხანძრე-მაშველებმა სტუმრებისთვის სიმულაციური ჩვენება გამართეს. მათ სიმაღლიდან „დაზარალებულის“ სპეციალური საკაცით ჩამოყვანისა …

სოფელ თიკერში ეკალ-ბარდები იწვის

ქობულეთში, სოფელ თიკერში, 100 ჰექტარ მიწის ფართობზე, ბამბუკებსა და ეკალ-ბარდებს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზვიად ჯაფარიძის ინფორმაციით, „ეს არ არის ტყის მასივი, როგორც ახლახან მედიამ გაავრცელა ინფორმაცია – იწვის ეკალ-ბარდები და ბამბუკის დაბალი ხეები. ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ლიკვიდირებული ჯერ არ არის”. ბათუმის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო …

დაბა ოჩხამურის მოსახლეობას 20 თებერვლამდე წყალი შეფერხებით მიეწოდება

22 იანვრიდან, დაბა ოჩხამურის მოსახლეობას,  წყალსადენი სისტემის მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების გამო, სასმელ-სამეურნეო წყალი შეფერხებით მიეწოდება. სარემონტო სამუშაოები 20 თებერვლამდე დასრულდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, ოჩხამურის წყალსადენი სისტემის კეთილმოწყობა მრავალწლიანი პროექტია. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წყალსადენის ცენტრალური სისტემა, სათავე ნაგებობა, შიდა ქსელი, მოხდა აბონენტთა გამრიცხველიანობა და წყალსადენის სათავე ნაგებობაზე დამონტაჟდა  ნატრიუმის ჰიპოქლორიდისწარმოების დანადგარი. ამ ეტაპისთვის წყალსადენ სისტემაზე …

EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის

20 იანვარს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2 200 000 ევროს რაოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. თანხა ქობულეთის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის, სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებებზე დაიხარჯება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, „ქობულეთის წყალარინების პროექტი“ მიზნად …

იბიარდი ქობულეთის წყალკანალისთვის სესხის ოდენობას გაზრდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტს, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და  განვითარების ბანკს [EBRD] შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით,  სესხი მთლიანად ხმარდება ,,ქობულეთის წყალანირების პროექტი“-ს მხარდაჭერას, რომელიც ჩოლოქის დასახლებაში არსებული გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას და ახალი ტექნოლოგიით ფუნქციონირებას ითვალისწინებს. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, სესხის ოდენობა ამჯერად 900 ათასი ევროთი იზრდება. პროექტის ღირებულება თავდაპირველად 3,6 მილიონ ევროს შეადგენდა, საიდანაც 1,5 …

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საახალწლო ღონისძიებების პროგრამა

ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები, დღეიდან – 2 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად გაიმართება. საახალწლო ღონისძიებათა ჩამონათვალი ქობულეთში: 21 დეკემბერი 16:00 სთ – საახალწლო ზღაპარი “სტუმრად საზღაპრეთში” – კულტურის სახლი 22 დეკემბერი 19:00 სთ – ანსამბლ “მხედრულის” კონცერტი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი 23 დეკემბერი 16:30 სთ – საახალწლო წარმოდგენა პატარებისთვის “ზეიმი მხიარულების კუნძულზე”, ნაძვის ხის ანთება – კულტურის სახლი …

ბოშები ლიანდაგს მიღმა

  ქობულეთში ასე მიგასწავლიან: ლიანდაგს რომ გადაკვეთ იქ ცხოვრობენ ბოშები. რკინიგზა  ქობულეთის სამხრეთიდან შესასვლელში, ცენტრალურ ავტო და რკინიგზის სადგურთანაა. რკინიგზის უკან ქობულეთის ერთ-ერთი უბანი გელაურია, სწორედ აქ ცხოვრობს ბოშების, დაახლოებით, ასამდე ოჯახი. ზოგი მათგანი ნაქირავებში ცხოვრობს, ზოგი – წინაპრების მიერ დატოვებულ სახლებში. რუსლან მელამეტოვსა და მის მეუღლეს, ნანას ექვსი შვილი ჰყავთ, 12 წლის იანიკი, 10 …

საახალწლო სამზადისი ქობულეთში

ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე და საახალწლო განათება დაამონტაჟდა. მუნიციპალიტეტის ცნობით, საახალწლო განწყობის შესაქმნელად შემუშავებულია საახალწლო პროგრამაც, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ ღონისძიებებს – 21 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. საახალწლო ღონისძიებები ინდივიდუალური შემსრულებლების, ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ჩატარდება.  

ტურნირი ნარდში

დღეს, ქობულეთის კულტურის სახლში, ნარდში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში 50-მდე მოხალისე მონაწილეობდა. ტურნირის  I, II და III ადგილზე გასულებს  ორაგანიზატორებისგან ფულადი ჯილდო, სიგელები და მედლები გადაეცათ. ასევე შეირჩა 8 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც იანვრის თვეში რესპუბლიკურ ტურნირში გააგრძელებენ ასპარეზობას. ტურნირი ნარდში „საქართველოს ნარდის ასოციაციის“ ორგანიზებითა და ქობულეთის გამგეობის მხარდაჭერით მოეწყო.

საქველმოქმედო საღამო ქობულეთში

 

24 ნოემბერს, ქობულეთის გამგეობის ორგანიზებით, კულტურის სახლში თორნიკე დოლიძის მხარდასაჭერად, საქველმოქმედო საღამო გაიმართა. მას მიღებული უმძიმესი ტრამვების გამო საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. 

ქობულეთში არტ-ფესტივალი გაიხსნა

 

21 ნოემბერს, ქობულეთის კულტურის სახლში “არტ-ფესტივალი” გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობს ანსამბლები საქართველოს სხვადახვა კუთხიდან. ასევე, უკრაინისა და სომხეთის საბავშვო კოლექტივები.


Exit mobile version