Batumelebi | „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ სექტემბერში ჩატარდება „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ სექტემბერში ჩატარდება – Batumelebi
RU | GE  

„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ სექტემბერში ჩატარდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19-23 სექტემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი – „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ განხორციელება იგეგმება.

ცენტრის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში ერთდროულად ჩატარდება.

„ვინაიდან საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები წყვილში. შესაბამისად, პროექტში მონაწილეობა აღნიშნული საგნის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს შეუძლიათ“- ნათქვამია ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

აღნიშნული პროექტი საქართველოში მეორედ ხორციელდება. გასულ წელს „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ საქართველოს 30-მდე საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com