მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდის 1476 ახალი შემთხვევა დადასტურდა

30.04.2021
საქართველოში კოვიდის 1476 ახალი შემთხვევა დადასტურდა

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  1 476 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდით 4 110 პირი გარდაიცვალა.

29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.70%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.85%.

კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 873 პაციენტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: