მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

2, 3 და 4 მაისს სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია – მთავრობის დადგენილება

28.04.2021
2, 3 და 4 მაისს სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 2 მაისიდან 2021 წლის 4 მაისის ჩათვლით აიკრძალა სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.

„აკრძალვა არ ეხება იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლასა და გადაადგილებას, რომლებიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის.“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

2 მაისს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომას აღნიშნავენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 3-12 მაისს აიკრძალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც, თუმცა ეს არ ეხება საქალაქთაშორისო მგზავრობას.

ბათუმისა და სენაკის მიმართულებით აღდგომის დღეებში კი, საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს.

პირველ მაისს, აღდგომის დღესასწაულის წინა ღამეს, კომენდანტის საათი ამოქმედდება ღამის 9 საათის ნაცვლად ღამის 11 საათზე და დასრულდება 2 მაისს, დილის 4 საათზე.

ამ თემაზე:

აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება – მთავრობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: