29 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 361 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 8 ხელოვნურ სუნთქვაზეა.
რეგიონის კოვიდსასტუმროებში 335 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.