25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 18 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდით 4 025 პირი დაიღუპა.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა – 567 და აჭარაში გამოვლინდა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 611 მძიმე პაციენტია.
24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.57%.