მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი საქართველოში

28.04.2021
კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი საქართველოში

stopcov.ge-ის 28 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 1551 ახალი შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 69, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი –  12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ არის  – 307401, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 288816 [ბოლო 24 საათში – 878], მათ შორის გარდაცვლილი სულ – 4077.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29 487 კვლევა ტესტით მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11878, PCR ტესტით – 17609

დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში 28 აპრილისთვია: დღიური – 5,26%, ბოლო 14 დღის – 4,39%, ბოლო 7 დღის – 4,63%

  • სულ აცრილია – 41801, დღიურად აცრილია – 1706
  • კარანტინის რეჟიმშია – 221
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 3780
  • კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 707 პირი.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყო 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის:

https://netgazeti.ge/news/538778/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: