ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 28 აპრილი

28.04.2021
აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 28 აპრილი

აჭარაში, 28 აპრილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 75 პაციენტი, რეგიონში დღემდე გამოჯანმრთელებულია 37 656 პაციენტი; კლინიკა დატოვა 21-მა პაციენტმა.

ამ ეტაპზე აჭარაში საავადმყოფოში მკურნალობს 373 პაციენტი, მძიმე პაციენტია 68, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 8, კოვიდსასტუმროებშია 324 პაციენტი. 

აჭარაში დღევანდელი მდგომარეობით დახურულია 14 სკოლა, ონლაინზეა 35 კლასი.

აჭარაში ამ დროისთვის სულ 3596 ადამიანი არის აცრილი, აქედან ფაიზერით – 2244, ხოლო ასტრაზენეკათი – 1352.

28 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 1551 ახალი შემთხვევა.

საქართველოში ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყო 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.

საქართველომ ჩინეთისგან COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა შეიძინა. იმავე რაოდენობის „სინოვაკის“ ვაქცინას კი ჩინეთის მთავრობა საქართველოს ჩუქნის.

https://netgazeti.ge/news/538837/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: