აჭარაში 393 სასტუმროდან კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება 39-მა გაიარა

18 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება გაიარა 39 სასტუმრომ. აჭარაში სულ 393 სასტუმროა. ჩვენ ვესაუბრეთ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში რამდენიმე სასტუმროს წარმომადგენელს, ვინც უკვე გაიარა შემოწმება. მათი განცხადებით, დამატებითი მოთხოვნები სასტუმროს ხარჯებს აძვირებს, თუმცა შესრულებადია. ბათუმში, სასტუმრო „ლონდონის“ მენეჯერი მარიამ შაქარიშვილი ამბობს, რომ დადგენილი რეკომენდაციები შესრულებადია, თუმცა, თუ არ გაიხსნება საჰაერო სივრცე და ვერ მიიღებენ …

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნაზარბაევს კორონავირუსი აქვს

ყაზახეთის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს, Covid19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ნაზარბაევის პრესმდივნის ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე. მედიის ცნობით, ნაზარბაევი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. ყაზახეთში კორონავირუსით დაინფიცირდა ყაზახეთის პარლამენტის სპიკერი და ჯანდაცვის მინისტრი, რის შემდეგაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ასკარ მამინმა და რამდენიმე მინისტრმა მიიღეს თვითიზოლაციის გადაწყვეტილება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ყაზახეთში დადასტურებულია კორონავირუსის 15 …

ბათუმში 196 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 196 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. დღეს, 18 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 16 765 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი …

საქართველოში 140 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, ვირუსისგან განიკურნა 739 ადამიანი

საქართველოში, 18 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის 893 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ამ შემთხვევებიდან 739 პაციენტი უკვე განიკურნა, 14 პაციენტია გარდაცვლილი კორონავირუსული ინფექციით. ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამჟამად ქოვიდცენტრებში 140 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მეტი, 34 შემთხვევა 17 აპრილს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით კარანტინის …

24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ინფიცირებულების რაოდენობის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. საქართველოში კორონავირუსის სულ 893 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 739 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 – გარდაიცვალა.

ვინც 2019 წლის ბოლო 6 თვეში უწყვეტად 3 თვეს მუშაობდა და ახლა უმუშევარია, კომპენსაციას მიიღებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ის დასაქმებულები/დაქირავებულები, რომლებიც 2019 წლის ბილო 6 თვეში ნებისმიერ უწყვეტ 3 თვეს მუშაობდა, იღებდა ხელფასს და 2020 წლის 1-ელ ივლისამდე პანდემიის გამო არ იღებს ხელფასს, მიიღებს კომპენსაციას, თვეში 200 ლარის ოდენობით. პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან [4 მაისი, …

რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურისტებისთვის – ინტერვიუ

რის გაკეთებას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 7 მილიონით შემცირებული ბიუჯეტით, რამდენი სასტუმრო შეძლებს აჭარაში სტუმრების მიღებას და როგორი იქნება ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში აჭარაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თინათინ ზოიძეს ესაუბრა. ქალბატონო თინათინ, ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, გახსნილია, თუმცა არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ სად იქნება უსაფრთხო დასვენება და …

თურქეთში დასაქმებული ქალები კომპენსაციას ითხოვენ – მორიგი აქცია ბათუმში

თურქეთში, ქემალფაშაში, დასაქმებული ქალები ბათუმის მერიის წინ აქციას მართავენ. ქალები ერთჯერად კომპენსაციას, 300 ლარს ითხოვენ. „თუ საზღვარს ვერ გვიხსნიან, მაშინ მოგვცენ ერთჯერადი კომპენსაცია. ველოდებით ასევე მთავრობის თავმჯდომარის პასუხს, რას აპირებს, ” ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ეკა შანიძე. აჭარის მთავრობიდან აქციის მონაწილებს აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის უფროსი კახა შაშიკაძე შეხვდა. მისი თქმით მთავრობა მუშაობს …

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 35 000 შემთხვევა დადასტურდა 24 საათში

ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა – თითქმის 35 000 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ლათინური ამერიკის ეს ქვეყანა უკვე მეორე ადგილზეა კორონავირუსის გავრცელებით აშშ-ის შემდეგ. ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს უახლოვდება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამჟამად ბრაზილიაში დადასტურებულია 955 377 შემთხვევა, ვირუსისგან გარდაიცვალა 46 510 ადამიანი. „იმის …

ბათუმში 155 პირის ანალიზი კორონავირუსზე უარყოფითია – ახალი მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 155 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. დღეს, 17 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 24 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 16 569 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი …

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა 24 საათში, 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია. „9 ახალი შემთხვევიდან 2 დაავადებულთან კონტაქტია, 6 კი საკარანტინო სივრციდან, ოღონდ, ყველა შემოტანილია. ამ 6 შემთხვევიდან 3 სატვირთო მანქანების მძღოლები არიან, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, რომლის წყაროს …

აჭარაში 301 პირი შეამოწმეს კორონავირუსზე – ყველა პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 301 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 16 414 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

ექიმების, ექთნებისა და სანიტრების პროტესტი საფრანგეთში

დღეს, 16 ივნისს, პარიზში ჯანდაცვის სამინისტროსთან საავადმყოფოების თანამშრომელთა აქცია იმართება მედდების, ექიმების, მომვლელებისა და სანიტრების მონაწილეობით. ისინი ქვეყნის ხელისუფლებისგან მყარ ფინანსურ გარანტიებს, ხელფასის მომატებას და საავადმყოფოების რეორგანიზაციას ითხოვენ. ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტი და ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები პანდემიის პირობებში საჯარო გამოსვლებში ხაზგასმით უწოდებენ მედიკოსებს Covid 19-ის კრიზისის გმირებს, პერიოდულად ყველაზე რთულ დღეებში, …

პირბადის ტარების წესი, რომლის დარღვევისთვის უკვე დაგაჯარიმებენ

საქართველოს მთავრობამ „პირბადის ტარების  წესი“ გუშინ, 15 ივნისს, დაამტკიცა, რომელიც იმავე დღეს შევიდა ძალაში. ამ წესით განსაზღვრულია, თუ სად არის აუცილებელი პირბადის გამოყენება. ასევე განსაზღვრულია გამონაკლისი, თუ ვის აქვს უფლება, არ ატაროს პირბადე. ამ თემაზე: ვისთვის არ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება – მთავრობის განმარტება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 12 ივნისს შესული ცვლილების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში …

უცნობია, როდის განახლდება თურქეთთან მიმოსვლა – ელჩის განცხადება

საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა საელჩოს ფეისბუქგვერდზე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას აქვეყნებს. ელჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მიმოსვლა საქართველო-თურქეთს შორის. „იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩემს ინფორმატიულ სტატუსებზე კომენტარის სახით და ასევე, პირადი შეტყობინების საშუალებით, კითხვებით მომმართავს არაერთი ადამიანი (მხოლოდ დღეს, მივიღე მოქალაქეთა რამდენიმე ასეული შეტყობინება), გადავწყვიტე, რომ გაგცეთ …

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა ნეტგაზეთთან. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან საქართველოში 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა რიცხვმა 724-ს მიაღწია. საქართველოში სულ კორონავირუსის 879 შემთხვევა დასტურდება, აქედან 724 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 2710 …

8 მილიონს უახლოვდება მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 8 მილიონს უახლოვდება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დღეისათვის ვირუსით დაინფიცირებულია 7 930 989 ადამიანი. მათგან 3 786 462 ადამიანი განიკურნა, 433 783 კი – გარდაიცვალა. ყველაზე მეტი, 2 094 069 ადამიანი დაინფიცირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაიცვალა 115 732 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელებით მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც დაინფიცირდა …

კორონავირუსზე ტესტირება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან, 15 ივნისიდან, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი გაფართოვდება და მისი ჩატარება საქართველოს მასშტაბით 25 პოლიკლინიკაში ამბოლატორიულად იქნება შესაძლებელი. „დღეს სიახლე გახლავთ ის, რომ დამტკიცდება ახალი დადგენილება მთავრობის, რომელიც შეეხება პისიარ ტესტირებასა და ზოგადად ტესტირების კიდევ უფრო გაფართოვებას ქვეყანაში. ჩვენ ტესტირების საშუალო მაჩვენებელი თებერვალში დღიური გვქონდა – 27, მარტში …

ვისთვის არ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება – მთავრობის განმარტება

დღეს, 15 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, ვისთვის არის სავალდებულო და ვისთვის – არა, საჯარო სივრცეში პირბადეს ტარება. ნათია მეზვრიშვილის განმარტებით პირბადის ტარების სავალდებულო წესი არ შეეხება: 6 წლამდე ასაკის ბავშვებს მას, ვისაც აქვს სასუნთქი სისტემის პრობლემები, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები ბრონქული ასთმის მქონე პირებს შშმ პირებს იმ …

15 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის პირველწყაროს ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ ეძებენ. „15 ახალი შემთხვევიდან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 – საკარანტინო სივრციდან, ოღონდ ე.წ. შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევებია. დანარჩენი 5 ასევე საკარანტინო სივრციდანაა, ოღონდ მანამდე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. …

ბათუმში უარყოფითია 128 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 128 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, დღეს, 15 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 23 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 16 113 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. …

15 ივნისი მაისის კომპენსაციის მისაღებად დასაქმებულთა მონაცემების წარდგენის ბოლო დღეა

პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებულ პირებს, რომლებიც მაისის თვეში უხელფასოდ დარჩნენ, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ კომპენსაცია. დასაქმებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით, დამსაქმებელმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი. „იმისათვის, რომ დაქირავებულმა პირებმა ისარგებლონ მაისის თვის კომპენსაციით, დამსაქმებელმა კომპანიებმა, 15 ივნისის ჩათვლით (დადგენილების ამოქმედებიდან – 04.05.2020 წლიდან 6 თვე) უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც …

უცხოეთში მცხოვრებთა დასახმარებლად, კონსულტაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრო $30 ათასს გადაიხდის

კორონავირუსის პანდემიის გამო, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დახმარების და მათთვის გაწეული სერვისების ეფექტიანობის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 30 ათას აშშ დოლარს გადაუხდის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას – JPM Strategic Solutions LLC. სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა. ამ თანხით სამინისტრო, როგორც განაცხადშია აღნიშნული, „მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე უცხო ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის …

სატვირთოს მძღოლებისთვის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახალი წესები მოქმედებს – Covid19

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ [გარდა სატრანზიტო მძღოლებისა], ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის ახალი წესები მოქმედებს. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით: „შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს განუმარტავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, ასევე გადაადგილებისა და სავალდებულო კარანტინისთვის დადგენილ წესებს, პირობებსა და ვადებს. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, …

აჭარაში კარანტინი 7 809 ადამიანმა გაიარა, 1024 პირი კი – კარანტინშია

აჭარის რეგიონში მოწყობილ 29 საკარანტინო ზონაში კარანტინის მომსახურებით დღემდე ისარგებლა 8 833-მა მოქალაქემ, მათ შორის, სავალდებულო კარანტინს, 10 ივნისის მდგომარეობით, გადის 1024 მოქალაქე. კარანტინი დატოვა და ოჯახებს დაუბრუნდა 7 809 მოქალაქე – ეს მონაცემები „ბათუმელებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მოაწოდა. კორონავირუსის პანდემიის გამო აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროების ნაწილთან საკარანტინო ზონების მოწყობაზე ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს როგორც …

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა 24 საათში, ერთი პირის ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი. 9 ახალი შემთხვევიდან 3 გუშინ, 11 ივნისს, დღის განმავლობაში გამოვლინდა. დანარჩენი 6-ის შესახებ ინფორმაცია კი დღეს, 12 ივნისს, დილით გავრცელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლენილი 9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია და იკვლევენ მასთან დაკავშირებულ …

ბათუმში 167 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 167 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, დღეს, 12 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 15 304 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. …

ახალი რესპუბლიკურისთვის 2,2 მილიონის აპარატურას სამინისტრო უტენდეროდ შეიძენს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი „რესპუბლიკური“ კლინიკისთვის სამედიცინო აპარატურას და ინვენტარს შეიძენს. ამჯერად დაგეგმილია 2 მილიონ 200 ათასამდე ლარის ღირებულების აპარატურის შესყიდვა ტენდერის გარეშე. სამინისტრომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სამინისტრო გეგმავს შეიძინოს: ლაპარასკოპიული სისტემა 4K – 1 ცალი; ინტეგრირებული საოპერაციოს ლაპარასკოპიული სისტემა 3D – 1 ცალი; ენდოსკოპიური სისტემა – 1 ცალი; ეოპის …

პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარი იქნება – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლითაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 500 ლარით. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით; იგივე წესი ვრცელდება ტაქსებზეც (M1 კატეგორიაზე). როგორც პარლამენტში კანონპროექტის …

პირბადის არქონისთვის ბათუმში 2000-მდე მგზავრს ტრანსპორტი დაატოვებინეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მონაცემებით, პირბადის გარეშე მგზავრობისთვის 2000-მდე მგზავრს დაატოვებინეს ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი [როგორც ავტობუსი, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსი, 29 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში]. ამავე პერიოდში, მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის 103 მოქალაქე დააჯარიმეს. ინსპექციის ინფორმაციით, უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარია. მუნიციპალურმა ავტობუსებმა და სამარშრუტო მიკროავტობუსებმა ბათუმში მუშაობა 29 მაისიდან განაახლეს. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მუშაობის განახლებიდან დღემდე …

მოიხსნით თუ ვერა პირბადეს, თუ გამოცდაზე სათვალე დაგეორთქლებათ? – გამოცდების ცენტრის განმარტება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები პირბადეებით იქნებიან. მათ უფლება არ აქვთ, გამოცდების მსვლელობის დროს პირბადე მოიხსნან. აბიტურიენტს პირბადის მოხსნის შემთხვევაში შენიშვნას მისცემენ, განმეორების შემთხვევაში კი – გამოცდიდან მოხსნიან. ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც მშობლების, ასევე აბიტურიენტების მხრიდან. მშობლები და აბიტურიენტები წუხან იმის გამო, რომ დახურულ …

რა გავლენა აქვს სისხლის ჯგუფს კორონავირუსზე – კვლევა

გერმანელმა და ნორვეგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც აჩვენებს კავშირს COVID 19-სა და სისხლის ჯგუფს შორის. კვლევის შუალედურ შედეგებზე „დოიჩე ველე“ წერს. მკვლევარებმა შეისწავლეს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 1610 პაციენტის მონაცემები იტალიიდან და ესპანეთიდან, რომელთაც აღენიშნებოდათ დაავადების მძიმედ მიმდინარეობა, მათგან რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა კიდეც. მეცნიერებმა პაციენტების დნმ შეისწავლეს და შეადარეს 2205 ჯანმრთელი ადამიანის მონაცემებს. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, …

თურქეთმა საზღვრები გახსნა, თუმცა საქართველოდან ამ ქვეყანაში ჯერ ვერ წახვალთ

თურქეთი უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. თუმცა საქართველოს მოქალაქეები თურქეთში გადასვლას ჯერჯერობით ვერ შეძლებენ – საზღვარზე საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ისევ მოქმედებს. საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთმა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო საზღვარი გახსნა ყველა ქვეყანასთან, გარდა ირანისა. თუმცა ამ რეგულაციების გაუქმება ჯერ არ შეეხება საქართველოში შემოსვლისა და გასვლის  მსურველებს. საქართველოში თურქეთის …

ბათუმში უარყოფითია 196 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 196 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, დღეს, 11 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 15 137 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ …

4 ინფიცირების წყარო დაუდგენელია, ეს, ფაქტობრივად, 4 ახალი კლასტერია – გახარია

დღეს, 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას და სამთავრობო უწყებებს „უკიდურესი გონიერებისკენ“ და „სიფრთხილისკენ“ მოუწოდა. „არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოთხი ახალი შემთხვევა ინფიცირების, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენელია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტიურად არის 4 ახალი კლასტერი, რომელზეც ჩვენ არანაირი წარმოდგენა არა გვაქვს, …

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი – ახალი მონაცემები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 11 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 2 000 464 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 112 924, გამოჯანმრთელდა – 533 504. ახალი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატები. ნიუ იორკის შტატში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 30 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ნიუ ჯერსიში – …

Exit mobile version