COVID 19-ით ინფიცირებულებს „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის „რესპუბლიკურში“ მოათავსებენ

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ბათუმში კლინიკა „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმკურნალებენ. კოვიდინფიცირებულ ორ პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსი ორი დღის წინ, 29 ივნისს დაუდგინეს, დღეს „მედალაფადან“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. კლინიკა „მედლაფას“ აჭარა-გურიის რეგიონული ხელმძღვანელი ლევან ანთაძე „ბათუმელებთან“  ადასტურებს, რომ „მედალფა“ ჩვეულ რეჟიმში აპირებს დაბრუნებას. „ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ჩვენც ჩვეულ რეჟიმში გვინდოდა დაბრუნება. დაფინანსების თემებიც არის. ერთი თვე …

როდის დაფარავს იპოთეკური სესხების 4 %-ს სახელმწიფო – ახალი პროგრამა

იპოთეკურ სესხებს დაახლოებით 4 პროცენტი, სახელმწიფო სუბსიდირების ფარგლებში, სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან ჩამოაკლდება. მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია, თუმცა კომერციულ ბანკებთან ჯერ კონტრაქტები არ გაფორმებულა. სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირობაა ისიც, რომ საცხოვრებელი ბინა დეველოპერული კომპანიისგან უნდა შეისყიდო. „ბათუმელები“ დღეს, 30 ივნისს რამდენიმე კომერციულ ბანკს დაუკავშირდა. ბანკებში გვითხრეს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით და როდიდან ისარგებლებენ …

ვინ არ ექვემდებარება იზოლაციას/კარანტინს საქართველოში შემოსვლისას

მთავრობის 29 ივნისის დადგენილებით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან: [checklist] საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები; საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას. [/checklist] ამასთან, საქართველოში შემოსვლისას, საზღვარგარეთის ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR …

დადასტურდა კორონვირუსის 2 ახალი შემთხვევა – 30 ივნისის მონაცემები

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთი პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთი კი – ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი. 30 ივნისის მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით. დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 928 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 794 …

ბათუმში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოკვლეული 297 პირიდან 2 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი. ორივე კოვიდინფიცირებული მძღოლია, ისინი საზღვრიდან გადაიყვანეს ცხელების ცენტრში და დადასტურების შემდეგ -“მედალფაში”. ამ ორი ახალი შემთხვევიდან ერთი დღეს, დილით დასახელებულ შემთხვევებს შორისაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტებს აქვთ მსუბუქი სიმპტომები. აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა ბოლოს 19 ივნისს დადასტურდა, როცა კარანტინში …

„საზღვრები მაშინ გაიხსნება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“ – გახარია

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საზღვრები მაშინ გაიხსნება, „როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“. „როგორც ვიცით, საუბარია მეორე, უფრო გართულებულ ტალღაზე და ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ შევძელით პანდემიის, ვირუსის რისკების მართვა და ეს უნდა იყოს დაფასებული. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში საქართველო მიაღწევს საერთაშორისო …

როდის შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე

„კვირის ბოლომდე გვექნება პლაჟზე შეზლონგები“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე. მან ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, შეზლონგების მფლობელებს პირდაპირი წესით გაუფორმონ ხელშეკრულებები და აუქციონი აღარ გამოცხადდეს. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თქმით, პანდემიის გამო წელს შეზლონგების პლაჟზე განთავსების კუთხით აუქციონი არ გამოცხადებულა. „ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო. თუ მივიღებთ თანხმობას, ჩვენ ხელშეკრულებებს გავუფორმებთ იმ ადამიანებს, …

ექვს თვეში კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 29 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 მილიონს აღემატება. 2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 10 146 971 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, დაინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია. ბოლო ერთ კვირაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მილიონზე მეტით გაიზარდა. თუ 23 ივნისს მსოფლიოში …

გამოვლინდა კორონვირუსის 2 ახალი შემთხვევა, განიკურნა 6 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია, ორივე პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია. 29 ივნისის მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში 120 პაციენტი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით. დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 926 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 791 პაციენტი, გარდაიცვალა – 15. …

უცხოეთში თვითდასაქმებულები კომპენსაციას მიიღებენ – რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ივლისია

უცხოეთში თვითდასაქმებული საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოსგან 300 ლარს, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ. საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ: [checklist] საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ, ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120  კალენდარული დღის …

უცხოელს, რომელმაც საქართველო ვერ დატოვა, ქვეყანაში ყოფნის უფლება 31 ივლისამდე აქვს – კორონავირუსი

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოში და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: [checklist] თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში თუ საზღვრის …

აჭარაში 526 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია – 28 ივნისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 526 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ბათუმში, ცხელების კლინიკებში, ამ დროისთვის მოთავსებულია 38 პირი, მათი კვლევის პასუხები 28 ივნისს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 20 715 პირს. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1 130 პირი. კარანტინი დატოვა …

ქეთი მელუა წითელი ჯვრის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა დღეს, 27 ივნისს,  22:00  საათზე, Youtube-ზე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. როგორც მომღერალი თავის მიმართვაში ამბობს, კონცერტი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად გაიმართება. „ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე, გადავწყვიტე შევუერთდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს საქართველოში COVID19-ის კრიზისის პერიოდში,“ – ამბობს მომღერალი. ქეთი …

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა – ინფიცირებული არიან სატვირთო მანქანის მძღოლები

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია, ორივე პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია. ამჟამად საქართველოს ქოვიდცენტრებში 126 პაციენტი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით. 27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 921 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 781 პაციენტი, გარდაიცვალა – 14. ამჟამად …

24 საათში ბათუმში 523 პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე – ყველა პასუხი უარყოფითია

27 ივნისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 523 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 50 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 20 189 პირს. ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 1110 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 1 პაციენტი. სულ საქართველოში Covid …

რამდენი იქნება სახელმწიფო დახმარება იპოთეკური სესხის პროცენტზე – ახალი პროგრამა

მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა − „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ დაამტკიცა, რომელიც 2020 წლის 26 ივნისიდან უკვე ძალაში შევიდა. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს: სუბსიდირების კომპონენტი – იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების კომპონენტი  საგარანტიო კომპონენტი – იპოთეკური კრედიტის საგარანტიო კომპონენტი. პროგრამის ფარგლებში ერთ სესხთან მიმართებით კომპონენტები ფიზიკური პირებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე. პროგრამა მოქმედებს ლარში გაცემულ …

კომპანიებისგან ბინებს სახელმწიფო კონკურსის წესით შეისყიდის – ამისთვის 200 მილიონი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობამ, 25 ივნისს, „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო, რომელიც დღეიდან, 26 ივნისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია „ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაცია და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობა – სახელმწიფოს მიერ მენაშენეებთან საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების საშუალებით“, ამ პროგრამით დადგენილი წესითა …

ბათუმში 532 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია – ახალი მონაცემები

26 ივნისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 532 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 19 666 პირს. ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 1018 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 პაციენტი. სულ …

2 ახალი შემთხვევა, 4 განკურნებული პაციენტი – კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი ახალი შემთხვევა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. 26 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 919 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 780 პაციენტი უკვე განიკურნა, 14 კი – გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ …

300 ლარი კომპენსაციის მისაღებად ცნობების გაყალბებისთვის 2 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300- ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 5 მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები …

ბათუმში 331 პირის კვლევის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია – 25 ივნისის მონაცემები

25 ივნისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 331 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 19134 პირს. ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 1048 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი. სულ საქართველოში …

იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მთავრობა გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, მთავრობა დღეს, 25 ივნისს, მიიღებს გადაწყვეტილებას დადგენილების სახით. „თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ სესხს 5 წლის ვადით. რაც მისცემს მოქალაქეებს შესაძლებლობას, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ის გადაწყვეტილება, რაც ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა, განახორციელონ“, – განაცხადა …

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა, 5 პაციენტი განიკურნა

25 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი. სულ საქართველოში Covid 19-ის 917 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 776 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

რა გჭირდებათ აგრობარათის ასაღებად – ინსტრუქცია

ბოლო მონაცემებით, აგრობარათების მიმღებთა ბაზაში 226 000 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, თუმცა შესაძლოა ბევრმა მათგანმა ამ ბარათებით [დარიცხული ქულებით] სრულად ვერ ისარგებლოს იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც რეალურად აქვთ საკუთრებაში. საქმე იმაშია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ნაკვეთების დანაწევრებულია მცირე ფართობებად, იმ ნაკვეთებზე კი, რომლებიც 2500 კვ.მ-ზე ნაკლებია, აგრობარათი არ გაიცემა. აგრობარათების გაცემა მაისის ბოლოდან დაიწყო და შესაძლებელია იმის …

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა, 3 განკურნებული პაციენტი – 24 ივნისის მონაცემები

დღეს, 24 ივნისს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 3 ადამიანი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა, ერთი კი ქოვიდინფიცირებული პაციენტის კონტაქტში მყოფი პირია. საქართველოს ქოვიდცენტრებში 129 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსის დიაგნოზით. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევა დასტურდება, აქედან …

9 მილიონზე მეტი ინფიცირებული – პანდემიის ექვსი თვე

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 23 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 9 მილიონს აღემატება. 2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 9 100 090 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, დაინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია. ექვს თვეში, იანვრიდან ივნისის ბოლომდე, ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 472 …

ბათუმში Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, 337 კვლევის პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 337 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. დღეს, 23 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 18594 პირს. დღეს არსებული მონაცემების თანახმად, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1125 პირი.

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – 23 ივნისის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღემდე საქართველოში ვირუსი დაუდასტურდა 911 ადამიანს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტი კარანტინის სივრციდანაა, ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს კი იძიებენ. დღეს, 23 ივნისს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და 768 გახდა. ამ დროისათვის საქართველოში 129 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. ქვეყანაში …

გასართობი აქტივობები ღია სივრცეში პირველი ივლისიდან დასაშვებია

ღია სივრცეში არსებულ გასართობ აქტივობებზე პირველი ივლისიდან იზოლაციის და კარანტინის წესებით დამტკიცებული აკრძალვა აღარ გავრცელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 22 ივნისს მიიღო. იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით, „იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა“. პირველი …

ბათუმში 347 კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია – 22 ივნისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 347 ლაბორატორიული კვლევის შედეგი, უარყოფითია. დღეს, 22 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 18 257 პირს. 22 ივნისს არსებული მონაცემების თანახმად, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1055 პირი.

დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა – 22 ივნისის მონაცემები

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. 22 ივნისის [10:40] მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 761  გამოჯანმრთელდა, 14  – გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 2710 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 269. 

ბათუმში 378 კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია – 21 ივნისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 378 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. დღეს ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 29 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 17 910 პირს. დღეს არსებული მონაცემების თანახმად, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1142 პირი.

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა 24 საათში – 21 ივნისის მონაცემები

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღეის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი. 21 ივნისის [10:40] მონაცემებით, სულ საქართველოში კორონავირუსის 906 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 755  გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 2710 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 269. 

როგორ აკონტროლებენ სატვირთოს მძღოლებს – კორონავირუსი

18 ივნისს გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო მანქანის მძღოლია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. რა წესები მოქმედებს სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის საქართველოს საზღვარზე, ვინ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ მძღოლებს, მათ გადაადგილებას და რამდენადაა დაცული სხვა მოქალაქე ამ გზით შემოტანილი/იმპორტირებული ახალი კორონავირუსისგან? საქართველოში მოქმედი წესების მიხედვით, საზღვარზე მძღოლებს უტარდებათ …

კორონავირუსით დაინფიცირებული ბათუმიდან ქუთაისში გადაიყვანეს

ბათუმიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და იგი კარანტინში იმყოფებოდა. „პირი ბათუმში შემოვიდა, ერთი დღე იყო კარანტინში, აღენიშნებოდა სიმპტომები, გადმოიყვანეს ცხელების ცენტრში, ანალიზის პირველი პასუხი იყო საეჭვო, გადაამოწმეს ანალიზის პასუხი ხელახლა ქუთაისში და რადგან ქალი არ არის აჭარის მკვიდრი, მისივე სურვილით, გადაიყვანეს ქუთაისში. …

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, 19 ივნისის მონაცემით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. კოვიდცენტრებში ამჟამად 140 პაციენტი მკურნალობს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულის კონტაქტია, ერთი კი – შემოტანილი შემთხვევა. სულ საქართველოში კორონავირუსის 895 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 741 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა. ______________________ ფოტოზე: ლუგარის …

Exit mobile version