მთავარი,სიახლეები

გამოვლინდა კორონვირუსის 2 ახალი შემთხვევა, განიკურნა 6 პაციენტი

29.06.2020 • 1345
გამოვლინდა კორონვირუსის 2 ახალი შემთხვევა, განიკურნა 6 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია, ორივე პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია.

29 ივნისის მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში 120 პაციენტი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 926 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 791 პაციენტი, გარდაიცვალა – 15.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: