როგორ იმუშავებენ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები 4 იანვრიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2, 3 და 7 იანვარს სააგენტოს სერვისცენტრები არ იმუშავებს. 4 იანვრიდან კი – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ისარგებლონ შემდეგი მომსახურებით: სატრანსპორტო საშუალების განბაჟება; რეექსპორტი; ექსპორტი; ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურები. „18 იანვრიდან განახლდება მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება. მომსახურების სააგენტოს …

რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს გეგმიურ ტესტირებას ჩაუტარებენ

საქართველოს მთავრობამ, 30 დეკემბრის განკარგულებით, კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირების ჩამონათვალს დაუმატა „სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მსახურები [რელიგიური წარმომადგენლობის მიუხედავად]“. განკარგულებაში აღნიშნულია ასევე, რომ რელიგიური კონფესიების მსახურები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ. ამავე განკარგულებით, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას ასევე დაემატა: [checklist] „ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის [უპირატესად, ადმინისტრაცია, პოლიტიკის …

აჭარაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 1-ლი იანვრის დილის მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით არის 10 864. აქედან აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 397 პაციენტი; რეგიონში 91 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 25; აჭარაში 457 პაციენტი კლინიკურ სასტუმროში მკურნალობს. კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა და …

კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილი – პირველი იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 23 პაციენტი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1-ლი იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 3 265 პირი“. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით. საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე, კორონავირუსის სულ …

ვინ იმუშავებს უქმე დღეებში 3-15 იანვარს – მინისტრების ბრძანება

საქართველოს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით ის მეწარმე სუბიექტები და საქმიანობები განისაზღვრა, რომლებზეც არ გავრცელდება 3-15 იანვრის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ მთავრობის დადგენილება. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამ მეწარმე სუბიექტების „უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, 2021 წლის 3 …

აჭარაში კოვიდის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 31 დეკემბერი

31 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 31 დეკემბრის  მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 451 პაციენტი, მათ შორის 98 მძიმე პაციენტია. აჭარის კოვიდსასტუმროებშია 512 ადამიანი. ამავე თემაზე:  31 დეკემბერს საქართველოში კოვიდის 1527 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

31 დეკემბერს საქართველოში კოვიდის 1527 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 13 030 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 24 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 282 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 710 აჭარა – 78 იმერეთი – 239 ქვემო ქართლი – 63 შიდა ქართლი – 130 გურია …

დღეს ქუჩაში გასვლა 9 საათის შემდეგაც შეგეძლებათ

დღეს, 31 დეკემბერს, ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგაც არის შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება კოვიდთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ხვალიდან ანუ პირველი იანვრიდან ისევ განახლდება. შეუზღუდავად გადაადგილება შობის ღამესაც იქნება შესაძლებელი. პრემიერ გახარიას თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სადღესასწაულო დღეების შემდეგ სრული „ლოქდაუნი“ იგეგმება.

აჭარაში კოვიდის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 30 დეკემბრის მონაცემები

30 დეკემბრის დილის მონაცემებით, აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 115 პირს დაუდასტურდა. აჭარის კლინიკებში დღეს 488 პაციენტი მკურნალობს; მათ შორის 101 მძიმე პაციენტია. 29 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში 541 პირი მკურნალობს. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი, მათ შორის აჭარაში – 2 800. საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 38

საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 38

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 192  კვლევა ტესტით, შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 494  პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 192   კვლევა ტესტით, მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 118 PCR ტესტით. ქვეყანაში …

„ზოგი ჩუმად იღებს დამსვენებელს… ყველაფერი გაჩერებულია“ – ბაკურიანი და მესტია პანდემისას

„თებერვალს ველოდებით, იქნებ გავიხსნათ, თორემ შიმშილისთვის ვართ განწირულები,“ – ამბობენ ბაკურიანელები, რომლებიც პანდემიის გამო დამსვენებლების გარეშე დარჩნენ. ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში, საოჯახო სასტუმროებსა თუ კოტეჯებში სტუმრების მიღება აკრძალულია. დაკეტილია სათხილამურო ტრასების საბაგიროებიც. „ყველაფერი გაჩერებულია, არ ვიცი, რით ვარსებობთ… უკვე ორი საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – გვიყვება ბაკურიანში მცხოვრები გულო აბუსერიძე. ის სეზონურად სხვა …

რატომ ვეღარ აგზავნიან პატიმრები ციხიდან წერილებს – რა შეცვალა ციხეებში პანდემიამ

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ის ამბობს, რომ პანდემიის პირობებში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პატიმრის თქმით, მათ აღარ აქვთ ადვოკატთან, სოციალურ მუშაკთან, ან სასულიერო პირთან მინის ბარიერს მიღმაც კი შეხვედრის საშუალება, ასევე აკრძალულია ოჯახის წევრებთან ვიდეო პაემნები. ლეონიდე მიქაბერიძემ ციხიდან წერილი „ბათუმელებს“ გამოუგზავნა. „იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ ზერელედ განმარტა, რომ თითქოს ჩვენს …

სრული ლოქდაუნი არ იქნება – გახარია

დღეს, 29 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 3 იანვრის შემდეგ, ქვეყანაში სრული შეზღუდვის გამოცხადება არ იგეგმება. „როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით, თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება“, – ამბობს …

აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 29 დეკემბერი

29 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2012 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობს 488 პაციენტი, მძიმეა 101 ადამიანის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 29, კოვიდსასტუმროებშია 569 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 2942 პირი.

კორონავირუსის ახალი 2012 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

29 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 2 638 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარაში – 125, იმერეთში – 367, ქვემო ქართლში – 132, შიდა ქართლში – 144, გურიაში – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 155, კახეთში – …

ექიმებსა და ექთნებს კოვიდკლინიკებში ისევ არ მიუღიათ დანამატი – რას ამბობენ სამინისტროში

სამედიცინო პერსონალის ნაწილს, რომელიც კოვიდკლინიკებში მუშაობს, ამ დრომდე მთავრობისგან დაპირებული დანამატი არ მიუღია. საუბარია ნოემბრის დანამატებზე, რომელიც გაცემული არ არის. ბათუმში სამ დიდ კლინიკაში – BAU, BMC და „მედინა“ – „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ შესაბამისი დაფინანსება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღიათ. 50-პროცენტიანი დანამატების შესახებ სამედიცინო პერსონალმა დაპირება ეკატერინე ტიკარაძისგან ოქტომბერში მიიღო. შესაბამისი განკარგულებაც გამოიცა, რომლის მიხედვითაც, …

ქართველი ლექტორი ქუვეითიდან: მთავარი გამოწვევა ემოციებსა და შიშთან გამკლავება იყო

ავტორი: მაგდა მარუაშვილი, ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ინგლისური ენის ინსტრუქტორი ____________________________ ქუვეითში, ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მეორე წელია ვასწავლი. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ენის გაუმჯობესება სჭირდებათ, უნივერსიტეტი ერთწლიან მოსამზადებელ კურსს სთავაზობს. ერთი წლის განმავლობაში მათ სესიები მხოლოდ ინგლისურ ენაში უტარდებათ, ამის შემდეგ კი სწავლას თავიანთი ძირითადი მიმართულებით აგრძელებენ. სწორედ ამ პროგრამის …

„როცა პანდემიის სიჩუმე მაწუხებს“ – 90 წლის კაცი ხულოდან | ზეპირი ისტორია

ნუსრედინ შავაძე 90 წლისაა, მუხლი ახლაც ერჩის და თავის საყვარელ საქმიანობას – დურგლობას ჯერ კიდევ ვერ ანებებს თავს. წლების წინ სახლებს აშენებდა სოფლებში. ახლა ამბობს, რომ წლები მოერია, თუმცა თავს მაინც მხნედ გრძნობს. რა შეცვალა პანდემიამ კაცის ცხოვრებაში, რომელსაც დიდი ოჯახი აქვს. გვაჯობა ვირუსმა როცა პანდემიით გამოწვეული სიჩუმე შემაწუხებს, სახლის ახლოს, ხის ფარდულს მივაშურებ ხოლმე …

41 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 538 ახალი შემთხვევა | 28 დეკემბერი

28 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა  4 769 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 41  პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი.  დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 13 386 ადამიანი.  5 624 პირი მკურნალობს საავადმყოფოში,  6 451 – საცხოვრებელ ბინაზე. მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 35 123 ადამიანი.

აჭარაში კოვიდის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რესპუბლიკურში 3 პირი გარდაიცვალა

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში 28 დეკემბერს აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდით გარდაიცვალა 3 პაციენტი. ამ დროისთვის კლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 30 პაციენტი, მთლიანობაში კი აჭარის კოვიდკლინიკებში 479 პაციენტი მკურნალობს. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 284 პირი. დღემდე აჭარაში 30 691 ადამიანია განკურნებული ვირუსისგან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, კოვიდკლინიკებში 1410 …

კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 27 დეკემბრის მონაცემები

27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 8 394 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 25  პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: აჭარა – 81 იმერეთი – 185 ქვემო ქართლი – 84 შიდა ქართლი – 63 გურია – 26 …

კოვიდის 81 ახალი შემთხვევა აჭარაში, 2 პაციენტი გარდაიცვალა | 27 დეკემბერი

27 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 237 ადამიანი, კოვიდკლინიკა დატოვა 44 პაციენტმა. 27 დეკემბრის  მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 30 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. ამჟამად რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 512 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში 527 ადამიანია.

აჭარაში კოვიდის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა

26 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 286 ადამიანი, კოვიდკლინიკა დატოვა 68 პაციენტმა. 26 დეკემბრის  მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 33 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. ამჟამად რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 524 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში 562 ადამიანია. ამავე თემაზე:  1784 ახალი …

1784 ახალი შემთხვევა, 39 გარდაცვლილი | 26 დეკემბრის მონაცემები

26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1784 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 14421 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 39 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4119 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 801 აჭარა – 121 იმერეთი – 281 ქვემო ქართლი – 101 შიდა ქართლი – 119 გურია – 40 სამეგრელო – …

თურქეთში შესვლის წესები იცვლება – საკონსულოს განცხადება

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში შესვლა-გამოსვლაზე ახალი რეგულაციები წესდება. საკონსულოს ინფორმაციით ეს წესები პირველ მარტამდე გაგრძელდება. შესაბამისად, თურქეთში შესვლის მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ: „ბოლო პერიოდში ინგლისში დაფიქსირებულ ვირუსის მუტაციური ფორმის SARS-CoV-2-ის შემთხვევების მატების გამო,  2020 წლის 28 დეკემბრიდან უცხოეთიდან საჰაერო გზით, ხოლო 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით თურქეთში შემოსულმა პირებმა …

როცა პენსილვანიაში უნდა გესწავლა, მაგრამ თბილისში დარჩი – სტუდენტი პანდემიისას

„გასული წლის დეკემბერში ვიცოდი, რომ ჩაბარებული მქონდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მას შემდეგ ველოდი, როდის მოვიდოდა აგვისტო, რომ წავსულიყავი…“ – გვიყვება თიკა ქოქოშვილი. ის პენსილვანიის უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს, თუმცა პანდემიის გამო ახლაც თბილისშია. თიკამ ონლაინ გაიარა პირველი სემესტრი. ამერიკაში არასდროს ვყოფილვარ… პანდემია რომ არა, სექტემბრიდან იქ ვიქნებოდი  „მაინც მარტივად გავაანალიზე, რომ ყველას ცხოვრება შეიცვალა, მხოლოდ ჩემი …

ნუ მივალთ ახალ წელს ბებია-ბაბუებთან, შვილიშვილებთანაც კი – იმნაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ახალი წელი სჯობს მოქალაქეებმა მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღნიშნონ. „მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან, შვილიშვილებთანაც კი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება ალბათ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე …

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი მუტაცია – ამჯერად სამხრეთ აფრიკაში

სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების შეფასებით, იწვევს COVID19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდას, რამაც შეიძლება გადატვირთოს ჯანდაცვის სისტემა – წერს როიტერსი. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკასთან დაკავშირებულ ინფიცირების შემთხვევებში ვირუსის მუტირებული ვარიანტი აღმოაჩინა, აკრძალა ფრენები სამხრეთ აფრიკიდან. რას გულისხმობს ვირუსის ახალი მუტაცია? ახალი ვარიანტი, მოხსენიებული როგორც 501.V2, აღმოაჩინა …

აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა

25 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 290 ადამიანი, კოვიდკლინიკა დატოვა 47-მა პაციენტმა. 25 დეკემბრის  მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 33 პაციენტი. ცნობილია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. ამჟამად რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 568 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში 601 ადამიანია. ამავე თემაზე:  …

კოვიდის 1881 ახალი შემთხვევა, 37 გარდაცვლილი | 25 დეკემბრის მონაცემები

25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1881 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 13 655 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 37 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 863 აჭარა – 97 იმერეთი – 259 ქვემო ქართლი – 168 შიდა ქართლი – 145 გურია – 35 …

რა სამედიცინო სერვისები ექნება ახალი წლიდან ბათუმის რესპუბლიკურს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დამატებით 1 200 000 ლარი გამოუყო. ეს თანხა, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, საავადმყოფოს [ახალ კლინიკას] სრულყოფილად ფუნქციონირების დასაწყებად სჭირდება. კერძოდ: 200 ათასი ლარი კოვიდის მართვაში ჩართული პერსონალის სახელფასო დანამატისთვის [პრემიებისთვის], ხოლო 1 მილიონი ლარი ოფისის ხარჯებისთვის [ორი ცალი დიზელ-გენერატორის შესაძენად – 350 ათასი ლარი; ხოლო მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა …

300-ლარიან დახმარებაზე 111 157 განაცხადი დარეგისტრირდა – ვადა დღეს იწურება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 24 დეკემბრის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ერთჯერად 300-ლარიან დახმარებაზე მომხმარებელთა მიერ უკვე 111 157 განაცხადი დარეგისტრირდა. განაცხადის რეგისტრაციის ვადა დღეს, 24 დეკემბერს, მთავრდება. წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება კი 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ …

გაიხსნება თუ არა ხოფის ბაზრობა – მინისტრის კომენტარი

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ხოფის ბაზრობის ადმინისტრაციასთან და იქ მომუშავე მოქალაქეებთან… იქ ახლა მუშაობენ სპეციალისტები, რამდენად დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს ეს ობიექტი,“ – უთხრა ჟურნალისტებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა ფუტკარაძემ ხოფის ბაზრობასთან დაკავშირებით, რომლის მოვაჭრეებმაც დღეს, 24 დეკემბერს, საპროტესტო აქცია გამართეს. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას ითხოვენ. დღეს არსებული რეგულაციებით შეზღუდვა ამ ტიპის …

ბათუმის „სავანეში“ კოვიდი 95-მა ხანდაზმულმა დაამარცხა

ბათუმის წმიდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში, სადაც ძირითადად ხანდაზმულები ცხოვრობენ, 95-მა პირმა დაძლია კორონავირუსი, მათგან ყველაზე ხანდაზმული 87 წლის ქალი იყო. თავშესაფარში მცხოვრები 11 პირი კორონავირუსით გარდაიცვალა. თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამჟამად თავშესაფარში მცხოვრები მხოლოდ ერთი პირია ინფიცირებული, რომლის კლინიკიდან გამოწერასაც ელოდებიან. „სავანეში“ კარანტინი კვლავ გრძელდება.

აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 24 დეკემბერი

24 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, აჭარაში, 24 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკებში მკურნალობს 647 პაციენტი, მათ შორის, 119-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 98, კოვიდსასტუმროებშია – 707, თვითიზოლაციაშია – 4363.

კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 43

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 43, გამოჯანმრთელდა – 2737. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარაში – 139, იმერეთში – 279, ქვემო ქართლში – 112, შიდა ქართლში – 145, გურიაში – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 120, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 57, სამცხე-ჯავახეთში – 32, …

Exit mobile version