24 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში

22 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა  14 827 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  238 737-მდე. ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 022 პირი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა აჭარაში – …

აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით დაავადების 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მართვით სუნთქვაზეა სამი პაციენტი, ხოლო კლინიკებში მკურნალობს 250 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში მკურნალობს – 175, ონლაინკლინიკებში კი – 479, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი.

კოვიდის 1137 ახალი შემთხვევა, 11 პაციენტი გარდაიცვალა | დღევანდელი მონაცემები

21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 17 019 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 11  პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 179 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 477 აჭარა – 64 იმერეთი – 164 ქვემო ქართლი – 65 შიდა ქართლი – …

აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 21 იანვარი

21 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში გამოჯანმრთელდა 153 პაციენტი, კლინიკა დატოვა 24-მა პაციენტმა, ხოლო მართვით სუნთქვაზეა 3 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარის კლინიკებში მკურნალობს 248 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 206.  

არა 25 მილიონი, 25 ათასი… მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ-ერთ დაბალი შემოსავლის ქვეყანას – ჯანმო

”მსოფლიო Covid 19-ის ვაქცინების განაწილების პროცესში” კატასტროფული მორალური მარცხის ზღვარზეა ”, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეისუსმა და დასძინა, რომ ”სამართლიანი ხელმისაწვდომობის დაპირება სერიოზული რისკის ქვეშ არის”. “ამ დროისთვის ვაქცინის 39 მილიონი დოზა შევიდა სულ ცოტა 49 მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანაში. მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ ყველაზე დაბალი შემოსავლის ქვეყანას. არა 25 მილიონი, არა …

კორონავირუსის 469 შემთხვევა საქართველოში | დღევანდელი მონაცემები

20 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 6 122 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 212 აჭარა – 33 იმერეთი – 61 ქვემო ქართლი – 31 შიდა ქართლი – 34 გურია …

თვეში 500 ლარი მაქვს შესატანი, ბანკის ოფიცერმა კი მითხრა, რომ გადავადება მე არ მეხება

„ნოემბრიდან აღარ გვიმუშავია. „უნივერსამში“, სადაც მე ვვაჭრობ, დაახლოებით 200-მდე ადამიანი მუშაობს. აბსოლუტურად ყველას ბანკის ვალი აქვს, არ გამიგია, ვინმესთვის გადაევადოთ სესხი…“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები მაია მულიარჩუკი. ის ტანსაცმლით 2008 წლიდან ვაჭრობს, პანდემიის გამო კი უმუშევარი დარჩა. „საიდან გადავიხადო 500 ლარი, ვიქურდო?“ – მოვაჭრე, რომელიც პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა მაია 26 წლის სტუდენტ შვილთან და …

აჭარაში კოვიდის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 20 იანვარი

20 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. დღევანდელი ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 253 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 2 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებშია 218 ადამიანი.

მეუფე დიმიტრიმ მრევლს უთხრა, რომ ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო გზაა 

დღეს, 19 იანვარს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ნათლისღების წირვაზე კორონავირუსის ვაქციანაციასთან დაკავშირებითაც იქადაგა. ეპისკოპოსის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. „მოგეხსენებათ როგორ მძვინვარებს ეს პანდემია. დღე არ გავა ისე, რომ ვიღაც ნაცნობი, ახლობელი ან შინაური არ გაიხმოს უფალმა ამ მძიმე სენისგან დასნებოვნებული. სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, პატრიარქიც კი… იცით თქვენ, რამდენიმე ხნის წინ მიწას …

კოვიდის 1550 ახალი შემთხვევა საქართველოში | 19 იანვარი

19 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1550 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 17 398 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 647 აჭარა – 58 იმერეთი – 249 ქვემო ქართლი – 93 შიდა ქართლი – 95 გურია …

აჭარაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა

19 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 138 პაციენტი. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 29 პაციენტმა. დღევანდელი ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 269 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 5 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებშია 237 ადამიანი.

კოვიდის 110 ახალი შემთხვევა საქართველოში

18 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 4 964 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 25 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 72 აჭარა – 13 იმერეთი – 5 ქვემო ქართლი – 4 შიდა ქართლი – 0 …

აჭარაში კოვიდის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 18 იანვარი

18 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 41-მა პაციენტმა. დღევანდელი ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 280 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 7 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებშია 253 ადამიანი.  

17 გარდაცვლილი და 780 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ჯამში 2 933 პირი გარდაიცვალა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 083 ტესტირება. აქედან 4 …

აჭარაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 17 იანვარი

17 იანვრის დილის მონაცემებით აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 106 პაციენტი [დღემდე გამოჯანმრთელებულია – 33 510 პაციენტი]; კლინიკა დატოვა  28 პაციენტმა. აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 9 პაციენტი. რეგიონის კლინიკებში ამ ეტაპისთვის მკურნალობს – 308 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 289, …

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია – მთავრობა

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია: „გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება“. მთავრობის ინფორმაციით, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში …

815 პირი დააჯარიმეს კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, …

გარდაიცვალა 23 პაციენტი, გამოვლინდა 1 236 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი

მთავრობის ინფორმაციით, 16 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  247 025-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  231 385-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს …

კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა აჭარაში – 16 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 84 ახალი ფაქტი გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 127 პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, სულ გამოჯანმრთელდა 33 404 პაციენტი. ამ დროისთვის კლინიკა დატოვა 33-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვაზეა) – 8 პაციენტი. აჭარაში კლინიკაში მკურნალობს – 310 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში …

10 ლარად 20 გბ ინტერნეტის მისაღებად მასწავლებლებისა და მოსწავლეების რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 10 ლარად 20 გბ ინტერნეტის მისაღებად, ანუ სპეციალურ პროგრამაში ჩასართავად, პედაგოგებმაც და მშობლებმა/ბავშვებმაც სპეციალურ პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ ტელეფონის ნომერი, რომლებზეც სურთ შეღავათიანი პაკეტის გააქტიურება. „პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა) საჭიროა, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე მოსწავლის ან მასწავლებლის …

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება – გახარია

შენიშვნა: დღეს, 15 იანვარს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 200-ლარიანი კომპენსაციების გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება. იგივე თარიღი იყო მითითებული მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ახლახან მთავრობის ადმინისტრაციამ თარიღი კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომლის თანახმადაც კომპენსაციების გაცემა დაიწყება არა 28 თებერვლიდან, არამედ 28 იანვრიდან. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 200-ლარიან კომპენსაციის მიმღებთ პორტალზე უკვე …

აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 15 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, 2021 წლის 15 იანვრამდე, აჭარაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის – 33 277. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში – 323; აჭარის კოვიდ-სასტუმროშია 315 …

კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – 15 იანვარი

საქართველოში, 15 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 26 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  245 789-ს. …

კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა, 21 გარდაცვლილი – 14 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 21 ადამიანი, ხოლო ვირუსისგან მოჯანმრთელდა 748 პირი. 1 357 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარა – 112 იმერეთი – 196 ქვემო ქართლი – 69 შიდა ქართლი – 111 გურია – 18 სამეგრელო – ზემო სვანეთი – 131 …

კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა აჭარაში – 14 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  გამოჯანმრთელდა  137 პაციენტი. კორონავირუსზე მკურნალობას კლინიკებში გადის 339 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 319, ხოლო ბინაზე 615. რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის მონაცემს, ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა.  

მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, კორონავირუსისი მესამე ტალღა შესაძლოა თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს საქართველოში. ეკატერნიე ტიკარაძის თქმით, მსოფლიოში უკვე დაიწყო მესამე ტალღა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. „ეს ყველაფერი არის ვარაუდები. ვინაიდან ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია, ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას. აქედან გამომდინარე სავარაუდო მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე …

აჭარაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 13 იანვარი

13 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 352 პაციენტი, მათ შორის მძიმე პაციენტია – 68;  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პირი. კოვიდ სასტუმროშია 314 პაციენტი, ონლაინ კლინიკაში – 636. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო …

1 618 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 13 იანვრის მდგომარეობით, ანალოგიურ პერიოდში გარდაიცვალა 26 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 403 პირი. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან …

კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი – 12 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი.  ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 993 პირი და ჩატარდა 17 795 კვლევა – მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით. 1 857 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა აჭარა – 97 იმერეთი – 334 ქვემო …

კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა აჭარაში, 2 გარდაცვლილი – 12 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 2 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 32 921-ია. რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულად (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 10 პაციენტი. კლინიკებში მკურნალობს 358 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 295 და სახლში მკურნალობს 643 ადამიანი.

ბათუმში პოლიციამ დააჯარიმა კოვიდინფიცირებული პირი, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა

ბათუმში 2000 ლარით დააჯარიმეს კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, კოვიდინფიცირებული მოქალაქე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. „ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად …

სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა 18 იანვარიდან განახლდება

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდება. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის არდადეგები სკოლებში 15 იანვრამდე გრძელდება. თუმცა სკოლები არც მომდევნო 16, 17 იანვარს იმუშავებს [შაბათ-კვირას]. შესაბამისად, სწავლის დაწყების თარიღი გადაიწევს 18 იანვრამდე. ჯერ უცნობია, სად, როგორ და რა ფორმით განახლდება სწავლა. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ აჭარის რეგიონში მთლიანად და საქართველოს დიდ …

კორონავირუსის ვაქცინის შესანახი მაცივარი 3 ქალაქში გვაქვს – ჯანდაცვის სამინისტრო

„ჩინური ვაქცინის შემოტანა არ განიხილება,“ – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, ჯანდაცვის  სამინისტრო ამ ეტაპზე განიხილავს მხოლო პფაიზერის ვაქცინას, მოდერნას და ასტრაზენეკას. „რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მზაობას, დღესაც რომ გვქონდეს პფაიზერის ვაქცინა, სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, – 80 გრადუსზე ტემპერატურის მქონე …

თებერვლამდე ისევ შეზღუდული იქნება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება. აქამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 16 იანვრიდან შეზღუდვების გაუქმებას აპირებდნენ და ეს ასევე შეეხებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. მინისტრ ნათია თურნავას თქმით, შეზღუდვები ძალაში დარჩება, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. „მივიღეთ დღეს გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი …

კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა აჭარაში – 11 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება მთლიანად ქვეყანას 11 იანვარს ვირუსის ახლადდადასტურებული შემთხვევა 551-ია. აჭარის რეგიონში გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა  100 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა ოდენობა კი 32 826-ია. კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა – 62 იმერეთი – 84 ქვემო ქართლი – 24 …

კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 11 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  226 215-მდე. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების …

Exit mobile version