გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვალს ბათუმში იწვიმებს, ხოლო 3 თებერვლიდან 7 თებერვლამდე კვლავ მშრალი ამინდია მოსალოდნელი.
„16 ნარგავია სულ დაზიანებული, სამი ნარგავი გასწორდა, შეიძლება გასწორდეს კიდევ ორი ნარგავი. დარჩება 11 დაზიანებული ნარგავი. აქედან ოთხი მაღალტანიანი ხე იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძირითადად ფიჭვის ხეებია დაზიანებული. გადატეხილი ტოტების შეგროვება მიმდინარეობს, რომელსაც გადავცემთ მერიას. შემდეგ ალაბთ შეშის სახით გადაეცემა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას,“- ამბობს ბულვარის დირექტორი არჩილ კახიძე.