სიახლეები

დახმარების კიდევ ერთი მცდელობა 9 წლის ნინისთვის, რომელსაც სახლი დაეწვა

04.07.2016
დახმარების კიდევ ერთი მცდელობა 9 წლის ნინისთვის, რომელსაც სახლი დაეწვა

ხვალ, 5 ივლისს, 17 საათიდან, ამჯერად ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ბათუმელი ახალგაზრდები კვლავ შეეცდებიან 9 წლის ლანჩხუთელი ნინისა და მისი ოჯახის წევრების, ნორმალურ საცხოვრებელში დასაბრუნებლად თანხის შეგროვებას. ადეიშვილების ოჯახს, ცოტა ხნის წინ სახლი დაეწვათ და ახლა ხის პატარა ქოხში ათევენ ღამეს.

9 წლის ნინი

ამ ქოხში 9 წლის ნინი მამასთან, ბაბუასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ბებია მძიმე ავადმყოფია, მწოლიარე.
ადეიშვილების საცხოვრებლის აღდგენისთვის საჭირო თანხისა თუ მასალების შეგროვებას ლაშა ქამადაძე და ლევან დევაძე, ბათუმელი მუსიკოსებისა და უბრალო მოქალაქეების დახმარებით შეეცდებიან.

საქველმოქმედო კონცერტი, ვეტერან მოჭადრაკეთა კლუბთან გაიმართება, მათ ვინც ღონისძიებაზე მისვლას ვერ ახერხებს, შეუძლიათ თანხა აქციის ორგანიზატორების ანგარიშზე გადარიცხოს: GE21BG0000000641931300 (საქართველოს ბანკი) – ლევან დევაძე
GE61TB7442845063600033 (თიბისი ბანკი) – ლაშა ქამადაძე

აქციის ორგანიზატორების თქმით, პირველ ჯერზე საქველმოქმედო კონცერტზე, რომელიც 25 ივნისს ერას მოედანზე მოეწყო, ბევრმა მსურველმა ვერ მოახერხა მისვლა, რადგან დაკვრა დღის პირველ ნახევარში დაიწყეს და ძალიან ცხელოდა, შესაბამისად თანხის საკმარისი რაოდენობა ვერ შეგროვდა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეს, რომ კიდევ ეცადათ.

გარდა სამშენებლო მასალებისთვის საჭირო თანხებისა, მსურველებს შეუძლიათ ნინისთვის სათამაშოები და სასკოლო ნივთებიც მიიტანონ ადგილზე.

ამავე თემაზე: აქცია ევროპის მოედანზე 9 წლის ნინის დასახმარებლად, რომელსაც სახლი დაეწვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: