„ჯარას“ პრემიერა ბათუმში

დღეს, 16 ივნისს,  19:00 საათზე, კინოთეატრ „აპოლოში“ EcoFilms-ი მოწვეულ სტუმრებს წარუდგენს ახალ დოკუმენტურ ფილმს, „ჯარას“, რომელიც აჭარის მთებში ერთწლიანი მოგზაურობის შედეგია და ადამიანებისა და ველური ბუნების ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს. ფილმი გვიყვება ტყის ბინადარ ველურ ფუტკრებზე, ბუნების სილამაზესა თუ დაუნდობლობაზე და იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც მის ნაწილად არიან ქცეულნი. „ხის ჯარა და მისი ბინადარი ფუტკრები ფილმის მთავარ გმირებს …

ბათუმელი მოსწავლე Giffoni-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე

წელს Giffoni-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე ბათუმიდან პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ქეთევან გორდელაძე გაემგზავრება. ფესტივალი იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონში თოთხმეტ ივლისს დაიწყება და ოცდაორ ივლისამდე გაგრძელდება. აჭარიდან Giffoni-ს ფესტივალზე წელს რიგით მეხუთე მოზარდი გაემგზავრება. საქართველოს მასშტაბით ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კონკურსში ას ოცმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, ამათგან ცხრა გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან ერთი-ერთი ქეთევანი იყო. ფესტივალის ფარგლებში …

სპექტაკლი “საუკუნის მკვლელობა” ბათუმში

8 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმის კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრის სცენაზე, კონცეპტუალური დრამა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ,  “საუკუნის მკვლელობა” დაიდგმება. ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის ფარგლებში, ამავე დღეს, ბათუმის საზაფხულო თეატრში თემატური გამოფენაც მოეწყობა. ღონისძიებაში ჩართულია შემოქმედებითი გაერთიანება “ეროვნული იმპერატივი,” ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი. სპექტაკლის ავტორი და …

ქართველი და უცხოელი მხატვრების ბათუმური გაზაფხული და ზაფხული

2-დან 14 მაისამდე ბათუმის ქუჩებში ოცი მხატვარი ღია ცის ქვეშ ახალ ნამუშევრებს შექმნის. „ბათუმური გაზაფხული“ – ასე ეწოდება საერთაშორისო პლენერის – „მეგობრობის პალიტრა – ბათუმი 2017“ – პირველ ეტაპს, რომელშიც ქართველი და უცხოელი მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას. პლენერის [ფერწერა ღია ცის ქვეშ] პირველი ეტაპი 14 მაისს დასრულდება, 2 ივნისიდან 14 ივნისამდე კი მხატვრები ბათუმურ ზაფხულს დახატავენ …

„კონტრაქტის“ პრემიერა – ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე

25-27 აპრილს, 19:00 სთ-ზე, ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე ნანა სეფაშვილის პიესა „კონტრაქტი“ დაიდგმება. სპექტაკლი ინტერაქტიულია და მასში გარკვეული როლი მაყურებელსაც აქვს. სპექტაკლში მონაწილეობენ: ფრიდონ მოდებაძე, სალომე ცაგურია, ნატალია გალოგრე, გიორგი მორჩილაძე, მიხეილ ჭეიშვილი და თეა ცინცაძე. რეჟისორი – გიორგი ჩხაიძე. სპექტაკლი ბათუმის მერიის „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მუნიციპალური ბიუჯეტიდან ღონისძიებისთვის 10 000 ლარი გამოიყო. სპექტაკლზე დასწრება ფასიანია. ბილეთის …

გამოფენა „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“

ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის თანაკურსელი გოგონების დამოუკიდებელი გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა სახელწოდებით –  POWERPUFF GIRLS-ი, 5 მაისამდე გაგრძელდება. „მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ერთ სივრცეში მუშაობამ გაგვაერთიანა და ჩვენი ნამუშევრები არ არის შექმნილი ერთი კონკრეტული თემის ან კონცეფციის ქვეშ, ეს გამოფენა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთგვარ ფემინისტურ განაცხადად. ამით ვამტკიცებთ,რომ ყველა ჩვენგანს …

ევროპული გაზაფხულის ხმა – მუსიკის ფესტივალი ბათუმში

ბათუმის მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, 21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით ბათუმში მუსიკალური ფესტივალი – European Spring Sound-ი გაიმართება. 21 აპრილს ფესტივალი გაიხსნება ქართული ფოლკლორით, სადაც წარმოდგენილი იქნება აჭარული, აფხაზური, ლაზური, ოსური პერფომანსები. 22 აპრილს  უკრაინული ჯგუფი  LUIKU დაუკრავს; 23 აპრილი – როკის დღე  – Tim Ripper Owens (ex-Judas priest), Doogie White (ex-Rainbow); 24 აპრილი – იმრე კალმანი …

წიგნი რუსულ პროპაგანდაზე – პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 18:00 საათზე, ბათუმში, მაღაზია „წიგნები ბათუმში“, „რადარამი“ მე-18 თარგმანის, პიტერ პომერანცევის წიგნის – „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ პრეზენტაციას გამართავს. როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას? როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? სწორედ ამ შეკითხვებს პასუხობს პიტერ პომერანცევის წიგნი, რომელიც …

აჭარის მუზეუმებს და გალერეებს ახალი ვებგვერდები ექნებათ

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაახლოებით 30 350 ლარს გადაიხდის აჭარის 15 მუზეუმისა და 2 გალერეის ვებგვერდის შექმნაში. ვებგვერდის შექმნა/განახლება, ასევე, ლოგოების შექმნა და ბრენდირებული მასალის დამზადება (სამი) მუზეუმისთვის, სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის – „სამუზეუმო მარკეტინგის გაუმჯობესება ადგილობრივ მუზეუმებში“ – ფარგლებში განხორციელდება. ვებგვერდი‐პორტალი შეიქმნება შემდეგი მუზეუმებისა და გალერეებისთვის: ✔ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; ✔ ხარიტონ ახვლედიანის სახელობის …

მერია კულტურის სფეროში თავისუფალ ინიციატივებს დააფინანსებს

ბათუმის მერია კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებსაც. თითოეული პროექტის დასაფინანსებლად ბათუმის მერიიდან მოთხოვნილი თანხა 10 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი ჯამში 250 000 ლარია. საუკეთესო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც რეგიონში ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას უნდა  ემსახურებოდეს, კონკურსის წესით შეირჩევა. კომისია მიღებული  გადაწყვეტილების  შესახებ  განმცხადებელს განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან …

ბათუმელ გოგონათა გუნდმა ქეთი მელუას სიმღერის კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა [კლიპი]

ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა მომღერალ ქეთი მელუას მიერ გამოცხადებულ კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა. ქეთი მელუამ გასული წლის დეკემბერში ევროპის საგუნდო კოლექტივების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად გუნდებს  უნდა შეესრულებინათ და გადაეღოთ კლიპი სიმღერაზე  – Dreams on fire. კონკურსში მონაწილეობა საქართველოდან ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა მიიღო. მათ კონკურენციას ევროპის 14 გუნდი უწევდა, მათ …

თავისუფალი პროექტების კონკურსის ხუთი გამარჯვებული

დღეს 10 მარტს, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, გამარჯვებული თავისუფალი პროექტები გამოავლინა. ოფიციალური ინფორმაციით, კომისიამ 5 თავისუფალი პროექტი გამოარჩია. ესენია: 1. მუსიკალური ფესტივალი – Black Sea Sound – შპს “EREDELI’s Art 2. „არტ საწარმო“ – ა(ა)იპ თანამედროვე ხელოვნების სივრცე 3. „ქალები ქვიშიდან“ – სსიპ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი 4. „პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFESTYLE” – კულტურის საერთაშორისო ფონდი „არტ კავკასია“ 5. …

მაია იორელის მასტერკლასები ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

21 მარტს ავსტრიის საპატიო მოქალაქე ხელოვნებისა და კულტურის დარგში, კინოსა და თეატრის მსახიობი, მომღერალი მაია იორელი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ორდღიან მასტერკლასს ჩაატარებს. მასტერკლასების შემდეგ კი წარმოდგენილი იქნება მომღერლის შემოქმედებითი ავტოპორტრეტი – „ასე მღერიან მსახიობები“. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი, გიორგი დიასამიძის ხელმძღვანელობით. მაია იორელი (სასწრაფოშვილი), ავსტრიულ-ქართული თეატრის პრეზიდენტიცაა.

„ბაბილონი“ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დაუკრავს [ანონსი]

ბათუმის ხელოვნების ცენტრი 12 მარტს, 19:00 საათზე წარმოგიდგენთ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პროექტის – „ჩემი სცენა“-  ს ფარგლებში, ადგილობრივი ჯგუფის „ბაბილონის“ კონცერტს. მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, „ბაბილონი“ ადგილობრივი რეპ-ჯგუფია, რომელიც  მუსიკალური ცენტრის სცენაზე პირველად დაუკრავს. ბილეთის ფასი 5 ლარია.  

გამოფენა “სამი კუთხე“ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა „სამი კუთხე“ მოეწყობა. გამოფენაზე ერთ სივრცეში განთავსდება სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოები, უფრო ზუსტად კი სამ მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები ფოტოგრაფების რეაქციები მათ გარშემო მომხდარ ისტორიებზე. გამოფენის ორგანიზატორების თქმით, გამოფენის მიზანია ფოტოების მეშვეობით სამ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ყოფის ერთიანი სურათის შექმნა, …

ანსამბლი „ელესა“ მეორე ალბომზე მუშაობს

ქედის ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“ მეორე აუდიოალბომის გამოცემაზე მუშაობს. აუდიოალბომი, რომელშიც ელესას მიერ შესრულებული მხოლოდ ზემო აჭარული ფოკლორული სიმღერები ჩაიწერება, ფონდი „ქართული გალობის“ დაფინანსებით გამოსცემს. ანსამბლ „ელესას“  ხელმძღვანელის, ირაკლი სირაბიძის თქმით,  სიმღერების ნაწილი რომელიც „ელესას“ მეორე აუდიოალბომით გამოიცემა, ანსამბლის რეპერტუარში უკვე არსებობს და მსმენელის წინაშე არაერთხელ შესრულებულა რეგიონულ თუ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ფოლკლორულ ფესტივალებზე. ანსამბლი უძველეს …

ბათუმის მუსიკალური ცენტრის ახალი პროექტები

ბათუმის მუსიკალური ცენტრი ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს. ესენია – „დებიუტი“, „საუბრები ოპერაზე“ და „ავსტრიულ-ქართული პროექტი“. ბათუმის მუსიკალური ცენტრის პრესსპიკერის, სალომე ცეცხლაძის განმარტებით, პროექტები საოპერო ჟანრის უკეთ განვითარებას ითვალისწინებს. „სიახლეა ის, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა საოპერო ჟანრს და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც „დებიუტის“ ფარგლებში აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში. სტუდენტებს შეუძლიათ ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ …

კონკურსი რეწვის სახელოსნოების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების სამინისტრო 2017 წლიდან ტრადიციული რეწვის სახელოსნოების დაფინანსებას აპირებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის წესით  შეირჩევა ხუთი სახელოსნო აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, გარდა ბათუმისა. პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს არანაკლებ ხუთი ტრენინგი კონკურსით წესით შერჩეული სახელოსნოების ოსტატებისთვის, რომლებმაც არანაკლებ 25 შეგირდს მომზადებენ. სწავლების ხანგრძლივობა საშუალოდ 45 სასწავლო საათია. ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსის წესით შერჩეული თითოეული სახელოსნო 4 100 ლარით …

სიმფონიური მუსიკის საღამო ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში

დღეს, 27 იანვარს, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში სიმფონიური მუსიკის საღამო გაიმართება.  პროგრამაში წარმოდგენილია ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონი“ (ზაფხული); კარლ მარია ფონ ვებერის  – უვერტიურა ოპერიდან „ობერონი“ და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის – 36-ე სიმფონია (C –dur).  კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

„აფრენშენ“ – ახალი სპექტაკლი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

დღეს, 23 იანვარს, მხოლოდ ერთი დღით, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება არჩილ გოგუაძის სპექტაკლი „აფრენშენ“, რომელიც მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას ეძღვნება. სპექტაკლი საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. მსურველებმა ბილეთების შესაძენად, ბათუმის მუსიკალურ ცენტრს უნდა მიმართონ.  ცენტრის ინფორმაციით, „სპექტაკლი ახალი და ორიგინალურია“.

სამსუნის თეატრი ბათუმში სპექტაკლს უფასოდ გამართავს

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, 17 იანვარს ბათუმში სამსუნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო წარმოდგენა – „გულდესტანი“ (GÜLDESTAN) გაიმართება.  წარმოდგენაზე დასწრება უფასოა. სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება და მხოლოდ ერთი დღით იქნება წარმოდგენილი. სამსუნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ბათუმში სპექტაკლებს თითქმის ყოველ წელს მართავს.

პირველ იანვარს ბათუმში Max the Sax დაუკრავს

პირველ იანვარს ბათუმში, განახლებულ „ლაუნჯ ინტურისტში“, ცნობილი ავსტრიელი საქსაფონისტი Max the Sax-ი  დაუკრავს, რომელიც ბათუმში დიჯეი პეტერ კრუსედერთან ერთად ჩამოდის. Max the Sax -ი მსოფლიო ტურნეს იწყებს. 31 დეკემბერს ათენში დაუკრავს, შემდეგ კი ბათუმში. Max the Sax -მა ახლახანს გამოუშვა ახალი ალბომი „New Day“.  მუსიკოსი ბათუმში, ამ ზაფხულშიც იმყოფებოდა, რომელმაც  ჯგუფ Maroon 5- ის კონცერტის წინ დაუკრა, …

ქალაქი და ურბანული სივრცის მუსიკა ბათუმში

ხვალ, 20 დეკემბერს, „თანამედროვე ხელოვნების  სივრცეში“, წარმოდგენილი იქნება ლექციების სერია.  ალეკო ელისაშვილი ისაუბრებს თემაზე, – „ქალაქის სივრცითი მახასიათებლები და ისტორია“,  ნიკო ნერგაძე კი თემაზე – „მუსიკა ურბანულ სივრცეში“. პროექტის მიზანი ისტორიული ბათუმის, ჯერ კიდევ შენარჩუნებული ნაწილის, არქიტექტურის მნიშვნელობის აღქმა, გააზრებაა და მუსიკის ადგილი ურბანულ სივრცეში. ორგანიზატორთა ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ბათუმის მერიის პროგრამის  „კულტურის სფეროში თავისუფალი …

„ილუსტრირებული სიტყვები” ბათუმის ქუჩის გალერეაში

ბათუმის ქუჩებში, 9 ლოკაციაზე, პროექტი Streetart.ge-ს ფარგლებში განთავსებულ არტბოქსებში, გრაფიკოს-დიზაინერ ბექა ბერიძის „ილუსტრირებული სიტყვები” გამოიფინა. პროექტის ფარგლებში თვეში მინიმუმ ერთი გამოფენის მოწყობა იგეგმება. საგამოფენო არტბოქსები, რაშიც არტისტების ნამუშევრებია განთავსებული, ბათუმის შედარებით უფრო ხალხმრავალ ადგილებშია განთავსებული, მათ შორის: მემედ აბაშიძის ქუჩის 32 ნომერში, დუმბაძის ქუჩის 12-14ა-ში (კაფე Vinyl-თან), აბაშიძის გამზირზე 17 ნომერში (კინოთეატრ „აპოლოსთან”), მელაშვილის ქუჩის 32 …

ციფრული გალერეა ბათუმის ქუჩებში

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის 47 ნომერში, ადგილობრივი მხატვრებისთვის, გრაფიკული დიზაინერებისა და არტისტებისთვის “თავისუფალი სახელოსნო” _ Street Art  სტუდია გაისნა, რომელიც 3D პრინტერით, გრავირებისთვის საჭირო ლაზერით, პროექტორითა და სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყოებითაა აღჭურვილი. ეს არის ადგილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავისუფალი სივრცე შემოქმედებისთვის, ნამუშევრების გამოფენისა და უბრალოდ, საინტერესო იდეების გაცვლისთვის სჭირდება.   სახელოსნო ახალი პროექტის, Streetart.ge-ს ერთ-ერთი კომპონენტია. …

ქართულ-ბრიტანული სპექტაკლი – „ცხოვრება გრძელდება“

დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთი ბრიტანულ- ქართული კოპროდუქციის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ბათუმის დრამატული თეატრისა და ბრიტანული კომპანიის – „On The Run“– ის პარტნიორობის პირველი შედეგია. სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ჰანა მოსისა და დევიდ რალფის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც 2014 წლის აგვისტოს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. კოპროდუქცია აჭარის განათლების, კულტურისა …

ჭიბონის ოსტატი ქედიდან

თემურ არძენაძე ჭიბონს ბავშვობიდან ამზადებს. ქედელ ხელოსანს ჭიბონის დასამზადებლად  არამარტო ქართველი, არამედ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებიც ხშირად აკითხავენ. ჩასაბერი საკრავის დამზადებასთან ერთად ქედელი ხელოსანი ჭიბონის საუკეთესო დამკვრელიცაა. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მცხოვრებმა თემურ არძენაძემ პირველი ჭიბონი 12 წლის ასაკში დაამზადა. ახლა 52 წლისაა და ამბობს, რომ წლების განმავლობაში ათეულობით დამზადებულმა ჭიბონმა პროფესიონალ ხელოსნად აქცია. „არ …

„თავფარავნელის ბალადა“ – განახლებული ვერსია მუსიკალურ ცენტრში

18 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება როკ-ოპერა „თავფარავნელის ბალადა“.  როკ-ოპერას წარმოადგენს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი. მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება როკ-ოპერის განხლებული ვერსია, თამაზ ჭილაძის მოტივების მიხედვით. „თავფარავნელის ბალადა“  19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 – 7 ლარი იქნება.  

ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა.  იუბილესთან დაკავშირებით, ქედის კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. „ელესამ“ კონცერტი გახსნა სიმღერით „ელესა“. ალბომში შესულია ანსამბლის 20 დამუშავებული ძველი სიმღერა, რომელიც ადგილობრივ ფოლკლორს წარმოადგენს. ანსამბლი მეორე ალბომზეც მუშაობს, სადაც 15 სიმღერა ჩაიწერება. კონცერტის დაწყებამდე კულტურის ცენტრში ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.  ქართული ტრადიციული მაგიდა გაწყობილი იყო ძველი ჭურჭლით, სადაც …

თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა 20 ძველი მერისული სიმღერა აღადგინა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები არაერთი ეთნომუსიკოსი იცნობს. ოჯახი ადგილობრივ მერისულ ფოლკლორს მღერის და სცენაზე სამი თაობით წარსდგება. თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა წელს გამართულ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე „ოჯახის“ ნომინაციაში ლაურეატის წოდება მოიპოვა. სოფელ მერისში მცხოვრებმა თურმანიძეების ოჯახმა სახელი ძველი მერისული სიმღერების შესრულებით გაითქვა. ოჯახის შვიდი წევრიდან სცენაზე მერისულ ფოლკლორს, ძირითადად, …

თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს

წლების წინ, როდესაც ტელევიზორი სოფლის მოსახლეობისთვის ფუფუნების საგანი იყო, საღამოობით, ფილმის დიდ ეკრანზე სანახავად სოფელი „კანტორაში“ იკრიბებოდა. მსგავსი კლუბი თითქმის ყველა სოფელში არსებობდა. თავდაპირველად კლუბებში ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ, მერე ქართული ფილმები ინდურმა თუ რუსულმა ფილმებმა ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი კინოკლუბები გაქრა. მას შემდეგ 25 წელზე მეტი გავიდა. აჭარის მაღალმთიანეთში ახალგაზრდების უმრავლესობას კინო დიდ ეკრანზე არასდროს უნახავს. …

30 ათასი ლარი წიგნების ბეჭდვისთვის აჭარის კულტურის სამინისტროსგან

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 10 დასახელების წიგნის ბეჭდვა-აკინძვაში მაქსიმუმ 30 ათას ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, წიგნები ქვეპროგრამის „ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში იბეჭდება. სამინისტროს პროგრამები აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. პირობების თანახმად „მიმწოდებელი იძლევა გაწეული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის გარანტიას“. წიგნების ბეჭდვა მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე …

ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო

დღეს 10 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო.  ფესტივალის ფარგლებში დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტში მასტერკლასები გაიმართა. საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 33 ქვეყნის 130 ფილმი.  ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კატეგორიის ანიმაციური ფილმები: ფილმი უფროსებისთვის,  საბავშვო ფილმი, ბავშვების მიერ შექმნილი ფილმი, ექსპერიმენტული ფილმი,  ტელესერიალი, დებიუტი, სტუდენტურიფილმი, ფესტივალ „ექო თოფუზის“ ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმი. ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და ხელოვნების უნივერსიტეტში,ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურის და ქობულეთის კულტურის სახლებში. ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო  და  საბავშვო ჟიური, რომლის შედეგებიც გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. გარდა საკონკურსო ფილმების ჩვენებებისა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებში. 13-14-15 ოქტომბერს, თოჯინების სახელმწიფო თეატრში გაიმართება ვორქშოფები – „ანიმაცია – ურთიერთობის მხატვრული ფორმა“; 13-14 ოქტომბერი, სასტუმრო პლაზაში  – მასტერკლასები – …

თბილისისა და საარბრუკენის ვალდორფის სკოლების ორკესტრი ბათუმში დაუკრავს

ხვალ,  7 ოქტომბერს, თბილისისა და საარბრუკენის ვალდორფის სკოლების გერთიანებული ორკესტრი 18:00 საათზე, ზაქარია  ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში კონცერტს გამართავს. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება დვორჟაკის სიმფონია N9, ვ. აზარაშვილის ნოქტიურნი, ტელემანის – კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისთვის, კინომუსიკა და ქართული, გერმანული და აფრიკული ფოლკლორი. ორკესტრის დირიჟორები არიან ჰუბერტ პეჰი და ირაკლი შერმაზანაშვილი. ოფიციალური ინფორმაციით,  თბილისისა და საარბრიუკენის …

საერთაშორისო ფესტივალი ოდესა/ბათუმი ხვალ გაიხსნება

საერთაშორისო ფესტივალი „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები” 10 სექტემბერს 19 საათზე თიბისი გალერეაში გახსნება. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ, ღია კონკურსის წესით შერჩეული ფოტოები თემაზე „ტერიტორია/სივრცე“. გამოფენაში მონაწილეობენ ფოტოგრაფები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ირანიდან და სხვა. ფესტვალის ფარგლებში მომდევნო გამოფენა 12 სექტემბერს 19 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება. ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფი ტომაშ ლაზარი წარადგენს …

მუსიკალური აგვისტო აჭარაში

დღეს, 21:00 საათზე, ქობულეთის ამფითეატრში ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: Asea Sool (ბექა და ათინა ჯანუაშვილები), Groovephonics (ირაკლი ფაღავა), The NEMO, Strawberry Fields, Sound Lab და The Family. დასწრება თავისუფალია. 24 აგვისტოს კონცერტი ბათუმში (ერას მოედანზე), 26-27 აგვისტოს კი კვარიათში (სანაპირო ზოლის ბოლოს, მოედანზე) გაიმართება.

Exit mobile version