მუსიკალური აგვისტო აჭარაში

დღეს, 21:00 საათზე, ქობულეთის ამფითეატრში ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: Asea Sool (ბექა და ათინა ჯანუაშვილები), Groovephonics (ირაკლი ფაღავა), The NEMO, Strawberry Fields, Sound Lab და The Family. დასწრება თავისუფალია. 24 აგვისტოს კონცერტი ბათუმში (ერას მოედანზე), 26-27 აგვისტოს კი კვარიათში (სანაპირო ზოლის ბოლოს, მოედანზე) გაიმართება.

ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა ნობელების მუზეუმში

ბათუმში, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში 2016 წლის 19-26 აგვისტოს გაიმართება გამოფენა სახელწოდებით – „სოხუმიდან ბათუმამდე და ქობულეთიდან ქუთაისამდე“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე როინიშვილის 120 ფოტო და ორი ფოტოალბომი ორიგინალი ფოტოებით. ფოტოებზე ასახულია საქართველოს იმდროინდელი ყოფაცხოვრება. გამოფენის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვა. როგორც ძმები ნობელების მუზეუმის მმართველი თამარ ორაგველიძე ორაგველიძე …

ბათუმში პრინტ ფესტივალი გაიხსნა

დღეს, 17 აგვისტოს ბათუმში ასოციაცია „არტკავკასიის“ ორგანიზებით და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო პრინტ ფესტივალი – LIFE- N- STYLE გაიხსნა. ფესტივალი „თიბისი ბანკის“ გალერეაში შოლკოგრაფიის ქართველი მხატვრების ნამუშევრებით გაიხსნა. „ფესტივალი ბათუმში იღებს სტარტს და გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ბოლოს კი თბილისში დასრულდება. ამ ფესტივალის მიზანია ხელით ბეჭდვითი მედიის წინ წამოწევა. ეს არის სპეციფიური მხატვრობის ერთ-ერთი მიმართულება, …

ბათუმელი მუსიკოსების კონცერტები [ანონსი]

18 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით ბათუმსა და ქობულეთში ბათუმელი მუსიკოსების კონცერტებია დაგეგმილი. ქობულეთი: 18 და 19 აგვისტო (ქობულეთის პარკი, ამფითეატრი). დასაწყისი – 21:00 ბათუმი: 24 აგვისტო (ევროპის მოედანი). დასაწყისი – 21:00 კვარიათი: 26, 27 აგვისტო, (სანაპირო ზოლის დასასრული, მოედანი). დასაწყისი – 21:00 კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ბენდები: Asea Sool ; Groovephonics – Irakli Pagava; The Nemo; Strawberry …

პრინტ ფესტივალი ბათუმში

ბათუმში პრინტ ფესტივალი იწყება. 17, 18 და19 აგვისტოს, სამ სხვადსახვა ლოკაციაზე: ბათუმის „თი ბი სი ბანკის“ გალერეაში, ხელოვნებისა მუზეუმსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში პრინტ ფესტივალი სახელწოდებით „LIFESTYLE“-ცხოვრების სტილი გაიხსნება. ფესტივალი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების – ბეჭდვითი მედიის ისეთი დარგების განვითარებასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს როგორიცაა ხელით ბეჭდვა, სერიგრაფია, ოფორტა, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია და გრავიურა. ორგანიზატორების ინფრომაციით, ფესტივალის მიზანია ხელი …

„ყვითელი ჩემოდანი“ თბილისი-ბათუმის გზაზე – თეონა პაიჭაძის გამოფენა ხელოვნების გალერეაში

ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, თბილისელი მხატვრის, თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვარი იყენებს ისეთ მასალებს, როგორიცაა: პოლიგრაფიული საღებავი, თუნუქის ფირფიტები და პოლიეთილენი. „ყვითელი ჩემოდანი“ – ასე ეწოდება თეონა პაიჭაძის ნამუშევრების გამოფენას, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 14 აგვისტომდე დარჩება. „იყო ასეთი სიმღერა ჩემს ბავშვობაში, ძალიან მოდური. შეიკრიბებოდნენ თუ …

150 წლის ყაბალახი და 10 ათასი წლის წინანდელი თოხი – რას ნახავთ მაღალმთიანი აჭარის მუზეუმებში

აჭარის მაღალმთიანეთში ტურისტს შესაძლებლობა აქვს ნახოს როგორც ისტორიული, ასევე არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახლ- მუზეუმები. აქ სულ რვა მუზეუმი ფუნქციონირებს – სამი შუახევში, სამი ხულოში და ორიც ქედაში. აჭარის მთიანეთის უძველესი ყოფის ამსახველ ექსპონატებს ქედის ისტორიული მუზეუმი ინახავს. აქ ვიზიტორი 8-10 ათასი წლის წინანდელი ქვის თოხსა თუ შურდულის ქვებს ნახავს, რომლებსაც, როგორც ისტორიული წყაროებით …

აჭარაში დოკუმენტური ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსი გამოცხადდა

აჭარის რეგიონში მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ან ფილმების სერიის წარმოების დაფინანსებისთვის  აჭარის კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღება 28 ივლისს დაიწყო და 3 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. საკონკურსო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს. დაფინანსების მოთხოვნის უფლება აქვთ საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან კო-პროდუქციის (თანამშრომლობის) შემთხვევაში კი, განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართველი კო-პროდიუსერის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული …

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი მეისი გრეიმ დახურა

24 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი სოულის ამერიკელი შემსრულებლის მეისი გრეის კონცერტით დაიხურა. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 15 ივლისს 27 გრემის მფლობელი ჯაზის მუსიკოსის ქუინსი ჯონსის პროექტით  – QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS-ით გაიხსნა. სადაც ქუინსი ჯონსმა ფესტივალის სტუმრებს  არტისტი – რიჩარდ ბონა, ალფრედო როდრიგესი და ჯეიკობ კოლიერი, პირადად წარუდგინა. 16 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის …

Prodigy ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე – ჯაზ-ფესტივალის მეოთხე დღე

21 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის The Prodigy-ს კონცერტი ჩატარდა. Prodigy-ს კონცერტს უჩვეულოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა და როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებ გვერდზე ჩანდა, ფესტივალის ამ დღეს ყველა ბილეთი გაიყიდა. ფესტივალის წარმომადგენლების თქმით, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 7000 ადამიანი ეტევა. The Prodigy წლევანდელ ფესტივალზე ჟანრობრივად ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მონაწილე იყო. ჯგუფი 90-იანებში გამოჩნდა მუსიკალურ ინდუსტრიაში …

ბასტა რაიმსი ქრის ბრაუნის ნაცვლად – კიდევ ერთი ცვლილება ჯაზ-ფესტივალის მონაწილეთა სიაში

23 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი პოპვარსკვლავის ქრის ბრაუნის ნაცვლად კონცერტს ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამართავს. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, ქრის ბრაუნი ბათუმში თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ ჩამოვა. მათივე ინფორმაციით კომპანია “ისთერნ პრომოუშენმა”  ერთ დღეში გააფორმა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს …

აჭარის ბიუჯეტიდან სამი ადგილობრივი ბენდი 68 723 ლარით დაფინანსდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამი ბენდის პრომოუშენს 68 723 ლარით დააფინანსებს. როგორც აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ამბობს, ბენდები კონკურსის საფუძველზე შეირჩა. „მოთხოვნა იყო, რომ ბენდები ყოფილიყვნენ აჭარაში რეგისტრირებული, მინიმუმ ხუთი წლის გამოცდილებით, ჰქონოდათ სტუდიური ჩანაწერი, ქმნიდნენ საავტორო მუსიკას და მონაწილეობა ჰქონოდათ მიღებული სხვადასხვა ფესტივალებზე და კონცერტებზე“, – აღნიშნა ნათია სირაბიძემ და …

„მზე ჩავიდა ბატონებო!“

„მზე ჩავიდა ბატონებო!“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც 18 ივლისს, ბათუმის თეატრალურ სარდაფში ნახა მაყურებელმა. სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის პიესის, „ალუბლის ბაღის“ ადაპტირებული ვერსიაა. აქ ალუბლის ბაღი უკვე გაყიდულია და პერსონაჟები ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებიან, საიდანაც მუდმივად ცდილობენ გაღწევას, მაგრამ არსად აქვთ წასასვლელი. ბაღი განადგურდა, იგი აღარ არსებობს და დარჩა მხოლოდ მოგონებები და განცდები. პერსონაჟებს მუდმივად სტანჯავთ …

სლოვაკი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

„პოზა სიარული წინ და უკან“ – გამოფენა ამ სახელწოდებით ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მიმდინარეობს. ოთხი სლოვაკი ხელოვანის: გინტა ვეისერმენის, იზაბელ ვენცელის, MML Studio-ს და ლუსია ნიმცოვას ნამუშევრები შემოქმედებითმა ჯგუფმა „ფლოატმა“ ჩამოიტანა ბათუმში. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები და ვიდეო ინსტალაციები, რომელიც სხვადასხვა სოციალურ დონეზე მყოფი ადამიანის მდგომარეობას ასახავს. როგორც თანამედროვე ხელოვნების სივრცის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი …

მის ლორენ ჰილი ბათუმში – ჯაზ-ფესტივალის მესამე დღე [ვიდეო]

17 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის, რეპერისა და პროდიუსერის  – მის ლორენ ჰილის კონცერტი ჩატარდა. მუსიკოსი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე 17 კაციანი ბენდით წარსდგა და კონცერტი სიმღერით – Conformed To Love-ით გახსნა. ლორენ ჰილი 90-იანებში გახდა ცნობილი, რამდენიმე გრემის მფლობელი ჯგუფის Fugees-ის ვოკალისტის სახელით. მისი მუსიკა რეპს, …

მაილს დევისის ელექტრონული პერიოდის მუსიკა – ჯაზფესტივალის მეორე დღე ბათუმში

16 ივლისს, შავი ზღვის  რიგით მე-10 ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მაილს ელექტრიკ ბენდის (MILES ELECTRIC BAND) კონცერტი გაიმართა. 11 მუსიკოსისგან დაკომპლექტებულიმა ბენდმა  მაილს დევისის დისშვილის, მუსიკოსი ვინს უილბერნის ხელმძღვანელობით, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკა დაუკრა.   ბენდის შემადგელობაში შედიან არიან გრემის ორი ნომინანტი – ჯონ ბიზლი და რობერტ ირვინგ III (John Beasley and Robert Irving …

დღეს ბათუმში ჯაზ-ფესტივალი იხსნება

დღეს ბათუმში შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი იხსნება. ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ფესტივალი 27 გრემის მფლობელი, ამერიკელი კომპოზიტორის, მესაყვირის, არანჟირების ოსტატისა და მუსიკალური პროდიუსერის,  ქუინსი ჯონსის პროექტით გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი ქართველ მსმენელს პროექტს QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS თავად წარუდგენს და  3 ახალგაზრდა მუსიკოსს  – რიჩარდ ბონას, ალფრედო როდრიგესს და ჯაკობ კოლიერს გააცნობს. მუსიკოსები მსმენელს 3 საათიან პროგრამას შესათავაზებენ.   მსმენელები ბათუმის ჩოგბურთის …

აჭარული ფოლკლორის შემგროვებლები ქედიდან

„იაგუნდი“ – ასე ეწოდება ქედის კულტურის ცენტრთან არსებულ გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. 8 ივნისს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ეს ანსამბლი აჭარაში ტრადიციული სიმღერის აღდგენასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებოდ დააჯილდოვა. ეკა ბარამიძე „იდეა ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ირაკლი სირაბიძეს გაუჩნდა, ერთ დღესაც დამიძახა და მითხრა, თუ გოგონებს შეკრებ, მე ვიცნობ საუკეთესო ეთნომუსიკოსს ქეთევან …

ბათუმში 80-იანი წლების უცხოელი როკვარსკვლავები იმღერებენ

3 ივლისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, 80-იანი წლების როკვარსკვლავები, – დენ მაკკაფერტი, დუგი უაითი, ტიმ ოუენსი და ბრაინ ჰაუ იმღერებენ. როკის გაორკესტრებულ ვერსიას ბათუმელი მუსიკოსი, ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებს. ბათუმის მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, როკ-მუსიკოსებს აკომპანირებას გაუწევს მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი. უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტში ქართველი მუსოკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. ვოკალისტებიდან წარმოდგენილი იქნება ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე და მუხრან …

პოლონური თეატრი ხულოში

დღეს 7 ივნისს, 17 :00 საათზე,  ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართება პოლონური თეატრის ,,ქორეა“-ს  პერფომანსი – ,,ენის რიტმი“ მსოფლიო ხალხთა მუსიკის თემაზე. ინფორმაციას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს. „პოლონური თეატრი ”ქორეა”  დაარსებულია 2004 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ განსაკუთრებულ მაგალითს, როგორ ხდება რიტმისა და ვოკალის შერწყმითუნიკალური ეპიკური ნაწარმოებების წარმოდგენა, უძველესი ცივილიზაციების ვოკალური და მუსიკალური ტრადიციების აღდგენა სერიოზული კვლევისა …

Maroon 5 ბათუმშია

ამერიკული პოპ-როკ ჯგუფი Maroon 5 უკვე ბათუმშია. ჯგუფი კონცერტს ხვალ, 7 ივნისს ბათუმის „საოცრებათა პარკში“ გამართავს. პოპ-როკ ჯგუფი, 1992 წელს ჩამოყალიბდა, როგორც Kara’s Flowers. 2002 წლიდან და ცნობილია როგორც Maroon 5. პოპ-როკ ჰგუფმა საერთაშორისო წარმატებას სადებიუტო ალბომით Songs About Jane მიაღწია. ცნობილი ჯგუფი საქართველოში პროექტის chek in Georgia -ს ფარგლებში ჩამოვიდა. კონცერტთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ  ორი …

ვაინახური კულტურის ფესტივალი ბათუმში – დღეს, 19 საათზე [ანონსი]

5 ივნისს, 19:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში ვაინახური კულტურის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე დასწრება უფასოა. ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“.

თავისუფალი პროექტების კონკურსი აჭარის განათლების სამინისტროში

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსს აცხადებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ხელოვნების ახალი მიმართულებების განვითარების, შემოქმედთა ახალი თაობისა და ახალი იდეების მხარდაჭერა; რეგიონში კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა; ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა. კონკურსის პირობების თანახმად, …

„შემოქმედებითი ევროპა“ – პროგრამის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს 3 ივნისს, 14 :00 საათზე, ევროკავშირის პროგრამის  პრეზენტაციაა დაგეგმილი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში.  „პროგრამა  ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა და მიზნად ისახავს ათასობით ხელოვანს, კულტურის, უდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს“. შემოქმედებითი ევროპა ორ ქვეპროგრამად იყოფა – Culture (კულტურის მხარდაჭერის …

„ანსაუნდი“ 27 მაისიდან – ბათუმი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის რუკაზე

27 მაისს, საღამოს 9 საათზე, ბათუმში, ანბანის კოშკის გვერდით მდებარე შენობაში [შესასვლელი ბულვარის მხრიდან] თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „ანსაუნდი“ გაიხსნება. 13 წლის წინ პოლონეთში, კრაკოვში დაარსებული მუსიკალური ფესტივალი ბოლო რამდენიმე წელია კრაკოვის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება, მათ შორის: ნიუ იორკში, ლონდონში, ტორონტოში, ადელაიდეში, კიევში, ბრატისლავაში, პრაღაში და ა.შ. ფესტივალი 2012 წელს თბილისშიც ჩატარდა, ბათუმი კი …

წიგნის პრეზენტაცია „დემოკრატიის სკოლაში“

27 მაისს ბათუმის 1დემოკრატიის სკოლა“  წიგნის პრეზენტაციას გეგმავს. „პოლიტიკა და დემოკრატია – აუცილებელი საკითხავი“ – ასე ჰქვია წიგნის ახალ სერიას, რომლის გამოცემა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტმა (NIMD) დაიწყო. „ეს არის გავლენიანი პოლიტიკური სტატიების ქართული თარგმანების კრებული. აღნიშნული ციკლიდან პირველი წიგნის პრეზენტაცია 2015 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა,“-ინფორმაციას „დემოკრატიის სკოლა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოცემაში …

28 ათასი ლარი 26 მაისის კონცერტისთვის

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  ბათუმში „საოცრებათა პარკში“,  ქართველი მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასწრება უფასოა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული ანსამბლებიც. კონცერტისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარია გამოყოფილი. კონცერტზე ქართველი მომღერლები აჩიკო ნიჟარაძე, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, სოფო ხალვაში, ლიზა ბაგრატიონი და სხვა მომღერლები იქნებიან მოწვეული. ასევე, მსახიობი მურმან ჯინორია. …

ფოლკლორულ ფესტივალზე 14-მა ანსამბლმა გაიმარჯვა

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ფოკლორულ ოლიმპიადაში 2098 შემსრულებელი  და 102 ანსამბლი მონაწილეობდა. „მეორე ეტაპზე  48 ანსამბლი და 1193 შემსრულებელი გავიდა, ხოლო ფინალში 21 ანსამბლი. საბოლოოდ, 14 გამარჯვებული ანსამბლი, – შვიდი სიმღერაში და 7 ქორეოგრაფიაში გამოვლინდა. სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულ ანსამბლებს სამინისტრო სასცენო კოსტიუმებითა და აქსესუარებით უზრუნველჰყოფს.  „გარკვეულ ნომინაციებზე წარდგენილ ანსამბლებს და შემსრულებლებს კი წამახალისებელი …

დღეს მუზეუმები ღამის პირველ საათამდე ღია იქნება

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს 21 მაისს,  დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის პირველ საათამდე  ღია იქნება. „ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება“ – აცხადებს აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2005 წლიდან ევროსაბჭოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა  აქცია „ღამე მუზეუმში“. „საქართველოს კულტურისა და …

სამინისტრო ფესტივალების ორგანიზატორების დატრენინგებას აპირებს

აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  ბათუმში,  ედინბურგის  ფესტივალების აკადემიის კონსულტან-ტრენერების მოწვევა იგეგმება.  კონსულტანტ-ტრენერები საქართველოში მოქმედი ფესტივალების ორგანიზატორებს და პროდიუსერებს ტრენინგებს ჩაუტარებენ. სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალების ტრენერების მოწვევა მინისტრის მოადგილის, ნათია სირაბიძის ედინგურგში ვიზიტისას დაიგეგმა. „მთავრობის პრიორიტეტია ბათუმი გადააქციოს საქართველოს და მთელი კავკასიის კულტურულ-საფესტივალო ცენტრად“-ნათქვამია სამინისტროს მიერ. ოფიციალური ინფორმაციით, ნათია სირაბიძე ედინბურგის საკრებულოს კულტურის დეპარტამენტის დირექტორს ლინ …

პირველად ბათუმში „ტოსკა“ – ფოტორეპორტაჟი

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკა“ პირველად დაიდგა. სპექტაკლი სამმოქმედებიანია. სპექტაკლში ბათუმის საოპერო სტუდიის სოლისტები მონაწილეობდნენ.   სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გერმანელი ჰანს იოაჰიმ ფრეია, დამდგმელი დირიჟორი  კი იტალიელი მაურიციო ჩამპი. პრემიერა გუშინ 15 მაისს შედგა. სპექტაკლის განმეორებითი ჩვენება დაგეგმილია ხვალ, 17 მაისს.  

ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ნივთების გამოფენა ბათუმში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან დაკავშირებით, დღეს, 12 მაისს, ბათუმში, „ვარდების სკვერში“  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ექსპონატები გამოფინეს. გამოფენა ბათუმში 17:00 საათამდე გაგრძელდება, ხვალ კი ექსპონატებს ოზურგეთში  გამოფენენ.  საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ექსპონატების გატანას რეგიონებში.   პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლის,  ჯული ცხვედიანის თქმით, …

“ორი მხარე” – გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში [ანონსი]

14 მაისს, შაბათს, 18 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა – „ორი მხარე“ გაიხსნება. „ორი მხარე“ ორი ხელოვანის – თამარ ბოჭორიშვილისა და რაიმონდა სერეიკეიტის ერთობლივი პროექტია. „ორივე ავტორი ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ისინი მიზნად არ ისახავენ კონკრეტული განცხადების მტკიცებას, მხოლოდ კითხვებს სვამენ და რეაგირებენ. მათი ნამუშევრები აერთიანებს რამდენიმე მედიას, რის საშუალებითაც ქმნიან სხვადასხვა ტიპის ობიექტსა და …

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ბათუმში ივნისში ჩატარდება

ფესტივალის – „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ბათუმში ორგანიზებისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საკუთარი ბიუჯეტიდან წელს 8 399 ლარს დახარჯავს. სწორედ ეს თანხა დაასახელა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, სამინისტროს ელექტრონულ ტენდერში შპს „კრეატივ-ჯგუფმა“. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ფესტივალი ბათუმში 8-9 ივნისს ჩატარდება. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „კრეატივ-ჯგუფს“ ხელშეკრულების გაფორმება უკვე შესთავაზა. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ამ …

„ნარჩიტა“ – სამსუნის ოპერისა და ბალეტის სპექტაკლი ბათუმში

6 მაისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ  ცენტრში, წარმოდგენილი იქნება ორმოქმედებიანი ბალეტი –  „ნარჩიტა“. სპექტაკლს წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის, სამსუნის ოპერისა და ბალეტის  დასი.  „ნარჩიტა“ პირველად იქნება წარმოდგენილი ბათუმში. როგორც „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში“ გვეუბნებიან, მუსიკალური ცენტრი სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრთან  დიდი ხანია თანამშრომლობს. „ნარჩიტას“ წარმოდგენის შემდეგ, სამსუნის  ოპერისა და ბალეტის თეატრი  ბათუმის საოპერო დასის სპექტაკლს – …

ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველად ბაღების საერთაშორისო გამოფენაზე

ბათუმის ბოტანიკური ბაღი,  ბაღების და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე „EXPO 2016 ANTALYA“ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.  ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსგავს გამოფენაში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას. ბაღების საერთაშორისო გამოფენა „EXPO 2016 ANTALYA” თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურად 23 აპრილს გაიხსნა და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. „გამოფენაში მონაწილეთა რიცხვი სხვადასხვა ქვეყნიდან უპრეცენდენტოდ მაღალია. გამოფენაში მონაწილეობს თურქეთის სხვადასხვა რეგიონი, ასევე, კანადა, ჩინეთი, …

Exit mobile version