გამოფენა და აჭარული ქორწილის იმიტაცია ფოლკლორის ცენტრში

ხვალ, 26 აპრილს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ლაზი მხატვრის ხასან ჰელიმიშის და დურმიშხან კიკნაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყობა. პერსონალური გამოფენის პარალელურად, ხვალვე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ქედის კულტურის ცენტრის ბაზაზე არსებული სასოფლო კლუბების ხელმძღვანელებისა და ფოლკლორული ანსამბლების შესრულებით ძველი აჭარული ქორწილის თეატრალიზებული იმიტაცია გაიმართება. ღონისძიება 18 საათზე დაიწყება. „აჭარული ქორწილი“ პირველად ქედის კულტურის ცენტრში ქედის …

ლექციათა და ვიდეოჩვენებათა ციკლი – გერმანული თეატრის ისტორია და თანამედროვეობა

23-25 აპრილს, 16 საათზე, გოეთეს ინსტიტუტი და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი “კავკასია”, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცესთან თანამშრომლობით, ლექციათა და ვიდეოჩვენებათა ციკლს გამართავს. თემა: გერმანული თეატრის ისტორია და თანამედროვეობა – ბერტოლტ ბრეხტიდან მოძრაობის თეატრამდე. პრეზენტაციების ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი  ლევან ხეთაგური. დასწრება თავისუფალია  

ფოლკლორული ბავშვთა ოლიმპიადია ქედაში

ქედის კულტურის ცენტრში, ქედაში არსებულ ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლებს შორის მუნიციპალური ოლიმპიადია მიმდინარეობს. ოლიმპიადაში ერთმანეთს 11 საჯარო სკოლისა და კულტურის ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლის ანსამბლები ეჯიბრებიან. ფოლკლორული ანსამბლების შესრულებას ქედაში 12 წევრიანი ჟიური აფასებს, გამარჯვებულთა ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. შესაბამისად, ქედის ფოლკლორულ ანსამბლებს შორის გამარჯვებული ანსამბლი მონაწილეობას საფინალო ტურში სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულ ანსამბლებთან ერთად დასკვნით ტურში …

კონცერტები 29 მილიონ ლარად – რა ეკონომიკური სარგებელი ექნება ქვეყანას?

საქართველოს ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი დაიხარჯება პროექტისათვის „check-in georgia“, რომლის ფარგლებშიც წლის მანძილზე კონცერტები, გამოფენები და ფესტივალები გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი და საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ სახის ღონისძიებებისთვის მილიონების ხარჯვა გამართლებულია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში, რომელიც უამრავი სოციალური გამოწვევის წინაშეა, მსგავს თანხას კონცერტებზე არ …

საკადრო ცვლილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა აფხაზავამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტი დატოვა. ის ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის მოადგილედ, რვა აპრილს დაინიშნა.  ინფორმაციას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროშიც ადასტურებენ, სწორედ მათი წარდგინებით დაინიშნა ბიძინა აფხაზავა. „ბათუმელები“ ბიძინა აფხაზავასაც დაუკავშირდა. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან თავისი სურვილით არ წასულა: „მთელი …

ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლი ქედაში

ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა: „ელესამ“, „ბეთლემმა“, „იაგუნდმა“, „ფესვებმა“ და ლატვიაში, ქალაქ დაუგავპილსში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ამიზიერისმა“ ქედაში ერთობლივი კონცერტი გამართეს. ღონისძიებაზე, რომელიც ქედის კულტურის ცენტრში გაიმართა, წარმოდგენილი იყო ქართული და ლატვიური ფოლკლორული ცეკვები და სიმღერები. კონცერტის დასასრულს „ელესამ“ და ლატვიურმა ანსამბლმა ქართული სიმღერა „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“ შეასრულა; ღონისძიება „ბეთლემისა“ და „ამიზიერისის“ ცეკვით დასრულდა. „პირველად ვიმყოფები საქართველოში. …

ბრიტანული თეატრი ბათუმში სპექტაკლით – „ინსტიტუტი“

ბათუმში ვიზიტით იმყოფება ბრიტანული თეატრალური კომპანიის ,,GECKO“-ს  ტექნიკური რეჟისორი ნეითან ჯონსონი. წელს, ბათუმში, კომპანია თეატრალურ გასტროლს გეგმავს, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი – „ინსტიტუტი“. რეჟისორი დღეს ბათუმის მუსიკალური ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო და გასტროლისათვის საჭირო ტექნიკური დეტალები შეათანხმა. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეჟისორი ნეითან ჯონსონი, მინისტრის მოადგილეს ნათია სირაბიძესაც შეხვდება. „კრიტიკოსების მიერ აღიარებული ფიზიკური თეატრის …

მწერალ თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში

ხვალ, 23 მარტს 13 :00 საათზე, მწერალი თამთა მელაშვილი  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მოწვევით  წაიკითხავს ლექციას საქართველოში ქალთა ისტორიის წერის შესახებ, საარქივო მუშაობაზე და მასალებზე დაყრდნობით. იგი ისაუბრებს სამი ქალის ისტორიაზე: ეკატერინე გაბაშვილზე, ნინო ტყეშელაშვილსა და ლიდია მეგრელიძეზე. ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, …

დღეს მხარეთმცოდნეობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება

დღეს 22 მარტს, 13:00 საათზე, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია  2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 770 000 ლარი დაიხარჯა. „განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, დაემატა საექსპოზიციო დარბაზები, ეზოში  აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციის შენობა, მოწესრიგდა  და  კეთილმოეწყო ეზო. განახლებულ მუზუმში შესაძლებელი გახდა გამოფენილიყო საცავებში არსებული  უნიკალური ექსპონატები და …

„სადა ხარ ჩემო სულიკო“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ქალთა უფლებებზე

დღეს 21 მარტს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“,  გაიმართება რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმის, – „სადა ხარ ჩემო სულიკოს“- ჩვენება და დისკუსია. ფილმის ჩვენებას და დისკუსიას გაუძღვება ფილმის ავტორი და რეჟისორი ლია ჯაყელი. „ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების …

BIAFF კინოჩვენებებისთვის ალტერნატიულ სივრცეს ქმნის

16 მარტს, 17.30 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კონფერენსდარბაზში გაიმართება BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტის მიერ ინიცირებული პროექტის პრეზენტაცია – „ბათუმში კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების შექმნა“. „ბათუმში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი კომერციული კინოთეატრი „აპოლო“, ალტერნატიული სივრცეების ნაკლებობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის (BIAFF) და ასევე ქალაქის მოსახლეობაც მოკლებულია დიდ ეკრანზე არაკომერციული კინოფილმების ნახვის შესაძლებლობას,“- ნათქვამია BIAFF-ის მენეჯმენტის განცხადებაში. …

„გერმანული თეატრის ისტორია და დღევანდელობა“ ბათუმში

15 და 16 მარტს, 16:00 საათზე, ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, წარმოდგენილი იქნება ლექციებისა და ვიდეოჩვენებების ციკლი „გერმანული თეატრის ისტორია და დღევანდელობა“. პროექტს „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ გოეთეს ინსტიტუტისა და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიას“ მხარდაჭერით წარმოადგენს. 15 მარტს  წარმოდგენილი იქნება ლექციების ციკლი, გერმანელი რეჟისორის,  გერმანული სცენიური ნატურალიზმის ფუძემდებლის ოტო ბრამის შესახებ.  16 მარტს კი  გერმანული …

კონკურსი ფილმის პოსტერების შესაქმნელად

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს, ევროკავშირის კინოფესტივალის 2016 წლის მონაწილე ფილმებისთვის პოსტერების შესაქმენლად. კონკურსანტებმა ევროკავშირის 2016 წლის კინოფესტივალზე საჩვენებელ ფილმებზე (იხილეთ ჩამონათვალი) უნდა შექმნან პოსტერები (ერთი ან რამდენიმე). „გამოვლიდნება ორი გამარჯვებული. ერთ-ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური (პრიზი 200 ევრო), ხოლო მეორე გამარჯვებულად დასახელდება ის, ვინც მეტ ფეისბუკ მოწონებას დაიმსახურებს (პრიზი 50 ევრო)“-ნათქვამია განცხადებაში. კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ …

150 ათასი ლარი კულტურული პროექტების მხარდასაჭერად ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის დაფინანსება 130 000 ლარიდან 150 000 ლარამდე გაზარდა. როგორც მერიაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება გასულ წელს დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნის გამო მიიღეს. „შარშან ბიუჯეტი გათვლილი გვქონდა საშუალოდ 13 აპლიკაციაზე, თუმცა, რადგან ჩვენთან დაფინანსების მხოლოდ ზედა ზღვარია განსაზღვრული (10 000 ლარით), იყო აპლიკაციები, რომლებითაც უფრო დაბალ დაფინანსებას …

ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება? – დისკუსია ბათუმში

9 მარტს  ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ მოეწყობა დისკუსია თემაზე – „ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება“? დისკუსია ბიოლის ფონდის მიერ არის ორგანიზებული. მოწვეული სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი, მხატვარი ლია უკლება, რომელმაც გასულ წელს ქალთა უფლებების დამცველი კატო მიქელაძის პრემია მიიღო და მხატვარი ირინა ტორონჯაძე. საჯარო დისკუსია 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ქედაში [ფოტო]

ქედის კულტურის ცენტრში პირველ მარტს ქედელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე თერთმეტი მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები წარმოადგინეს. ლაშა აბაშიძე, მხატვარი: „დიდი ხანია ვხატავ, თუმცა ჩემი შემოქმედებიდან დღემდე გამოფენაზე მხოლოდ ორი ნახატი იყო წარმოდგენილი ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, საბოლოოდ თავი მოვუყარე ნახატებს და წარმოვადგინე, როგორც ნატურმორტი, პეიზაჟი, ასევე აკვარელსა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები“. ევა მიქელაძე, მხატვარი: …

გელა წულაძის კომენტარი ქანდაკებაზე, რომელსაც გეიწყვილი უწოდეს

„აჭარის მამულიშვილთა კავშირი“ ბათუმის ბულვარიდან მხატვარ გელა წულაძის ერთ-ერთი ნამუშევრის აღებას ითხოვს. მათი განცხადებით, ქანდაკება ჰომოსექსუალ წყვილს ასახავს. ქანდაკების ავტორის, გელა წულაძის განცხადებით, კონცეფციაში მსგავსი არაფერია ჩადებული. „უილიამ შექსპირი წაიკითხონ და მერე მიხვდებიან რა კონცეფციაა ეს. საერთოდ მაგ სერიას ჰქვია „ვარიაციები სიყვარულზე“. ფეხზე რომ დგას, ეგ არის გოგო, დაჩოქილი გოგო მე არ მინახავს ან დაჩოქილი …

სამინისტროს კვლევა ხელოვნებისა და კულტურის საჭიროებებზე

დღეს 22 თებერვალს, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კულტურის სფეროს პირველი მასშტაბური კვლევა წარმოადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, კვლევაში 2 508 რესპონდენტი მონაწილეობდა. კვლევის საგანი იყო აჭარის რეგიონში ხელოვნებისა და კულტურის რესურსებისა და საჭიროებათა ანალიზი. კვლება  ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, კვლევის ხელმძღვანელმა ლევან ხეთაგურმა წარმოადგინა. კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ ძირითად პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის ნაკლებობა ღონისძიებების შესახებ, რაზეც სამინისტრო უკვე მუშაობს …

ბათუმში ამერიკული ჯგუფი The Exchange ჩამოვა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული ჯგუფის „The Exchange” -ს კონცერტი ბათუმში მარტის ბოლოს შედგება. კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი ახალგაზრდა შემსრულებლებიც მიიღებენ, რომლებიც ამერიკელებთან ერთად ერთობლივად შეასრულებენ ახალ კომპოზიციებს. ჯგუფი “The Exchange” ბათუმში კონცერტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით გამართავს. სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 17 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ამერიკის …

„დაკარგული სიყმაწვილე“ – ფოტოგამოფენა ბათუმში

14-15 წლის პატარძლები და მათი მოსწავლე მეგობრები, გარემო, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირად ტრადიციად მიიჩნევა, არასრულწლოვანი გოგონების ქორწილის დღის ამსახველი ფოტოები და პეიზაჟები – ამ ყველაფრის ნახვა ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეგიძლიათ. „დაკარგული სიყმაწვილე“ – ასე ეწოდება ფოტოგრაფ დარო სულაკაურის ფოტოპროექტს, რომლის გამოფენაც დღეს, 13 თებერვალს გაიხსნა. მიზეზი, რატომაც დარო სულაკაურმა ამ ფოტოპროექტზე მუშაობა დაიწყო, …

„დაკარგული სიყმაწვილე” – დარო სულაკაურის ფოტოპროექტი ბათუმში

13 თებერვალს, 17 საათზე, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დარო სულაკაურის ფოტოფროექტის – „დაკარგული სიყმაწვილე” – გახსნა გაიმართება. მიზეზი, რატომაც დარო სულაკაურმა ამ ფოტოპროექტზე მუშაობა დაიწყო, საქართველოში ნაადრევი ქორწინების მაღალი მაჩვენებელია. ფოტოგრაფმა რეგიონებში იმოგზაურა, იმისათვის რომ გაეგო – რა განაპირობებს შორეულ სოფლებსა თუ დაბებში არასრულწლოვანი გოგონების ადრეულ გათხოვებას. ის აკვირვებოდა სოციალურ-ეკომომიკურ გარემოსაც. თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოდგენილი …

ჯაზის დღე – Volcan feat. Rubalcaba თბილისში

„კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტი შეიტანა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, რომელიც დამტკიცდა. შესაბამისად, 30 აპრილს გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან volcan feat. Rubalcaba“, – აცხადებენ კულტურის განვითარების ფონდში. ფონდი აღნიშნული კონცერტის მომსახურების შეყიდვას გამარტივებული შესყიდვით გეგმავს, რისთვისაც [თანხმობის მიღების მიზნით] შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „როდესაც …

თურქი მხატვრის პერსონალური გამოფენა ბათუმში

დღეს, 2 თებერვალს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში თურქი მხატვრის ქემალ ჩელიქის პერსონალური გამოფენა გაიმართა.  ცოტა ხნის წინ ბათუმმა კიდევ ერთი თურქი მხატვრის გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის გახსნას დაესწრნენ თურქი და ქართველი ოფიციალური პირები. სტუმრებს  ნაციონალური კოქტეილით გაუმასპინძლდნენ. გამოფენა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა: „ჩვენი ახლო მეზობლობა ართვინთან მეგობრობაში და შემოქმედებითი ურთიერთობების გაზიარებაში გამოიხატება. პეიზაჟი ერთ-ერთი პოპულარული …

ბათუმში ართვინელი მხატვრის ქემალ ჩელიქის გამოფენა გაიმართება

  3-6 თებერვალს აჭარის ხელოვნების მუზეუმში ართვინელი მხატვრის ქემალ ჩელიქის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ჩელიქი 1940 წელს ართვინის რეგიონის შავშეთის რაიონის სოფელ აქდამლაში დაიბადა. მის ნამუშევრებში ნაჩვენებია თურქეთის ისტორია და ლანდშაფტები. 1990 წელს ქემალ ჩელიქმა ანკარის ციხე-სიმაგრეში გახსნა სახელოსნო, შეარჩია სტუდენტები და ამზადებდა მათ სახვითი ხელოვნების გამოცდებისთვის და სწავლის დასრულებამდე ეხმარებოდა. მხატვარს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ აქვს შვიდი …

ჯგუფი „Inner Circle“ ბათუმშია

ცნობილი კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი და ორი გრემის მფლობელი ჯგუფი „Inner Circle“ უკვე ბათუმში იმყოფებიან. ისინი ერთად ემზადებიან გრანდიოზული გალა კონცერტისთვის და რეპეტიციებს გადიან საახლწლო შოუს სხვა მონაწილეებთან ერთად. „31 დეკემებერს გიორა ფაიდმანი, ქართული ორკესტრი და კაპელა საოცარ საახალწლო საღამოს პირდება კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, დაუვიწყარი შოუ ელოდება რეგის მოყვარულებსაც ერას მოედანზე. ორდღიანი შოუპროგრამა სხვადასხვა ჟანრის მსმენელზეა …

BIAFF მიმდინარე წლის შედეგებს შეაჯამებს

ხვალ 29 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება BIAFF  2015 კინოფესტივალის შედეგების შეჯამება, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირება და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია. „2015 წელი BIAFF-თვის იყო საიუბილეო,  10 წელი შეუსრულდა ფესტივალის დაარსებიდან და ამ ათწლეულში, BIAFF კინოფესტივალი განვითარდა და ჩამოყალიბდა ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებად, რომელიც მნიშვნელვოან როლს ასრულებს არაკომერციული, არტ-ჰაუს კინოს …

27 დეკემბერს ყინულის მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართება

27 დეკემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის მოსწავლეები, ასევე ფიგურული ციგურაობის სინქრონული დასი. ისინი წარმოადგენენ ზღაპარს, რომელიც შეეხება ფერიებს, ყინულის დედოფალსა და ბოროტი ძალებისგან ფერიების დასახმარებლად ლაპლანდიიდან მოსულ სანტაკლაუსს. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.  

„პეპის მოგზაურობა“ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

30 დეკემბერს 18:00 საათზე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი წარმოგიდგენთ საბავშვო მუსიკალურ ზღაპარს – „პეპის მოგზაურობა“. პიესის ავტორი და რეჟისორი  ზურაბ ქავთარაძეა, მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი  მანანა ჩაუშბა; მხატვარ – სცენოგრაფი ლუკა ბესელია; კოსტუმების მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე; ქორმაისტერი – მიმოზა კილაძე კონცერტმაისტერი – ევგენია ღოღელიანი ქორეოგრაფი – გოჩა არობელიძე გაორკესტრება და არანჟირება – …

ლია უკლებამ „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ მიიღო

„კატო  მიქელაძის სახელობის პრემიის“  2015 წლის მფლობელი   მხატვარი ლია უკლება გახდა.  დაჯილდოვების ცერემონია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“  12 დეკემბერს გაიმართა.   ქალთა უფლებების დამცველი  კატო მიქელაძის სახელობის პრემია  ქალთა ფონდმა დააწესა. აღნიშნული პრემია ლია უკლებას პრიზის გასული წლის მფლობელმა მარინა თაბუკაშვილმა გადასცა. „ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის ჩემთვის არ არის შორიდან მოსული თემა და სანამ ცოცხალი ვარ,  უბრალოდ სხვანაირად …

ბაიარ შაჰინის ახალი კლიპი

მომღერალმა ბაიარ შაჰინმა აჭარის ყველაზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტზე ხულოზე კლიპი გადაიღო, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია 2015 წლის 7 დეკემბერს ხულოში, იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მუსიკის ავტორი და სიმღერის შემსრულებელი ბაიარ შაჰინია, კლიპის რეჟისორი ალექსანდრე აბაშიძე, სიმღერის ტექსტად კი აღებულია ენათმეცნიერ შუშანა ფუტკარაძის ლექსი “მენატრები ჩემო ხულო“, რომელიც 15 წლის წინ ხულოდან თურქეთში წასულ ოჯახთან სტუმრობის შემდეგ დაწერა. …

Sepultura საქართველოში

ლეგენდარული ბრაზილიური მძიმე მეტალ ჯგუფი Sepultura, 30 წლის საიუბილეო მსოფლიო ტურის ფარგლებში, 27 ნოემბერს, პირველად ისტორიაში, თბილისს ეწვია. კონცერტის რამდენიმე ასეული მსმენელი, კლუბ Art Venue Elektrowerk–ში, საბჭოთა პერიოდის ძველი ქარხნის შენობაში შეიკრიბა, რომლის მიგნებაც, მიუხედავად ფეისბუქზე განთავსებული რუქისა, მსმენელთა უმეტესობისთვის არც ისე ადვილი აღმოჩნდა. კონცერტი 21:30 საათზე დაიწყო და ორ საათს გაგრძელდა. სეტლისტი დაპირებისამებრ მრავალფეროვანი იყო. იგი …

25 748 ლარი შვიდი სალონური საღამოსთვის ბათუმში

 

მუსიკოსები – ზვიად ბოლქვაძე, რევაზ კიკნაძე, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, სპორტული ჟურნალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი, მხატვარი ნინო ნიჟარაძე, მწერალი სანდრო ბერიძე და ახალგაზრდა პოეტები იმ სალონური საღამოების სტუმრები იქნებიან, რისთვისაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. მუსიკალურ ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ატარებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ხასიათს  და მათი წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია. 

ქობულეთში არტ-ფესტივალი გაიხსნა

 

21 ნოემბერს, ქობულეთის კულტურის სახლში “არტ-ფესტივალი” გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობს ანსამბლები საქართველოს სხვადახვა კუთხიდან. ასევე, უკრაინისა და სომხეთის საბავშვო კოლექტივები.


სტუდენტების წარმოდგენა – ”იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ”

 

 

  10 ნოემბერს, 19:00 სათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში „ხელოვანთა კლუბი“ გამართავს წარმოდგენას – „იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“. 

საერთაშორისო კონფერენცია A Soul for Europa ბერლინში იმართება

 

2015 წლის 7-9 ნოემბერს ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია  ,,A Soul for Europa” იმართება. კონფერენცია ევროპარლამენტის პატრონაჟითა და კულტურის ფონდის ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა – ,,პერიფერიები, როგორც ევროპის ინსპირაცია“ და ,,ქალაქი – ინოვაციისა და ინკლუზიის ცენტრი და სამოქალაქო განათლების ახალი მოდელი“. კონფეენციაში აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე მონაწილეობს, რომელიც ბერლინის ხელოვნების აკადემიის ვიცე პრეზიდენს ნელე ჰერთლინგს, ASFE-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს სტივ ოსტინს და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელს, ვოლკერ ჰესემერთს შეხვდა. 

განათლების სამინისტროს გრანტები სრულმენტრაჟიანი ფილმების წარმოებისთვის


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“  პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურს აჭარის რეგიონში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დასაფინანსებლად.  ერთ კინომწარმოებელზე გაიცემა,  არაუმეტეს – 80 000 ლარი. 

Exit mobile version