ბეშუმში სამშენებლო ბუმია – განვითარება თუ უკანონო განაშენიანება?

„აქ სამშენებლო ბუმია“, – გვწერს მოქალაქე, რომელმაც კურორტ ბეშუმის ტყიდან მშენებლობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გამოგვიგზავნა. არაერთი წყარო „ბათუმელებს“ კურორტ ბეშუმის ტყეში ასობით კოტეჯის უკანონოდ მშენებლობაზე უყვება. გამოგვიგზავნეს ფოტო-ვიდეო მასალები და ზოგ შემთხვევაში მერიის მიერ გამოცემული აქტებიც, რომლებშიც კანონდამრღვევი პირების 1000 ლარით დაჯარიმებაზეა ინფორმაცია მოცემული. მათ შორის შორის ერთ-ერთზე „ბათუმელებმა“ ხულოს მერიას ინფორმაციის გადასამოწმებლად მიმართა. მერიამ …

ხულოს მერია საახალწლო მორთულობაზე 18 ათას ლარს დახარჯავს

ხულოს მერია დაბა ხულოს საახალწლო მორთულობაზე 18 042 ლარს დახარჯავს. ხულოს მერიამ გამარტივებული შესყიდვით გააფორმა ხელშეკრულება შპს „პაზლთან“. კომპანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 18 042 ლარს მიიღებს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ევალება საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო საქონლის მიწოდება/მონტაჟი. კომპანია „პაზლმა“ დაბა ხულოში უნდა დაამონტაჟოს ილუმინაციები, მანათობელი LED დეკორაციები, ლედ ნათურები. ამავე კომპანიამ უნდა შეიძინოს ნაძვის ხის სათამაშოები, ახალი …

ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე თოვს – 21 სექტემბერია

ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე თოვს. „კოჭებამდე თოვლია, იალაღებზე უფრო დიდი თოვლი იქნება… აქამდე არავის ახსოვს აქ თოვა სექტემბერში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ გუნდაძე, რომელიც კურორტ „გოდერძზე“ ცხოვრობს. ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოჯახების ნაწილი ისევ იალაღებზე არიან, თუმცა გზებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შუქი აღარ მიეწოდება კურორტ „ბეშუმს“.

რატომ ბლოკავენ ხულოს მერიის ფეისბუქის გვერდზე მოქალაქეებს? – რას ამბობენ მერიაში

მოქალაქეები საჯარო თუ პირად საუბარში ამბობენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფეისბუქ გვერდებზე მათ ბლოკავენ. მათი თქმით, ზოგიერთმა მათგანმა იმის გასარკვევად, თუ რა გახდა დაბლოკვის მიზეზი და რამდენ ხანს გაგრძელდება მათთვის ინფორმაციის შეზღუდვა, ხულოს მერიის შესაბამის სამსახურს მიაკითხა. თუმცა, როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ მცდელობას გაერკვიათ, რა ხდებოდა, შედეგი არ მოჰყოლია და ისინი დღემდე დაბლოკილები …

ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი

გასულ, 2022 წელს, აჭარის ბიუჯეტიდან 56,1 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე თავიდანვე იყო დაგეგმილი. სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ხარჯების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ მუხლთან, სადაც აუთვისებელი დარჩა 38,7 მილიონი ლარი. მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 38 მილიონ 5 ათას 700 ლარი.“ აუდიტის მონაცემების მიხედვით, …

ბეშუმი, 4-სეზონიანი კურორტი – კონცეფცია, რომლის რეალიზებაც სახელმწიფოს $47 მილიონი დაუჯდება

ხულოს მუნიციპალიტეტმა კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფცია გამოაქვეყნა. გენგეგმის მთავარი გამოწვევა ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად გარდაქმნაა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი, კერძო ინვესტიციების გარდა, ახლანდელი გათვლებით, 47 მილიონი აშშ დოლარის გაღება სახელმწიფოსაც მოუწევს. დაგეგმილია ბეშუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამთო-სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების მშენებლობა-მოწყობა, კომუნალური ინფრასტრუქტურული პროექტები – კანალიზაცია, წყალი, გზები, საზოგადოებრივი სივრცეები და …

ხულოს, შუახევისა და ქედის მერიაში 297 725 ლარის საწვავის მიზნობრივი ხარჯვა არ დასტურდება – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების მიხედვით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში, ჯამში, 297 725 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. ანგარიშები ეხება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოიცავს 2021-2022 წლებს. „საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით [ხულოს, შუახევისა და ქედის] მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას“, – აცხადებს აუდიტი. შესაბამისად, 2020-2021 წლებში …

ხულოს, შუახევისა და ქედის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები ზედმეტადაა გადახდილი – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობის ანგარიშები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც: აღნიშნულ მუნიციპალიტეტში არ ხდება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვა; დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება; გამოვლინდა ხელფასის სახით თანხების ზედმეტად გაცემის ფაქტები. აუდიტის ანგარიშები მოიცავს მუნიციპალიტეტების საქმიანობის შეფასებას 2020-2021 წლებში. შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები ხულოში აუდიტის ანგარიშის …

როცა გზაზე გავლა „საფრთხეს ქმნის“, მაგრამ მეზობელი აღდგენის წინააღმდეგია – შემთხვევა ხულოში

„ვაპირებ, ამაღამ ხულოს მერიასთან დავრჩე, ვიდრე გზას არ გამიკეთებენ,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. ის სოფელ კვატიაში ცხოვრობს და მის სახლთან მისასვლელი გზის გამაგრებას ითხოვს, რომელიც გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, „საფრთხეს ქმნის“. შადიმან ხოზრევანიძემ 2022 წლის მარტში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ღამე გაათია სამედიცინო კვლევების დაფინანსების მოთხოვნით. მოქალაქის თქმით, მისი მოთხოვნები დღემდე არ შესრულებულა. ამჯერად მოქალაქე შიდასასოფლო …

ახალი ტურისტული ბილიკი ხულოში – კოტიჯვარის გადმოსახედი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, „კოტიჯვარზე“, იმ ადგილზე, საიდანაც მდინარე აჭარისწყალის ხეობის ხედი იშლება, ახალ ტურისტულ ბილიკს და გადმოსახედს მოაწყობენ. პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიზნობრივი ტრანსფერის დაფინანსებით ახორციელებს. სასეირნო ბილიკთან ერთად უნდა მოეწყოს თანამედროვე არქიტექტურის მქონე ინფრასტრუქტურა: ფანჩატური, გარეგანათება და მოსასვენებელი სკამები.  პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს და ჯამში 154 438 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს …

ვინ მუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვაზე ხულოში

ხულოს  მერიაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება 2020 წლის 25 დეკემბერს ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თენგიზ ტუნაძის ინფორმაციით, მათი წლიური ბიუჯეტი 22 ათასი ლარია და ის მხოლოდ ხელფასების დაფინანსებას მოიცავს. „ბათუმელებმა“ განყოფილების მენეჯერს, თენგიზ ტუნაძეს ჰკითხა, სულ რამდენი შემთხვევა შეისწავლეს და რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტში. მენეჯერის თქმით, გახსნიდან დღემდე განყოფილებას არც ერთი შეტყობინება არ …

ხულოს მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

ხულოს მერიის ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა მერიის 2 თანამშრომელს. „აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან“, – აღნიშნულია ხულოს მერიის ფეისბუქგვერდზე. აქვე ვკითხულობთ, რომ ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი, გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება. ხულოს მერია განაგრძობს მუშაობას. განცხადების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება ხულოს მუნიციპალიტეტის …

რატომ არ მისცეს კომპენსაცია ამ დრომდე სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს

„დაისეტყვა თუ არა ჩვენი ბაღები, მაშინვე მოვიდნენ მერიიდან, ფოტოები გადაუღეს ყველაფერს და წავიდნენ… მერე სოფლის რწმუნებულმა მითხრა, იქნება დახმარებაო. არ ვიცი, მივიღებთ თუ არა რამეს, არავინ მოსულა, არ გამიგია, ვინმეს მიეღოს,“ – ამბობს ხულოში, სოფელ მთისუბანში მცხოვრები ნანა შაინიძე. ასობით ოჯახი ხულოში, შუახევსა და ქედაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსავლის კომპენსაციას ელის. ძლიერი სეტყვა ხულოს, შუახევისა …

„მე გაბუტულიც არავისთან ვარ“ – კიდევ ერთი ვერსია ხულოს გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

დღეს, 31 ივლისს, მედია დილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა და ამჟამად მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანზორ ბოლქვაძემ თავისი შტაბის წევრებთან ერთად, სცემა თამაზ აბაშიძეს, რომელიც ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ერთ-ერთი ვერსიით, ხულოს მერის კაბინეტში „შესარიგებელი“ შეკრება ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა და თამაზ აბაშიძე თავის დაზიანებით კლინიკაში აღმოჩნდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს თამაზ აბაშიძესთან, რომელსაც შესაძლო ჩხუბთან …

ხულოს მერი: დანამატები დააბრუნეს, მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებ

„დანამატები დააბრუნეს, ჩვენ უკვე განმარტება გავავრცელეთ, მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებ…“ – გვიპასუხა ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ. მან პანდემიის პირობებში თანამშრომლებს დანამატები ჩაურიცხა. რატომ გაიცა დანამატები ახლა, როცა პანდემიის გამო ხელისუფლებამ ხელფასის ერთი მესამედის ფონდში ჩარიცხვა დაანონსა? – ეს ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს ვკითხეთ. მას ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით. „არ მესმის თქვენი ხმა, ცუდად ისმის… დაუკავშირდით პრესსამსახურს,“ …

ხულოს მუნიციპალური დარბაზის რემონტისთვის ბიუჯეტიდან 224 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალური დარბაზის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 224 ათას 547 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება. ტენდერის მიხედვით უნდა გარემონტდეს სააქტო დარბაზი და გადასასვლელი, რომლითაც დარბაზი ხულოს მერიის შენობას უკავშირდება. პროექტით სააქტო დარბაზი, არსებული ფანჯრებისა და კარების ღიობების განლაგების გათვალისწინებით იყოფა ორ ნაწილად, რომლის ერთ მხარეს უნდა მოეწყოს საკონფერენციო დარბაზი (მთელ …

ხულოს მერიის პასუხი იმედა ბოლქვაძის სამსახურიდან გაშვებასა და ადაპტირებული ბილიკის მოწყობაზე 

„გზები ვიწროა, სულ 3 მეტრია სიგანე, თანაც დაღმართია. არც ერთი ტექნიკური რეგლამენტი არ ითვალისწინებს ასეთ გზაზე ადაპტირებული ბილიკის მოწყობას. მაგრამ ჩვენ მაინც განვიხილავთ და ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ“, – გვითხრა ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა აბულაძემ იმედა ბოლქვაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით. იმედა საკუთარი სოფლიდან, განახლებიდან, ამავე თემის ცენტრალურ გზამდე 40-მეტრიანი ადაპტირებული ბილიკის მოწყობას ითხოვს. ამ …

ენმ-ის მერობის კანდიდატი ხულოში: ყველა სოფელში მინისაწარმოს ავაშენებ

ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ირაკლი ჯორბენაძე ყველაზე ხშირად გზების პრობლემებზე საუბრობს. მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა მოუწესრიგებელი საავტომობილო გზებია. „ბათუმელებმა“ ხულოს მერობის კანდიდატს ჰკითხა, აქვს თუ არა გაანგარიშებული, რამდენი  დაჯდება ხულოს ყველა სოფელში გზების კეთილმოწყობა და სად ნახავს ამ ფულს ირაკლი ჯორბენაძე, თუკი ის ხულოს მერი გახდება. ხულოს მერის არჩევნები 19 …

ხულოს 15 სოფელთან მისასვლელი გზა უამინდობის გამო ჩაკეტილია

ხულოში ამ დრომდე გრძელდება ინტენსიური თოვა. ხულოს მერიის ინფორმაციით, 16 სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია და გაწმენდაზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. თხილვანას თემში კი 4 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი დაახლოებით ნახევარი მეტრია. ხულოს მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან და მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, თენგიზ ტუნაძე ამბობს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში ცენტრალური გზები გაწმენდილია და …

„ძირითადად ბათუმში ვიქნები“ – კურორტ „გოდერძის“ უფროსის ახალი მოადგილე

„შეთავაზება მას შემდეგ მივიღე, როცა ხულოს მერის მოადგილის პოსტი დავტოვე“, – გვითხრა ლაშა ბოლქვაძემ, რომელიც შპს „Goderdzi Resorts“-ის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. ეს კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და კურორტ „გოდერძის“ განვითარებას კურირებს. „ბათუმელებმა“ ლაშა ბოლქვაძეს ჰკითხა, როდის მიიღო შეთავაზება და ვისგან. მისი თქმით, შეთავაზება კომპანიის დირექტორისგან – მალხაზ მახარაძისგან მიიღო. ლაშა ბოლქვაძე ბოლო 4 წლის განმავლობაში …

ხულო არჩეული მერის გარეშე და 217 მილიონზე მეტი ლარის პროექტები

ხულოს მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, 217-ზე მეტი მილიონი ლარის საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მერია თავადაც ახორციელებს გარკვეულ პროექტებს, ითანხმებს სხვა პროექტებს, გასცემს ნებართვებს ან თანხმობას. მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, ასევე, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება-არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღება. მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალმილიონიანი პროექტების ფონზე ხულოს არჩეული მერი, გოჩა მელაძე, 17 ოქტომბერს გაურკვეველ ვითარებაში გადადგა. ამ თემაზე: რა სჭირს გოჩა …

ხულოში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 10 ათასი ლარით დაეხმარებიან

ხულოში, სოფელ ხაჭაურში, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და სათავსოები მთლიანად დაიწვა. ხანძარმა ორი ადამიანის – 70 წლის კაცის და ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის ხარჯებს მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს. მერია ასევე ფინანსურად დაეხმარება ორ ოჯახს, რომლებიც ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ. ვახტანგ ბერიძის …

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოს მერი გოჩა მელაძე გადადგა. ამ ინფორმაციის გადამოწმებას „ბათუმელები“ დღეს დილიდან ცდილობდა, მაგრამ ყველა ოფიციალური პირი თუ უწყება ბათუმში, ვისაც შეიძლება სცოდნოდა არჩეული მერის გადადგომაზე, ერთხმად აცხადებდნენ, რომ „ინფორმაცია ჩვენგან გაიგეს“. გოჩა მელაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ახლახან ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. თავად ხულოს მერიის ადმინისტრაციაში კი გაურკვევლობაში არიან – მუნიციპალიტეტში არაერთი თანამდებობის …

მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა

ხულოში, სოფელ ბოძაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი კომპენსაციაა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გადაეხადა მათთვის. „აქ გადის ხულო-ადიგენის მაგისტრალი. 2016 წელს დაიწერა გასახლების გეგმა, სადაც წერია, ვის რამდენი უწევს კომპენსაცია. მე პირადად დაახლოებით 45 ათასი ლარი უნდა გადამიხადონ, მაგრამ არ მაძლევენ. გზების დეპარტამენტში მითხრეს, რომ ეს მიწები ტყის ფონდს ეკუთვნის, ტყის ფონდმა …

უფასო მგზავრობა ბეშუმსა და სხვა იალაღებზე – 25 ათასი ლარი ხულოს ბიუჯეტში

ხულოს მუნიციპალიტეტი, 2018 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, მგზავრების უფასოდ გადაყვანას უზრუნველყოფს კურორტ ბეშუმსა და მუნიციპალიტეტის იალაღებზე, რისთვისაც 25 380 ლარია ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული. შესაბამისად, დაინიშნება დამატებითი რეისები ხულო-ბეშუმის, სხალთა-თეთრობის, სხალთა-სარიჩარის, ვაშლოვანი-დიდაჭარის მთისა და ღორჯომი-ზორტიყელის მიმართულებით. „ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი შეთანხმებულია მოსახლეობასთან და შედგენილია მათი ინტერესების გათვალისწინებით. თუ, დავუშვათ, რომელიმე მარშრუტზე უამინდობის …

ხულოში იალაღებისა და ალპური ბაღის განათებაზე მუშაობენ, თუმცა საჭირო თანხა მერიას ჯერ არ აქვს

ხულოს მერია სამ საზაფხულო იალაღზე: შქერნალზე, ლოდიძირისა და საკამბეჩოზე არსებულ 10-კილოვატიან ელექტროგადამცემ ხაზს შეაკეთებს. ქსელის სარეაბილიტაციოდ საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი პირველ მაისს 6 355 ლარზე გამოაცხადა. წინასწარი გათვლებით, ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციას 200-250 ათასამდე ლარი დასჭირდება. ადგილობრივ ბიუჯეტში ეს თანხა არ არის, ამიტომ დაფინანსებისთვის მერიამ მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების სააგენტოებს მიმართა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა აბულაძე …

ხულოს მერიის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი – khulo.ge  რამდენიმე დღეა გათიშულია. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მერიამ ახალი ვებგვერდის შესაქმნელად 4 500 ლარი გამოყო; მუშაობა ახალი ვებდიზაინის შექმნაზე მიმდინარეობს და ვებგვერდი დაახლოებით 10 დღეში ამუშავდება.  ახალ ვებგვერდზე მერია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციასთან ერთად, ტურისტული მარშრუტების განთავსებას გეგმავს. ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, ტურისტებისთვის გათვლილი ინფორმაცია, …

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი დიოკნისთან მეწყრის შემდეგ [ფოტოამბავი]

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, მეწყერი ორი კვირის წინ ჩამოწვა. მიწის მასამ მაშინ გზა ჩაკეტა და გოდერძის მიმართულებით ავტომობილები შემოვლითი გზით – სოფელ პაქსაძეებიდან, კორტოხიდან და ბეღლეთიდან გადაადგილდებოდა. მაგისტრალი დღეს გახსნილია, თუმცა გზის სავალი ნაწილი ამორტიზებულია, არც მეწყრული პროცესების განმეორებაა გამორიცხული. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, ხომ არ იგეგმება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გამაგრების, ფერდდამცავი თუ …

ხულოს მერია ეკლესიის მიმდებარე ტორიტორიის კეთილმოწყობას 550 ათას ლარად გეგმავს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის გვერდით მდებარე ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობაზე ხულოს მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან  550 000 ლარს დახარჯავს. ხულოს მერის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ეკლესიის ეზოს ტერიტორია მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, საპატრიარქოს საკუთრებაში კი მხოლოდ ის ტერიტორიაა, სადაც ეკლესია დგას: „ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. რეალურად, ეკლესიის ეზოს  კეთილმოწყობა  კი არა, ტბელ აბუსერიძის ქუჩის პირველ და …

ხულოს მერია საქონლის სასაკლაოზე დაკვლის ღირებულების 80%-ს დააფინანსებს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ფერმერთა საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის სასაკლაოზე დაკვლის ღირებულების 80%-ს  დააფინანსებს. სასაკლაოზე საქონლის დაკვლის საფასური, საკლავის წონის მიხედვით დაიანგარიშება და 1 კილოგრამზე 45 თეთრია. ხულოს მერის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე განმარტავს, რომ „ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის“ პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო. ამ მომსახურებას მერია ელექტრონულად შეისყიდის და  …

ვაკანსიები ხულოს მერიაში – გამარტივებული კონკურსი თანამდებობების დასაკავებლად

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა მერიაში  სამეურნეო მუშაკის, სამეურნეო მუშაკის დამხმარისა და მდივან-რეფერენტის პოზიციებზე. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა, მეორე კი – გასაუბრებაა. მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კონკურსანტების ცოდნას, გასაუბრების ეტაპზე, ხულოს მერი, გოჩა მელაძე, ერთპიროვნულად შეაფასებს. ხულოს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად …

ხულოს მერია ახალ აიპ-ს აფუძნებს

ხულოს მერია ახალ აიპს – „ხულოს მუნიციპალურ სერვისს“ აფუძნებს. აიპის დაფუძნებას, რომელმაც ხულოს მუნიციპალიტეტის დაბების დასუფთავება-გამწვანება, საპირფარეშოების მოვლა და  სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა უნდა უზრუნველყოს, ხულოს საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა. ხულოს მერის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე განმარტავს, რომ აიპის მთლიანი ბიუჯეტი 150 000 ლარს შეადგენს. თანამშრომელთა საშტატო ნუსხა კი ჯერ არ დაუმტკიცებიათ. ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, აიპის …

ხულოში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა. ხულოს მერიის ინფორმაციით, დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საგანგებო მდგომარეობის დროს, მერიის ცხელ ხაზზე დარეკონ და პრობლემების შესახებ მერიას დღე-ღამის ნებისმიერ დროს აცნობონ. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა მელაძეა, წევრები კი  არიან მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ცხელ ხაზზე მოქალაქეებს, ძირითადად, მერის …

Exit mobile version