ხელვაჩაურში აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 16 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ხელვაჩაურის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩისა და ჩიხების ახალი ქსელის აბონენტებს. “წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ …

აქცია „ბათუმელების“ მხარდასაჭერად

დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს. სოლიდარობის აქციაზე შეიკრიბნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. სოლიდარობის აქცია Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“ გამოყენებულ აუდიოჩანაწერს მოჰყვა, რომელშიც ისმის ჟურნალისტის მისამართით ხელვაჩაურის …

ქვემო ჯოჭოსა და სხვა სოფლებში წყლის მიწოდებას მინიმუმ 10 დღე დასჭირდება – წყალკანალი

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრის სტიქიის შედეგად სოფლებში: ქვემო ჯოჭოში, კაპრეშუმში, ფერიაში, სამებასა და ახალშენში, სხვადასხვა დიამეტრის, მთლიანობაში 640 მეტრი წყლის ლითონის მილი დაზიანდა. ასევე დაზიანდა ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის გოფრირებული მილიც. „ამ სოფლებში მოსახლეობა დარჩენილია სასმელი წყლის მიწოდების გარეშე… მოვარდნილი უხვი ნალექისა და მეწყრული მოვლენების შედეგად …

აჭარაში მეხუთე დღეა ეძებენ მდინარეში დაკარგულ მძღოლს

ხელვაჩაურში უკვე მეხუთე დღეა ეძებენ მძღოლს, რომლის ავტომანქანაც პირველ ოქტომბერს, ღამით, ძლიერი წვიმისა და მდინარის ადიდების დროს გადავარდა მდინარე მეჯინისწყალში. ავტომანქანის ამოტანა მდინარიდან რამდენიმე საათში შეძლეს, მძღოლს კი ამ დრომდე ეძებენ. მაშველებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. მეხუთე დღეა სოფელ ზანაქიძეების გადასასვლელ ხიდთან მოსახლეობა მდინარის კალაპტს მიუყვება დაკარგული მძღოლის მოსაძებნად. პირველ ოქტომბერს, საღამოს საათებში მოსული უხვი ნალექის …

„ჩვენ მოგვისაჯეს საშიშ ზონაში ცხოვრება“ – ადამიანები ქვედა ჯოჭოდან

„ლევან თედორაძეც ითხოვდა დახმარებას, სახლი დაბზარული იყო და მესერიდან წყალი გამოდიოდა…“ – გეტყვიან ქვედა ჯოჭოში. ამ სოფლის და ლევან თედორაძის შესახებ ბოლო ორი დღეა ყველამ გაიგო – ქვედა ჯოჭოში მეწყერმა ლევან თედორაძის დ მაია ბერიძის სახლი მიწაში დამარხა. სახლში ლევან ცოლთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად იყო. მეწყერმა ავტომანქანაც წაიღო, რომელშიც ორი კაცი იჯდა და ლევან …

მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს – მეწყერი ხელვაჩაურში

მაშველებმა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყრის დროს დაკარგული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ქალია.  ამჟამად მაშველები მეწყერში მოყოლილ კიდევ ორ ადამიანს, მამა-შვილს ეძებენ. —————————————– მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და სახლთან ახლოს, გზაზე მდგარი ავტომობილი. სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ავტომობილში ორი. 2 ოქტომბერს, დღის …

დამეწყრილ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყრის დროს დაკარგულ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს. მაშველები დაკარგულებს  16 საათის განმავლობაში ეძებდნენ. სოფელში გრძელდება კიდევ სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები. მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ  ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი სოფელ ჯოჭოში. წინასწარი ინფორმაციით, სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი. მაშველები დილიდან …

მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა იპოვეს

ხელვაჩაურში, მეწყრის დროს დაკარგული ავტომანქანა იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია მანქანაში მყოფი ორი პირის მდგომარეობა. მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ  ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი. წინასწარი ინფორმაციით სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი, ხოლო მანქანაში – 2. მაშველები დილიდან ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. ძებნაში ჩართულია 120 მაშველი.

ხელვაჩაურში სოფლების ნაწილს ელექტროენერგია და გაზი არ მიეწოდება

აჭარაში სტიქიის გამო ელექტროენერგიისა და გაზსადენი ქსელები დაზიანდა, რის გამოც ასობით აბონენტს დენი და გაზი ამ დრომდე არ მიეწოდება. ამ დროისთვის დენის გარეშეა დარჩენილი სოფლების – ახალშენისა და ქვედა ჯოჭოს ნაწილი. “მობილიზებულია სპეცტექნიკა და მასალები, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ქსელის გამართვა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა” – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ – „ღამით, ხელვაჩაურის რაიონში ძლიერმა …

მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ისევ ეძებენ – ფოტოები სტიქიის ადგილიდან

პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა  ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომანქანა ჩაიყოლა. წინასწარი  ინფორმაციით საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორი ადამიანი კი  – ავტომობილში. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ დრომდე დაკარგული ადამიანების პოვნა ვერ მოხერხდა. დამეწყრილი ტერიტორია სრულად არის მიწით დაფარული ისე, რომ იმ ადგილას …

ხელვაჩაურის გზაზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ხელვაჩაურის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაზარალებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა უკვე გადაიყვანა კლინიკა BMC-ში. კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულ ქალს მრავლობითი ტრამვული დაზიანება აქვს, რაც საშუალო სიმძიმისაა, მას კვლევები უტარდება. ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია საცობი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.  

როდის ჩაირთვება შუქი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შუქი გუშინ ღამით გამოირთო. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგია ავარიულად, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს გაითიშა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ აბონენტს გუშინვე ჩაურთეს შუქი, 100-მდე აბონენტთან კი, დაახლოებით 40 წუთში ჩართავენ ელექტროენერგიას.

ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა – არავინ დაშავებულა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის ყოფილ მეურნეობაში მცხოვრებ ირაკლი კახიძის საცხოვრებელ სახლს დღეს, 23 აგვისტოს, მეხი დაეცა. ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად კახიძის ოჯახის წევრები არ დაშავებულან.“ სოფელ ხელვაჩაურში კი (ზანაქიძეების დასახლებაში) უხვი ნალექის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა მოქალაქე ბადრი გურგენიძის საცხოვრებელ სახლთან. ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე გასულია ხელვაჩაურის სახანძრო -სამაშველო …

რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა

აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ჯამში, რისი დაზუსტებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, 40 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა. შემოსავლების შემცირების გამო ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო; ბევრი პროექტი კი წელს ვერ დასრულდება. ყველაზე …

მოქალაქე: მეწყერს მიაქვს ჩემი ბაღი, არავინ მოდის დასახმარებლად

ხელვაჩაურში, სოფელ ყოროლისთავში მცხოვრები მარინა ფაღავა ამბობს, რომ მეწყერმა მისი მანდარინის ბაღი დააზიანა და შიდასასოფლო გზა ჩაკეტა. მოქალაქის თქმით, მან ხელვაჩაურის მერიას ორი კვირის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. „…სოკარგაზს გაჰყავდა მილები, რა დროსაც გამოვიდა წყალი. მითხრეს, ეს წყაროს წყალიაო. 42 წელია აქ ვარ და არ ყოფილა წყარო… ვუთხარი, რომ ეს მოაშვავებდა აქაურობას, …

კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი მოსაცდელს დაეცა და დაანგრია – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში 

გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 29 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში. მოსახლეობის თქმით, მათ წლებია აწუხებთ კლდიდან ქვების ცვენა. მათივე თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, კლდიდან ჩამოვარდნილმა ქვამ, გზის პირას მდგარი მოსაცდელის შენობა დაანგრია. მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გაჩენილი ქვათაცვენის ახალი კერები კი, მთლიანად ხეობას უქმნის საფრთხეს. მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას, რათა მათ …

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებზე დასაბუთების გარეშე 50 400 ლარი გაიცა – აუდიტი

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ჯამში გასცა 50 400 ლარი. აღნიშნული ქმედება შეუსაბამოა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებთან,“ – აცხადებს აუდიტი. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების …

ხელვაჩაურში შტატგარეშე თანამშრომლები უფუნქციო ობიექტებზეა დასაქმებული – აუდიტის ანგარიში

ხელვაჩაურის მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეთა ნაწილი საერთოდ უფუნქციოდაა, ან კიდევ ხელოვნურადაა შექმნილი ისეთი თანამდებობები, რომელთა არსებობა სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი; დასაქმებულთა ნაწილი არ ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს; ამასთან, შტატგარეშე დასაქმებული არიან იმ ობიექტზეც, რომელიც წლებია არ ფუნქციონირებს [მაგალითად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი, სადაც დასაქმებულია 3 ადამიანი] – ასეთია აუდიტის დასკვნა, რომელიც ორი …

ხელვაჩაურის მერიამ ნაპირი უკანონოდ გაამაგრა ადრე გაყიდულ ნაკვეთებთან, სადაც სასტუმრო შენდება – აუდიტი

ხელვაჩაურის მერიამ, ბათუმი-ახალციხის გასწვრივ, მდინარე აჭარისწყალზე, 2018 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება 219 ათას 097 ლარზე გააფორმა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი, მერიას ამ სამუშაოების ჩატარების უფლება არ ჰქონდა. აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ მერიამ ნაპირგამაგრებამდე მიმდებარე ნაკვეთები გაყიდა, სადაც კერძო კომპანია სასტუმრო/რესტორანს აშენებს. „აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2018 წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებამდე, მუნიციპალიტეტის მიერ …

ხელვაჩაურში სარიტუალო დარბაზის წინ გაჩერებული ავტომანქანების მინები ჩაამსხვრიეს

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სარიტუალო დარბაზ “დავითთან” ავტომანქანების მინები ჩაამსხვრიეს. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანებიდან არაფერი მოუპარავთ. “ბათუმელების” ინფორმაციით, ჩამსხვრეულია ოთხი სხვადასხვა ავტომანქანის შუშა. ადგილობრივები “ბათუმელებთან” ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით …

აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი

ქედის სოფლების: ქედის, ქვედა ზენდიდის, ზენდიდის, გულების, ხუნკუდას და ასევე დაბა ქედის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 786 056 ლარია. ამ სოფლების გაზით მომარაგებისთვის დაგეგმილი სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს. ქობულეთის სოფელ გორგაძეების გაზიფიცირების სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც სამუშაოები 2020 წლის თებერვალში …

6,1 მილიონი ლარი ხელვაჩაურის 10 სოფლის გაზიფიცირებისთვის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის საჭირო ქსელის მოსაწყობად, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერები გამოაცხადა. ამ სოფლებში გაზმომარაგების ქსელის მოსაწყობად სამი ტენდერია გამოცხადებული და სატენდერო თანხა ჯამში 6 114 377 ლარია. საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, ათივე სოფელში ჯამში 1743 აბონენტია, რომელთა ბუნებრივი აირით მომარაგება ამ ქსელის საშუალებით განხორციელდება [აჭარისწყალი – 71 აბონენტი, კაპნისთავი – 62, კიბე – 73, ხერთვისი …

რა შეჭამოს თხამ? – პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება არ იმჩნევს

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრები თამაზ ცინცაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც თხები ჰყავს და პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც თხებს ვეღარ აძოვებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც „მაჭახელას ეროვნულ პარკად“ გამოცხადდა. პრობლემის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. კირნათში 6 ოჯახს დაახლოებით 200 სული თხა ჰყავს. მათ გაზაფხულზე თხები ჯავახეთში გადაჰყავთ, შემოდგომაზე – უკან ბრუნდებიან. „200 კილომეტრი ფეხით უკვე გამოვიარე და …

ხელვაჩაურის გზაზე ელექტროსადენს ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 22 აგვისტოს, ხელვაჩაურის გზაზე ელექტროსადენს გაუჩნდა ცეცხლი. „ავარიულად გაუჩნდა სადენს ცეცხლი. ამ დროისათვის მიმდებარე ტერიტორიაზე ასამდე აბონენტს არა აქვს დენი, სწრაფი რეაგირების ტექნიკური ჯგუფი გასულია სამუშაოდ და უმოკლეს დროში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება,“ – გვითრეს კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიაში“.  

ვინ დგას კომპანიის უკან, რომელიც ხელვაჩაურში ქარხნის აშენებას აპირებს

„რამდენიმე კვირაში ხელვაჩაურში, მეჯინისწყალის დასახლებაში დავიწყებთ ახალ საინვესტიციო პროექტს „ქართული წყლის კომპანიასთან“ ერთად, რომლის საფუძველზეც დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება და დასაქმდება ასზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა 31 ივლისს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. „ქართული წყლის კომპანია“, რომელიც საინვესტივიო პროექტს გეგმავს ხელვაჩაურში, ერთი თვის წინ, 28 ივნისსაა დაფუძნებული. მისი დირექტორი აკაკი ადამიაა, …

სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთმა თანამშრომელმა მეორეს სცემა – დაწყებულია გამოძიება

ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ორმა თანამშრომელმა სამსახურში იჩხუბა. ინფორმაციას ამის შესახებ tv 25 ავრცელებს. ფაქტს „ბათუმელებთან“ ადასტურებს როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ნანი კახაძე, ასევე შს სამინისტრო, რომელმაც გვითხრა, რომ გამოძიება სსკ-ის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას გულისხმობს. სააგენტოსა და შს სამინისტროში სქესს არ გვიკონკრეტებენ, თუმცა ინფორმირებული პირის თქმით, კოლეგა ქალს კაცმა დაარტყა. აჭარის …

ქობულეთისა და ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში შუქი გაითიშება

ხვალ, 7 ივლისს, დაბა ჩაქვის ნაწილს და სოფელ ჩაისუბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დილის 11-დან საღამოს 5 საათამდე. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქი ორშაბათსაც გაითიშება ქობულეთის სოფლებში: ჩაისუბანში, ხალაში, სახალვაშოში, ზენითსა და მიმდებარე სოფლებში დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე. ორშაბათს, 8 ივლისს, დილის 10-დან საღამოს 6-მდე  შუქის მიწოდება შეიზღუდება დაბა ხელვაჩაურსა და ქედის სოფლებში: სიხალიძეებში, ხარაულასა და …

განახლებაში მოსახლეობა მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს

დღეს, 16 ივნისს, ხელვაჩაურში, სოფელ განახლებაში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მოსახლეობის ნაწილი განახლებაში დაგეგმილი ქარხსნის მშენებლობას ეწინააღმდეგება. წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი კერძო კომპანია გეგმავს ავტომობილების მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენოს. სოფელში კი ამბობენ რომ დასახლებულ პუნქტში მსგავსი ტიპის ქარხნის აშენება დაუშვებელია. “ქარხანა კარგია, მაგრამ არა სოფელში, არამედ დაუსახლებელ ადგილას უნდა გააკეთონ. მსგავსი ტიპის ქარხნები მჭიდროდ …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებს აწყობენ

ხელვაჩაურში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. 11 ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 50 მოსაცდელი მოეწყობა. ამჟამად სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს მახინჯაურის, ორთაბათუმის, შარაბიძეებისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მერიის ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. სამუშაოებს ერთდროულად ახორციელებს ორი კომპანია, შპს „თამუნა“ და შპს „მეგაბილდი“. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 186 891 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები …

4 დღის განმავლობაში ბათუმისა და ხელვაჩაურის გარკვეულ უბნებს დენის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ იწყებს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ბათუმი 1“-ის რეკოსტრუქცია-რეაბილიტაციას. სამუშაოების პირველი ეტაპი 4 დღის განმავლობაში განხორციელდება, რის გამოც, გარკვეულ დასახლებებსა და უბნებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. მუშაობის პროცესში, 9 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, დილის 05:00 საათიდან 09:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: დაბების – მახინჯაურისა და ჩაქვის აბონენტებს, ასევე, მიმდებარე სოფლებს; თამარის, ბარცხანის, ბონისა …

„ზამთარმა არ იზამთრა, ჩვენ ხომ პენტაგონის ბიუჯეტი არ გვაქვს?“ – ახალშენის რწმუნებული უწყლობაზე

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობა წყალს ითხოვს. „დღეს საბავშვო ბაღიდან წამოვიყვანე შვილიშვილი მეც და და სხვებმაც, წყალი საერთოდ არ იქნებაო. უწყლოდ რა უნდა ქნა ბავშვებთან?… აქამდე ბაღში მაინც იყო გრაფიკით წყალი, ახლა ისიც აღარ არის… აქციაზე გამოვედით დღეს და ჩართეს ახლა უცებ მარტო ბაღში. თუ არ არის წყალი, ახლა საიდან მოვიდა? გამოვალთ აქციაზე, …

საპროტესტო აქცია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ

ხელვაჩაურში, სოფელ განახლებაში, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრობოძების მონტაჟს ეწინააღმდეგებიან. „ვიცოდით, რომ აქ უნდა მოწყობილიყო სტადიონი ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – ამბობენ ადგილობრივები. აქციაზე იმყოფება ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძეც. მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის არაფერი განუმარტავს, ხოლო სოფელში სხვა ადგილიც არ არის, სადაც შეიძლება სტადიონი მოეწყოს. „ენერგო-პრო …

სოფელ ევგენიძეებში სახლი დაიწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ევგენიძეებში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აქ მცხოვრები ოჯახი კი ღია ცის ქვეშ დარჩა. სახანძრო -სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით „ეს იყო ე.წ. ვაგონი,“  რომელსაც საცხოვრებლად იყენებდნენ. რამ გამოიწვია ხანძარი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა

დღეს, 2 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი მერიის შენობაში დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სპეციალისტი ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებითაა დაკავებული. ახალშენის კულტურის სახლის შენობის მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიას 469 ათას 466 ლარზე ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ფელიქსთან“. სწორედ მეორე ეტაპის სამუშაოების დროს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ კულტურის …

ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს. „დაჭრილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას“. პოლიციის ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული მ.ზ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.  დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება …

ბათუმი ხელვაჩაურს 55 ჰექტარ მიწას უკან უბრუნებს – საზღვრის ცვლილებას საკრებულო განიხილავს

„ქალაქ ბათუმის მერია თანახმაა განხორციელდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემოსაერთებელი ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის რუკის შესაბამისად“, – აღნიშნულია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის წერილში, რომელიც მერმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს 2019 წლის 30 იანვარს გადაუგზავნა. ორ მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის საკითხს ბათუმის საკრებულო …

Exit mobile version