ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ისევ ეძებენ – ფოტოები სტიქიის ადგილიდან

02.10.2020
მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ისევ ეძებენ – ფოტოები სტიქიის ადგილიდან

პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა  ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომანქანა ჩაიყოლა. წინასწარი  ინფორმაციით საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორი ადამიანი კი  – ავტომობილში.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ დრომდე დაკარგული ადამიანების პოვნა ვერ მოხერხდა.

ამ ადგილას ჯერ კიდევ გუშინ საავტომობილო გზა იყო ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

დამეწყრილი ტერიტორია სრულად არის მიწით დაფარული ისე, რომ იმ ადგილას თავდაპირველად სახლის არსებობის არანაირი ნიშანი არ ჩანდა. გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ მაშველებმა სახლის სახურავის ფრაგმენტი იპოვეს, ასევე რამდენიმე პირადი ნივთი.

მაშველებმა დამეწყრილი სახლის სახურავის ფრაგმენტი იპოვეს ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

დაახლოებით ამ ადგილას იყო სახლი, რომელიც მეწყერმა ჩაიტანა ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

https://www.facebook.com/batumelebi/videos/1541327012724250/

დამეწყრილ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

დაახლოებით ამ ადგილას იყო სახლი, რომელიც მეწყერმა ჩაიტანა ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

დამეწყრილი ადგილი ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: