ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ბარათები არ მიუღია

 

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერები არ მიუღია – ამის შესახებ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარმომამდგენლებმა განაცხადეს. 

 

ამ პრობლემის დროულად გამოსწორების მოთხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო ბრიფინგით მიმართეს საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარისა“ და „ბათუმისათვის“ წევრებმაც: „ეს ხარვეზი დაუყონებლივ უნდა გამოსწორდეს, იმისათვის რომ შეიცვალოს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამართლიანად ნეგატიური განწყობა. მათ აქვთ უფლება ისარგებლონ ყველა იმ პროგრამით რასაც სოფლის მეურნეობის სამინისრო განახორციელებს.“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ვერულიძემ ბრიფინგზე.

ხელვაჩაურში რწმუნებულები დაითხოვეს

მანანა ქველიაშვილი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის თემში შემავალი 5 სოფლის რწმუნებულმა განცხადებები დაწერეს და სამსახურიდან წავიდნენ.  ზედა ჭარნალის ყოფილი რწმუნებული ნოდარ მიქელაძე აცხადებს, რომ მას განცხადების დაწერა აიძულეს და მოსთხოვეს  სამსახურიდან წასულიყო. 

ჭოროხის კალაპოტი და მოსალოდნელი პრობლემები


ცაგო კახაბერიძე


მდინარე ჭოროხიდან ყოველწლიურად ადლიის სანაპიროს გამაგრების მიზნით 100 ათასი კუბური მეტრი მოცულობის ინერტულ მასალას იღებენ. იმავე მიზნით  გარემოს დაცვის სამმართველო წელს 350 კუბურ მეტრამდე ქვიშა–ხრეშის ამოღებას გეგმავს. ამას ემატება ის კომპანიებიც, რომლებსაც მდინარის დელტიდან ინერტული მასალის ამოღებაზე ნებართვა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აქვთ მიღებული და ისინიც, რომლებიც სამშენებლო მასალებს მდინარიდან ხშირად უკანონოდ იღებენ. სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი ტენდენციის გაგრძელებამ შეიძლება მდინარის კალაპოტის სიღრმითი ეროზია გამოიწვიოს.   

ახალი გამგებელი, საკადრო პოლიტიკა და დაძაბულობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ცაგო კახაბერიძე


ახალი გამგებლის დანიშვნიდან ორი კვირის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება თექვსმეტმა თანამშრომელმა დაწერა.  

სასამართლო ნაკვეთების წინასაარჩევნოდ რეგისტრაციის კანონიერებაზე იმსჯელებს

 ცაგო კახაბერიძე

 

სასამართლო ნაკვეთების წინასაარჩევნოდ რეგისტრაციის კანონიერებაზე იმსჯელებს – ამის შესახებ სოფელ აჭარისწლის მოსახლეობას სასამართლოდან აცნობეს.  ამ დროისათვის  უწყება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მხოლოდ 18 ოჯახს მიუვიდა, თუმცა სოფელში შიშობენ, რომ  მსგავსი ტენდენცია  შეიძლება სხვა ოჯახების საკუთრებაზეც გავრცელდეს.

სხდომაა თუ დომხალი? – რეპორტაჟი ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომიდან

ცაგო კახაბერიძე 

 

 

სჭიდება თუ არა ახალ ფრაქციას მანქანა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში 15 000 ლარი გაითვალისწინა; ვისი კაბინეტია უფრო დიდი და ვის და რატომ უყიდა ან არ უყიდა საკრებულომ ლეპტოპი; სჭირდება თუ არა სახანძრო სამსახურს ახალი მანქანა და რატომ დგას ყველა სხდომაზე ტუალეტის შეკეთების საკითხი – ამ და სხვა თემებზე დღეს ხელვაჩაურის საკრებულოში სამი საათის განმავლობაში კამათობდნენ.

Exit mobile version