მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს – მეწყერი ხელვაჩაურში

02.10.2020
მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს – მეწყერი ხელვაჩაურში

მაშველებმა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყრის დროს დაკარგული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ქალია.  ამჟამად მაშველები მეწყერში მოყოლილ კიდევ ორ ადამიანს, მამა-შვილს ეძებენ.

—————————————–

მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და სახლთან ახლოს, გზაზე მდგარი ავტომობილი. სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ავტომობილში ორი.

2 ოქტომბერს, დღის ორი საათისთვის მაშველებმა მეწყრის დროს დაკარგულ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს. მაშველები დაკარგულებს 16 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ამ დროისთვის სოფელში გრძელდება კიდევ ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები.

სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლის ძებნას მაშველები შავი ზღვის სანაპიროზე (იქ, სადაც მდინარე მეჯინისწყალი შავ ზღვას უერთდება) განაგრძობენ. ადიდებულმა მდინარე მეჯინისწყალმა, ხიდზე მიმავალი მანქანა გაიტაცა. მანქანაში მსხდომი ორი პირიდან ერთმა გადმოხტომა შეძლო, მეორეს კი ამ დრომდე [2 ოქტომბერი – 16:00] ეძებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: