კაპრეშუმში სოციალურ სახლში ფართობის მოთხოვნით განაცხადების მიღება დღეს სრულდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლში დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადების მიღება დღეს სრულდება. საბუთების მიღება 2016 წლის 14 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, 9 საათიდან 18 საათამდე გამგეობის შენობის პირველ სართულზე კანცელარიაში მიმდინარეობს. სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართობებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდებიან. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მათთან ამ დრომდე 85 განაცხადია შესული. სოციალური სახლის მშებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 …

შინმოვლის მიზნობრივი პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა და შშმ პირდა შინმოვლის მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება.  პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 43 814 ლარია. აიპ „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ პროგრამას 41 314 ლარით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი კი  2 500 ლარით აფინანსებს. პროგრამის ბენეფიციარები არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ორთაბათუმი, ყოროლისთავი, წინსვლა, მასაურა, აგარა, კაპრეშუმი, წიქარაული, სალიბაური) მცხოვრები უძლური ხანდაზმული შშმ პირები; დროებით ან ხანგრძლივად უძლურებაში მყოფილი პირები (ოპერაციების, მოტეხილობის, ინსულტის შემდეგ) და ტერმინალური …

ხელვაჩაურში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მახინჯაურში, კირნათში, ფერიასა და ქედქედში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ავრცელებენ. „ამ სოფლებში გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერ კიდევ ზაფხულში ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურის სამსახურმა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები. ოთხ სოფელში ბაღების რეაბილიტაციისთვის გასული წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა,“ …

ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 14 992 166 ლარით განისაზღვრა

 

24 ნოემბერს, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. მომავალი წლის პირველადი ბიუჯეტის პროექტი 14 მილიონ 992 166 ლარით არის განსაზღვრული. აუდიტორიას მომავალი წლის პროორეტეტები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ ბერიძესთან ერთად წარუდგინა.

შემოდგომა სოფელ კირნათში [ფოტო]

 

ფოტოები გადაღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირნათში:

კინოჩვენება ხელვაჩაურის კინო კლუბში

 

დღეს,  15:30 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბში ნაჩვენები იქნება ვიტორიო დე სიკას ფილმი “ველოსიპედების გამტაცებლები.”

უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურში

 

ხვალ, 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმები უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარებენ. 

ზედა მახოში მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს

 

 

 ხელვაჩაურის სოფელ ზედა მახოში, 3 ოქტომბერს, 11 საათიდან მოსახლეობის უფასო სამედიცონო შემოწმება მიმდინარეობს. 

”12 განრისხებული მამაკაცი” ხელვაჩაურის კინო კლუბში

 

დღეს, 15:30 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბში ნაჩვენები იქნება სიდნეი ლუმეტის ფილმი “12 განრისხებული მამაკაცი.” ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყობა დისკუსია, რომელსაც მოწვეული კინომცოდნე სოფიო თავაძე წარუძღვება. 

ხელვაჩაურში კოლხური ბზის შეწამვლა მიმდინარეობს

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო. პრევენციის მიზნით, 15 ჰექტარი ტერიტორიის შეწამვლა ერთჯერადად მოხდება.

ხელვაჩაურში საყრდენი კედლების ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

 

ხელვაჩაურში, საყრდენი კედლების ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, მუნიციპალიტეტში დამეწყრის საფრთხე 127 საცხოვრებელ სახლს შეექმნა. საყრდენი კედლების გამაგრებითი და ფერდსამაგრი სამუშაოების მოწყობა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ხელვაჩაურში გზების დაბეტონება ორ თვეში დასრულდება

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გზები ბეტონდება. 2015  წელს პროგრამის ფარგლებში გზების მოსაწესრიგებლად მილიონ 14 ათასი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში 26 კმ. გზის მონაკვეთი უნდა დაიგოს.

კომუნისტური მმართველობის პერიოდში დახვრეტილთა უკვდასაყოფად მემორიალური დაფა გაკეთდება

დღეს,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 1937-38 წლებში, კომუნისტური მმართველობის პერიოდში უდანაშაულოდ რეპრესირებულთა სამარხების აღმოჩენის მიზნით შექმნილი  სამუშაო ჯგუფის  საბოლოო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ 37-38 წლებში დახვრეტილთა უკვდასაყოფად, მემორიალური დაფა განთავსდეს.

ხელვაჩაურში 1937-38 წლებში რესპესირებულთა სამარხებს ეძებენ

 

4 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 1937-38 წლებში კომუნისტური მმართველობის პერიოდში უდანაშაულოდ რეპრესირებულთა სამარხების აღმოჩენის მიზნით შექმნილი  სამუშაო ჯგუფის  პირველი შეხვედრა გაიმართა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაცია იწყება

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციას დაქვემდებარებული საჯარო მოხელეებისთვის ატესტაცია გამოცხადდა. ატესტაცია 2 ეტაპად ჩატარდება  ტესტირება და გასაუბრება. 

თოვლი ხელვაჩაურში

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გუშინ ღამის შემდეგ გადაუღებლად თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარმა მუნიციპალიტეტის სოფლებში 10-15 სანტიმეტრს მიაღწია.

ინტერნეტი – ფუფუნება სოფელში

 

აჭარის მაღალმთიანეთში ინტერნეტი ძვირადღირებული ფუფუნებაა. სოფლად მცხოვრები ოჯახები „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მოდემის ინტერნეტით სარგებლობენ, ამ ტიპის ინტერნეტი კი ძვირადღირებული, დაბალსიხშირიანი და ლიმიტირებულია. ამასთან, სიხშირე ამინდის ცვალებადობასთან ერთად უარესობისკენ იცვლება. 

ხელვაჩაურის საკრებულოში ალასანიას თანაგუნდელი თავმჯდომარე გადააყენეს

 

დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე  ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ასლან კახიძე ხელვაჩაურის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით იყო შესული. 

ბათუმთან ახლოს იყიდება სახლი, მიწის ნაკვეთით

 

 ხელვაჩაურში, სოფელ წინსვლაში იყიდება სახლი მიწის ნაკვეთით.

ინტერვიუ ხელვაჩაურის ახალ გამგებელთან

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი, 48 წლის ნადიმ ვარშანიძე, ხელვაჩაურის პირველი არჩეული გამგებელი გახდა. ნადიმ ვარშანიძე ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია, 21 წლის განმავლობაში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, 5 წლის განმავლობაში მას ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობა ეკავა, დღემდე ამ სასწავლების ლექტორია.  

მაჭახლის თემში კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება

 

მაჭახლის თემში,  კულტურის სახლის შენობას კაპიტალური რემონტი უტარდება. უკვე დამონტაჟებულია გათბობის თანამედროვე სისტემა.  შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 25 773 ლარია გამოყოფილი.

მუზეუმების საერთაშორისო დღე მაჭახლის მუზეუმში

 

 ,,ერთი დღე მუზეუმში” – ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მაჭახლის ისტორულ – ეთნოგრაფიულ  მუზეუმში. მუზეუმში მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებია დაცული. იგი ყოფილი მეჩეთის შენობაში არის განთავსებული. 


 

კონკურსი ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

 

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი აცხადებს ქასთინგს სამსახიობო ნიჭით გამორჩეული 14 დან 24 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის.

 

ვინ მიიღებს მოტობლოკს

 

ფერმერული მეურნეობისა და მემცენარეობის განვითარების მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ხუთ მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. პროგრამების მთლიანი ბიუჯეტი 330 000 ლარია. ყველაზე მეტად აჭარაში ფერმერები მოტობლოკისა და სკის შეძენით არიან დაინტერესებული. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ ფერმერების შესარჩევად, რომლებიც პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით შეიძენენ მოტობლოკს თუ სხვა საჭირო ინვენტარს. 

4 ათასი ლარი 200-სულიანი სოფლისთვის – რას ითვალისწინებს სოფლის დახმარების პროგრამა

 

 

დღეს,  აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სულხან ოქროპირიძე და საქართველოს მთავრობის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ხელმძღვანელ პირებს და თემების რწმუნებულებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის  შესახებ  ისაუბრეს.  

აჭარაში მაღალი ძაბვის ქვესადგური აშენდება

 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ენერგო-პროს ბათუმის ფილიალში ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. მთავრობის წევრებს დღეს არ უსაუბრიათ ამ პროექტის ფარგლებში რამდენ ოჯახს მოუწევს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა.

ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი მოსახლე დააზარალა

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ სოფელ კიბეში კლდიდან მონგრეულმა ქვამ  ჩოხარაძეების სახლი დაანგრია. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.  ამ დროს სახლში ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სიცოცხლისათვის საშიში ევკალიპტები ხელვაჩაურის ავტომაგისტრალზე

 

ბოლო პერიოდში ხის მოულოდნელად წაქცევის გამო ხელვაჩაურისა და გონიოს ცენტრალური ავტომაგისტრალი თორმეტჯერ გადაიკეტა. შემთხვევების დროს ავტომაგისტრალზე ავტომანქანები ინტენსიურად მოძრაობდნენ. გასულ ზამთარში ხის მანქანაზე დაცემის ფაქტიც დაფიქსირდა. მაშინ მგზავრები დაშავებას გადაურჩნენ. 

ოთხი ახალი გამგებელი ერთ დღეში

 

 

აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის გამგებელმა თამდამდებობიდან წასვლა ერთდროულად გადაწყვიტა. მათ შორის ორმა, ხულოსა და შუახევის გამგებლებმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით ზემდგომ ორგანოს 22 აგვისტოს მიმართეს, ორივე მათგანმა გადაწყვეტილება „ბათუმში, სხვა სამსახურში გადასვლით“ ახსნა. თანამდებობა მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეინარჩუნა, ის 21 აგვისტოს შვებულებაში გავიდა. ოთხივე მუნიციპალიტეტში ახალი გამგებლები 23 აგვისტოს დანიშნეს.   

ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი დააკავეს

 

 

 ინფორმაციას ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელის გურამ საფარიძის დაკავების შესახებ  საქართველოს ფინანსური პოლიციის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ადასტურებს. 

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ბარათები არ მიუღია

 

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერები არ მიუღია – ამის შესახებ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარმომამდგენლებმა განაცხადეს. 

 

ამ პრობლემის დროულად გამოსწორების მოთხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო ბრიფინგით მიმართეს საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარისა“ და „ბათუმისათვის“ წევრებმაც: „ეს ხარვეზი დაუყონებლივ უნდა გამოსწორდეს, იმისათვის რომ შეიცვალოს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამართლიანად ნეგატიური განწყობა. მათ აქვთ უფლება ისარგებლონ ყველა იმ პროგრამით რასაც სოფლის მეურნეობის სამინისრო განახორციელებს.“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ვერულიძემ ბრიფინგზე.

ხელვაჩაურში რწმუნებულები დაითხოვეს

მანანა ქველიაშვილი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის თემში შემავალი 5 სოფლის რწმუნებულმა განცხადებები დაწერეს და სამსახურიდან წავიდნენ.  ზედა ჭარნალის ყოფილი რწმუნებული ნოდარ მიქელაძე აცხადებს, რომ მას განცხადების დაწერა აიძულეს და მოსთხოვეს  სამსახურიდან წასულიყო. 

ჭოროხის კალაპოტი და მოსალოდნელი პრობლემები


ცაგო კახაბერიძე


მდინარე ჭოროხიდან ყოველწლიურად ადლიის სანაპიროს გამაგრების მიზნით 100 ათასი კუბური მეტრი მოცულობის ინერტულ მასალას იღებენ. იმავე მიზნით  გარემოს დაცვის სამმართველო წელს 350 კუბურ მეტრამდე ქვიშახრეშის ამოღებას გეგმავს. ამას ემატება ის კომპანიებიც, რომლებსაც მდინარის დელტიდან ინერტული მასალის ამოღებაზე ნებართვა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აქვთ მიღებული და ისინიც, რომლებიც სამშენებლო მასალებს მდინარიდან ხშირად უკანონოდ იღებენ. სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი ტენდენციის გაგრძელებამ შეიძლება მდინარის კალაპოტის სიღრმითი ეროზია გამოიწვიოს.   

ახალი გამგებელი, საკადრო პოლიტიკა და დაძაბულობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ცაგო კახაბერიძე


ახალი გამგებლის დანიშვნიდან ორი კვირის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება თექვსმეტმა თანამშრომელმა დაწერა.  

სასამართლო ნაკვეთების წინასაარჩევნოდ რეგისტრაციის კანონიერებაზე იმსჯელებს

 ცაგო კახაბერიძე

 

სასამართლო ნაკვეთების წინასაარჩევნოდ რეგისტრაციის კანონიერებაზე იმსჯელებს – ამის შესახებ სოფელ აჭარისწლის მოსახლეობას სასამართლოდან აცნობეს.  ამ დროისათვის  უწყება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მხოლოდ 18 ოჯახს მიუვიდა, თუმცა სოფელში შიშობენ, რომ  მსგავსი ტენდენცია  შეიძლება სხვა ოჯახების საკუთრებაზეც გავრცელდეს.

Exit mobile version