მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურში სოფლების ნაწილს ელექტროენერგია და გაზი არ მიეწოდება

02.10.2020
ხელვაჩაურში სოფლების ნაწილს ელექტროენერგია და გაზი არ მიეწოდება

აჭარაში სტიქიის გამო ელექტროენერგიისა და გაზსადენი ქსელები დაზიანდა, რის გამოც ასობით აბონენტს დენი და გაზი ამ დრომდე არ მიეწოდება.

ამ დროისთვის დენის გარეშეა დარჩენილი სოფლების – ახალშენისა და ქვედა ჯოჭოს ნაწილი.

“მობილიზებულია სპეცტექნიკა და მასალები, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ქსელის გამართვა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა” – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ – „ღამით, ხელვაჩაურის რაიონში ძლიერმა წვიმამ, დააზიანა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. მოვარდნილმა მეწყერმა წაიღო დგარების ნაწილი. ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება“.

“სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით კი, გუშინდელი სტიქიის შედეგად ხელვაჩაურში დაზიანდა გაზსადენი ქსელიც, რის გამოც ამ დრომდე გაზი არ მიეწოდება 500-მდე აბონენტს სოფლებში: ზანაქიძეები, შარაბიძეები და ჩელტა.

„ამ წუთებში ტექნიკური ჯგუფი ადგილზე სწავლობს დაზიანებას, რის შემდეგაც დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები. ყველგან ვერც მივდივართ, პარალელურ რეჟიმში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასუფთავებს გზებს,“ – აცხადებენ „სოკარში“.

როდის აღდგება ამ სოფლებში გაზის მიწოდება, ჯერ უცნობია.

ამ თემაზე:

ბონისა და ფერიის აბონენტებს დენის მიწოდება დღის პირველ ნახევარში აღუდგებათ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: